Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

მანეკენი / Манекенщица  Vote_lcap75%მანეკენი / Манекенщица  Vote_rcap 75% [ 41 ]
მანეკენი / Манекенщица  Vote_lcap25%მანეკენი / Манекенщица  Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


მანეკენი / Манекенщица

Go down

მანეკენი / Манекенщица  Empty მანეკენი / Манекенщица

Post by MaRiami Fri May 09 2014, 19:12

მანეკენი / Манекенщица  9cd0660839b4

ქვეყანა: რუსეთი
წელი: 2014
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ელენა ნიკოლაევა
როლებში: ანა მიხაილოვსკაია, რინალ მუხამეტოვა, ევგენია დიმიტრიევა, ივან რუდაკოვი, ტატიანა დოგილევა, რომან პოლიანსკი, ალიონა ხმელნიცკაია, ვლადიმირ სტერჟაკოვი, ვალოდია ულიანოვი, ანასტასია მაკეევა, ბორის ნევზოროვი.

მოკლე აღწერა: მოსკოვი ყოველთვის იზიდავდა ხალხს რეგიონებიდან, რადგანაც აქ განათლებაც შეიძლება მიიღო და სამსახურიც იშოვო. სერიალი 35 წლის წინანდელ ამბებს მოგვითხრობს. ეს ის დროა, როცა ვალოდია ლენინის და იოსება სტალინის მეთაურობით, უნიფხვოთა მიერ შექმნილ საბჭოთა კავშირს დაშლამდე აღარაფერი უკლდა...
ფილმის გმირ გოგონას, საშა ლინკოვას, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ის, в приюте - ბავშვთა სახლში აღიზარდა. ბავშვთა სახლი და ისიც საბჭოეთში, მოგეხსენებათ, რაც იქნებოდა. ამოტომაც, გოგონა ყოველგვარ სიყვარულს, მშობლიურ ზრუნვასა და ადამიანურ მოპყრობას იყო მოკლებული. ის გულჩათხრობილი და დაკოპლექსებული გახდა.
მიუხედავად ამისა, საშას ფარხმალი არ დაუყრია და თავის გადასარჩენად პროვინციიდან მოსკოვს მიაშურა. მას იმედი აქვს, რომ ეს ქალაქი მოლოდინს არ გაუცრუებს და თავისი მიზნის მიღწევაში დაეხმარება. საშა გადაწყვეტს უმაღლესი განათლება მიიღოს, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე...
გოგონა წარუმატებლობის გამო მოსკოვიდან არ გაქცეულა. მართალია, უმაღლესში ვერ მოხვდა, მაგრამ დასუფთავების სამსახურში კი დაიწყო მუშაობა. ცხადია, ამ სამსახურით ის დიდს ვერაფერს მიაღწევდა.
საშა გულმოდგინედ ასრულებდა თავის სამუშაოს და ერთხელაც, ის ვიღაცამ შეამჩნია. ეს ვიღაც კი - მოდელიორი გახლდათ, რომელიც მანეკენობისთვის სიმპატიურ კანდიდატს ეძებდა. საშა მის შემოთავაზებას დათანხმდა... რა მოხდა შემდეგ?.. ნახეთ სერიალი და გაიგებთ!..
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum