Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_lcap75%Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_rcap 75% [ 41 ]
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_lcap25%Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Page 1 of 3 1, 2, 3  Next

Go down

მოგწონთ გიორგი?

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_lcap100%Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_rcap 100% 
[ 2 ]
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_lcap0%Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_rcap 0% 
[ 0 ]
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_lcap0%Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Vote_rcap 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 2
 

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 12:19

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 1908042_811924005493373_4468640389480843287_n

გიორგი გაბუნია არის ჟურნალისტი და რუსთავი 2-ზე ახალი ამბების წამყვანი.იგი ჯერ-ჯერობით დაუოჯახებელია. ამჟამად იგი პროექტ "იქს ფაქტორის" ერთ-ერთი ჟიურის წევრია,მას ჰყავს კატეგორია ბიჭები.ამ პროექტის შემდეგ გიორგმ ხალხისგან ძალიან დიდი აგრესია დაიმსახურა.
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 12:20

გარეგნულად მომწონს და ისე ვერ ვიტან
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 12:27

გიორგი გაბუნია დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 46c6dcb02b9acfac7abec3174c7fa86a

გიორგი გაბუნია თინეიჯერობის პერიოდში ჩემმა თაობამ ''მაესტროს'' ეთერიდან გაიცნო, როგორც მუსიკალური არხის ერთ-ერთი წამყვანი, გამორჩეული ჩაცმულობით და აქსესუარებით, მაგალითად, საყურით მაშინ, როდესაც საყურიანი მამაკაცები არცთუ ხშირი იყო.
2008 წელს გიორგიმ ''რუსთავი 2''-ში კადრს მიღმა გადაინაცვლა. ბოლო წლებში კი საინფორმაციო გადაცემისა და პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი გახდა. ამჟამად მას ახალი ამპლუა აქვს - ''X ფაქტორის'' ჟიურის ერთ-ერთი წევრია, ყველაზე ენამწარე, პროვოკატორი, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს. მას საზოგადოების აზრი აინტერესებს, მაგრამ თავად წყვეტს, გაითვალისწინოს თუ არა ესა თუ ის მოსაზრება. იცის, რომ მის სარკაზმით გაჯერებულ გამონათქვამებს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვება, თუმცა დიდად არ ნაღვლობს. ეს ხომ მისი ''X ფაქტორული'' იმიჯის ნაწილია, თუმცა ყველაფერი არა - იმიჯი მაინც მის ხასიათს შეესაბამება. მას ერთ-ერთი მონაწილე უკვე დაემუქრა პირადი ანგარიშსწორებით, გიორგი ამ ყველაფერს ღიმილით ხვდება, თუმცა, რასაკვირველია, ''მე- 12''-ში ჩასვლას არ გეგმავს. გიორგის არა მხოლოდ ახლად დაწყებულ შოუზე ვესაუბრეთ...

- აქამდე მიჩვეული იყავი ძირითადად დადებით პოპულარობას, ახლა კი, ენამწარობიდან გამომდინარე, აგრესიაც წამოვიდა. რასაც ფიქრობ, იმას ამბობ, თუ ეს ჟიურის წევრის იმიჯის ნაწილია?

- ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე ექსკლუზიურად დადებით დამოკიდებულებას ვიყავი მიჩვეული და კრიტიკა ჩემთვის რაღაც ახალია. იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც სულ სხვა მიმართულების, მუსიკალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი, საყურე მეკეთა თუ თმა მქონდა უცნაურად შეჭრილი ან შარვალი მეცვა უკუღმა, მაშინაც იყო უარყოფითი გამოხმაურებები, მაგრამ არ გემახსოვრება, რადგან სოციალური ქსელები არ იყო. ამას ქუჩაში ვხედავდი, მაგრამ რეალურად ხალხს ამის გამოხატვის საშუალება ასე მასშტაბურად და საჯაროდ არ ჰქონდა.
როდესაც ''რუსთავი 2''-ში მუშაობა დავიწყე, გავხდი შაბათის 9-საათიანი ''კურიერის'' წამყვანი, რომელიც, ფაქტობრივად, საავტორო გადაცემაა, დამიფიქსირებია ჩემი პირადი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე.
- მაგალითად, ''ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ'', ''სხვა ნაციონალებს ცოცხები და კვერცხები მოხვდათ, ნიკა მელიას - მანჩო გიორგობიანი''...
- თუნდაც ეს გამონათქვამები რომ გავიხსენოთ (იღიმის). ამასაც მოჰყვა ბევრი უარყოფითი და დადებითი გამოხმაურებაც. უბრალოდ, ''კურიერი'' საინფორმაციო გადაცემაა, ''არჩევანი'' - პოლიტიკური თოქშოუ და აქ მუდმივად გამოხატვის ამგვარი თავისუფლება ვერ გექნება. მუსიკალური კონკურსი ამ მხრივ უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ასე რომ, არ მიკვირს კრიტიკა, მაყურებლის უკმაყოფილება... არ გამკვირვებია, უი, საიდან გაჩნდა ეს დამოკიდებულება-მეთქი. მეორე საკითხია, როგორ უყურებს მაყურებელი ამ კონკურსს. ეს კონსერვატორიაში მისაღები გამოცდები რომ იყოს, მართლაც არ იქნებოდა მისაღები, კომისიის წევრებმა რომ დაიწყონ კონკურსანტებთან ხუმრობა. ეს ხომ არ არის არც დახურული კონკურსი, სადაც მონაწილეებს მხოლოდ მუსიკალურობით აფასებენ, მაგალითად, ''ევროვიზიის'' შესარჩევი ტური, სადაც ასევე გაუგებარი იქნებოდა, ჟიურის წევრებს ენამწარობა რომ დაეწყოთ მონაწილეთა მიმართ. ეს შოუა და ჟიურის წევრებს თავიანთი როლები აქვთ. მე რომ მსახიობი ვიყო და მკვლელს განვასახიერებდე, მაყურებელმა ხომ არ უნდა ჩათვალოს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მკვლელი ვარ?!.
- თუმცა ეს იმიჯი მაინც შენს ხასიათს არის მორგებული.
- რა თქმა უნდა, ეს რეალური შოუს სტილია და იმიჯიც ადამიანის რეალური ბუნებიდან გამომდინარეობს, თუმცა უტრირებულია.
- ახალი მარინა ბერიძეო, ხალხი ხუმრობს.
- აი, ჩემი სათვალიანი სურათი გამოგადგება (იცინის). შეიძლება, ეს არის ჩემი მხრიდან შავი იუმორი, ძალიან შავი, შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც იუმორია. შესაბამისად, ველოდები ხოლმე, რომ კონკურსანტმაც უნდა გაიცინოს. მე თვითონ თუ ვიწვევ ვიღაცის იუმორნარევ კომენტარს, თავად რატომ არ უნდა გამეცინოს?
- იუმორი კარგია, მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ ზოგიერთი შენი ნათქვამი შეურაცხყოფას შეიცავს. მაგალითად, შარვალი გიჭერსო, ერთ მონაწილეს ხომ უთხარი...
- გეთანხმები, ეს იუმორი არ არის, უფრო სარკაზმია, სარკაზმი კი ყოველთვის ასეთია. არის ალბათ ზღვარი, რომელიც, ბევრისთვის, გადავლახე და ფიქრობენ, რომ იმ მომენტში იუმორი დასრულდა და დაიწყო სარკაზმი. ამ ხუმრობებში ყოველთვის არის სიმართლის ნაწილი, ასე უბრალოდ არაფერს ვამბობ. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, აუცილებლად გავიცინებდი. შეიძლება, მეთქვა, მართალია-მეთქი, მომეშვა ქამარი და თავიდან მემღერა (იღიმის), თუმცა კონკურსანტმა ეს საერთოდ ვერ მიიღო ხუმრობად.
- და იყო მუქარა შენი მისამართით, ''მე-12''-ში ჩვენთან ჩამოვიდესო... ასეთი კომენტარების შემდეგ გაგიკვირდება, ქუჩაში ვინმემ კვერცხი ან პომიდორი რომ დაგიშინოს?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ვისაც კვერცხი მოხვედრია. ზოგს კვერცხი ხვდება, ზოგს - მანჩო გიორგობიანი (იცინის).
- ჟიურის წევრებთან დამოკიდებულებაზე გკითხავ - შენ და სტეფანე ძალიან წაეკიდეთ ერთმანეთს.
- ასეა, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია, თუმცა რეალური შოუს ნაწილი. მაყურებელმა არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ყოველდღიურად ასეთი ურთიერთობა გვაქვს. ეს უფრო შემოქმედებითი მტრობაა.
- ერთ-ერთ კონკურსანტზე სტეფანემ თქვა, სიმღერა არა, მაგრამ წამყვანობა შეიძლება გამოუვიდესო და ამაზე შეეკამათე.
- სტეფანეს ეს ჩემი მისამართით არ უთქვამს, მე თვითონ ჩავერთე საუბარში და ასე ვთქვათ, გამოვიწვიე. აქაც პროვოკატორი მე ვიყავი. კონკურსანტები არ მყოფნის და ჟიურის წევრებზე გადავინაცვლე (იღიმის).
- მუსიკალურ კონკურსში აშკარად თავს ისე გრძნობ, როგორც თევზი წყალში. შენი იმიჯიდან, შინაგანი თავისუფლებიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობ, რომ უფრო მეტად შოუბიზნესია შენი საქმე, ვიდრე პოლიტიკა?
- ამ ეტაპზე ორივეს ვეკუთვნი, ვერ გამოვყოფ. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებია და ვერ შევადარებ. ზოგ ეტაპზე შესაძლოა, ერთი მხარე უფრო საინტერესო იყოს. არჩევნების პერიოდში პოლიტიკა ძალიან საინტერესოა, უფრო მდორე პერიოდში - ნაკლებად. ორივე სფეროს აქვს თავისთვის დამახასიათებელი ადრენალინი. ახლა არჩევნები გვიახლოვდება და დავხტი იქით-აქეთ პოლიტიკასა და მუსიკას შორის. ამჟამად მოდუნების საშუალება არც ერთ სფეროში არ მაქვს.
- მაინტერესებს, თუ გაქვს რაიმე გატაცება იმის გარდა, რაც ვიცით, შენი დამალული მხარეები გაგვიმხილე, ერთი მაინც.
- ბევრი მაქვს, მაგრამ დამალული იმიტომ ჰქვია, რომ არ უნდა თქვა. ერთ-ერთი შემიძლია გავამხილო, ახლა შეხება არ მაქვს, თორემ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სფეროა სახვითი ხელოვნება. სამწუხაროდ, საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. თავად არ ვხატავ, უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს ეს სფერო. ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი არ არის და გამოდის, რომ ჰობია, მაგრამ არქიტექტორი გახლავართ, უნივერსიტეტში ვმუშაობდი არქიტექტურის თეორიისა და ხელოვნების ისტორიის კათედრაზე, უცხოეთშიც ამ კუთხით ვსწავლობდი, მაგრამ დღესდღეობით ამ მიმართულებით აღარ ვსაქმიანობ. თუმცა სახლში რომ მესტუმრო, მიხვდები, რომ ამით ვარ გატაცებული – ჩემი სახლი სავსეა უზარმაზარი წიგნებით ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის შესახებ.
- თავისუფალი დრო გრჩება?
- ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ დამრჩეს თავისუფალი დრო. თუკი პირადი ცხოვრება არ მექნება, ნამდვილად არ შემიძლია. როდესაც სამსახურში ვარ, თავიდან ბოლომდე საქმეზე ვარ ორიენტირებული, შრომისმოყვარე ადამიანი ვარ, მაგრამ ბევრზე ''შრომაჰოლიკის" შთაბეჭდილებას ვტოვებ. ჰგონიათ, რომ 24 საათი სამსახურში ვარ, მაგრამ როგორც კი საქმე დამთავრდება, აქ აღარ ვჩერდები. საქმეს ინტენსიურად ვაკეთებ და როგორც კი მოვრჩები, სამსახურზე აღარ ვფიქრობ. მაქვს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, რომელთანაც საქმეს არანაირი შეხება არ აქვს. შიმშილის გრძნობასავით არის, ამას ვერავინ უმკლავდება და მე ასე ვარ თავისუფალ დროსთან დაკავშირებით, აუცილებლად მჭირდება.
- შენი ასაკი მუდამ განხილვის თემაა. ძალიან პატარის შეხედულება გაქვს, არადა, ვიცი, რომ არ ხარ პატარა.
- 38 წლის ვარ. მეკითხებიან ხოლმე, რას აკეთებ ასეთს, ასე რომ გამოიყურებიო. რა უნდა ვაკეთო, უბრალოდ, ასეთი ვარ. სხვათა შორის, ამ შეკითხვას ბევრი მისვამს. ხშირად ვგონივარ, მაქსიმუმ, 25 წლის ან უფრო პატარაც. როცა ასაკს ვამბობ ხოლმე, უკვირთ.
- პირადულზე მინდა გკითხო.
- რომელიც ასევე ერთ-ერთი დახურული თემაა.
- მე სხვა კუთხით დაგისვამ შეკითხვას. ახლა, როცა ეკრანზე განსხვავებულ ამპლუაში გამოჩნდი, გარკვეულ აგრესიასთან ერთად, გოგონების სიმპათიაც დაიმ-სახურე და სასურველი მამაკაცი გახდი.
- ამას ძალიან დადებითად ვუყურებ.
- შენთვის როგორი ქალია მისაღები, ინტელექტუალი და მაინცდამაინც სახვით ხელოვნებაში რომ ერკვევა?
- არა, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მაქვს ასეთი მოთხოვნები. მიყვარს თავისუფალი, მაგრამ გონიერი ქალები, ზოგადად, ჭკვიანი ადამიანები მიყვარს. ჭკვიანში მაინცდამაინც ინტელექტუალს არ ვგულისხმობ. ბევრ ქალს ძალიან ხშირად ახასიათებს ზედმეტად ემოციებზე დაყრდნობით მოქმედება. ასეთ ქალებს ვიცნობ და მათთან მეგობრული ურთიერთობაც არ მიჭირს, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც იმ ქალებთან, რომლებიც ცხოვრებისგან უფრო სხვანაირ გამოცდილებას იღებენ არა მხოლოდ ემოციებზე, არამედ უფრო ცივი გონებით ანალიზზე დაყრდნობითაც. ჩემი დაკვირვებით, ემოციურ ქალებთან ურთიერთობა ძალიან ზედაპირული რჩება ხოლმე ჩემს შემთხვევაში.
- ქალებზე იმიტომაც გკითხე, რომ დავაფიქსირეთ შენი მზერა ზოგიერთი სუსტი სქესის კონკურსანტის მიმართ.
- ეს იმის ნაწილია, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, მაყურებელმა არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ქუჩაში რომ დავდივარ, თავზე ხელები მაქვს შემოწყობილი და ქალებს ზუსტად ისეთი გამოხედვით ვუყურებ, როგორც შოუში (იცინის). ეს ჩემი რეალური პიროვნების ნაწილია, მაგრამ შოუში ყველაფერი უფრო მეტად ხაზგასმულია (იღიმის).
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 15:41

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10408054_250309811832655_1072030703867006405_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:29

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10377447_760645083980710_323269841844837474_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10460732_760525753992643_2691831155474276945_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10337750_760040924041126_4221815535814698658_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10478541_760124420699443_5440706534019351973_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10409697_760128804032338_3149828769828457564_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:29

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10434070_760128734032345_7072224041733343647_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10356701_760128010699084_3827595761184959499_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10365733_758531154192103_6916158166167101511_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10436154_757723650939520_5693079353452532336_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:37

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10394477_756914604353758_3672516779670802207_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10341840_756914481020437_1392782257089307159_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10303476_756914384353780_3439302222108485748_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10172848_756914197687132_7145530678398186715_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10440276_756914121020473_3896809618389229799_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10446486_756914044353814_7700106497748437560_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10473131_756914007687151_5383894888973423703_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:37

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10468678_756914014353817_6667976929204819781_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10440771_756913494353869_2637105795762743249_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10398032_756472087731343_5530595741228791353_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10426337_756472051064680_5239015144436755815_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10469221_756449064400312_6363053541333786933_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:38

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10464385_756309204414298_5944278273031453459_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10410908_754802137898338_9007278229726344100_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10376333_754802054565013_6251484285120019567_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10320386_754393337939218_1894396466888533242_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10410288_752628088115743_5348932365690058777_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Wed Jun 18 2014, 18:40

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10325279_749791795066039_5921847705179830252_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10372799_748494481862437_8540733510117211962_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10336770_748304311881454_4294693479122142003_n
Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10352567_742441385801080_655283588094473215_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Fri Jun 20 2014, 14:21

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10443648_761568930554992_6788920324154327098_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Sat Jun 21 2014, 13:51

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 10478552_1495007927383561_4298128272942843130_n
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by Espinela-Fans on Sat Jun 21 2014, 14:25

ara ise simpatiuri ki aris :D
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 19

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by MaRiami on Sat Jun 21 2014, 14:27

Espinela-Fans wrote:ara ise simpatiuri ki aris :D
 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 3652177231 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 3652177231 
 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by Espinela-Fans on Sat Jun 21 2014, 14:36

vanessa pose wrote:
Espinela-Fans wrote:ara ise simpatiuri ki aris :D
 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 3652177231 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 3652177231 
 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 323587111 
 Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 1320461191  Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია 1320461191
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 19

Back to top Go down

Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია Empty Re: Giorgi Gabunia/გიორგი გაბუნია

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 1 of 3 1, 2, 3  Next

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum