Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Vote_lcap75%გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Vote_rcap 75% [ 41 ]
გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Vote_lcap25%გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან?

3 posters

Go down

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Empty გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან?

Post by MaRiami Tue Jun 24 2014, 16:24

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? 201406232352011395766_243419379154497_908512455_n

თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა - გიორგი ყიფშიძე მეუღლეს გაშორდა და ჯულიანა ბარგნარი შემოდგომაზე ცოლად მოჰყავსო.

ჯულიანას შესახებ პატარა პრეისტორიას შეგახსენებთ. კერძოდ, ყიფშიძემ და ბარგნარმა "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-3 სეზონში მონაწილეობა მიიღეს და პრიზად 80 კვმ-იანი ბინაც ერგოთ.

ყველაფერი კი ცეკვების სწავლით დაიწყო. როგორც ამბობენ, ყიფშიძე და ბარგნარი მალე განუყრელ მეგობრებად”იქცნენ - ყველგან ერთად იყვნენ, როგორც პროექტში, ისე პროექტს მიღმა, ღამის კლუბებში, საცურაო აუზზე... ეჭვს, რომ მათ შორის რომანი იყო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჩამწერი სტუდიიდან ყიფშიძის ცოლის მოულოდნელი“გაუჩინარებაც აღრმავებდა, რადგანაც პროექტის მსვლელობისას, გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძე წყვილის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, თუმცა, ბოლოს მისთვის არავის მოუკრავს თვალი. ამბობენ, როცა ამ ისტორიამ ანის ყურამდე მიაღწია, ყიფშიძეების ოჯახში დიდი სკანდალი მომხდარა.

რაც შეეხება, ამ ამბის მეორე გმირს, ჯულიანა ბარგნარს, მან საჯაროდ განაცხადა: "მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ, ყველგან ერთად დავდიოდით და, ალბათ, ამან განაპირობა ამ ჭორის აგორება... გიორგის ცოლი ჰყავს. მე ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, იმიტომ, რომ არ მსურს, მეც ასე მომექცნენ. გიორგის მეუღლე ძალიან კარგი გოგოა. შოუში გიორგის გვერდში ედგა. ჰარამხანა საჩემო არ არის. მე ერთადერთი უნდა ვიყო".

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ბარგნარი გიორგისთვის მე-3 იქნება, რადგან მსახიობის პირველი მეუღლე კრისტი ყიფშიძე გახლდათ, რომელსაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, მსახიობ ია სუხიტაშვილის გამო გაშორდა (მოგვიანებით ეს თავად ია სუხიტაშვილმაც საჯაროდ დაადასტურა. ავტ. - თ. ღ.)

ჯულიანასა და გიორგის ამბავი "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" პირველი სკანდალი არ გახლავთ. პროექტმა შეიწირა სალომე ჭაჭუასა და გიორგი გაჩეჩილაძის რომანიც, რომელიც თავის დროზე ჭორად შერაცხეს, თუმცა, ეს "ჭორი" გიორგი ვარდოსანიძის და სალომე ჭაჭუას ბედნიერებით დასრულდა. ალბათ, მათ ერთგვარი, "სტიმული",”პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემაც მისცა, რომელსაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას თავად დაენგრა ოჯახი - მისი ქორწინება "რუსთავი 2"-ის სახესთან, ეკა სამხარაძესთან დასრულდა...

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, თბილისური სიყვარულის ისტორია მთავარ მოქმედ გმირთან, გიორგი ყიფშიძესთან გადაემოწმებინა. მის ერთ-ერთ ნომერზე ანი ჩიკვილაძემ გვიპასუხა.

- გაზეთ "კვირის პალიტრიდან" გაწუხებთ. გიორგისთან გვსურს გასაუბრება.
- გიორგის თავის მობილურზე დაუკავშირდით.

- თქვენ მეუღლე ბრძანდებით?
- (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) დიახ.

- ვწუხვართ, მაგრამ თბილისში გავრცელებული ხმების შესახებ უნდა გკითხოთ, რამდენად შეეფერება ჯულიანასა და გიორგის რომანი სიმართლეს?
- ამ თემაზე არ მსურს კომენტარის გაკეთება.

- თქვენი კარგად მესმის, მაგრამ ეგებ ის მაინც გვითხრათ, მართალია?
- არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს...

რაც შეეხება გიორგის, ის ჯიუტად არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს...
ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ფაქტი კი ერთია, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ცეცხლოვანმა ცეკვებმა მონაწილეებს გულშიც დაუნთო ცეცხლი. მეოთხე სეზონის დამთავრებამდე კიდევ დროა დარჩენილი. ვნახოთ, რა მორიგ სიურპრიზს შემოგვთავაზებენ პროექტში მონაწილე წყვილები თუ პროექტის ავტორები!
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25

Back to top Go down

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Empty Re: გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან?

Post by Bennu ♥ Tue Jun 24 2014, 16:36

es yifshidze ra ertguli yofila :D :D :D imas imis gamo gshorda imas imis gamo :D :D :D an es cekvaven varsvlavebi ra yofila :D :D D:D
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Empty Re: გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან?

Post by Espinela-Fans Tue Jun 24 2014, 16:44

საშინელი წყვილიააა
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან? Empty Re: გიორგი და ჯულიანა ერთმანეთს ხვდებიან?

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum