Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Lucero/ლუსერო #1 Vote_lcap75%Lucero/ლუსერო #1 Vote_rcap 75% [ 41 ]
Lucero/ლუსერო #1 Vote_lcap25%Lucero/ლუსერო #1 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Lucero/ლუსერო #1

+9
ely-sere
SoPhachka
ninuca
Espinela-Fans
tiko_levymontes
Gutierrez
maite perroni
Mariko
MaRiami
13 posters

Page 1 of 67 1, 2, 3 ... 34 ... 67  Next

Go down

მოგწონთ ლუსერო?

Lucero/ლუსერო #1 Vote_lcap88%Lucero/ლუსერო #1 Vote_rcap 88% 
[ 7 ]
Lucero/ლუსერო #1 Vote_lcap0%Lucero/ლუსერო #1 Vote_rcap 0% 
[ 0 ]
Lucero/ლუსერო #1 Vote_lcap12%Lucero/ლუსერო #1 Vote_rcap 12% 
[ 1 ]
 
Total Votes : 8
 
 
Poll closed

Lucero/ლუსერო #1 Empty Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:17

Lucero/ლუსერო #1 NpLO8

სრული სახელი: ლუსერო ოგასა ლეონი
დაბადების თარიღი: 1969 წლის 29 აგვისტო
დაბადების ადგილი: მეხიკო მექსიკა
ასაკი: 43
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 1.69სმ
თმის ფერი: მუქი წაბლისფერი
თვალის ფერი: ღია თაფლისფერი
პროფესია: მსახიობი, მომღერალი, კომპოზიტორი, წამყვანი
აქტივობის წლები: 1980 წლიდან დღემდე
ოჯახი :  დედა - ლუსერო ლეონი
              მამა - ანტონიო ოგასა
              ძმა - ანტონიო ოგასა
შვილებიი  - ხოსე მანუელ მიხარეს ოგასა (10 წლის)
                    ლუსერო მიხარეს ოგასა ლეონი (7 წლის)
საუკეთესო (სელებრითი) მეგობარი (ქალი) ანხელიკა რივერა, ჩანტალ ანდერე, მარიანა სეოანე
                                       (კაცი) ხაიმე კამილი, ფერნანდო კოლუნგა, მარსელო კორდობა
მეტსახელი: ლუსერიტო, ამერიკის სიყვარული (La Novia De America)
საყვარელი მომღერალი: მაიკლ ჯექსონი, ბითლზები
საყვარელი მსახიობი: მელ გიბსონი,  ედვარდ ნორტონი
საყვარელი ფილმი: მეექვსე გრძნობა
საყვარელი ცხოველი: დელფინი
საყვარელი ინსტრუმენტი: გიტარა
საყვარელი ფერი: ნარინჯისფერი
19 აპრილს აღინიშნება ლუსეროს ფანების დღე !
”ბავშვობიდან მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და როცა 5 თუ 6 წლის ვიყავი დედაჩემს ვთხოვე ტელევიზიაში მივეყვანე თუნდაც მეთამაშა მხოლოდ ერთ სერიალში, მან კი მითხრა ეს შეეძლო გაეკეთებინა იმათ ვისაც ააქვს მრავალ წლიანი კარიერა, მე მაინც ვთხოვდი და ვეუბნებოდი შენ მიმიყვანე და მე ვიცი რასაც ვიზამ, მაგრამ დედაჩემი არ მისმენდა. 9 წლის ვიყავი როცა  გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი და მასწავლებელმა დედაჩმს უთხრა რომ მე მას ადვილად ვსწავლობდი, ერთხელ კლაში შემთხვევით სიმღერა დავიწყე და მას შემდეგ აღმოვაჩინე რომ თამაშზე მეტ დროს სიმღერას ვუთმობდი, როცა ჩემთან სტუმრები მოდიოდნენ პირველი რასაც მე ვაკეთებდი ეს იყო - ვიღებდი გიტარას და ვიწყებდი დაკვრასა და სიმღერას, ასევე როცა მე მივდიოდი სტუმრად იქაც დამქონდა ჩემი გიტარა ხოლო დედაჩემს ვეუბნებოდი დადა მე შემიძლია ვიმღერო.”
ლუსერო 10 წლის იყო როცა Canal De Las Estrellas ტელევისას მხარდაჭერით იწყებოდა სატელევიზიო შოუ ”Alegrías De Mediodía” დედამისმა ის კასტინგზე მიიყვანა - გოგონა არჩიეს და 1980 წლის 17 თებერვალს ლუსეროს პირველი დებიუტიც შედგა. ამის შემდეგ ლუსეროს სხვადასხვა პროგრამებში იწვევდნენ გოგონაც არცერთ პროგრამას არ ტოვებდა, ძირითადად მღეროდა მაგრამ ხანდახან გადაცემებიც მიჰყავდა. გარკვეული დროის შემდეგ ის სკეჩებშიც გამოჩნდა სადაც  Daniela Romo, Lupita D'Alessio, Sonia Rivas და სხვა ცნობილი სახეების იმიტაციებს აკეთებდა.
1982 წლის 26 ივნისიდან მონაწლეობდა სატელევიზიო გადაცემში რომელსაც ერქვა Chiquilladas  სადაც ოლივიას როლს ასრულებდა. ამავე წელს მონაწლიეობა მიმეღო გადაცემებში ”Juguemos a cantar” სადაც ასრულებდა ამავე სახელწოდების სიმღერას და  ”América ésta es tu canción” სადაც მონაწილეობას იღებდ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვები. ანავე წლის ოქტომბერში  Pedro Damián იღებდა ტელესერიალს სახელწოდებით Chispita სადაც მთავარ როლს ასრულებს 13 წლის ლუსერიტო ასევე ის ასრულებს სერიალის მთავარ სიმღერას. ამ როლით მან აიღო ორი ჯილდო ( TvyNovelas  Azteca de Oro) როგორც მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელმა. სერიალი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა არა  მარტო მექსიკაში არამედ მის საზღვრებს მიღმადაც.
1983 წლის 26 იანვარს  გამოუშვა მისი №1 ალბომი ”გპირდები”(Te Prometo). ამავე წელს კიდევ ერთხელ აიღო ტვნოველას  ჯილდო კვლავ როგორც საუკეთესო მსახიობმა  ამჟამად Chiquilladas ში შესრულებული როლით. გადაიღეს ფილმში ”ფლირტი”  (Coqueta) სადაც პარტნიორობას პედრო ფერნანდესი უწევს.
1984 წელს ლუსერიტომ გამოუშვა №2 ალბომი ”ასე ცოტა წლეებით” (Con tan pocos años)  ამავე წელს ითამაშა ფილმში ”სიყვარულის ცხელება” (Fiebre de Amor) ლუის მიგელთან ერთად. ფილმი იყო ძალიან წარმატებული და 2 ჯილდოც დაიმსახურა, ერთ-ერთი ლუსერომ როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
1985 წელს კვლავ პედრო ფერნანდესთან ერთად თამაშობს ფილმში ”დამნაშავე” (Delincuente) ამავე წელს გამოვიდა მისი №3 ალბომი ”ცეცხლი და სინაზე” (Fuego y Ternura) ალბომი ძალზედ გაყიდვადი იყო როგოც მექსიკაში ასევე შეერთებულ შტატებშიც. 85 წელს ის პირველად გამოჩნდა სარეკლამო რგოლში სადაც წვენ ”მირანდას”  უკეთებდა რეკლამას. ლუსერიტო ასევე გამოჩნდა სერიალ ”Mujer, Casos de la Vida Real”ში.  აიღო სამი ჯილდო TVyNovelas და El Heraldo ჯილდო როგოც საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალმა  და La Diosa De Plata რომელიც გადასცეს ”სიყვარულის ცხელება”ში შესრულებული როლისთვის.
1986 წელს გამოუშვა №4 ალბომი ”პატარა ნაჭერი ჩემთვის” (Un Pedacito De Mí) ალბომში შემავალი სიმღერა ”Era la primera vez” გახდა ნამდვილი ჰიტი ... ამავე წელს ითამაშა პირველ თეატრში Don Juan Tenorio.
1987 წელს ითამაშა ფილმში ”გაიქეცი ჩემთან ერთად”  (Escápate Conmigo) სადაც პარტნიორობას მისი მომავალი მეუღლე მანუელ მიხარესი უწევდა.
1988 წელს უკვე როგორც ლუსერომ გამოუშვა №5 ალბომი სახელწოდებით ”ლუსერო.” ალბომი დიდი რაოდენობით იყიდებოდა კოსტა რიკაში, ჩილეში, კოლუმბიაში,ვენეზუელაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ აიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მომღერალმა ქალმა.  ამავე წელს გადაიღეს ფილმში  ”ვისურვებდი ვიყო კაცი”  (Quisiera Ser Hombre)
1989 წელი ლუსეროს კარიერაში ცვლილებების დრო, ამ წელს მან შეასრულა 20 წელი და ასევე კარიერის 10 წელი.ამ დროოისთვის ის უკვე იყო საკმოდ პოპულარული მომღერალი როგორც მექსიკაში ასევე შეერთებულ შტატებში. გამოუშვა №6 ალბომი ” მომიყევი” (Cuéntame) აიღო ჯილდო ”APLAUSO”  კვლავაც როგორც საუკეთესო მომღერალმა. მონაწლიეობა მიიღო აგრეთვე მაიამიში გამართულ ”ქუჩის ფესტივალში” (Festival De La Calle)  და Head & Shoulders თან გააფორმა ხელშეკრულება.  ამავე წელსის დაბრუნდა ტელენოველებში და  მთავარი როლი შეასრულა სერიალში ”როცა სიყვარული მოდის” (Cuando llega el amor) გადაღებები 1990 წლის მაისამდე გრძელდებოდა. სერიალის საუნდრეკსაც ის  ასრულებს.
1990 წელს გადაიღეს ფილმში ”უგემრიელესი უსირცხვილო” (Deliciosa Sinvergüenza )და გამოუშვა №7 ალბომი ”ჩემი გრძნობებით” (Con Mi Sentimiento)  ამავე წელს  ლუსერომ დაიწყო მარიაჩი სიმღერების შესრულება რის შედეგადაც ის აღიარეს მექსიკის ძლიერ მომღერლად და მიანიჭეს ტიტულები: Lucero de México და La Novia de América.
1991 წელს გამოუშვა №8 ალბომი  ”მხოლოდ შენზე ვფიქრობ” (Sólo Pienso En Ti) ამ ალბომმაც დიდი წარმატება ჰპოვა და ლუსეროს 5 ჯილდო მოიტანა როგორც საუკეთესო მომღერალს და კვლავ აიღო ტვნოველას ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობმა.  ჩილეში ყოფნის დროს მონაწილეობა მიიღო ტელეტონში.
1992 წელს ლუსერო  გახდა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის(Viña del Mar) დედოფალი. ამავე წელს გამოვიდა მისი №9 ალბომი ”ლუსერო მექსიკისა” (Lucero de México) და აიღო Atena ,Bravo, El Heraldo, Aplauso, და TVyNovelas  ჯილდოები როგორც საუკეთესო მომღერალმა.
1993 წელს მთავარი როლი შეასრულა კარლა ესტრადას ტელენოველაში ”ღარიბი ნათესავები” (Los parientes pobres) სერიალის  სიმღერებს ლუსერო ასრულებს რომელიც შედის მის №10 ალბომიში  ”ლუსერო” (Lucero) რომელიც ამავე წელს გამოსცა.  იაღო ტვნოველას ორი ჯილდო ერთი როგორც საუკეთესო მომღერალმა ხოლო მეორე საუკეთესო ალბომისთვის.
1994 წელს  გამოვიდა მისი №11 ალბომი  ”სითბო ჩემი სიყვარულების” (¡Cariño de mis Cariños!)  ეს არის მისი მესამე ალბომი სადაც ის ასრულებს მარიაჩის სიმღერებს. აიღო  TVyNovelas ორი ჯილდო ერთი როგორც საუკეთესო მსახიობმა, ხოლო მეორე როგორც საუკეთესო მომღერალმა.  ამავე წელს გამოვიდა მისი  №12 ალბომი  ”ყოველთვის შენთან” (Siempre Contigo). და აიღო ჯილდო Eres კვლავ როგორც საუკეთესო მომღერალმა.
1995 წელს ლუსერომ აღინიშნა კარიერის 15 წელი და ვარსკვლავიც გაუხსნეს ! აიღო Eres და  TvyNovelas ს ჯილდოები როგორც საუკეთესო მომღერალმა. ამავე წელს იყო  ”Miss Universo” ერთ-ერთი ჟიურის წევრი. გადაიღო 2 ახალი კლიპი სიმღერებზე “Te Extrano Tanto” დაPalabras”. “Canal De Las Estrellas”ზე იწყებოდა ახალი გადაცემა, ლუსერომ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა და სიმღერაც შეასრულა. ამავე წელს ლუსერომ მთავარი როლი შეასრულა ტელენოველაში ”სიყვარულის ბმულები” (Lazos de Amor) სადაც ის ასრულებს ოთხ როლს. სამი ტყუპი და - კეთილი, ბრმა და პირველად მის კარიერაში ბოროტი, და ტყუპების დედას. მანვე შეასრულა სერიალის მთავარი სიმღერა.მონაწილეობა მიიღო გადაცემაში ”Por Amor y Desamor” სადაც შეასრულა სიმღერა ”La Duda”.  მიწვეული იყო დანიელა რომოს გადაცემაში “Hoy Con Daniela”  სადაც დანისთან ერთად იმღერა დუეტში. ასევე პირველად დუეტში იმღერა მის შეყვარებულთან - მანუელ მიხარესთან ერთად სიმღერა ”Cuarto Veces Amor”. ლუსერო ასევე აქტიურად მონაწილეობდა “Unicef” ის დახმარების ფონდში.
1996 წელს ”სიყვარულის ბმულებში” შესრულებული როლისთვის მან აიღო ჯილდოები El Heraldo, Eres, Diosa de Plata  Bravo და TvyNovelas როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ქალმა. ტვ ნოველას დაჯილდოვებაზე ლუსეროს კონკურენციას უწევდა  ელენა როხო (Helena Rojo) და ანხელიკა რივერა (Angélica Rivera). გამართა მისი გრანდიოზული კონცერტი სადაც მან შეასრულა მისი ყველა ჰიტი და აგრეთვე მაიკლ ჯექსონის ორი სიმღერა.


Last edited by Mariami on Sun Oct 05 2014, 20:17; edited 1 time in total
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:17

ისე რა მომწონს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:18

მთელი ბიოგრაფია არ დამეტია და ეხლა დავაამატებ
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:18

1997 წელის 27 იანვარი ლუსერო გათხოვდა ! ის ცოლად გაყვა ცნობილ ესპანელ მომღერალს მანუელ მიხარეს რომელთანაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი, საბოლოოდ კი ეს რომანი გრანდიოზული ქორწილით დასრულდა. მათ ქორწილს ყველა მოუთმენლად ელოდა რადგან ორივე იყო ერთ ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა. მათ ქორწინებას მოიხსინიებენ როგორც წლის ქორწილი ! მათ ქორწილს ტელევისა პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. ამავე წლის ორ წლიანი პაუზის შემდეგ ლუსერომ გამოუშვა №13 ალბომი ”ანგელოზის კანი” (Piel De Angel) ალბომის პრეზენტაცია იყო გადაცემაში ”Siempre En Domingo”. სიმღერები ”Tácticas de Guerra,” ”Toda La Noche” და ”Quiero” ჰიტები გახდა. ამ ალბომმა ლუსეროს როგორც საუკეთესო მომღერალს კიდევ ერთხელ მოუტანა ჯილდო. ასევე გამართა სოლო კონცერტი, ამავე კონცერტზე ლუსერომ პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე დაუკრა გიტარაზე. ასევე კონცერტი ქონდა ჩიკაგოში. პუერტო რიკოში ყოფნის დროს მიიწვიეს გადაცემაში ”Hello Wapa” სადაც შეასრულა რამდენიმე სიმღერა. აასევე მანუელთან ერთად ჩილეში გაემგზავრა სადაც პირველად იმღერა ”Ya No” და ”Electricidad” ახალი ვერსია და ასევე მანუელთან ერთად შეასრულა სიმღერა ”Cuarto Veces Amor”... გამოუშვა ორი კლიპი სიმღერებზე ”Tácticas de Guerra,” და ”Toda La Noche”. გადაცემა ”Siempre En Domingo” თავისი 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მიიწყვია ლუსერო სადაც ლუსერომ კიდევ ერთხელ დაუკრა გიტარაზე. ალბომი ”Piel De Angel” 500,000 ეგზემპლიარი გაიყიდა. ”Móvil Dipsa” მა ლუსეროს სთხოვა გამხდარიყო მათი სახე, ლუმ მონაწილეობა მიიიღო მობილური ტელეფონის ”Telcel” რეკლამებშ , გაყიდვებიც იზრდებოდა და კომპანიაც ლუსეროსთან ხელშეკრულებას ანახლებდა (2000 წლამდე)
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:18

ოქტომბერში მიწვეული იყო ბრაზილიაში სადაც უნდა ემღერა რომის პაპ იოანა პავლე II (Juan Pablo II)ს თანდასწრებით. მან შეასრულა სიმღერა “Morenita Mía” და პაპისგან კურთხევა მიიღო, ლუსერო ამ დღეს მისი როგორც სულიერი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღედ თვლის. დეკემბერში მექსიკაში შეიქმნა ფონდი ტელეტონი (Teleton) სადაც აგროვებენ ფულს ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად, მას შემდეგ ლუსერო ”ტელეტონის” ერთ ერთი სახეა.
1998წელს მიწვეული იყო ”PremiosLo Nuestro” სადაც აიღო ჯილდო “Jovenes Con Legado” 98 წელს გაიმართა ”ტელეტონის” პირველი გადაცემა რომელიც ლუსერომ წაიყვანა, ტვნოველამ კი ტელეტონში მონაწილეობისათვის ჯილდო გადასცა. კომპანია ”Grupo Bimbo”მ ლუსერო მათთან სათანამშრომლოდ მიიწვია. ამავე წლის მარტში გამოვიდა ლუსეროს №14 ალბომი ”შენთან ახლოს” (Cerca De Ti) ალბომში შემავალი ორი სიმღერა (Corazón lastimado და A partir de hoy) ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. ამავე წელს აიღო ბილბორდის მუსიკალური ჯილდო საუკეთესო ალბომისთვის (Best Ranchera Album.)
1999 წელს გაიმართა ლუსეროს გრანდიოზული კონცერტი სადაც მან შეასრულა 30 სიმღერა. კონცერტს ესწრებოდა 40 000 ზე მეტი ადამიანი. ლაივში შესრულებული ყველა ამ სიმღერებით გამოუშვა ალბომი რომლის 200 000ზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. კონცერტზე შესრულებული ყველა სიმღერა 2 ალბომად გამოუშვა სახელწოდებით ”Un Lucero En La México [Live]”
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:18

2000 წელი დაიწყო ახალი კონტრაქტებით,. ლუსერო დ მომღერალი Chayanne კომპანია ”PepsiCo”მ მიიწვია მათი პროდუქციისთვის (პეპსის და დორიტოსის) რეკლამის გასაკეთებლად. ამავე წელს 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ”AT&T Telephony” სთან. გამოუშვა №17 ალბომი ”Mi Destino” ალბომის ერთ ერთი პროდიუსერი იყო Ric Wake რომელიც ასევე თანამშრომლობდა Mariah Carey და Celine Dion . ამავე წელს მთავარი როლი შეასრულა კარლა ესტრადას ტელენოველაში ”შენ ხარ ჩემი ბედი” (Mi destino eres tú)
2001 წელს ლუსერომ კიდევ ერთხელ აიღო ტვ ნოველას ჯილდო როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელმა ქალმა. ამავე 12 ნოემბერს ლუსეროს შეეძინა პირველი შვილი - ხოსე მანუელ მიხარეს ოგაზა !
2002 წლის თებერვალში ლუსერომ გამოუშვა №18 ალბომი ”ახალი სიყვარული (Un Nuevo Amor)
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:19

2003 წელს PepsiCo მ მიიწვია მისი ახალი პროდუქციის Sabritas რეკლამირებისთვის, მხოლოდ სამი რეკლამით კომპანიამ გაყიდა იმაზე მეტი ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ამიტომ კომპანიამ ლუსეროსთან ხელშეკრულებაა გააგრძელა დს შესთავაზე მათი ჰიმნი  ”A Que No Puedes Comer Sólo Una” შეესრულებინა. 2003 წლის აგვისტოს ლუსერომ ალეხანდრო ფერნანდესთან ერთად ითამაშა ფილმში ”ზაპატა: გმირის ოცნება” ( Zapata: El sueño de un héroe) სადაც შეასრულა მთავარი სიმღერა ”დარჩი ჩემთან”. (Quédate en mí)
2004 წელს გამოუშვა #19 ალბომი Cuando Sale un Lucero. ამავე წელს მან ფერნანდო კოლუნგასთან და დანიელა რომოსთან ერთად  მონაწილეობა მიიღო სერიალში ”განთიადი” (Alborada) ამ როლით მან აიღო რამდენიმე ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა  მათ შორის ემიც. სერიალში მონაწილეობის დროს რომელიც გაგრძელდა 2005 წლამდე.


Last edited by Admin on Thu Jan 16 2014, 16:20; edited 1 time in total
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:19

2005 წლის 2 თებერვალს ლუსეროს შეეძინა გოგონა - ლუსერო მიხარეს ოგასა. ასევე ლუსერო მუშაობდა ახლა ალბომზე .
2006 წელს გამოვიდა მისი№20 ალბომი ”გიყვარდე ისეთი როგორიც ვარ” (Quiéreme Tal Como Soy). აგრეთვე ნოემბერში პირველად წაიყვანა ლათინური გრემის დაჯილდოვება. ”განთიადში” შესრულებული როლისთვის დაიმსახურა Emmy Latino სა და TvyNovelas ჯილდოები
2007 წლის მარტში გამართა კონცერტი National Auditorium ში და გამოუშვა ალბომი რომელშიც შედიოდა მხოლოდ ლაივში შესრულებული სიმღერები. (სულ ორი ალბომი) ამავე წელს ის გახდა კომპანია GEM სახე.
2008-2009 წლებში მან ითამაშა მთავარი ანტაგონისტის როლი სერიალში ”ხვალ ეს არის სამუდამო” (Manana es para siempre) სერიალი ძალიან რეიტინგული იყო რაც სერიალის პროდიუსერის ნიკანდრო დიასი განცხადებით ლუსეროს დამსახურება იყო ! ამავე წელს ლუსერო გახდა კომპანიების Olayს და Panteneს სახე. Enrique Peña Nieto რომელიც მაშინ მექსიკის გუბერნატორი იყო ლუსერო აირჩია რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილიყო მთავრობის მიღწევების ოფიციალური წარმომადგენელი თუმცა ხალხის თხოვნით კონტრაქტი 2009 წლამდე გაგრძელდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო გადაცემა ”ხმის” (voces) სპანურ ვერსიაში სადაც მან ბერძენ კომპოზიტორ Yanni სთან ერთად შეასრულა სიმღერა Eterno Es Este Amor.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:19

2010 წელი ის ბრუნდება ტელენოველებში და ასრულებს მთავარ როლს სერიალ ”ქალბატონის” (La duena) ახლა ვერსიაში ”მე ვარ შენი ქალბატნი”. (Soy tu duena) სერიალის ორივე მთავარ სიმღეას ლუსერო ასრულებს, Duena de tu amor რომელიც წყვილის სიმღერაა მისი დაწერილია. აგრეთვე მის მეუღლესთან ერტად მონაწილეობა მიიღო UNIDOS POR HAYTÍ კონცერტში. ასევე მუშაობს ახალ ალბომზე. რადიო Stereo 97.7 მიწვეული იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ვარსკვლავი. ალბომის გამოშვებამდე რამდენიმე დრით ადრე მიწვეული იყო კრისტინას შოუში სადაც მან ექსკლუზიურად შეასრულა ის სიმღერები რომლებიც შედიოდა ალბომში. აღსანიშნავია ისიც რომ კრისტინამ ლუსეორო გამოცხადა როგორც La duena del rating. და აი სამ წლიან პაუზის შემდეგ 2010 წლის 21 სექტემბეს გამოუშვა № 23 ალბომი Indispensable. ლუსეროსახალი ტელენოველა და მექსიკის ფარგლებს გარეთაც დიდი წარმატებით სარგებლობდა, გადაცემა ”ხმების” შემდეგ იანიმ ლუსეროსთან ერთად კვლავ ჩაწერა ახალი სიმღერა ”ჩემი ქალაქი.” (mi ciudad) ანახლებს კონტრაქტებს კომპანია Olay სთან და Pantene თან. 19 ოქტომბერს გამოვიდა კლიპი სიმღერაზე Indispensable. მართავადა კონცერტებს, ღებულობდა მონაწილეობას სხვადსხვა შოუებში და ამავე წელს მას უწოდეს Dueña de los corazones del público. 14 ნოემბერს ლუსერომ 30 წლიანი კარიერისთვის აიღო ჯილდო Oye. ლუსეროს როგორც მექსიკის ყველაზე დიდ ვარსკვლავს მიჰყავს ლათინური გრემის დაჯილდოვება და პლასიდო დომინგოსთან ერთად ასრულებს სიმღერებს. ლუსეროს ახალი ალბომი 7 კვირის განმავლობაში იყო ბილბორდის მოწინავე. 2010 წლის ტელეტონის წამყვანი კვლავაც ლუსერო იყო.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by MaRiami Thu Jan 16 2014, 16:20

2011 წელის Tito el Bambino სთან ერთად დუეტში შეასრულა სიმღერა Llueve el amor. ასევე გამოუშვა მისი სიმღერა Indispensable რემიქსით. Guadalajara გამართა კონცერტი. ის მიწვეული იყო Lo Nuestro დაჯილდოვებაზე სადაც მან მისი კარიერისათვის აიღო ჯილდო. აგრეთვე მიწვეული იყო Premios Billboardის დაჯილდოვებაზეც. გამოუშვა №24 ალბომი Mi Secreto de Amor, და გახდა DirecTVს სახე. 2011 წლის 4 მარტს 14 წლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად გაეყარა მანუელ მიხარეს. ასევე გადაიღეს Olayს და Panteneს სარეკლამო რგოლებში. მაისში ის მიწვეული იყო რათა წაეყვანა Univision 2011-2012 ს დაჯილდოვება, სადაც მან Vadhir Derbez თან ერთად იცეკვა. მონაწილეობა მიიღო გადაცემა Pequenos Gigantes. მექსიკაში დაიწყო ახალი პროექტი ”მექსიკის ხმა” (La voz Mexico) რომლის ერთ ერთი მწვრთნელიც იყო ლუსერო. პროექტში ლუსერომ დამხმარედ აირჩია მისი ყოფილი მეუღლე მანუელ მიხარესი და მასთან ერთად დუეტში იმღერა Vida Loca. მექსიკის ხმის პირველ ლაივ შოუში მან ხუან სებასტიანთან ერთად იმღერა მათი ახალი დუეტი. წლის ბოლოს წაიყვან ტელეტონი.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by Mariko Thu Feb 20 2014, 18:20

dzalian momwons  lucero 
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo1_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo5_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo3_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo6_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo4_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n10v4aVxHh1rz2fzoo8_250
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by Mariko Thu Feb 20 2014, 18:22

Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo6_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo8_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo2_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo10_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo5_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n1836jIEGU1rz2fzoo4_250
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by Mariko Thu Feb 20 2014, 18:23

Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo1_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo5_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo3_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo2_250
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo6_250Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0slwdN5Ud1rz2fzoo7_250
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by Mariko Thu Feb 20 2014, 18:24

Lucero/ლუსერო #1 Tumblr_n0mxv22u3n1s9xykpo2_500
Lucero/ლუსერო #1 Tumblr_static_lhl
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 27

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by maite perroni Thu Feb 20 2014, 18:51

mec zalian momwons
maite perroni
maite perroni

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel " Kaderimin Yazıldıgı Gün
პოსტების რაოდენობა : 3101
დაბადების თარიღი : 12.03.00
ქულები : 3298
ასაკი : 24

Back to top Go down

Lucero/ლუსერო #1 Empty Re: Lucero/ლუსერო #1

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 67 1, 2, 3 ... 34 ... 67  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum