Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Vote_lcap75%ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Vote_rcap 75% [ 41 ]
ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Vote_lcap25%ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას

Go down

ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Empty ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას

Post by Bennu ♥ Fri Jul 31 2015, 16:29

ნიკი რიდის წერილი ახალგაზრდა გოგონას Aabvpy

ნება მომეცით რაღაც გკითხოთ, რა შთაგაგონებთ? რა გახარებთ? დარწმუნებული ვარ, უხეშობა ბედნიერებას არ გგვრის, ვიცი რომ ასეთი არ ხარ, ფაქტიურად არ გიცნობ, მაგრამ მე მაინც მჯერა შენი. მოდით ვიფიქროთ, რა მოგცემს ჭეშმარიტ რწმენას, რომ გახდე უკეთესი, უფრო დიდი, უფრო ძლიერი - უკეთესი ათლეტი, უკეთესი მოსწავლე, უკეთესი მომღერალი, უკეთესი შვილი. მე ვაპირებ რომ რაღაც გაგიზიარო. როდესაც ჩვენ თავს ვგრძნობთ დაუცველად, ჩვენ ვაყენებთ შეურაწყოფას. როდესაც ჩვენ თავს ცუდად ვგრძნობთ, დროებით ჩვენს სულებს, სხვების დამცირებით ვიმაღლებთ და ამის შეჩერების ერთადერთი გზა არის ის რომ გავარკვიოთ რა გვაბედნიერებს, რა გვხდის უფრო ჭკვიანს, ძლიერს, ჯანმრთელს და ა.ს.შ. მე მიყვარს ის რომ თავდაჯერებული ხარ. კარგია აზრის გამოხატვა, ეს ხასიათს აყალიბებს, ანვითარებს გონებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაფუძნებულია ფაქტებზე. და როდესაც შენ გაიზრდები, მიხვდები, რომ შენი ენერგია და აზრები არის ძვირფასი, და უკვე როდესაც იქნები დიდი, დაცული, სრული და დარწმუნებული, მათ შენ სასარგებლოდ გამოიყენებ და არა შენს წინააღმდეგ. აი მაგალითად, შეხედე რა გააკეთე ამ სიტუაციაში. შენ გამოიყენე შენი ფანტაზია, იმისათვის, რომ შეგეთხზა ისტორიები, ისეთ ხალხზე, რომელსაც არც კი იცნობ, თანაც მთელი გრძნობით და თითოეული დეტალით, ისე რომ შენც კი გჯეროდა თითქოს სიმართლე იყო. აი როგორი ძლიერია შენი ტვინი. ასე რომ, წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ გადაწყვეტ, რომ გააკეთო რამე დადებითი, რამე შეცვალო მსოფლიოში, ვინმეს დაეხმარო, შეცვალო კანონები, რომ გაამოძრავო მთები. ასეთი ენერგიით, შენ შეძლებ გააკეთო ნებისმიერი რამ! ვიღაცის გაღმერთება, ვისაც არ იცნობ, ეს კარგია, მას მხოლოდ დადებითი ეფექტები აქვს. ეს შენ შთაგაგონებს. ეს გაძლევს რაღაცას რომ ეძებო, ვინმეს რომ ეძებო. სიძულვილი არაფერს აკეთებს შენი სულისთვის. შენ არ იზრდები. ფაქტიურად თავს ანებებ სწავლას. ხდები ამაზე დამოკიდებული. ხდები უფრო დაუცველი. ასე რომ, ნება მომეცი ისევ გკითხო, რა გხდის ბედნიერს? მოდი ამას მივაპყროთ ყურადღება. იყავი თაობა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. იყავი თაობა რომელმაც დაარღვია ციკლი, იმისა რომ გოგოები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, ერთმანეთს ამცირებენ, გოგოებს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებენ. რის გამო? რას იგებ ამით?
ერთი წამით შიგნით ჩაიხედე. რამის დასამტკიცებლად? არა, მხოლოდ დროებითი უფროსობის გრძნობისთვის, რომელიც მაშინ იმსხვრევა, როდესაც ნამუსი შეგაწუხებს, გეუბნება რომ უხეშობ, სხვას შეურაწყოფას აყენებ და გფუშავს. ეს არის ბლანტი ციკლი, რადგან შენ უხეშობ მაშინ, როდესაც თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ მაშინაც კი როდესაც უხეშობ, შენ თავს ცუდად გრძნობ. ასე რომ, მოდი დავარღვიოთ ეს ციკლი. წარმოიდგინე, რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, თუ მთელს ჩვენს ენერგიას გავაერთიანებთ და რაიმე კარგის გასაკეთებლად მივმართავთ. იყავი ის გოგო რომელიც არის საკმარისად ძლიერი, იმისათვის რომ დადგეს მყარად და შეწყვიტოს სხვისი ლანძღვა. იყავი ცნობისმოყვარე, გამოიყენე ეს ძლიერი გონება რაიმე კარგის გასაკეთებლად. არ გიცნობ მაგრამ შენ ჩანხარ, ბრწყინვალე, ლამაზი ახალგაზრდა გოგონა. აჩვენე სამყაროს შენი ფერები. ნუ აივსებ საკუთარ თავს მცდარი მტკიცებებით და დროებითი სიხარულის გრძნობით, რომელსაც სხვისი დამცირებით იღებ. აამაღლე ისინი და მიხვდები, რომ ამით შენს თავსაც იმაღლებ. ეს ასეთი ადვილია. ასე რომ, მოდი გავარკვიოთ რა გაიძულებს რომ ღრუბლებში იფრინო, მოდი ეს ერთად გავაკეთოთ.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum