ჯეიმი დორნანი “ორმოცდაათი ელფერის”გაგრძელებაში აღარ ითამაშებს ?
3 posters
Page 1 of 1
ჯეიმი დორნანი “ორმოცდაათი ელფერის”გაგრძელებაში აღარ ითამაშებს ?
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება სტატიები, რომლებიც “ორმოცდაათი ელფერის” გაგრძელებაში ჯეიმი დორნანის მონაწილეობას უარყოფს. გულშემატკივრების აღშფოთება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ინფორმაციას საკმაოდ კომპეტენტური წყაროები ავრცელებდნენ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ დაკოტა და ჯეიმი თავიდანვე დათანხმდნენ ტრილოგიაში მონაწილეობაზე.
აჟიოტაჟი რამდენიმე საათის წინ თავად ჯეიმიმ ჩაახშო და განაცხადა, რომ “გრეის ორმოცდაათი ელფერის” მომდევნო ორ ნაწილში აუცილებლად ითამაშებს და ამაში არაფერი და ვერაფერი შეუშლის ხელს. ეს ამბავი ნამდვილად სასიხარულოა და იმას ნიშნავს, რომ ტრილოგია, სავარაუდოდ, არ გაფუჭდება და კარგ ხარისხს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ე.ლ. ჯეიმსის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაზე, რომლის პირველი ნაწილი სემ ტეილორ-ჯონსონმა გადაიღო. ფილმი ჯერ კიდევ კინოთეატრებშია და სხვადასხვა რეკორდს ამყარებს. ის უკვე გახდა კინოინდუსტრიის ისტორიაში თებერვლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და გახმაურებული პრემიერა. ვარაუდობენ, რომ “გრეის ორმოცდაათი ელფერი” 2015 წლის კინოგაქირავების მონაცემებში პირველ თუ არა, მეორე ან მესამე პოზიციას მაინც დაიკავებს.
GabyEspino- საყვარელი სერიალი : Mas Sabe el Diablo
პოსტების რაოდენობა : 25469
დაბადების თარიღი : 04.04.00
ქულები : 26035
ასაკი : 24
GabyEspino- საყვარელი სერიალი : Mas Sabe el Diablo
პოსტების რაოდენობა : 25469
დაბადების თარიღი : 04.04.00
ქულები : 26035
ასაკი : 24
Re: ჯეიმი დორნანი “ორმოცდაათი ელფერის”გაგრძელებაში აღარ ითამაშებს ?
რეჟისორით უკმაყოფილოები არიან ფანები.
Bennu ♥- საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26
Espinela-Fans- საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22
Similar topics
» „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავი ჯეიმი დორნანი მეორე მსოფლიო ომის შესახებ ფილმში ითამაშებს
» ჯეიმი დორნანი : „კისტიან გრეი მხოლოდ ფანტაზიაა…“
» ჯეიმი დორნანი მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცია
» Jamie Dornan / ჯეიმი დორნანი #4
» NBC 2015-2016 წლის პროექტში ჯენკარლოს კანელა ითამაშებს!
» ჯეიმი დორნანი : „კისტიან გრეი მხოლოდ ფანტაზიაა…“
» ჯეიმი დორნანი მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მამაკაცია
» Jamie Dornan / ჯეიმი დორნანი #4
» NBC 2015-2016 წლის პროექტში ჯენკარლოს კანელა ითამაშებს!
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
|
|