Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

A.S. Roma, Giallorossi Vote_lcap75%A.S. Roma, Giallorossi Vote_rcap 75% [ 41 ]
A.S. Roma, Giallorossi Vote_lcap25%A.S. Roma, Giallorossi Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


A.S. Roma, Giallorossi

Go down

A.S. Roma, Giallorossi Empty A.S. Roma, Giallorossi

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:50

A.S. Roma, Giallorossi Unico

სრული სახელი : Associazione Sportiva Roma
ზედმეტსახელი : Giallorossi (წითელ-ყვითლები), La Magica (ჯადოქრები), I Lupi (მგლები)
დაარსების თარიღი : 1927 წლის 22 ივლისი
ფერები : ოქროსფერი და მეწამული იისფერი
პრეზიდენტი : ჯეიმს პალოტა
მწვრთნელი : რუდი გარსია
სტადიონი : სტადიო ოლიმპიკო (70,634 მაყურებელი)
ბაზა : ტრიგორია

A.S. Roma, Giallorossi Cest

გუნდის ლოგო

A.S. Roma, Giallorossi Crest

რომას გულშემატკივართა ჯგუფი ფეისბუქზე ქართველი რომანისტები
ოფიციალური ვებ გვერდი http://www.asroma.it/
ქართულენოვანი ვებ გვერდი http://www.asroma.ge/

სტადიონი:
სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. იტევს 70,634 მაყურებელს და სიდიდით მეორე საფეხბურთო არენაა იტალიაში. უეფა-ს კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. აქ გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება. სტადიო ოლიმპიკომ 1977, 1984, 1996 და 2009 წლებში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.

A.S. Roma, Giallorossi 566622742f60

რომას ახალი სტადიონი — ახალი არენისათვის ადგილი უკვე შერჩეულია. როდესაც 2011 წელს კლუბ ტომას დი ბენედიტომ შეისყიდა, მაშინვე განაცხადა რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სტადიონის აშენება იქნებოდა. ტორ დი ვალეს ტერიტორია რომის ისტორიული ცენტრიდან მხოლოდ 10 კილომტერითაა დაშორებული. იგი მდინარე ტიბრის ნაპირასაა. ამჟამად ძველი იპოდრომის გადატანა და ადგილის გასუფთავებაზე მუშაობენ. ტევადობა სავარაუდოდ 55.000-დან 60.000-მდე იქნება. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სხვა კომერციული ტიპის შენობა-ნაგებობები. რომას ახალ სტადიონზე არქიტექტორი დან მეისი იმუშავებს და არენის აგება დაახლოებით 165-210 მილიონი ევროს ფარგლებში დაჯდება. მშენებლობის დასრულებას 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

A.S. Roma, Giallorossi Newstaio

ისტორია


A.S. Roma, Giallorossi 1-FORM26_27_full

საფეხბურთო კლუბი რომა დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისათვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციოა. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში გადავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა.

პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისათვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ფოლკი.

პირველი გამარჯვება და პირველი მარცხი
Spoiler:
პირველი დაღმასვლისა და წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის შემდეგ რომამ დაიმატა არგენტინელი ბომბარდირი ენრიკე გუაიტა. ლუიჯი ბარბესინიოს პრეზიდენტობისას რომაული კლუბი ახლოს იყო პირველ ტიტულთან 1935-36 წლების სეზონზე; იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ბოლონიას.

1930 წლის ბოლოს უსახურად ჩატარებული თამაშების შემდეგ რომა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. 1941-42 წლის სეზონზე რომამ, ყველასგან მოულოდნელად, თავისი საწადელი აისრულა და პირველ სკუდეტოს დაეუფლა. მალევე იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება და რომას ახალ სტადიონზე, Stadio del Partito Nazionale Fascista-ზე თამაში მოუწია.

ომის შემდეგ წლებში რომამ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. დედაქალაქურმა კლუბმა მომდევნო ხუთი სეზონი ცხრილის დაბალ საფეხურებზე გაატარა, სანამ სერია B-ში არ დაქვეითდა 1950-51 წლების სეზონისათვის. სერია B-დან კლუბი ჯუზეპე ვიანიმ ამოიყვანა ერთ სეზონში.

სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რომა სტაბილურად ხვდებოდა ცხრილის ზედა საფეხურებზე. კლუბში იმ დროისათვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ეგისტო პანდოლფინი, დინო და კოსტა და დანიელი განაპირა მცველი ჰელგო ბრონიე. ამ შემადგენლობის საუკეთესო მიღწევა ის იყო, რომ 1954-55 წლების სეზონზე, ინგლისელი იესე კარვერის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც უდინეზე კორუპციის გამო სერია ბე-ში დააქვეითეს. სამწუხაროდ, მომდევნო 4 ათწლეულის განმავლობაში რომამ ვერ შეაღწია ტოპ ოთხეულში. თუმცა, გუნდს წარმატებები ჰქონდა თასზე. მათი პირველი ტიტული ქვეყნის გარეთ იყო საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც მათ 1961-62 წლების სეზონზე მოიპოვეს. რომამ ფინალში დაამარცხა ბირმინგემ სიტი ანგარიშით 4-2. რამდენიმე წლის შემდეგ რომამ პირველად მოიგო კოპა იტალია. 1963-64 წლების სეზონზე რომამ დაამარცხა ტორინო მინიმალური ანგარიშით, 1-0.

1964-65 წლების სეზონის შემდეგ კლუბის მენეჯერმა ხუან კარლოს ლორენცომ განაცხადა, რომ კლუბს არ შეეძლო ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდა. გულშემატკივრებმა გადაარჩინეს კლუბი, რომლებმაც შეაგროვეს საკმარისი თანხა კლუბის არსებობის გასაგრძლებელად.

არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი ფრანკო ევანგელისტი. კლუბმა მეორე კოპა იტალია 1969 წელს მოიგო, როდესაც თასი პატარა ლიგის სისტემით თამაშდებოდა. ჯიაკომო ლოსიმ დაამყარა რეკორდი 1969 წელს, ჩაატარა რა 450 თამაში ყველა ჩემპიონატის მასშტაბით. მისი რეკორდი 38 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა.


წარმატებების პერიოდი
Spoiler:
რომამ შეძლო თასების კოლექციის გაზრდა ანგლო-იტალიური თასის მოპოვებით, დაამარცხა რა ბლექპული ანგარიშით 3-1. 70-იანი წლების უმეტეს პერიოდში რომა იშვიათად თუ ახერხებდა მაღალი პოზიციების დაკავებას. ამ ათწლეულის განმავლობაში კლუბმა საუკეთესო შედეგი მხოლოდ 1974-75 წლებში აჩვენა, ისიც მესამე ადგილი. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის "შემობრუნება" მოახერხეს, იყვნენ ნახევარმცველები ჯანკარლო დე სისტი და ფრანჩესკო როკა.

ახალი, წარმატებული პერიოდი რომას ისტორიაში კოპა იტალიის მოგებას ემთხვევა. რომაულმა კლუბმა დაამარცხა ტორინო 1980 წელს სათასო ფინალში პენალტების სერიით. რომამ მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომლისთვისაც გუნდს დაახლოებით 40 წელიწადი არ ჰქონდა მიღწეული. კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა მხოლოდ იუვენტუსს. მილანის ყოფილი ფეხბურთელი ნილს ლიდჰოლმი წვრთნიდა გუნდს, როდესაც კლუბში იმყოფებოდნენ გამოჩენილი ფეხბურთელები: ბრუნო კონტი, აგუსტინო დი ბარტოლომეო, რობერტო პრუზო და ფალკაო.

მეორე სკუდეტოს მოპოვებისათვის რომას დიდი დრო აღარ დასჭირვებია. 1982-83 წლების სეზონზე რომაულმა კლუბმა მეორედ დაისაკუთრა ტიტული. შემდეგი სეზონი რომამ მეორე ადგილზე დაასრულა და ასევე მოიგო კოპა იტალია. რომა 1984 წელს ევროპის თასზე ფინალში გავიდა. ევროპის თასის ფინალი ლივერპულის წინააღმდეგ ძირითად დროში 1-1 დამთავრდა. გოლი პრუზომ გაიტანა, მაგრამ რომა პენალტების სერიაში დამარცხდა. რომას წარმატებული სვლა 1985-86 წლებში სერია A-ში მეორე ადგილითა და იტალიის თასით დამთავრდა.

90-იანების დასაწყისში, კერძოდ 1992 წელს რომა გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა ინტერთან ანგარიშით 2-1. იმავე წელს რომამ მეშვიდედ მოიგო კოპა იტალია და მეორე ადგილზე გავიდა სერია ა-ში. მომავალ წელს კი დამარცხდა სამპდორიაში იტალიის სუპერკოპას თასზე, სადაც პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგი წლები კი რომას ისტორიაში ყველაზე წარუმატებლად შეგვიძლია შევრაცხოთ: რომა ვერა და ვერ აცდა ცხრილის შუა ნაწილს. მხოლოლ მეშვიდე ადგილი იყო მათი ყველაზე დიდი წარმატება... აგრეთვე 90-იანი წლებიდან, კერძოდ კი 1992 წლიდან გამოჩნდა რომას მიერ აღზრდილი ნიჭიერი იმედისმომცემი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა და კაპიტანი გახდება.


ახალ ათასწლეულში
Spoiler:
რომა ახალი ათასწლეული წარმატებულად დაიწყო, გახდა რა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა სკუდეტოს მესამედ 2000-01 წლების სეზონზე. ჩემპიონობა მათ ბოლო ტურში მოიპოვეს პარმას 3-1 დამარცხებით. რომამ იუვენტუსს ორი ქულით გაუსწრო. კლუბის კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ განაპირობა რომას გამარჯვება. იგი გახდა კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მან დაამხო რამდენიმე რეკორდი. სხვა გამორჩეული ფეხბურთელები იმ დროისათვის იყვნენ: ალდაირი, კაფუ, გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენცო მონტელა.

კლუბმა ვერ შეძლო მომავალ წელს ტიტულის დაცვა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ იუვენტუსმა რომაელებს მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრეს. ამის შემდეგ რომა ბევრჯერ გასულა მეორე ადგილზე როგორც სერია A-ში, ისევე იტალიის თასზე. 2002-03 წლების კოპა იტალიის თასის ფინალში რომა დამარცხდა მილანთან ანგარიშით 4-2 და ასევე მომდევნო წელს სწორედ მილანმა გაუსწრო რომას და დაიკავა პირველი ადგილი იტალიის ჩემპიონატში.

2006 წლის სერია A-ს სკანდალის დროს ხუთი იტალიური კლუბი დაისაჯა. რის შედეგადაც რომა მეორე ადგილზე ავიდა. იმავე სეზონში რომა კვლავ დამარცხდა კოპა იტალიას თასზე ფინალში მილანურ ინტერთან. მომდევნო ორ სეზონში რომა ჩემპიონატში კვლავ მეორე ადგილზე გავიდა. რომა ამ ათწლეულში ყველაზე მეტჯერ გავიდა მოწინავე ორ პოზიციაზე. ასევე რომამ ორჯერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს. 2008-09 წლების სეზონზე ჩემპიონთა ლიგაში რომა პირველად გავიდა ჯგუფში პირველ ადგილზე. თუმცა მერვედფინალში "ჯალაროსო" არსენალთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა.

2009-10 წლების სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ ლუჩიანო სპალეტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერიმ ჩაანაცვლა. იმ პერიოდისათვის რომა ცხრილის ფსკერზე იყო ჩასული, თუმცა გუნდმა რანიერის ხელში საოცარი 24 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. რომა ცხრილის სათავეშიც მოექცა და ერთი ქულით უსწრებდა მეორე ადგილოსან ინტერს. თმცა სამპდორიასთან შინ განცდილი მარცხდი (1-2) ძვირად დაუჯდა რომაულ კლუბს.

რომ შევაჯამოთ 2000-იან წლებში რომამ სკუდეტო ერთხელ მოიპოვა, ორჯერ დაეუფლა იტალიის თასს და ორჯერაც იტალიის სუპერთასს. გარდა ამისა კლუბი ევროპის სარბიელს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ მიაღწია მეოთხედფინალს. 6-ჯერ გავიდა გუნდი მეორე ადგილზე ჩემპიონატში, ოთხჯერ კოპა იტალიას ფინალში გააღწია და სამჯერ იტალიის სუპერთასის ფინალიც ითამაშა. ეს დეკადა აშკარად საუკეთესოა რომას ისტორიაში.

სენსების ერის დასასრული
Spoiler:

2010 წლის ზაფხულში სენსების ოჯახი კლუბის გაყიდვას დასთანხმდა. შეთანხმებამ დაასრულა სენსების პრეიდენტობის ხანა, რომელიც 1993 წელს დაიწყო. სანამ ახალი პრეზიდენტი დაინიშნებოდა, მანამდე კლუბს როზელა სენსი განაგებდა. 2010-11 წლების სეზონის დასაწყისმა გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვა, როგორც საშინაო ჩემპიონატში, ასევე ევროპის სარბიელზეც. ფეხბრუთელებმა მათი მწვრთნელის გაკრიტიკება დაიწყეს. თუმცა რომამ ვითარება ოდნავ გამოასწორა, დაამარცხა რა მილანის ინტერი იტალიის ჩემპიონატში და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ბაიერნის წინააღმდეგ. 2011 წლის თებერვალში კლაუდიო რანიერი გადადგა, რამეთუ კლუბს ხუთმატჩიანი წაგებების სერია მიეწყო. მწვრთნელის მოვალოების შემსრულებლად (caretaker) ვინჩენჩო მონტელა დაინიშნა. ამავე სეზონში ფრანჩესკო ტოტიმ თავისი მეორასე გოლის გატანა შეძლო 2011 წლის მარტში ფიორენტინას წინააღმდეგ. შედეგად იგი მეექვსე ფეხბურთელი გახდა იტალიაში, რომელმაც ასეთ ნიშნულს უწია.

2011 წლის 16 აპრილს მფლობელის შეცვლის შეთანხმება ძალაში შევიდა. ახალმა ხელმძღვანელობამ უმალ განახორციელა ცვლილებები. სპორტულ დირექტორად ვალტერ საბატინი მოიყვანეს, ხოლო მწვრთნელად ბარსელონას მეორე გუნდის თავკაცი, ლუის ენრიკე მოიყვანეს. სეზონის დაწყებამდე არგენტინიდან ახალგაზრდა იმედისმომცემი შემტევი, ერიკ ლამელა იყიდეს რივერ პლეიტისაგან. აგრეთვე მოიყვანეს ბარსელონას თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი აიაქსიდან და გამოცდილი მცველი გაბრიელ ჰაინცე. კლუბმა მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელები კლუბიდან გაუშვა. მათ შორის მოხვდნენ: ჯონ არნე რიისე, ჟერემი მენეზი და მირკო ვუჩინიჩი.

მიუხედავად ცვლილებებისა კლუბი 2011-12 წლების უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფებიდან გამოვარდა. რომამ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. კლუბში მოიყვანა თავდამსხმელი პაბლო ოსვლადო, ნახევარმცველები მირალემ პიანიჩი და ფერნანდო გაგო და მცველი სიმონ კიაერი.

ცოტაოდენი სიტყვა რომას ახალ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე:
Spoiler:
მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა, ალბათ ბევრისათვის საინტერესო არ გახლავთ, რადგან გამორჩეული ფეხბურთელი არ ყოფილა. ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ იგი შემტევი ნახევარმცველი გახლდათ და უმეტეს წილად საგოლე მომენტების შექმნით იყო დაკავებული, ვიდრე გოლების გატანით. სწორედ ამიტომაა რომ მის ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 5 გატანილი გოლი გახლავთ. ჯამში მან პროფესიონალურ დონეზე 9 წელიწადის განმავლობაში 134 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, მან 1995 წლიდან დაიწყო ამ პროფესიის ათვისება. თავდაპირველად მან საფრანგეთის მეექვსე დონის დივიზიონში მოასპარეზე "კორბეილს" მიაშურა, სწორედ ამ გუნდის ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის თამაში. სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩებოდა და რუდიმ აუტსაიდერი გუნდის გასავარდნი ზონიდან გამოყვანა მოახერხა. მომავალ ორ სეზონში ჯერ ცხრილის შუაში მოაქცია გუნდი, ხოლო შემდგომ მეორე ადგილზე დაასრულა გათამაშება. 90-იანი წლების ბოლოს იგი "სენტ-ეტიენში" სკაუტად მუშაობდა და მეტოქე გუნდის ტაქტიკისა და თამაშის სტილის შესწავლა და საკუთარ გუნდთან მორგება ევალებოდა. 2000 წელს იგი იმავე გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დააწინაურეს. მაშინ ფრანგული ფეხბურთის გიგანტს ცუდი პერიოდი ედგა, რაც გუნდის გამოსვლაზეც აისახებოდა. შედეგად გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა. მომდევნო თვეს გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა.

რუდი გარსიას შემდგომი გაჩერება "დიჟონი" გახლავთ. რუდის ეს გუნდი 2002 წელს ჩაიბარა და მათი თამაში საგრძნობლად გამოასწორა. 2003-04 წლებში კი მეორე დივიზიონში დააწინაურა. ბურგუნდიული გუნდი საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. გარსიამ დიჟონი 2007 წელს დატოვა და "ლე მანს" მიაშურა. გუნდის ტრანსფორმირება მხოლოდ ერთ სეზონში შეძლო. ლე მანმა საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცხრე პოზიცია დაიკავა და საფრანგეთის ლიგის თასის ნახევარფინალსაც უწია.

2008 წლის ივნისში გარსიამ "ლე მანთან" კონტრაქტი გაწყვიტა, რათა "ლილი" ჩაებარებინა. სწორედ ამ გუნდში გაითქვა მან სახელი. 80-იან წლებში სწორედ "ლილში" თამაშობდა რუდი. გარსიას ხელში ჩრდილო ფრანგულმა კლუბმა შეტევითი სტილი შეიძინა, რაც დიდად განსხვავდებოდა წინა მწვრთნელის, კლოდ პიუელის "მოსაწყენი და უღიმღამო" სტრატეგიებისგან. სწორედ ამგვარი სტილის წყალობით განვითარდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლუდოვიკ ობრანიაკი და მიშელ ბასტოსი არიან. იგი ამვადროულად დიდ სათამაშო დროს აძლევდა მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობ ედენ აზარს. 2009 წლის ივნისში "ლილის" ხელმძღვანელობამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და გარსია დაითხოვა. არადა, სწორედ მის ხელში მიაღწია გუნდმა ბოლო სამ წელიწადში დივიზიონში საუკეთესო პოზიციას და ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა. ამგვარი გადაწყვეტილება ბორდის სხვადასხვა წევრების შეუთანხმებლობის ბრალი იყო. გარსიას "მოწინააღმდეგე ბორდის წევრი" თავად დაითხოვეს და შედეგად რუდიც აღადგინეს თანამდებობაზე. გარსიას დაბრუნებას რამდენიმე გამოცდილი სპეციალისტი ემხრობოდა, მათ შორის ემე ჟაკეც, რომელიც მოგეხსენებათ 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებს წვრთნიდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2009-10 წლებში "ლილიმ" ლიგაში წარმატებული თამაში გააგრძელა და გასული სეზონისგან განსხვავებით ერთი პოზიციით მაღლა დაასრულა სეზონი. გატანილი 72 ბურთი ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ, რაც ლილი თავდასხმის ეფექტიანობაზე მიუთითებდა. 2010-11 წლებში გარსიამ "მასტიფებს" საფრანგეთის თასი მოუტანა, დაამარცხა რა ფინალში პარი-სენ ჟერმაინი. აღსანიშნავია, რომ ლილი 1955 წლის შემდეგ ეს ტიტული მოგებული არ ჰქონდა. მომდევნო თვეში ლილიმ საფრანგეთის ჩემპიონატიც მოიგო და დუბლი აღნიშნა. რუდი გარსია საფრანგეთში 2010-11 წლების საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

2013 წლის ივნისში კი რომას პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ რუდი გარსია იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად გამოაცხადა. საწყის ათ ტურში მან გუნდთან ერთად ათივე! თამაში მოიგო. მიმდინარე სეზონში მოცემულ მომენტში რომაული კლუბი მისი ხელმძღვანელობით მეორე პოზიციას იკავებს და მომავალ სეზონში რომას დიდი ალბათბის ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილავთ. :bis:

ილ კაპიტანო - ფრანჩესკო ტოტი
A.S. Roma, Giallorossi 163417200.0_standard_709.0
1996 წელს ტოტი იგებს პირველ ტიტულს კარიერაში: ბარსელონაში, იტალიის 21 წლამდე ნაკრებთან ერთად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.
ზდენეკ ზემანის დროს, ტოტი იხვეწება როგორც შემტევი ფეხბურთელი, კაპელოს დროს კი ტოტი საბოლოოდ ყალიბდება როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერი და ძირითადი ფიგურა გუნდის ტაქტიკურ მონახაზში. სწორედ კაპელოს დროს, ტოტის კაპიტნობით მოიპოვა რომამ სკუდეტო (2001 წელს).
ტოტი ყალიბდება იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავად. მის მიმართ სიმპატია და ინტერესი იზრდება მას შემდეგ, რაც ტოტი კარიერის ბოლომდე ერთგულებას აღუთქვამს რომას. ტოტის ჰქონდა უამრავი შემოთავაზება მილანიდან, იუვენტუსიდან, რეალიდან. თუმცა ტოტიმ ფულს მშობლიური კლუბი ამჯობინა.

2000 წელს ტოტიმ გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონატზე და მოგვევლინა იტალიის ნაკრების უდავო ლიდერად. დასანანია რომ იტალიამ ვერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, თორემ ტოტის ექნებოდა დიდი შანსები გამხდარიყო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა იმ წელს ზიდანმა არავის დაუთმო პირველობა.

2001 წელს როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტოტი იგებს მის პირველ სკუდეტოს.
ამ წლის შემდეგ, რომა სისტემატიურად იბრძვის ჩემპიონობისათვის და არასოდეს დაუტოვებია ოთხეული.
2005 წლიდან გუნდში მწვრთნელად მოდის ლუჩიანო სპალეტი და ტოტის უწევს რადიკალურად შეცვლა. სპალეტის ტაქტიკურ მონახაზში ტოტის თავდამსხმელის ადგილი უკავია. ტოტი ამ მოვალეობასაც შესანიშნავად გაართმევს თავს და უამრავ გოლს გაიტანს მომდევნო სეზონებში.
2006-2007 წლების სეზონში ტოტი ხდება იტალიის და ევროპის საუკეთესო ბომბარიდირი და მოიპოვებს ოქროს ბუცს.

2008 წლის იანვარში ტოტი გააქვს თავის მე-200 გოლს რომას შემადგენლობაში.
2008 წლის 9 მარტს, ის ატარებს თავის მე-500 მატჩს რომას შემადგენლობაში.
2007 წელს ტოტიმ უარი თქვა ნაკრებში თამაშის გაგრძელებაზე, რამაც ძალიან დაწყვიტა გული იტალიელ ტიფოზებს. მისი მონაგარი ეროვნულ ნაკრებში, რომასთან შედარებით მცირეა: 58 თამაში, 9 გოლი და რაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

A.S. Roma, Giallorossi Fr_totti-1

რეკორდები
Spoiler:
ყველაზე წარმატებული სეზონის სტარტი
2013/2014 წლების სეზონი. 10 მოგება საწყის 10 ტურში

სახლში
• ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება
Roma - Cremonese / რიმა - კრემონეზე (1929 წლის 13 ოქტომბერი)
9 - 0
• ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი
Roma - Torino / რომა - ტორინო (1947 წლის 5 ოქტომბერი)
1 - 7
• ყველაზე უხვგოლიანი ფრე
Roma - Catania / რომა - კატანია (1964 წლის 31 მარტი)
4 - 4
Roma - Napoli / რომა - ნაპოლი (2007 წლის 20 ოქტომბერი)
4 - 4

გასვლაზე
• ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება
Alessandria - Roma / ალესანდრია - რომა (1935 წლის 6 იანვარი)
1 - 6
• ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი
Juventus-Roma / იუვენტუსი - რომა (1932 წლის 6 მარტი)
7 - 1
• ყველაზე უხვგოლიანი ფრე
Milan - Roma / მილანი - რომა(1935 წლის 27 იანვარი)
4 - 4
Chievo Verona - Roma / კიევო - რომა (2006 წლის 30 აპრილი)
4 - 4

ტიტულები
Spoiler:
ეროვნული ტიტულები

იტალიის ჩემპიონატი - სერია ა:
გამარჯვებული (3): 1941–42; 1982–83; 2000–01
მეორე ადგილი (10): 1930–31; 1935–36; 1980–81; 1983–84; 1985–86; 2001–02; 2003–04; 2005–06; 2006–07; 2007–08

კოპა იტალია:
გამარჯვებული (9): 1963–64; 1968–69; 1979–80; 1980–81; 1983–84; 1985–86; 1990–91; 2006–07; 2007–08
მეორე ადგილი (6): 1936–37; 1940–41; 1992–93; 2002–03; 2004–05; 2005–06

სუპერკოპა:
გამარჯვებული (2): 2001; 2007
მეორე ადგილი (3): 1991; 2006; 2008

Coppa C.O.N.I.
გამარჯვებული(1): 1928

Campionato Italiano di Serie B:
გამარჯვებული (1): 1951–52

ევროპული ტიტულები

ევროპის ჩემპიონთა თასი:
მეორე ადგილი (1): 1983–84

უეფას თასი:
მეორე ადგილი (1): 1990-91

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი:
გამარჯვებული (1): 1960-61

უმნიშვნელო ტიტულები

სერია B:
გამარჯვებული (1): 1951-52

ანგლო-იტალიის თასი:
გამარჯვებული (1): 1971–72

ანგლო-იტალიის ლიგის თასი:
მეორე ადგილი (1): 1969

რომას ჰიმნი
ტექსტი
Spoiler:
Roma Roma Roma
core de 'sta Citta
unico grande amore
de tanta e tanta ggente
che fai sospira
Roma Roma Roma
lassace canta,
da 'sta voce nasce n'coro
so' centomila voci
ciai fatto 'nnamora.
Roma Roma Roma,
t'ho dipinta io
gialla come er sole
rossa come er core mio
Roma Roma Roma
nun te fa 'ncanta
tu sei nata grande
e grande hai da resta
Roma Roma Roma
core de 'sta Citta
unico grande amore
de tanta e tanta gente
m'hai fatto 'nammora


შემადგენლობა

A.S. Roma, Giallorossi B311a0a58df6
A.S. Roma, Giallorossi 7e7acad5c26a
A.S. Roma, Giallorossi 9394b169ee26

2013-2014 წლების სეზონის რომას საშინაო ფორმა

A.S. Roma, Giallorossi HomekitfrontA.S. Roma, Giallorossi Homekitback

2013-2014 წლების სეზონის რომას საგარეო ფორმა

A.S. Roma, Giallorossi AwaykitfrontA.S. Roma, Giallorossi Awaykitback

წინა თემები
Spoiler:
A.S. Roma, La Maggica / ჯადოქრები
A.S. Roma, La Maggica
A.S. Roma, Forza Giallorossi !!!
A.S. Roma
A.S. Roma
Associazione Sportiva Roma
Associazione Sportiva Roma
AS Roma
A.S. Roma | Giallorossi
A.S.Roma
A.S. Roma GRANDE
A.S_RoMa..."Giallorosso"
A.s ROMA Fan CluB...
A.S ROMA Fan Club

წინა თემის ტოპ 5 მპოსტავი
Spoiler:
totti111var 286
ShotaSB 265
Corvette 216
FinaLLe 115
hejkko 53
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 21

Back to top Go down

A.S. Roma, Giallorossi Empty Re: A.S. Roma, Giallorossi

Post by Bennu ♥ on Thu Sep 03 2015, 20:30

კაი თემაა მომეწონა. <3
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 22

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum