Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა Vote_lcap75%ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა Vote_rcap 75% [ 41 ]
ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა Vote_lcap25%ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა

Go down

ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა Empty ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა

Post by MaRiami Fri Jun 20 2014, 23:22

ნინა სუბლატმა ახალი ალბომი გამოუშვა 9a02be10

12 ივნისს რესტორან “Otium”-ში ნინა სუბლატის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. „Dare to be Nina Sublatti“ - ასე ჰქვია ნინას ახალ ალბომს, რომელზეც ის რამდენიმე თვის განმავლობაში „ბრავო რექორდსის“ ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა. ალბომში სულ 10 სიმღერაა - 5 მსოფლიო ჰიტის ქავერი და 5 სპეციალურად ალბომისთვის შექმნილი ახალი კომპოზიცია. ალბომი რომელიმე გამოკვეთილი მუსიკალური მიმდინარეობის არ არის, შესაბამისად მისი მოსმენით სიამოვნებას ბევრი ადამიანი მიიღებს - განურჩევლად ასაკისა და საყვარელი მუსიკალური ჟანრისა. მომღერალს ახალი სასცენო იმიჯის შექმნაში „ბრავო რექორდსი“ დაეხმარა, ალბომისთვის ახალი ფოტოები კი გრეგორი (ჯიჯი) რეჯინმა გადაუღო.

ნინას ახალი ალბომის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მისი მეგობრები „საქართველოს ვარსკვლავიდან“, ქართული შოუ-ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები და უბრალო თაყვანისმცემლებიც, რომლებსაც მომღერლის ახალი ალბომის ყიდვა ადგილზევე შეეძლოთ. ნინამ პრეზენტაციაზე ახალი ალბომიდან 5 სიმღერა შეასრულა, დასასრულს კი ავტოგრაფები დაარიგა და თაყვანისმცემლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

„ბრავისიმოსთან“ საუბარში ნინამ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ახალი ალბომის გასაპიარებლად ლაივ-კონცერტების გამართვას არ გეგმავს, თუმცა მისი „ცოცხლად“ მოსმენა მომღერლის თაყვანისმცემელს ფესტივალ „Global Gathering 2014”-ის ფარგლებში შეეძლება. აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით „ბრავისიმო“ სულ ცოტა ხანში მოგაწვდით ექსკლუზიურ ინფორმაციას.

რაც შეეხება ნინა სუბლატის CD-ს ალბომს, მისი შეძენა 12 ივნისიდან იქნება შესაძლებელი „ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. (მაღაზია „გურუ“, ლიტერატურული კაფეები, სუვენირების მაღაზიები და ა.შ.)

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინას ახალი ალბომის ერთ-ერთი სინგლის „Give me some time”-ის შეძენა თქვენ ექსკლუზიურად მხოლოდ Bravissimo.ge-ძე შეგიძლიათ.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum