Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Vote_lcap75%ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Vote_rcap 75% [ 41 ]
ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Vote_lcap25%ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice

2 posters

Go down

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Empty ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice

Post by MaRiami Wed Jul 29 2015, 13:18

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Victoria_Justice_Hd_Pic

დაბადების სახელი: ვიქტორია დოუნ ჯასტისი / Victoria Dawn Justice
დაიბადების თარიღი: 1993 წლის 19 თებერვალი
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი, ფლორიდას შტატი, აშშ
პროფესია: მსახიობი, მოდელი, მომღერალი
კარიერა: 2003 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: თევზები
წონა: 55 კგ.
სიმაღლე: 168 სმ.


ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ვიქტორია 8 წლის ასაკიდან მოდის სამყაროში მუშაობდა და ხანგრძლივად ითვლებოდა პოპულარულ საბავშვო მოდელად. მისი დედა - სერენა და მამა - ზაქი, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისანი არიან, რის საფუძველზეც გოგონას სხეულში ერთმანეთში არეული: ინგლისური, პუერტორიკული, ირლანდიური, გერმანული და ფრანგული სისხლი ჩქეფს.
2003 წელს გოგონას ოჯახი ჰოლივუდში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ტალანტი აღმოაჩინეს და ღირსეულადაც შეაფასეს. ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცელქსა და მხიარულ გოგონას, ძალიან უყვარდა მუსიკალური კლიპები და სარეკლამო რგოლები. ის მსახიობთა ხმის იმიტაციასაც აკეთებდა. დედამ ვიკი სამოდელო სააგენტოში მიიყვანა და 8 წლის ასაკში გოგონამ უკვე მოდელის კარიერა დაიწყო. ის მალე გახდა აშშ-ს პოპულარული საბავშვო სამოსელის «South Beach»-ის სახე. ამასთან ერთად, ის მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ბრენდებში, როგორიცაა: Ralph Lauren და Gap and Guess. სხვადასხვა პოპულარული მოდების სახლები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ, გოგონას კინოსამყარო უფრო იტაცებდა. 10 წლის ასაკში, ვიკა როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავი, მიიწვიეს თინეიჯერულ ტელესერიალში „გილმორის გოგონები“. მალე მშობლებმა გადაწყვიტეს ლოს-ანჯელესში გადასვლა. აღნიშნული სერიალის შემდეგ იწყება მისი სხვადასხვა პროექტებში მიწვევა.
2005 წელს ვიქტორიას პირველად მიეცა დიდ კინოში გამოჩენის შანსი. მისი პირველი სადებიუტო ფილმი იყო „რას მივირთმევთ“. მსახიობის მონაწილეობით, მალე გაქირავებაში გამოვიდა მეორე ფილმი „ვერცხლის ზარები“, სადაც მან ბრწყინვალედ შეასრულა როუზის როლი.
2007-2008 წწ-ში ვიქტორია თავგამოდებით მუშაობდა სერიალ „ზოუი 101“-ის ბოლო სერიების გადაღებებში, რამაც მას უკვე საკმაო ცნობადობა და დიდება მოუტანა. ვიქტორიას კარიერაში ყველაზე წარმატებული 2009 წელი აღმოჩნდა. ის მიიწვიეს ტელესერიალ “თრუ ჯექსონის“ გადაღებებში. შემდეგ მიიწვიეს სერიალში „აი კარლი“.
2010 წლის 10 მარტს სტარტი აიღო პირველმა ეგრეთწოდებულმა „საპილოტო“ ეპიზოდმა მის საკუთარ სატელევიზიო შოუში - „გამარჯვებული ვიქტორია.“
დასაწყისში მან 5 700 000 მაყურებელი მოიკრიბა. მთლიანობაში კრიტიკოსებმა მოცემული სერიალი ძალიან წარმატებულად შეაფასეს, მაგრამ ვიქტორიამ პროექტი მალე დატოვა. იმავე წელს გამოვიდა მისი სიმღერა «Make It Shine», რომელიც ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში. მულტფილმში „მადაგასკარის პინგვინები“ გაახმოვანა სტეისის როლი. ამავე დროს, გადაიღეს ფილმში „ბიჭი, რომელიც მაქციებზე ჰყვებოდა.“ აქ ის გოგონას როლს თამაშობს, რომელიც სავსე მთვარისას ძუ მგლად გადაიქცეოდა. ფილმი ძალიან ცნობადი გახდა მოზარდებში. ის თითქმის 6 000 000-მა მაყურებელმა ნახა.ამის შემდეგ, ვიქტორიამ გასვლითი კონცერტები ჩაატარა აშშ-ს ქალაქებში და ალბომის გამოცემაც დაგეგმა.
რაც შეეხება მის პირადს - ის ძირითადად სამსახურით არის დაკავებული და კაცებთან სერიოზული ფლირტისთვის დრო არ რჩება. რაც შეეხება მის ვნებათა ღელვის დაცლას, ვიკას სამსახიობო კარიერის დასაწყისში ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჯოშ ჰაჩერსონთან, რომელიც ფილმში - „შიმშილის თამაშები“ თამაშობდა და ამავე დროს, ნიკოლას ჰილთომსაც ეკურკურებოდა. შემდეგ, ის ევან ჯოგიას საზოგადოებაშიც იხილეს...

20011 წელიდან ვიკა რაიან როთმანს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა 2013 წელს შეწყდა. ვიკამ შემდეგ, რომანი პირსონ ფოდესთან განაგრძო.


ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
2003 - სერიალი - „Gilmore Girls“.
2005 - სერიალი - „Мэри Mary“.
2005- სერიალი -„The Suite Life of Zack & Cody“.
2005 - სერიალი - „When Do We Eat“?
2005 - სერიალი - „Silver Bells“.
2006 – tv ფილმი - „The Garden“.
2006 - ფილმი - „Everwood“.
2006 - tv ფილმი - „Unknown“.
2005 - 2008 - სერიალი - „Zoey 101“.
2009 - tv ფილმი - „Spectacular!“
2009 - სერიალი - „True Jackson“.
2010 - ფილმი - „The Troop“.
2010 - ფილმი - „The Boy Who Cried Werewolf“.
2009 - 2011 - სერიალი - „iCarly“.
2012 - ფილმი - „The First Time“.
2012 - tv ფილმი „Fun Size“.
2010 - 2013 - სერიალი - „Victorious“.
2010 - 2013 - სერიალი - „Penguins of Madagascar“.
2014 - tv ფილმი „Naomi and Ely's No Kiss List. Naomi and Ely's No Kiss List“.
2014 - ფილმი - „Youth of the Nations“.
2015 - სერიალი - „The Outskirts“.
2015 - სერიალი - „Eye Candy“.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice Empty Re: ვიქტორია ჯასტისი / Victoria Justice

Post by Bennu ♥ Wed Jul 29 2015, 22:35

ამ გოგოს ნინა დობრევს ამსგავსებენ. მე რომ "თვალწარმტაცს" ვუყურებდი იქ ძაან მომწონდა.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum