Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_lcap75%Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_rcap 75% [ 41 ]
Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_lcap25%Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი

2 posters

Go down

მოგწონთ ნიკოლი?

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_lcap0%Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_rcap 0% 
[ 0 ]
Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_lcap100%Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_rcap 100% 
[ 1 ]
Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_lcap0%Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 1
 
 

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Empty Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი

Post by MaRiami Sat Apr 05 2014, 21:56


ნიკოლ მერი კიდმანი არის ავსტრალიელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ის დაიბადა ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში 1967 წლის 20 ივნისს. კიდმანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: ამერიკის და ავსტრალიის. ნიკოლის მამა ანტონი დევიდ კიდმანი გახლავთ ბიოქიმიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი. კიდმანის წინაპრები იყვნენ შოტლანდიელები და ირლანდიელები. მსახიობის ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ, როდესაც ნიკოლი 4 წლის იყო. ამჟამად მისი მშობლები სიდნეიში ცხოვრობენ. კიდმანს ჰყავს უმცროსი და - ანტონია კიდმანი, რომელიც ჟურნალისტია. ნიკოლი ამბობს, რომ ის ძალიან მორცხვი ბავშვი იყო და ხანდახან ენაბლუც. ნიკოლს არ უყვარდა დღესასწაულებზე სიარული, ასევე არ მოსწონდა ხალხმრავალ რესტორნებში შესვლა. 1984 წელს , ნიკოლის დედას დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი, ამიტომ 17 წლის ასაკში მსახიობი იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ოჯახის დასახმარებლად მასაჟის თერაპევტად დაიწყო მუშაობა.
ნიკოლმა სამსახიობო კარიერა 1983 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ავსტრალიურ ფილმებში. მისი დებიუტი სამსახიობო კარიერაში ამავე წელს მოხდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმ Bush Christmas-ში. 1983 წლის დასასრულს კი მან სატელევიზიო სერიალ Five Mile Creek -ში ითამაშა. 1987 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმ "მოცეკვავე აჩრდილების ღამე "-ში, ხოლო 1986 წელს კი რომანტიკულ კომედიაში, სახელწოდებით " Windrider". 1988 წელს გამოჩნდა ფილმ Emerald City-ში. 1989 წელს ფილმ Dead Calm-ში მან Rae Ingram-ის როლი მოირგო, რომელიც საზღვაო ოფიცრის მეუღლე გახლდათ. კიდმანის თამაში ამ ფილმში დადებითად შეაფასეს. 1990 წლიდან კი მან მოიპოვა მსოფლიო აღიარება ისეთ ფილმებში თამაშის შემდეგ, როგორებიცაა: Days of Thunder (1990), Far and Away (1992) და Batman Forever (1995). ფილმ Moulin Rouge-ისთვის ნიკოლმა მიიღო თავისი მეორე ოქროს გლობუსი და ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაცია ოსკარზე. 1996 წელს ნიკოლი გამოჩნდა ფილმში "ლედის პორტრეტი". მსახიობმა განაცხადა, რომ ამ ფილმზე მუშაობამ ბევრი რამ ასწავლა. ასევე ნიკოლმა თქვა, რომ "ლედის პორტრეტში" თამაშის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმ მშვიდობისმყოფელში. მან ამ ფილმში Dr. Julia Kelly-ის როლი ითამაშა. 2002 წელს, ფილმ The Hours-ში თამაშისთვის კი მან ოსკარის ჯილდო მიიღო. ოსკარის შემდეგ, 2003 წელს მსახიობი გამოჩნდა სამ ძალიან განსხვავებულ ფილმში. პირველი იყო ფსიქოლოგიური დრამა "დოგვილი", სადაც კიდმანი მთავარ როლში იყო. ამ ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. ამ ფილმზე ნიკოლმა განაცხადა, რომ ლარს ტრიერი მის მიმართ ხან კეთილი იყო, ხან კი არა. მეორე ფილმი იყო "The Human Stain", რომელიც ფილიპ მილტონ როტის რომანის ადაპტაცია იყო. ხოლო მესამე ფილმი იყო Anthony Minghella-ს დრამა ომის შესახებ - "ცივი მთა". ნიკოლმა თქვა, რომ თავის გმირსა და ის პიროვნებას შორის ბევრი საერთო აღმოაჩინა. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმ Birth-ში, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ერთ-ერთ სცენაში ნიკოლი სრულიად შიშველი არის აბაზანაში და 10 წლის ბიჭთან ერთად ბანაობს, მაგრამ არამარტო ამ სცენამ გამოიწვია ესეთი გამოხმაურება. ერთ-ერთ სცენაში ნიკოლი ამ 10 წლის ბიჭს ( Cameron Brightს) კოცნის. ვენეციის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე მსახიობმა განაცხადა: " მე არ მინდოდა შემექმნა ფილმი, სადაც მე ვკოცნი 10 წლის ბიჭს, მე მინდოდა შემექმნა ფილმი, სადაც ესმით სიყვარულის". ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ კოცნის ნიკოლი ამ ფილმში 10 წლის ბიჭუნას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი სრულიად ადვილია იმათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვთ. ამ ფილმის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: ანა[ნიკოლ კიდმანი] ქვრივია, მეუღლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ის კვლავ აპირებს გათხოვებას, მაგრამ ამ დროს მასთან 10 წლის ბიჭი მოვა და ანას ეტყვის, რომ მისი გარდაცვლილი ქმარია, რომელმაც რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულება განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უარყოფითად შეაფასეს, ნიკოლმა მაინც მიიღო თავისი მეშვიდე ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო მსახიობობისთვის. 2004 წელს მან ითამაშა ფილმში "The Stepford Wives" და შეასრულა წარმატებული პროდიუსერის Joanna Eberhart-ის როლი. მის კოლექციაში შედის 3 ოქროს გლობუსი, ერთი BAFTA და ერთი ოსკარი.

ნიკოლმა ევან მაკგრეგორთან ერთად შეასრულა "Come What May", რომელიც #27 იყო ბრიტანულ ჩარტებში.
მოგვიანებით მან ითანამშრომლა რობი უილიამსთან ერთად კლიპში "Somethin' Stupid". ეს სიმღერა ავსტრალიურ ჩარტებში #8 იყო და დიდ ბრიტანეთში კი პირველ ადგილზე 3 კვირის განმავლობაში. ნიკოლი ასევე მღეროდა რობი მარშალის კინოში musical Nine.

ნიკოლი ორჯერ არის დაქორწინებული, პირველად მსახიობ ტომ კრუზზე (1990–2001 წლები) და მეორედ მომღერალ კიტ ურბანზე. (ახლანდელი მეუღლე) კიდმანს ტომისგან ყავს 1 ქალიშვილი და 1 ვაჟი, ხოლო ურბანთან კი ორი ქალიშვილი. ტომ კურზს ნიკოლი 1989 წელს შეხვდა. 1990 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. 1992 წლის 22 დეკემბერს წყვილს ქალიშვილი - იზაბელა ჯეინი შეეძინათ. 1995 წლის 17 იანვარს კი ვაჟი კონორ ანტონი. 2001 წელს ტომი და ნიკოლი დაშორდნენ. 2005 წლის იანვარს კიდმანი შეხვდა თავის მეორე მეუღლეს კიტ ურბანს. ისინი 2006 წლის 25 ივნისს სიდნეიში. მათ აქვთ სახლი ნეშვილში, სიდნეიში, სამხრეთი უელსში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ტენესში და ა.შ. წყვილის ქალიშვილი - როუზ კიდმან/ურბანი დაიბადა 2008 წლის 7 ივლისს ნეშვილში. 2010 წლის 28 დეკემბერს კიდმანს და ურბანს მეორე ქალიშვილი - მარგარეტა გაუჩნდათ.

ფილმები:

1990-Days Of Thunder
1992-Far And Away
1995-Batman Forever
1998-Practical Magic
1999-Eyes Wide Shut
2001-Moulin Rouge
2001-The Others
2002-Panic Room
2002-The Hours
2003-Dogville
2003-The Human Stain
2003-Cold Mountain
2004-The Stepford Wives
2004-Birth
2005-The Interpreter
2005-Bewitched
2006-Fur: An Imaginary Portrait of Diane Arbus
2006-happy feet
2007-The Invasion
2007-Margot at the Wedding
2007-The Golden Compass
2008-Australia
2009-Nine
2010-Rabbit Hole
2011-Just Go With It
2011-Trespass
2012-The Paperboy
2012-Hemingway & Gellhorn
2013-Stoker
2013-The Railway Man (post-production)
2013-Grace Of Monaco (post-production)
2013-Anchorman: The Legend Continues(Filming)
2014-Before I Go to Sleep (Filming)
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Empty Re: Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი

Post by MaRiami Sat Apr 05 2014, 21:56

არ მომწონს
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Empty Re: Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი

Post by Bennu ♥ Tue Jul 22 2014, 22:15

ise ra momwonss
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი Empty Re: Nicole Kidman/ნიკოლ ქიდმანი

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum