Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  Vote_lcap75%ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  Vote_rcap 75% [ 41 ]
ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  Vote_lcap25%ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი

Go down

ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  Empty ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი

Post by Espinela-Fans Mon Apr 07 2014, 16:26

ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი  AThIt
ცნობილების პირადი ცხოვრება, გათხოვება, გაშორება, საყვარელი მამაკაცები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია. წინა წლებთან შედარებით, პირად ცხოვრებას ქართველი ვარსკვლავები აღარ მალავენ. შევეცადეთ, იმ ცნობილი ვარსკვლავების რეიტინგი შეგვედგინა, ვინც ყველაზე მეტჯერ შექმნა ოჯახი და გამოიცვალა მეგობარი მამაკაცი.

ია ფარულავა
ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად ქართველ მამაკაცზე პატარა ასაკში გათხოვდა, რომელიც ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც უცხოელ მილიონერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ცხოვრება ფადი ასლის დაუკავშირა. რამდენიმწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფადი და ია სკანდალურად დაშორდნენ და მის შემდეგ იას ცხოვრებაში პარლამენტარი ოთარ სირაძე გამოჩნდა. ია და ოთოც მალე დაშორდნენ ერთმანეთს და მსახიობმა გიტარისტ ტარიელ სუარზე იქორწინა. იას და ტარიელის ცხოვრების ყველა დეტალი უმალ ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ ისინი დაშორდნენ კიდეც, რაშიც ტარიელ სუარი სტილისტ მიშა გასიტაშვილს ადანაშაულებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში შერიგდნენ. იამ "ფეისბუქის"გვერდი გააუქმა და გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე არსად აღარ ესაუბრა.

ეკა კვალიაშვილი
რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი ეკა კვალიაშვილია. ხუმრობაც კი არსებობს გოგონებში ასეთი: ეკა კვალიაშვილის რეკორდი უნდა მოვხსნაო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავდნენ ცნობილი ქართველი ქალები, ეკა მისი ახალი სიყვარულის ამბებს პრესას არ უმალავდა. მომღერლის პირველი ქმარი მხატვარი თემურ გვალია გახლდათ, მასთან ეკას ქალიშვილი ნუკა ჰყავს, რომელიც "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო მსმენელმა. ამბობენ, რომ თემურ გვალია ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევს და მისთვის დედაც და მამაც სწორედ ეკაა, ალბათ ამიტომაც გადავიდა ერთი წლის წინ ნუკა დედის გვარზე და კვალიაშვილი გახდა. ეკამ პირველი ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, თუმცა მიიჩნევს, რომ არც დიდ ასაკში შექმნილმა ოჯახებმა გაამართლა. "ბედი თქვი, თორემ ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე", - განაცხადა ეკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ეკას ბოლო ქმარი ვიტალი მიმინოშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

სალომე გოგიაშვილი
კვალიაშვილის რეკორდი ახალგაზრდა სელებრითებმა დიდი ხნის წინ მოხსნეს. ამ მხრივ რეკორდსმენია ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი. მან 30 წლის ასაკში მოასწრო სამჯერ გათხოვება. სალომეს პირველი და მესამე ქმრები მოგვარეები არიან - ნიკოლაიშვილები. . გოგიაშვილს სამივე ქმრისგან ჰყავს შვილები - მაშო, დათუნა და

თიკო სადუნიშვილი
თიკო სადუნიშვილი ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მიშა ბალუაშვილთან პირველი ქორწინებიდან მას შვილი დათუნა ჰყავს. შემდეგ თიკომ ტელეწამყვან სოსო თოლორაიაზე იქორწინა. თიკო და სოსო ერთად მუშაობდნენ "მაესტროში", მათი სიყვარულიც სწორედ ამ ტელეკომპანიაში დაიწყო. თიკო და სოსო მალე დაშორდნენ. სოსო ამერიკაში წავიდა, თიკო კი რამდენიმე წლის მანძილზე გაუჩინარდა. ამბობენ, რომ სწორედ იმ პერიოდში თიკო პროკურატურის პრესსამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან თემურ დოლიძესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც თინა კანდელაკის პირველი ქმარი გახლდათ. თემურ დოლიძის ახლობლების განცხადებით, სწორედ ის დაეხმარა თიკოს დეპრესიის გადალახვაში, მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით და დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ ღალატის გამო დაშორდნენო. რამდენიმე წლის წინ, როცა თიკო "თბილისი ლაივით" დაბრუნდა ეთერში, ჭორაობა დაიწყეს სადუნიშვილის და ბიზნესმენ გენო მალაზონიას სიყვარულის შესახებ. საჯაროდ ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. ამბობენ, რომ თიკო გენო მალაზონიამ შორენა ბეგაშვილში გაცვალა, "ბამბა რუმსის" შესასვლელში სადუნიშვილმა და ბეგაშვილმა ამის გამო თმით ითრიეს ერთმანეთი.


შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი. პირველად შორენამ ბავშვობის სიყვარულზე - ზურა ბარბაქაძეზე იქორწინა. მასთან შვილიც ჰყავს, რომელსაც ევა ჰქვია. შორენამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ პირველი ოჯახი ღალატის გამო დაანგრია. ეს მისმა ყოფილმა მეუღლემ უარყო და განაცხადა, რომ ცოლზე აბოდებდა. შორენა საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქართველ სექს-სიმბოლოზე დავით ბაგრატიონი იყო შეყვარებული. ამბობენ, დავითი შორენას ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ბოლოს დაშორდნენ. დავითმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა. ამის შემდეგ შორენას ცხოვრებაში არსებულ მამაკაცებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ყოველთვის შეძლებულ ბიზნესმენებთან აბამდა რომანს. ერთ-ერთი საყვარელი მამაკაცის, მამუკა ფიფიას საპატივცემულოდ მან ხელზე ტატუც კი გაიკეთა. მამუკა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია და საკუთარი ოჯახიც ჰყავს, თუმცა შორენას ხშირად ანებივრებდა ძვირფასი სიურპრიზებით. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესაც დაშორდა. ნანაძეც რუსეთში მოღვაწეობს, ოჯახი მასაც ჰყავს. მამუკა ფიფიასგან განსხვავებით, ნანაძე არ ერიდებოდა სოციალურ ქსელში შორენასთან ერთად გადაღებული ფოტოების გავრცელებას. ის მსახიობს უკეთებდა განსაკუთრებით ძვირადღირებულ საჩუქრებს, დასასვენებლად მიჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში, მაგრამ მათი სიყვარულიც დაშორებით დასრულდა. ნანაძე შორენას შერიგებას ყველანაირად ცდილობდა, ვიდეომიმართვებს უგზავნიდა და პატიებას სთხოვდა, მაგრამ… თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შორენა დღემდე უყვარს გენო მალაზონიას, რომელიც მსახიობზე დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ ქორწინება ვერ შედგა. ამ ინფორმაციის თანახმად, ნანაძისა და ბეგაშვილის სიყვარულის ისტორიაც ირაკლი ნანაძის მეუღლეს მოსკოვში, სავარაუდოდ, სწორედ გენო მალაზონიამ გააგებინა.

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum