Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Vote_lcap75%დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Vote_rcap 75% [ 41 ]
დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Vote_lcap25%დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს

2 posters

Go down

დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Empty დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს

Post by MaRiami Thu Jul 10 2014, 23:08

დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Fa8cc7e1285479d1a6106fa34f252236

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. სიურპრიზები მიშა მესხის პროექტიდან წასვლით დაიწყო. მსახიობი აუტსაიდერებში მარიამთან ერთად იდგა და სანამ წამყვანები საბოლოო შედეგებს გამოაცხადებდნენ, მიშამ წამყვანს მიკროფონი გამოართვა და მაყურებელს დაემშვიდობა. - იყო რაღაცები, რაც არ მომეწონა, ბევრი რამის თქმა არ მინდა... არ მინდა ეს ''სიაფანდი'' შედეგები, ღირსეულად მინდა წავიდეო, თქვა და შოუ საკუთარი სურვილით დატოვა.

სანამ ფინალი გაიმართებოდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ნოე სულაბერიძე ''იმედიდან'' გაუშვეს. ამბობდნენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ის ესემესებით მანიპულირებაში გამოიჭირა და ეს არ აპატია. მეორე ვერსიაც დაახლოებით პირველ ჭორს ჰგავს. იმასაც ჰყვებოდნენ რომ ნოემ იასენიასგან დიდი თანხა აიღო და ეს მონაწილეების ყურამდე მივიდა. ამას მოჰყვა კონკურსანტების მოთხოვნა ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების შესაძლებლობაზე. ქალაქში მოარული ჭორების მიხედვით, ამ მექანიზმით ნოემ შედეგებზე გავლენა ვეღარ მოახდინა და იასენია პროექტს გამოეთიშა, შემდეგ კი განაწყენებული გადახდილ თანხაზე ალაპარაკდა.

ფინალის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. იასენიას სიტყვა, მისი გულისამაჩუყებელი მადლობები პროექტის მესვეურებისა და განსაკუთრებით ნოე სულაბერიძის მისამართით, სულ არ ტოვებდა იმის განცდას, რომ ის ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერზე განაწყენებული იყო. ესეც რომ არა, აფხაზი გოგონა არცთუ ცუდი მოცეკვავე აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, თავისი შესაძლებლობებითაც მოეგო პროექტი...

ჩვენ მიშა მესხს დავუკავშირდით და პროექტიდან წასვლის მიზეზებზე ვკითხეთ:

- ''ცეკვავენ ვარსკვლავებთან'' დაკავშირებით უნდა გკითხო.…
- (მაწყვეტინებს.) აუ, კაი რაა, საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს. იმის მერე ასმა კაცმა დამირეკა, ხომ მოისმინეთ, რაც ვთქვი. აი, ეს კაცი ვარ მე. არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი.
- მაგრამ, ''სიაფანდი'' ზარები ახსენე გადაცემაში, ბევრი ეჭვი გაჩნდა, მგონი, უმჯობესია ახსნა, რას გულისხმობდი?
- არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი, ხომ გითხარით.
- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაუშვეს, ამიტომაც გაჩნდა შენს მაშინდელ კომენტართან დაკავშირებით ხელახალი ინტერესი.
- და მე რა ვქნა?
- კითხვებზე მინდა გამცე პასუხი, თუ შეიძლება, სხვა არაფერი.
- არ ვაკეთებ კომენტარს, ჩემო კარგო. მე რასაც ვამბობ ხოლმე, ეგრე არის ხშირად და რა გავაკეთო (იცინის)?
- ე.ი. მაინც არ გვიხსნი კარტებს?
- არანაირ კარტებს არ ვხსნი არასდროს. ერთი უბრალო ბიჭი ვარ.
- პროექტის ფინალზე ყველა მოცეკვავე მიიწვიეს. შენ რატომ არ მიხვედი?
- ასე ჩავთვალე საჭიროდ.
- მადლობა კომენტარისთვის.
- მაპატიეთ რა, რომ ვერაფერი გითხარით. არ მეკადრება ბევრი ლაპარაკი. თავად ვაკრიტიკებ ხალხს, ''ნანუკას შოუში'' და ''პროფილში'' რომ დასხდებიან და ყველაფერს ჰყვებიან. პირადული პირადულია.

პროექტის პროდიუსერ ნოე სულაბერიძესაც, რასაკვირველია, ვკითხეთ ამ ჭორების შესახებ.
- ნოე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სეზონიდან აღარ იქნებით ''იმედში''.
- უკვე ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა ამ შეკითხვით. ტყუილია. მე ''იმედში'' ვრჩები.
- როგორ ფიქრობთ, ეს ჭორი მიშა მესხის სკანდალურმა წასვლამ გამოიწვია?
- არ ვიცი, შეიძლება. მილიონი ჭორი გადააბეს ერთმანეთს. მინდა დავამშვიდო ''იმედის'' მაყურებელი და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად არის. პროექტი გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
- მიშას თუ ესაუბრეთ მისი წასვლის შემდეგ, თუ აგიხსნათ, რას გულისხმობდა მაშინდელ კომენტარში?
- მე და მიშას დალაგებული გვაქვს ურთიერთობა და ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
- მიშა მესხის წასვლის შემდეგ კონკურსის წესები შეიცვალა, მონაწილეებმა მოითხოვეს, ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელება ყოფილიყო შესაძლებელი. რა გახდა ამის მიზეზი?
- ნახევარფინალი იყო, დაძაბულობამ მოიმატა. კონკურსანტებს ძირითადად მათი ახლობლები და მეგობრები უმესიჯებენ და რომ არ ყოფილიყო შანსი, ერთი ნომრიდან განუსაზღვრელი გზავნილები განხორციელებულიყო, მონაწილეებმა ეს მოთხოვნა წამოაყენეს. გადაცემის ფორმატი გვაძლევდა ამის საშუალებას და წესები შევცვალეთ.
- ნოე, ქალაქში ჭორაობენ, რომ თქვენ იასენიასგან ფული აიღეთ.
- ქალაქის ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას. აქ ყოველთვის იჭორავებენ. შენ არ გრცხვენია, ამ შეკითხვას რომ მისვამ?
- ნუ მიბრაზდებით, მე ვსვამ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და გაძლევთ საშუალებას, უარყოთ ან დაადასტუროთ.
- არ გიბრაზდები, უბრალოდ, არასწორ შეკითხვას მისვამ. სერიოზული შეკითხვები დამისვი, რა. ქალაქში ამბობენ, რომ წინა სეზონში გუგა კუზანოვის კლინიკის წილში ჩავჯექი ან სამორი ბალდეს ბინა გამოვართვი იმის სანაცვლოდ, რომ პროექტი მოეგო, უბრალოდ, სასაცილოა. ასეთი კითხვები არ მინდა.
- ბოლო კითხვას დაგისვამთ, ის, რომ თქვენ ''იმედის'' ხელმძღვანელობამ ბოლო სეზონზე ესემესებით მანიპულირებაში გამოგიჭირათ, ტყუილია?
- ''იმედის'' ხელმძღვანელობას ვინმე რამეში რომ გამოეჭირა, მერწმუნეთ, პროექტის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემდა. არასწორია, აღარ მინდა საუბრის გაგრძელება...
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს Empty Re: დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს

Post by Bennu ♥ Fri Jul 11 2014, 11:59

martalia martalia egre iyo xalxi tuilad ar ambobs zustad mishas meregaketes erti zarii

რომ ნოე სულაბერიძე ''იმედიდან'' გაუშვეს. ამბობდნენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ის ესემესებით მანიპულირებაში გამოიჭირა და ეს არ აპატია

 დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს 323587111 დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს 323587111 დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს 323587111 დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს 323587111 დაატოვებინეს თუ არა ''იმედი'' ნოე სულაბერიძეს 323587111 
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum