Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Vote_lcap75%ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Vote_rcap 75% [ 41 ]
ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Vote_lcap25%ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55

ფი ჩი პი // Fi Çi Pi

5 posters

Page 17 of 25 Previous  1 ... 10 ... 16, 17, 18 ... 21 ... 25  Next

Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Wed Jun 14 2017, 17:34

Mariko wrote:
#ფი #ფი11

დურუ: ბრმა ხარ,ბრმა! საკუთარ სიამაყეში დაიხრჩე. ხელოვნების ცენტრი,სპონსორების ისტორია- ყველაფერი ტყუილია. ყველაფერი ცოცხლად შთანთქე.
დენიზი: აიღე,აიღე ხელოვნების ცენტრი, სულ მკიდია ხელოვნების ცენტრი.
დურუ: ეს მე მკიდია,სინამდვილეში. შენ ხომ სათამაშო ჩაიგდე ხელში, იმასაც კი ვერ ხედავ შენ ცხვირწინ რა ხდება . რა არ გავაკეთე,რომ შეგემჩნია?! ვკვდებოდი,ყველაფერი მღელვარებდა შენ გარშემო. მაგრამ არა, მაგრამ არაფერი გადარდებს, მარტო დამტოვე. მთელი შენი ცხოვრება ტყუილი გამოდგა.
დენიზი: რას ნიშნავს მღელვარებდი,რათა ყველაფერი გამეგო? თუ არ დაგაძალებ,არაფრის თქმის საშუალებას არ მაძლევ. შენ რომ არ გდომოდა,ეს ტიპი ვერ შეძლებდა ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლას.
დურუ: მე რომ მდომოდა,ამ ტიპთან ერთად ნიუ-იორკში ვიქნებოდი და შენ არაფერი გეცოდინებოდა ამის შესახებ.
დენიზი: შენი აზრით,არ ვივი როგორ შეიცვალე,მას შემდეგ რაც ეს ბოზ**ლი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა. თვალები დავხუჭე შენს ყვირილზე,ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იყო,გონს მოსულიყავი.
დურუ: რა ყვირილი? რა ყვირილი?
დენიზი: დღეს ჯერენიც გაწირე ხო? მანაც გაიგო რა მატყუარა ბოზიც ხარ. ასე არ არის?
დურუ: შენც დღეს გაიგე, მე კი უკვე დიდი ხანია გავიგე,რა ეგოისტი და ამაყი ტრ**იც ხარ.
დენიზი: მგონია,რომ უკვე უნდა გაჩერდე,დურუ. აღარ მინდა მეტად შეგიძულო.

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Sdf

ნამდვილად მჯერა, რომ ტექსტი ქმნის რეალობას და არა პირიქით... ამ პროექტში დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დეტალებითაა ნათქვამი სათქმელი, ისე ზუსტად, რომ მას უბრალოდ კი არ ეცნობი, არამედ გრძნობ. ჩემთვის მიუღებელია,ასეთი სიტყვების შემდეგ ადამიანების ნორმალური ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი,რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან დურუ და დენიზი. სწორედ ასეთ უხამს სიტყვებში "იჭედებიან"და იკარგებიან.
როგორც ბილგემ აღნიშნა,დურუ და ჯანი ერთმანეთს ჰგვანან. ორივე თავისებური ფსიხია,მათ ერთმანეთი კი არ სჭირდებათ,არამედ ისეთი პარტნიორები სჭირდებათ,რომლებიც სიმშვიდეს მოუტანენ.
დურუსთვის,ისევე როგორც ჯანისთვის, სხვაზე გამარჯვების ვნება ყველაზე ძლიერია და ადგილს არ ტოვებს თანაგანცდისთვის.
ჯანი კიდევ უფრო განსხვავებულია, სხვისი დამორჩილება და დათრგუნვა მისი აპრიორია. მიუხედავად იმისა,რომ ვიცი წიგნის მიხედვით მოვლენები როგორ განვითარდება, არსებული 11 სერიითაც შეიძლება იმსჯელოს ადამიანმა,რომ ამ ისტორიაში დურუ დარჩება წაგებული. დურუ და ჯანი ერთმანეთს კი არ გაანადგურებენ,ორივე დურუს გაანადგურებს.
ჯანსა და დურუს შორის კიდევ ერთი განსხვავება ის არის,რომ დურუს გულწრფელად უყვარს დენიზი,ჯანი კი შეპყრობილია დურუთი.
ყველაზე მეტად დურუ მეცოდება, მისი ყოველი ნაბიჯი იქნება ადამიანის ყრუ პროტესტი, რომელმაც ერთ დღეს მთელი სისტემა და ლოგიკა სანაგვეში მოისროლა. რატომ? იმიტომ რომ ამ სისტემას მისი არ ესმის.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Wed Jun 14 2017, 22:22

Mariko wrote:
#ფი #ფი11

ჯან მანაი: შიგნით არ შემიპატიჟებ?
დურუ: ასე უკეთესი იქნება.
ჯან მანაი: ანუ ამდენად საშიში გგონივარ?
დურუ: როცა ადამიანს ასე ეუბნები, ადამიანს იმის თქმა უნდება,რომ "განა შესაძლებელია ასეთი რამ? შემოდი,რა თქმა უნდა,შიგნით". მაგრამ ერთხელ უკვე დააბნელე ჩემი გონება. არ შეგიპატიჟებ შიგნით.
ჯან მანაი: კარგი,გავიგე. გინდა,რომ შენზე უარი ვთქვა.
დურუ: მინდა,რომ ჩემზე უარი თქვა. პირველივე დღიდან,რაც ამ სახლში შემოხვედი, აზრები ამირიე. ჩვენი ცხოვრება თავიდან ფეხებამდე შეცვალე. მე შემცვალე.
ჯან მანაი: შენი აზრით,მე რას განვიცდი,დურუ? პირველად როცა დაგინახე,აქ ცეკვავდი. ვთქვი,რომ ჩემს ცოხვრებაში აღარაფერი იქნებოდა,ისე როგორც აქამდე იყო. იმ წამზე იფიქრე,როცა ერთმანეთს ვაკოცეთ. მანქანაზე იფიქრე..
დურუ: მისმინე, ჩემს წინ აღმოჩნდი,ჩემი ფიქრების არევა სცადე,ხო,მაგრამ ყოველჯერზე დენიზს ვირჩევდი,ჯან. ყოველჯერზე როცა მიახლოვდებოდი,როცა შენთან შესახვედრ ნაბიჯებს დგამდი, დენიზთან ვბრუნდებოდი. და 2 დღეში ვთხოვდები
ჯან მანაი: დენიზი რას მოგცემს? შენი აზრით,ვინ გახდები? მხოლოდ იმისთვის,რომ გამექცე,დენიზს მიყვები ცოლად.
დურუ: შეწყვიტე სისულელეები, ჩამოყალიბებული ადამიანივით მოიქეცი. შენ შეპყრობილი ხარ,ეს
სიყვარული არ არის. ამან კი მე დამღალა. ჩვენ შორის არაფერი იქნება.
ჯან მანაი: რაც გადავიტანე, ეს მირაჟი იყო? ეს ყველაფერი მარტომ გამოვიარე? ნუთუ შენ არსად არ ყოფილხარ,დურუ? ტყუილად ვიტანდი დენიზის სისულელეებს? ყველაფერი შენ გამო გავაკეთე.
დურუ: არ მინდიხარ,ჯან.
ჯან მანაი: დურუ,შენს ცხოვრებაში მე არ შემოვსულვარ, შენ მომეცი შემოსვლის უფლება. შენც გიყვარვარ
დურუ: გეყოფა,ჯან
ჯან მანაი: რა მეყოფა,დურუ?
დენიზი: დურუ.. (ჯანს) მე შემოგიშვი ჩემს სახლში. მე მოვამზადე საჭმელი შენთვის. მე დავიწყე საქმე შენთან.
ჯან მანაი: ამ ქალს არ იმსახურებ. პირველად შეგაფასე
დენიზი: მოშორდი აქედან..! მოშორდი აქედან..! მოშორდი აქედან..! მოშორდი აქედან..!

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Image

დურუ არც ჯანისთვისაა შექმნილი და არც დენიზისთვის. მისი ცხოვრება ცეკვაა და ისეთი ადამიანი სჭირდება,რომელიც დურუში ნამდვილ სულს დაინახავს, ასეთი არც დენიზია და არც ჯანი. ანგელოზი ნამდვილად არავინაა, მათ შორის არც დურუ,თუმცა ჯან მანაისთან რომ ზედმეტად აგრესიული და დაუნდობელი ხდება,ეს ფაქტია. მასში არსებულ ყველაზე ბნელ მხარეს ავლენს და ეს,როგორც მის ადამიანობას,აგრეთვე სულიერ სიმშვიდეს ამახინჯებს და ბლოკავს. ის წარმატება და ვნება,რომელიც ჯან მანაის მოაქვს,დურუსთვის დამღუპველია და პირდაპირ უფსკრულისაკენ მიმავალი გზაა. ჯან მანაის აზრის შეცვლისკენ მიმართული იდეური გზავნილები დურუს კი არ ამთლიანებს, არამედ აბსოლუტურად თიშავს. რაც შეეხება დენიზის და დურუს ურთიერთობა სხვა საკითხია. "სხვადასხვა კონტექსტი" ვერასდროს დაედება ერთმანეთს, რადგან ყოველთვის იქნება "გამოტოვება".. ახლა არ არის პერსონიფიცირების მომენტი, მაგრამ, ვთქვათ ერთი რომელიმე პირი მართებულად მსჯელობს ერთ კონკრეტულ საკითხზე და სხვა ყველა საკითხში მასშტაბურად იჭრება მისი კონკრეტული ქმედების მოწონება შეუძლებელია,მიუხედევად იმისა,რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვყოფილვართ ცინიკოსები, ცრუები.. უსამართლობის თუ ათასი სხვა უბედურების თანაზიარნი. დენიზიც და დურუც სწორედ ასეთ საკითხებში იჭრებიან.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Fri Jun 16 2017, 17:37

ამბიციები,ღალატი და ვნება..
მზად ხარ საფრთხესთან საცეკვაოდ?

დღეს საღამოს სეზონის ფინალია!
თურქებისთვის მე-12 სერია ხელმისაწვდომი იქნება 21:30 სთ-დან

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Uqd_Ut_E1h_YAQ
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Fri Jun 16 2017, 17:39

სერენაის ახალი თვითი:

პასუხისმგებელი არ ვარ იმაზე,რასაც დღეს ნახავთ.
არარეალური სეზონის ფინალი იქნება, გული ვერ გაუძლებს..!

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 19120795_1831291263564770_3028155099928068096_n

ოზან გუვენის პოსტი ინსტაგრამზე:
დღეს საღამოს სეზონის ფინალია! მადლობა ყველას,ვინც ჩვენთან არის ამ თავგადასავალში. სექტემბერში შევხდებით.

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 BTriw4_Ae7g8
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Espinela-Fans Fri Jun 16 2017, 23:44

დურუზე ვგიჟდები. ძალიან რეალური პერსონაჟია,რეალური გრძნობებითა და მოქმედებებით.
სექტემბრამდე რა მოიცდის?????
ჯანისა და დურუს გარდა ჩემთვს ყველა პერსონაჟი აუტანელია
დენიზიც. ეგ რა კაცია საყვარელი ქალი თუ ვერ დაიცვა და გააბედნიერა.
ფინალურ სერიაზე გავგიჟდიიი!!!!!!
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sat Jun 17 2017, 00:28

სასწაული სერია იყო,ჩემს აზრს ამ დღეებში დავწერ.
პ.ს. ბრავო მსახიობებს! სერენაი შეუდარებელი იყო,ძალიან შემეცოდა დურუ
პ.ს.ს. ამ ლინკზე დევს მე-12 სერია

https://zqwqz.com/fi-dizi/sezon-1/bolum-12/
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sat Jun 17 2017, 00:33

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625 ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625 ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625 ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625 ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625 ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 511413625  

" İnsan İnsan - ამბობდნენ,რომ "

ამბობდნენ,რომ ადამიანი - ადამიანია.. მხოლოდ ახლა მივხვდი,ვინ არის ადამიანი.
ამბობდნენ,რომ სული - სულია.. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა არის სული.
უფალი ამბობს,რომ ადამიანი,როგორც ჩანს, ყველაფრისთვის მზად არის.
რა არის რეალობა და რა არის საიდუმლო?
მხოლოდ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს განასხვავებულობა.

მპოვნელმა ყველაფერი იპოვა თავის თავში,ვერ იპოვა იმან,ვინც პროვინციაში ცხოვრობდა.
იმან ვინც გულში და სულშია.
მხოლოდ ახლა მივხვდი,რა არის რწმენა.
უფალი ამბობს,რომ ადამიანი,როგორც ჩანს, ყველაფრისთვის მზად არის.
რა არის რეალობა და რა არის საიდუმლო?
მხოლოდ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს განასხვავებულობა..

ამბობდნენ,რომ ადამიანი - ადამიანია.. მხოლოდ ახლა მივხვდი,ვინ არის ადამიანი.
ამბობდნენ,რომ სული - სულია.. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა არის სული.
უფალი ამბობს,რომ ადამიანი,როგორც ჩანს, ყველაფრისთვის მზად არის.
რა არის რეალობა და რა არის საიდუმლო?
მხოლოდ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს განასხვავებულობა.

Last edited by Mariko on Sat Jun 17 2017, 18:40; edited 1 time in total
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sat Jun 17 2017, 14:54

Somera-ს მიხედვით "ფი" პარასკევის ყველაზე განხილვადი სერიალია.
ყველაზე მეტად განხილვადი გმირია დურუ.

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 O_Jq9qe_D0_Ej0
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sat Jun 17 2017, 15:14

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_1

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_10

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_11

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_13
ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_14

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_15

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_3

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_6

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_7

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_9

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_2

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_17
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sat Jun 17 2017, 15:14

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 A_16
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sun Jun 18 2017, 13:28

ჩემო ორი ფავორიტი სცენა მე-12 სერიაში

#1
ჯერენი: გავიგეთ,რომ ეს საქმე არც ისე მარტივია,როგორც ყველა ფიქრობდა. მოყევი,მიდი,ყველამ იცოდეს
დურუ: ჯერენ,ეს საქმე ჩვენ ორს გვეხება. თუ გინდა,ცალკე ვილაპარაკოთ, არ არის საჭირო, ყველამ იცოდეს.
ჯერენი: არა,მგონია,აქ შეგვიძლია საუბარი.
ადა: ეს საქმე მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, მეც მინდა ვიცოდე.
დურუ: შენღა მაკლდი. თუ ვინმეს პრობლემა აქვს,ამ ღამის შემდეგ აღარ ვნახოთ ერთმანეთი და ყველაფერი დასრულდება,კარგით?
ჯერენი: დურუ, გიოქსელს და ადას მოიყევი,ყველას მოუყევი,მიდი. თქვი,რომ ხელოვნების ცენტრი შენს გამო დაიხურა
დურუ: ხო,დენიზმა ჩემს გამო დაარღვია კონტრაქტი,ბედნიერი ხართ? ახლა მორჩა?
ადა: შენთვის ცხოვრება ძალიან მარტივია,ხო? ხელოვნების ცენტრი მორჩა,სხვა გამოჩნდება.
ჯერენი: შენს ცხოვრებას პირველად უნდა მოეტანა სარგებელი სხვებისთვის
გიოქსელი: და ეგეც არ ქნა გაფუჭებულმა ბოზმა
დურუ: ბოდიში,შენ რა გააკეთე? მოცეკვავე ბიჭი,რომელიც ნაგავს აგროვებს. შენ რა გააკეთე? ამ იდიოტს დასდევ,რომელიც 4 წელია, ზედაც არ გიყურებს
შენ?! შენ ახლაც არ იცი რა ხდება ამ სამყაროში,როგორც უფროსი ადამიანი პლატონურ სიყვარულს განიცდი
ჯერენი: ამდენი წალია ამას შენში ინახავ?
დურუ: გთხოვ,შენ საერთოდ გაჩუმდი. გამოსვლაზეც არ მოხვედი,იმისთვის რომ ჯანის საწოლში შეგეღწია
გიოქსელი: ხელოვნების ცენტრი რატომ დაიხურა,შენ ეს თქვი
დურუ: ჩემ გამო,გაიგე? დაიხურა,რადგან ჯანს შევუყვარდი. რას ფიქრობთ,საიდან გამოჩნდნენ ეს სპონსორები,კოსტიუმები და ასე შემდეგ? ჰაერიდან? შეიძლება რამე გამომეტოვა,მართალი ხართ,სინამდვილეში ხელოვნების ცენტრი ჩემს გამო არ დახურულა,ის ისედაც ჩემს გამო შეიქმნა.
ჯერენი: ეგო
გიოქსელი: ყველამ მადლობა უნდა მოვუხადოთ დურუს
დურუ: მოკეტე!
გიოქსელი: დენიზი რომ არ ყოფილიყო,ნაგავი მოცეკვავე იქნებოდი
დურუ: მორჩა! ჩემთან რა პრობლემა გაქვს? რას მერჩი 4 წელია? დამანებე თავი! თქვენ შორის ყველაზე მეტს მე ვშრომობდი, ყველაზე მეტად! ნაგვის სუნით ვყარდი. ყველაზე მეტად მე ვიმსახურებ. ერთი თქვენგანი მაინც დამიდგეს წინ,ერთი მაინც გამოვიდეს!
ჯერენი: ავადმყოფი
გიოქსელი: მასწავლებელო,დურუ თუ იქნება,მე აღარ ვიქნები

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Image

#2   დურუმ პირველივე სერიაში დაინახა/იგრძნო,რომ მას ვიღაც უყურებდა

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Image
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sun Jun 18 2017, 13:30

პ.ს. 100%-ით მართალია დურუ თითოეულ სიტყვაში, სიმართლე არავის მოეწონა. იმდენად სუსტი და უხერხული არგუმენტი აქვთ დურუს მოსაშორებლად, რომ ამ მიზეზით მისი მოცილების შეფუთვას,ჯობდა პირდაპირ ეთქვათ თავს ზემოთ ძალა არ არიოს, დურუს ვერ ვიტანთო.
რა დურუს ბრალია,თუ კი ჯან მანაის შეუყვარდა?! სწორედ მას უნდა უმადლოდნენ ხელოვნების ცენტრს,დაუნახავი და დაბოღმილი ხალხი
წინა სერიაში დურუ რა თბილად ესაუბრა,ამხნევებდა,დენიზიც გაკვირვებული დარჩა. კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი რა დადებითი პერსონაჟია და რამდნად ბუნებრივი. ეს გიოქსელი კიდე თავხედი, ცხოვრებაზე გამწარებული და ჩაციკლული ტიპია. უმეტესობა მასეთია დურუს ჯგუფში,უმეტესობა კი არა ყველა. ადას რომ ჰკითხოთ ცხოვრება აწყობილი აქვს ადამიანს,თუ კი სასურველ სასწავლეებლში ხვდება,საყვარელი მამაკაცი ჰყავს გვერდით.ეს მხოლოდ ზედაპირული თემებია,იმას არ ფიქრობს ამ თემებში კიდევ რა დეტალებია ჩაშლილი. დურუს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა,ყველას თავისი მიუზღვა,ერთი წვეთითაც არ გადააცილა ზღვარს,არც უკან დაიხია,თუმცა მაინც დაინდო. ეს გიოქსელი კიდე უხეში ტიპია :დდ ადასთანაც კი არ გამოსდის რომანტიკა და ყველაფერს აფუჭებს. ჩის ნაწილსი უკეთ გავიცნობთ პერსონაჟებს,არც ისე ბევრი გვყავს და დრო კი საკმარისი გვექნება ანალიზისთვის. ფაქტის ახსნა და ანალიზის მცდელობა მარდაჭერას ნამდილად არ ნიშნავს,ვნახოთ რა გველის წინ.
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sun Jun 18 2017, 13:49

"ნუთუ ადამიანი იმისთვის არ იბადება,რომ ადამიანი გახდეს?

ეს არის ნაწარმოები,რომელიც შესაძლებლობების ადეკვატური შეფასებაა. ყალბი პათოსის გვერდზე გადადება მოგიწევთ, ყველა პერსონაჟი არ დაიმსახურებს თქვენს პატივისცემას. (ისევე როგორც ყველა გვერდი და ყველა ადმინი – მომხმარებლების პატივისცემას).
კარგად გააცნობიერებთ თითოელი პერსონაჟის ისტორიას და მეობას, როგორ აქცევდა ზოგიერთი პრიორიტეტად ინტრიგებს და კულუარულ, მავნე გარიგებებს, ბედნიერებისკენ მიმართული გზის სანაცვლოდ.
მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ მართალსა და მტყუანს შორის, უშეცდომოს და უნაკლოს ვერავის ნახავთ. გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება,რასაც გარკვეული დრო დასჭირდება სერიალის დაწყების შემდეგ, რადგან მსგავსი ნაბიჯები მოკლე დროში არ იგეგმება, რაშიც ბევრი თქვენგანი დარწმუნდება"

- სწორედ ასე დავიწყე პროექტის გაცნობა,დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი დააფიქსირებდა საკუთარ არჩევანს. მე დურუს მხარეს ვარ, ძალიან ბუნებრივი პერსონაჟია, ძალიან ჰგავს რეალურ ადამიანს. სეზონის ფინალში ყველაფერი ერთად დაატყდა თავს და იმედს მაინც არ კარგავდა,ცხოვრების მიზნის განსახორციელებლად მოქმედებდა,თუმცა საყვარელმა მამაკაცმა ამის უფლებაც წაართვა. ყველაზე მეტად შემზიზღდა დენიზი ამ მომენტში, დურუს ის ერთადერთი წაართვა,რაც მისთვის ცხოვრების აზრი იყო. ამის შემდეგ,როგორ უნდა გაამტყუნო დურუ,როცა იმ კაცს ირჩევს,რომელიც დურუს ყველაზე და ყველაფერზე წინ აყენებს? ჯან მანაისთვის დურუ ყველაზე მთავარია და ნებისმიერი ნორმალური თუ არანორმალური ქალი სწორედ ასეთ კაცს აირჩევდა ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე.
შიშის ფაქტორის იგნორირება ,ძალიან სპეკულაციური მგონია და მას უამრავი გარემოება ასაზრდოებს არაპირდაპირ ,სოციალურ ინერციას რომ თავი დავანებოთ ამ თვალსაზრისით... დურუს ძალიან ეშინოდა ბოლო სერიაში, მარტოსულად გრძნობდა თავს,ყველა მის წინააღმდეგ იყო, დენიზსაც კი შეახსენა,ვიცი რომ გიყვარვარ მაგრამ,არ მინდა ეგ რომ დაგავიწყდესო. როგორ უყურებდა ჯან მანაის სახლს,მის გამოხედვაში ზუსტად იკითხებოდა,თუ როგორ დააკლდა ფსიქოპატი ჯანის მხარდაჭერა.
ბევრი გაამტყუნებს დურუს,მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხდეთ არჩევნის წინაშე მდგარი არცერთი, თუნდაც უკიდურესად მაზოხისტური ტენდენციის სუიციდანტი ადამიანი არ აირჩევდა მარტოობაში სიკვდილს, დურუსთვის სცენა და ცეკვა სასიცოცხლო წყარო იყო,მათ გარეშე კი მარტოსული გახდა. დენიზმა ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა ქალს,რომელიც უყვარდა.

საოცარი შესრულება გვიჩვენა სერენაიმ. დურუს ნატურა ძირფესვიანად შეცვალა. ბრავო!

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Z13
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Mariko Sun Jun 18 2017, 18:13

სერიალი იმედმა იყიდა და ზაფხულში გეგმავს გაშვებას,როგორც მითხრეს, კვირაში ერთ სერიას გაუშვებენ,ალბათ ცოტა გვიან,რადგან საკმაოდ ამსხვრევს ცენზურას
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by MaRiami Sun Jun 18 2017, 20:06

Mariko wrote:სერიალი იმედმა იყიდა და ზაფხულში გეგმავს გაშვებას,როგორც მითხრეს, კვირაში ერთ სერიას გაუშვებენ,ალბათ ცოტა გვიან,რადგან საკმაოდ ამსხვრევს ცენზურას
გამიხარდება თუ გაუშვებს.
არ ვაპირებ ყურებას,მაგრამ მაინც ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 769468828
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ფი ჩი პი // Fi Çi Pi  - Page 17 Empty Re: ფი ჩი პი // Fi Çi Pi

Post by Sponsored content

Sponsored content

Back to top Go down

Page 17 of 25 Previous  1 ... 10 ... 16, 17, 18 ... 21 ... 25  Next

Back to top

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum