Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 40 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 54


Por Amar Sin Ley

Go down

Por Amar Sin Ley

Post by Aurelio Casillas on Thu Feb 15 2018, 11:29




ორშაბათს 12 თებერვალს ტელევისაზე შედგა სერიალ "სიყვარული კანონის გარეშე", პრემიერა, სადაც მთავარ როლებს ანა ბრენდა კონტრერასი და დავიდ ზეპედა თამაშობენ. სერიალი არის წარმოებული ხოსე ალბერტო კასტროს მიერ. სერიალი სხვა ტელევისას სერიალებისგან იმით განსხვავდება რომ ეს არის პირველი დრამის ჟანრის სერიალი
სერიალის სინოფსისი:
ეს არის ამბავი ორი ადვოკატის: რიკარდო ბუსტამანტეს და ალეანდრა პონსეს სიყვარულის შესახებ, რომლებიც არიან საოჯახო სამართლის სპეციალისტები. მათ უკვე იწვნიეს იმედგაცრუება სიყვარულში და უკვე მოასწრეს განქორწინება, მაგრამ იმედია არ დაუკარგავთ იმის შესახებ, რომ ოდესმე იპოვიან ჭეშმარიტ სიყვარულს.
ამბავი იწყება იქედან რომ ალეხანდრა ცოლად მიყვება ადვოკატ კარლოს იბარას, მიუხედავად იმისა რომ ეს დღე უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, გახდა კოშმარი, რადგან პოლიცია მოვიდა და კარლოსი დადანაშაულეს მკვლელობაში და დაპატიმრეს.
გამოძიების ყველა სამხილი კარლოსის წინააღმდეგ არის მიმართული, ქორწილამდე ერთი დღით ადრე კარლოს ჰქონდა რომანი მოცაკვავავესთან. თითქოს ეს არი იყო საკმარისი, როცა ალეხანდრა გაიგებს ამ ამბავს თვალის დახამხამებაში, რისიც სჯეროდა ყველაფერი დაინგრა. ალეხანდრა განიცდის ღრმა დეპრესიას და იმედგაცრუებას.
მეორე მხრივ, რიკარდო ბუსტამანტე არის პრესტიჟული იურდიული ფირმის "ვეგა და ახლობლების" პარტნიორი. ის დგას გაყრის პროცესში, რადგან მისმა ცოლმა ელენა ფერნანდესმა(ხერალდინ ბასანი) მას უღალატა. მას აქვს დავა ყოფილ ცოლთან ბავშვების მეურვეობის შესახებ, რომლებიც მისი ბიოლოგიური შვილები არ არიან, მაგრამ ისე უყვარს როგორც ღვიძლი შვილები.
მიუხედავად მათი პირადი პრობლემებისა რიკარდო და ალეხანდრა მაინც აგრძლებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. ისინი შეხვდებიან ერთმანეთს სასამართლო დარბაზსში, სადაც ოპონეტები არიან ერთი საქმის ირგვლივ, ორივეს მოუწევს სასამართლოში წარმოადგინონ საკუთარი ნიჭი და უნარები. საბოლოდ ისინი ერთაინდებიან ერთი საქმის ირგვლივ და იღებენ შესანიშნავ შედეგს, რის შედეგადაც რიკარდო ალეხანდრას სთვაზობს ვეგას ფირმაში მუშაობას. სწორედ აქედან იწყება მათი სიყვარულის ისტორია
სამწუხაროდ ალეხანდრა დგას დილემის, წინაშე ერთის მხროვ მას უყვარს რიკარდო და თავს გრძნობს მასთან ბედნიერად, მეორეს მხრივ მის ცხოვრებაში არსებობს კარლოსი, რომელთანაც თავს დამნაშავედ გრძნობს. ვეგას ორის ადვოკატი ლეონარდო და რობერტო, შეიმუშავებან ტაქტიკას კარლოსის გამოსაყვანად, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება და საქმე არ იხურება. კარლოს არ სურს რომ დაკარგოს ყველაფერი, რაც მას გაჩნია და ის ყველაფერს აკეთებს რომ ერთმანეთს დააშოროს ალეხანდრა და რიკარდო და ამას ახერხებს შანტაჟის გზით. რიკარდოსა და ალეხანდრას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება და დაბრკოლებების გადალახვა, რათა დაიცვან საკუთარი სიყვარული





avatar
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 23

View user profile

Back to top Go down

Re: Por Amar Sin Ley

Post by Aurelio Casillas on Thu Feb 15 2018, 12:02

რიკარდო ბუსტამანტე(დავიდ ზეპედა), პროფესიონალი ადვოკატი საოჯახო სამართლის სფეროში. იგი არის პატიოსანი, მშრომელი, მიზანდასახული ადამიანი და ვეგა და ახლობლების ფირმის პარტნიორი. იგი მუდამ ხელმძღვანელობს ეთიკით და სიყვარულის კანონებით, ის მუდმივად ცდილობს სხვების დახმარებას. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მისი ყოფილი მეუღლის ელენას ვაჟებთან, მიუხედავად იმისა რომ ისნი არ არიან მისი შვილები. ის ხვდება ალეხანდრას რომელიც იზიარებს მის იდეალებს და ხდება მისი სიყვარულის ობიექტი.

ალეხანდრა პონსე რუისი (ანა ბრენდა კონტრერასი)
30 წლის ძალიან ლამაზი ქალი, კერძო საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. იგი არის მიმზიდველი, სამართლიანი, კეთილი, ინტელექტუარული ქალი. რომელსაც გაჩნია სხვების თანაგრძნობის სურვილი. იგი ცნობილი იურისტის ხაიმე პონსეს ქალიშვილია, რომელიც არის სამართლის პროფესორი და წლეების განმავლობაში ის ასწავლიდა უნივერსიტეტში რიკარდოსა და რობერტოს. მისი წარუმარტებელი ქორწინების შემდეგ კარლოსთან, ის მიდის იმ ფირმიდან სადაც ადრე მუშაობდა კალოსთან ერთად და იწყებს მუშაობას ვეგას ფირმაში, სადაც ის რიკარდოს ხვდება და მასთან ერთად იზიარებს საერთო იდეალებს, პრინციპებს და ეთიკებს. რის შედაგადაც ეს ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადადის.

კარლოს იბარა(ხულიან ხილი)
30 წლის მშვენიერი, მომხიბვლელი, მანუპილატორი და მაცდუნებელი ადვოკატი. იგი არის ვარსკვლავი ვეგას კონკურენტის სადვოკატო ფირმის. იგი შესანიშნავი სტრატეგიული ადვოკატია, რომელიც ყველაფერს აკეთებს გამარჯვებისთვის. მას სურს დამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ალეხანდრას თვალწინ, მას შემდეგ რაც მას სასტუმროში ღამე გათია მეძავთან ერთად და რის შედეგადაც გამოღვიძებულს ის მკვდარი დახვდა.

ელენა ფერნანდესი(ხერალდინ ბასანი)
წლეების განმავლობაში ის იყო ლამაზი, დახვეწილი, შურისმაძიებელი და ანგარებიანი ქალი. ელენას ჰყავს ორი შვილი წინა ქორწინებიდან, მას შემდეგ ის რაც გამოეყო პირველ ქმარს დაქორწინა რიკარდოზე, თუმცა არც ეს ქორწინება გამოდგა იღბლიანი, რადგან რიკარდოს ძირითადად ყურადღება სამსახურსა და ბავშვებზე ჰქონდა გადატანილი. სწორედ ამან და მარტბამ უბიძგა მას ღალატისკენ.
avatar
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 23

View user profile

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum