Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

შტამი / The Strain  Vote_lcap75%შტამი / The Strain  Vote_rcap 75% [ 41 ]
შტამი / The Strain  Vote_lcap25%შტამი / The Strain  Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


შტამი / The Strain

Go down

შტამი / The Strain  Empty შტამი / The Strain

Post by MaRiami Thu Jul 17 2014, 16:59

შტამი / The Strain  E369cbc07afe

ქვეყანა: აშშ
წელი: 2014
ჟანრი: საშინელება, ფანტასტიკა, დრამა
რეჟისორი: გილერმო დელ ტორო, დევიდ სემელი, კიტ გორდონი
როლებში: დევიდ ბერდლი, ენ ბეტანკორტი, ნიკოლაი ვიჩი, პედრო მიგელ არსე, დრიუ ნელსონი, ჯო ვერკილო, ჯიმ უოთსონი, ალექს პექსტონი, ჯონათან პოთსი, რიჰარდ ზამელი...
IMDB: 8.6

მოკლე აღწერა: ამ შეშლილ ამერიკელთა აბსურდის ფილოსოფიურ კინოთემატიკაში ფანტაზიების ისეთი ციკლი, როგორიცაა ცოცხალი ზომბები, სასიკვდილო ინფექციები დ ათასი უბედურება მათ თავს, ალბათ არასოდეს ამოიწურება. ყველა ქართველი თინეიჯერი და ჭკუით თინეიჯერად დარჩენილი ზრდასრული და მხცოვანიც, გაიხარებთ ამ ახალი სერიალით... ცოცხალმკვდრების კინოთემატიკა 21-ე საუკუნის უნკურნებელი სენია. ადამიანი კარგად გრძნობს მარადიული არსება, რომ არ არის. მას რაღაცნაირად არსებობა სურს და მონახა ოქროს შუალედი - მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის! ზომბობა! მიაწექით, მომავალი თქვენია!..
ახლა, რაც შეეხება სერიალს! აქ აღწერილი ყველა დრამატული, შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი და დამაშფოთებელი საშინელება, ნიუ-იორკის აეროპორტში ხდება, სადაც საგანგებო, ავარიულ დაშვებას განახორციელებს გიგანტური ავიალაინერი. ვინაიდან, ეს დაშვება მოულოდნელი იყო და თანაც საფრთხის განცდის შემცველი, ამიტომ აეროპორტის თანამშეომლებმა განგაში გამოაცხადეს. ამის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ავიალაინერის ყველა მგზავრი მკვდარია! საკითხი ასე დგას: რა გახდა ამ "მკვდარი რეისის" მაინცდამაინც ნიუ-იორკის აეროდრომზე გამოჩენის მიზეზი? დაფრენილიყო მოსკოვში, წითელ მოედანზე, ვალოდია ლენინთან... ნუ გეშინიათ! როგორც ჩვევიათ საშინელებათა ჟანრის ამერიკულ ტრადიციებს, თვითმფრინავის ყველა მგზავრი თანდათან გაცოცხლდება... ასე იწყება არ დავიწყება! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!..
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum