Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Vote_lcap75%ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Vote_rcap 75% [ 41 ]
ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Vote_lcap25%ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)

3 posters

Go down

ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Empty ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)

Post by Hermione Granger Wed Aug 20 2014, 20:05

გამარჯობათ ბავშვებო
მე მინდა ჩემი წიგნი შემოგთავაზოთ რომელიც შესაზლოა უახლოეს მომავალში რედაქციასიც მივიტანო
ეს წიგნი გარტობისტვის არ დამიწერია
სერიოზულად მოვეკიდე და მგონი რარაც გამომივიდა კიდეც
აბა ვნახოთ თუ მოგეწონებათ


სახელი:ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)
ჟანრი:დრამა,სათავგადასავლო,ფანტასტიკა


პროლოგი

  ცხოვრება  ეს მუდმივი ჭიდილია თავის დასამკვიდრებლად ამ ამოუხსნელ სამყაროში .  ბედნიერება ! აი რას ვეძებთ ჩვენ ადამიანები ! აი რას მივიჩნევთ გამარჯვებად ! 
თავისდაუნებლიედ  ცხოვრება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ხარ . ეს ორი რამ ცხოვრება და სიცოცხლე არც გამორიცხავს და არც განაპირობებს ერთმანეთს . 
ადამიანები  მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავი სხვა კონტექსტში დაინახონ . თავი ზღაპრის , ანდა  მისტიური სამყაროს გმირებად წარმოუდგენიათ . ხშირად უნდათ კიდევაც, რომ იყვნენ ასეთები . მარტივი კანონზომიერებაა , ადამიანი მიისწრაფვოდეს იმისკენ რაც არ ეკუთვნის ,რაც მისი არ არის . მიუხედავად ამისა არსებობენ  ისეთებიც რომლებიც ეკუთვნიან ამ  ბუნდოვანი წრით შემოსაზღვრულ სამყაროს ,მაგრამ ცდილობენ მისგან გაქცევას . სანამ შენი თვალით არ ნახავ ,სანამ არ დარწმუნდები და არ განიცდი  მანამდე ვერ დააფასებ იმას რაც გაქვს . გგონია, რომ თუ სხვანაირი იქნები თავს უფრო სრულფასოვან  ადამიანად იგრძნობ . გგონია ,რომ ყველაფერს უფრო მარტივად შეეჭიდები , მაგრამ არსებობს ერთი რამ  . ყოველგვარი სიმარტივის მიღმა  სირთულეებით დახუნძლული საფეხურები იმალება .  როცა ამ საფეხურებს ავივლით  მხოლოდ მაშინ დავინახავთ გზას  ჭეშმარიტებისკენ .  სიმარტივე მხოლოდ ნიღაბია ადამიანთა საცდუნებლად . აკრძალული ხილია ,მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი .
  ის წყვდიადში გაელვებულ თვალისმომჭრელ სხივს წააგავდა ,თვალს ვერ უსწორებ, მაგრამ გრძნობ ,გიყვარს და ებღაუჭები .  სხვანირ ცხოვრებაზე ბევრი მიფიქრია ,მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ,რომ ეს შეუძლებელი იყო . ეს ჩემი  რეალობაა ,ეს ის შემთხვევაა როცა  უძლური ხარ  და არჩევანი უბრალოდ არ გაქვს . მინდა თავი ჩვეულებრივად  და ადამიანურად ვიგრძნო ,მაგრამ არ შემიძლია . მე არ ვარ უბრალო ,არც ის ქალი ვარ  ვისზეც შეიძლება იოცნებო  .მიუხედავად ამისა  ყველა მამაკიცის თვალებში ჩემდაუნებლიედ ვხედავ დაუოკებელ სურვილს,ვნებას და ჟინს. ამაზე მე მხოლოდ გავიღიმებ და თავმომწონედ გავივლი . იმიტომ კი არა, რომ ეს მსიამოვნებს , უბრალოდ ვხვდები რაოდენ უგუნურია  ადამიანი . მხოლოდ იმას აფასებს, რასაც  გარედან ხედავს  და საერთოდ არ ინტერესდება იმით ამ ნატიფი  სხეულის მიღმა ვინ იმალება . 
პირველად, რომ დავინახე მაშინვე ვიგრძენი რა ამბავი დავატრიალე მის თავს .  არ დავიჯერე , მაგრამ ქვეცნობიერი  მთელი ხმით ჩამძახოდა, რომ ის ჩემი მომავალი მსხვერპლი იყო . ალბათ ცუდი გაგებით ,რადგანაც ჩემი მსხვერპლი ჯერ კარგ მდომარეობაში არ მინახავს. მის დაბნეულ მზერას გონების თვალით ვუყურებდი და ვფიქრობდი '' ღმერთო ჩემო რა უცებ წამოეგო . არაფრით განსხვავდება სხვებისგან ''. არც მიფიქრია რა მოჰყვებოდა ჩვენს ცხოვრებაში მის შემოჭრას და არც ის დამიშვია ,რომ  შეცვლიდა ყველაფერს მანამდე არსებულს. 
მე ელენა რიდლი ვარ ოცდაათი წლის . ცხოვრებამ უზარმაზარ ქარტეხილში მატარა . ჩემი თვალით ვნახე საკუთარი  ოჯახის განადგურება . ბევრჯერ შევეჭიდე გარესამყაროს და ბევრჯერ გავიმარჯვე. სამწუხაროდ  საკუთარ თავთან ბრძოლაში ყოველ ჯერზე  სასტიკად დავმარცხდი . მე არ ვარ ჩვეულებრივი ქალი ,არც გიჟი ვარ და არც სულელი . უბრალოდ ელენა რიდლი ვარ და როგორც ამბობენ ეს უკვე ყველაფერზე უნდა მეტყველებდეს. ვიცი ,რომ კარგი არ ვარ, მაგრამ სხვებისგან სწორედ ამით გამოვირჩევი .  არასოდეს ჩამიცვამს თეთრი სამოსი და არ მიწოდებია  საკუთარი თავისთვის ''ანგელოზი'' . პირიქით  ჩემი თავის ყველაზე დიდი  უარმყოფელი მე თვითონ ვიყავი .  
ყველაფერი შეიცვალა. ჩემს თავზე ღრუბლები მოგროვდა. ყველაფერი ახლა იწყება . თუმცა არ ვწუწუნებ .  
ეს გზა მე თვითონ ავირჩიე!
  ოჯახი . ეს მცნებაა  სისხლით თუ გრძნობებით ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფისა.სამწუხაროდ ეს ოჯახი ვერც სისხლმა და ვერც გრძნობებმა ვერ გააერთიანა . ერთი შეხედვით ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ,მაგრამ იმდენად განსხვავდებიან, რომ მსგავსება  უხილავი ხდება.
ქალი . ეს საცდურის  და სისუსტის ნათელი მაგალითია ,მაგრამ ეს მხოლოდ იმ სამყაროში ხდება , რომელიც მხოლოდ ჩვენს თვალსაწიერში  ეტევა . ამ ოჯახში ერთხელ მაინც თუ შეიხედავთ  ქალებს ნამდვილად დაინახავთ ,მართალია მაცდურები არიან ,მაგრამ სისუსტისგან მეტისმეტად შორს დგანან .





aba ras ityviT davwero nawarmobi ?
Hermione Granger
Hermione Granger

საყვარელი სერიალი : დიდებული საუკუნე
პოსტების რაოდენობა : 3177
დაბადების თარიღი : 12.04.90
ქულები : 3386
ასაკი : 34

Back to top Go down

ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Empty Re: ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)

Post by Espinela-Fans Wed Aug 20 2014, 20:07

Kompit ro shemoval wavikitxav da chem azrs davwer
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Empty Re: ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)

Post by Bennu ♥ Wed Sep 02 2015, 17:58

დაბეჭდე ეს წიგნი? შესავალი მომეწონა და ზოგადად რაზეა?
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I) Empty Re: ქალთა საგა: საბედისწერონი (ნაწილი I)

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum