Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Vote_lcap75%EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Vote_rcap 75% [ 41 ]
EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Vote_lcap25%EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917)

2 posters

Go down

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Empty EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917)

Post by Aurelio Casillas Thu Dec 22 2016, 06:57

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) El%2BChema%2B-%2BP%25C3%25B3ster%2BSinopsis%2B-%2BTelemundo

2016 წლის 6 დეკემბერს ტელემუნდოზე სტარტი აიღო, კიდევ ერთმა ახალმა ნარკონოველამ "ჩემა", რომელიც გვიყვება ცათა ბრძანებლის მთავარი გმირის აურელიო კასილლასის დაუძინებელი მტრის ჩემა ვენეგასის შესახებ.(სადაც მთავარ როლს, მაურისიო ოჩმანი თამაშობს) მის კარიერას ნარკოსამყაროში. სერიალი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, და გვიყვება ცნობილი ნარკობარონის ჩაპოს შესახებ.
ჩემა ვენეგასი არის ადამინი რომელსაც გაჩნია ორი ძირითადი თვისება: იცის დამალვა და როცა კუთხეშია მომწყვდეული, იცის როგორ უნდა გაიქცეს. სწორედ ეს ორი თვისება დაეხმარა რომ ის გამხდარიყო ერთ-ერთი უძლიერესი ნარკობარონი მთელ მსოფლიოში. ამბავი იწყება იმით რომ ჩემას ელოდეპა ექსტრადირება მიმდინარეობს მექსიკაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მექსიკის პრეზიდენტი ომარ ტერანი, თუმცა მან არ იცის რომ ჩემამ მოაწყო სანახაობრივეი გაქცევა ალტიპლანიოს ციხიდან, სადაც მან გათხარა კილომეტრნახევრიანი გვირაბი. რის შედეგადაც პრეზიდენტი გახდა დასაცინი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პარალერულად ჩემა დაუკავშირდა ცნობილ ჟურნალისტს აურელისტა დურანას, სადაც მას სურს გაკეთოს რეპორტაჟი მისი ცხოვრების შესახებ. და გადასცეს ეს ამბავი ლათინური ამერიკის საერთაშორისო ამბებში. ქალები ყოველთვის იყო ჩემას სუსტი წერთილი, სწორედ აურელისტასთან რომანმა დანგრია ჩემასა და რუტილას ურთიერთობა, რის შედეგადაც რუტილა ტოვებს ჩემას. სერიალში მოქმედება მიმდინარეობს 1967 წლიდან 1997 წლამდე და გვიყვება როგორ გახდა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი უდიდესი ნარკო ბარონი და თავის ტკივილი მექსიკისა და ამერიკის შერთებული შტატების მთავრობის. სერილში მთავარ როლებს :მაურისიო ოჩმანი, კარმენ აუბი, იტატი კანტორაკი, მარიანო სეოანო, სერხიო ბასანიესი თამაშობენ. აგრეთვე სპეციალურ მონაწილეობას მიიღებს რაფაელ ამაია


სერიალის პერსონაჟები:
ხოსე მარია ჩემა ვენეგასი-მაურისიო ოჩმანი
ჩენა დაიბადა ღარიბ ოჯახში, მამამისი იყო ალკოჰოლიკი და მოძალადე, რომელიც საკუთარ ცოლ-შვილზე ძალდობდა, სწორედ ამან ჩამოუყალიბა ჩემას ბავშვობიდანვე ძლიერი ხასიათი, ერთადერთი რაც მას ამ ქვეყნად გაჩნდა იყო დედამისის ერთგულება და უანგარო სიყვარული. მან ბავშვობიდან შეიმუშავა ძლიერი ხასიათი, მტკიცე ნებისყოფა და დიდია ამბიცია. ბავშვობიდანვე შეიტყო რომ მამამისი ჩართული იყო კონტრაბანდაში, სადაც ის მუშაობდა რიკარდო ალმენართან და რის შედეგადც მიხვდა, რომ ბიზნესის ნიშნავდა დიდ ფულს და რის შედეგადაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ის გახდება მნიშვნელოვანი და ძლიერი ნარკომოვაჭრე მექსიკაში. მან თავდაპირველად მუშაობა დაიწყო რიკარდო ალმენართან, რომელიც გახდა მისი მფარველი. ჩემა არის სოლიდარული მისი მეგობრების მიმართ და დაუნდობელი კი მტრების მიმართ, ის არის ადამიანი რომელიც არავის ენდობა, გაჩნია სწორი ინტუიცია და იღებს სწორ და რისკიან გადაწყვეტილებენს. ის იყენებს ტექნოლოგიურ მიიღწევებს სანტრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროშო, მისი ნარკო ოპერაციების შესასრულებლად. ჩემას სურს იყოს ნარკოსამყაროს მეფე,  მიაჩნია რომ მაგ სამყაროში მისი დაუძინებელი მტერი არის აურელიო კასილასი, რომელსაც შეუძლია დაჩრდილოს ჩემა სახელი
მაბელ კასტანიო-მარიანა სეოანო
მაბელი არის ჩემას პირველი დიდ სიყვარული და პირველი ქალი რომელმაც მას უღალატა. მაბელი არის ამბიციური ქალი, რომელსაც სურს მიიღოს იმაზე მეტი ვიდრე აქვს. ის არის სექსუალური ცხოცელი, საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს მის სილამზეს. მისი საუკეთესო იარაღი  მისივე სხეულია და იცის როგორ მანიჭოს სიამოვნება მამაკაცებს. მაბელი დაიბადა საშუალო კლასისი ოჯახში, ის ცოლად გაყვა გარის დიდი სიყვარულით, რომელიც მასზე 20 წლით უფროსია  ის მონაწილეობას ღებულობს მეუღლის ბიზნესში.  მაბელს საიყვარულო ურთეირთობა აქვს ჩემასთნ, ის ცდილობს გამოიყენოს ჩემა მისი მეუღლის ბიზნესის გასანვითარებლად.
ბლანკა-სკარლეტ გრუბერი/ იტატი ცანტორალი
ახალგაზრდა ასაკში ის იყო ლამაზი და სასურველი ყველა მამაკაცისთვის და მიხვდა რომ ეს იყო მისი დიდი ძალა. თავისი სექსუალურობისა და სილამაზის წყალობით ის ცოლად მიყვება მელესიო ალმენარს,  მან მელესიოსგან მიიღო ის ყველაფერი რაზეც ოცნებობდა და ამის საფასურად კი ის სიამოვნებას ანიჭებდა მოხუცს. ბლანკას ასევე ჰქონდა რომანი მისი ქმრის მელესიოს შვილთან რიკარდოსთან და რის შედეგადაც ის დაფეხმძიმდა, მელესიოს სიკვდილის შემდეგაც ის აგრძლებდა რომანს რიკარდოსთან. ის მალავს მის დიდ საიდუმლოს რომ მისი ქალიშვილი არის არა მელესიოს არამედ რიკარდოს ქალიშვილი. ხოლო ამ ყველაფრის შესახებ კი იცის არასელიმ ჩემას დედამ
ინეს კლარკი - ალექსანდრა დელა მორა
ის არის პოლიტიკოსი ტობიას კლარკის მეუღლე .ამ ქალში გაბსაცვრიბებელი ის არის რომ ის არის თანამზრახველი მისი ქმრის ყველა წამოწყების. მას გაჩნია ბნელი წარსული და მდაბიო წარმომავლობა. ის არის დიდი ქალი  რომელის დგას დიდი პოლიტიკოსის უკან. გაჩნია სოციალური პასუხისმგებლობები და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიებით, რითაც პოლიტიკოსის მეუღლემ უნდა ისარგებლოს/. მისი ოცნება რომ მისი ვაჟი საული დაქორწინდეს ამანდზე, სწორედ ამიტომ ცდილობს დაუახლოვდებს ბლანკასა და რიკარდოს და გამოიძიოს მათი წარსული.

ელვირა-არასელია რამირესი
ელვირა ახალგაზრდობაში იყო სუსტი ქალი, როდესაც შეხვდა ხუაკინის და რის შედეგადაც მათ შეძინათ ვაჟი ჩემა. ელვირამ მთელი თავისი ცხოვრბა და ახლაგაზრდობა მიუძღვნა ქმარ-შვილის და რის შედეგადაჩ მან ქმრისგან იიღო შეურაცხყოფა და დამცირება. ელვირას რომ საკუთარი ვაჟი ჩემა გამოეკვება მუშაობას ამანდას ძიძად. მას ყოველთვის მოსწონდა რიკარდო, და რის შედეგადაც ის დარჩა რანჩოზე, მოსამსახურედ. ის ინახავს ბლანკასა და რიკარდოს დიდ საიდუმლოს
ტობიას კლარკი- სერხიო ბასანიესი
ცნობილი პო;იტიკოსი სონორას შტატში, ის არის ინეს კლარკის მეუღლე. მას წარსულში ჰქონდა ბიზნესი მელესიო ალმანერთან, სწორედ ამიტომ ის ცდილობს შეინარჩუნოს რიკარდოსთან კარგი ურთიერთობები, სწორედ ამიტომ  ცდილობს დაქორწინოს ამანდ  და საული, რის შედეგადაც მას ექნება კარგი ურთიერთობები ალმენარების ოჯახთან. ტობიასი არის ადამიანი რომელმაც იცის, როგორ ჩაიგდოს ხელში საუკეთესო მომენტი და გამოიყენოს მის სასარგებლოდ. მას უყვარს თავისი მეუღლე მაგრამ ეს არ უშლის ხელს რომანი გაბას რომანი სხვა ქალებთან და საზოგზდოებაში ის არის ოჯახის მორალის დამცველი

რიკარდო ალმენარ პაივა- ხულიო ბრაჩო
რიკარდოს ყველაფერი ჰქონდა ბავშვობაში რასაც მოისურვებდა, ის არის მელესიოს ვაჟი, ტომელიც გახლდათ ერთ-ერთი პირველი ნარკომაოვაჭრე სინალოაში. რიკარდომ მემკვიდრეობით მიიღო ოჯახის ბიზნესი და ამბიციები.  მას გაჩნია დიდი ძალა ნარკო სამყაროში, მასთან მოლაპარაკებები უფრო ადვილია, ვიდრე მამამისთან. ახალგაზრდობაში რომანი გაჩაღა მამამისის ცოლთან ბლანკასთან., ეს ფარული ურთიერთონა გრძლედბა ეხლაც.ის არის ანგარებიანი, რისკიანი და არაკეთიკსინდისიერი პიროვნება. როდესაც ის ხვდება ჩემას, აღმოაჩენს რომ მას გაჩნია დიდი პოტენციალი და ხდება მის მენტორი ნარკოსამყაროში,

გარი რობერტსი-ფრანცისკო დელაო
გარი არის უკმაყოფილო მუდამ მისი ცხოვრებით, მას როგორც ყველა მექსიკელს გაჩნდა ამერიკეული ოცნება და ამ  მიზნის მისაღწევად ის ყველანაირ კანონდარღვევას ეწეოდა. მას შეუძლია ფულის გამო გაყიდოს საკუთარი მშობლებიც. ის ვაჭრობს ყველაფრით რისი გაყიდვაც შეიძლება ნარკოტიკებით, ადამიანის ორგანოებით და ისევე ყიდის ადამიანებსაც, მას აქვს უცნაური თვისება, არ აქვს მკაფიოდ გამოყოფილი საკუთარი ორიენტაცია. ის სარგებლობს როგორც ქალებთან ურთიერთობის ასევე მამაკაცებთანაც, მას ცოლად ჰყავს მაბელი, რომელიც მას ხშირად ღალატობს და მას ეს სულ არ აღელვებს. ის არის ვულგარული, ამბიციური და ნარკომანი პიროვნება, რომელიც გატაცებულია პორნოგრაფით

აურესტილა დურანი- როსანა ნახერა
აურესტილა არის ლამაზი, მამაცი ქალი, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი შიში. მან მსოფლიო აღიარება ჟურნალისტიკაში მოიპოვა. კარიერის დასაწყისში ის მიხვდა რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის თემა ყველზე მომგებიანია მექსიკში ვიდრე სხვა პოლიტიკური თუ სოციალური თემები. სწორედ ამიტომ მან მთელი თავისი კარიერა მიუძღვნა ნარკოტრეფიკის თემას. დასაწყისში ის შეხვდება ჩემას ადვოკატს, რომელიც მას ითანხმებს მიიღოს ექსკლუზიუირი ინტერვიუ ჩემასგან, და რის შედეგადაც გაშუქოს მსხვილ მედია საშუალებებში. ერთადერთი ადამიანი ვისაც ენდობა ეს არის მისი პროდიუსერი ვერონიკა, რომელმაც იცის როგორ წარმართოს მისი ნიჭი. აურესტილას ცხოვრებაში ჰქონდა ბევრი უიღბლო რომანი, სწორედ ასეთ უიღბლო რომანს მიეკუთვნება მისი და ჩემას ურთიერთობც

ოუენ სტეინი-მარიუის ბეიგი
ცნობილი კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც არაერთი ცნობილი ამერიკული ფილმი გადაიღო, ის არაის ადამიანი როელმაც ესქკლუზიური ინტერვიუ აიიღო მუამარ კადაფისგან და აგრეთვე გადაიღო დოკუმენტური ფილმი. მან მიაღწია იმას რომ გადაიღოს დკუმენტური ფილმი ცნობილი ნარკომაოვაჭრე ჩემას შესახებ და  აგროვებს მასალებს აურესტილასთან ერთად

ამანდა-კარლა კარილლო
ამანდა არის რიკარდოსა და ბლანკას აკრძლული  ურთერთობის ნაყოფი, გოგონა სჯერა რომ ის არის მელესიოს შვილი და რიკარდოს და. მას დედასთან აქვს ცუდი ურთერთობა და რიკარდოსთან კი შესანიშბავი. ის ბავშვობაში შეხვდა ჩემას და არის ადამიანი ვინც ჩამას ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ის შეიძლება ჩანდეს როგორც იოდოზური პიროვნება, მაგამ ის არის საღად მოაზროვნე გოგონა, რომელსაც უყვარს საული

ვერონკა კორტესი-ანა ხიმენა ვილიანუელა
ის არის სექსუალური და ვნებიანი ქალი ყველა მამაკაცის თვალში, მაგარმ  არის მარტოხელა. ის არის ცნობილი პროდიუსერი და აგრეთვე აურესტილას მეგობარიც. მან კარგად იცის როგორ წარმართოს ნიჭიერი ადამინის ცოდნა და სწორედ ის განაგებს აურესტილას კარიერას. ის არის ქალთა უფლებების დამცველი, ის ასევე არის დაჯილდოვებული შესანიშნავი იუმოროთ და კარგი მენეჯერული თვისებებით. ცდილობს დაიცვას აურესტილა ჩემას ზეგავლენისგან

ხოაკინ ვენეგასი პაბლო ბრაჩო
ის არის ჩემას მამა და მარიხუანის კონტრაბანტისტი, რომელიც მუშაობდა მელეიოსთან. მას გაჩნდა დიდი ამბიციები სანამდე ალკოჰოლიკი გახდებოდა. ის არის მოძალადე, რომელიც მუდამ სცემდა ჯერ კიდევ მის ორსულ ცოლს, შემდეგ კი მის ვაჟ ჩემას; ის არასოდეს ყოფილა კარგი მამა, მას მუდამ სძულდა რიკარდო. გრძნობდა რომ ის ყოველთვის დაინტერესებული იყო მისი მეუღლით. მისი ურთიერთობა ჩემასთან არის საშინელება, კერ ჯიდევ პატარა ჩემა დადანაშაულა საკუთარი დედის სიკვდილში, როცა თავად იყო დამნაშავე


საულ კლარკი- გუსტავო ელჰაფი
ის ტობიასის და ინესის შვილია, გაიზარდა სიყვარულსა და ძალაუფლებაში. ის სხვებს უნერგავს მის შიშს, არის დეპოტი. მან კარგად იცის გულის სიღრმეში რომ ხალხს რომელსაც მის მიმართ აქვს შისი, არა მისი დამსახურება არამედ მამამისის. მას გაჩნია დიდ ეგოიზმი, ის არის შურისმაძიებელი, იმათ მიმართ ვინც მის წაინააღმდეგ გაილაშქრებს. ის არის ჩემას ბავშვობის მეგპბარი, ჩემა უფრო დიდი მეგობარია მისი ვიდრე ის, ის ცდილობს აგოს სასიყვარულო ურთერითობა ამანდასთან.

ფაბიან პონსე- ხოსე ლუის ვასკესი
მას ყოველთვის სურდა ყოფილიყო პოლიციელი და ბავშვობიდან ოცნებოდა რომ დამნაშაავები გისოსებს მიღმა ჩაემწყვდია. ის შეპყრობილი არის ჩემათი და სურს ჩამწყვდიოს ის გისოსებში და გადსცეს ამერიკის მთავრობას, რაადგან წარსულში მას აკავშირებდა ჩემასთან წყება, რადგან ქალი რომელიც მს უყვარდა ჩემასთან უღალატა.
 
ბენიტიო ნავარესი-ლუის იევერინო
არის დაქირავებული ქილერი მაბელისა და გარის, რომელიც მუდამ უთვალთვალებს ჩემას და აწვდის ჩემას შესახებ ინფორმაციას მათ. ის არის მამაცი მკვლელი, გულქვ აადამიანი. რომელიც მუდამ დატარებს ბიბლიას

მანი-კარლოს ბალდერემა
მანი არის ჩემას სანდო კაცი, რომელსაც არ გაჩნია არც მორალი, არც პრინციპი, ის არის ადამიანი რომელიც ფულზე იყიდება. მაგრამ ის არადროს არ წავა ჩემას წინააღმდეგ რადგან ის არის მისით აღფრთოვენებული. როგორც პიროვნებას მას ახასიათებენ ამბიციურს, მკვლელეს, და ადამიანს რომელსაც გაჩნია დიდი ინტუიცია

როხო ფლორესი- ფერნანდო ნორიეგა
ის არის ადამიანი რომელიც დედამ მიატოვა და გაიქცა ბავშვთა სახლიდან. ის ცხოვრობდა ქუჩაში მარტო უმწეოდ, სანამ არ გადაიკვეთა მის და ჩემას გზები. მათ შორის ხდება თანაგრძნობა და რის შედეგადაც ისისნი ხდებიან დიდი მეგობრები. ელვირა გადაწყვეტს ის მიიღოს ჩემას ძმად და უზრუნველოყს დიდი სიყვარულით. რაც მას ასე აკლია. არის აგრეთვე საულისა და ამანდას მეგობარი, თავს გასწირავს ჩემასთვის და ელვირასთვის. ის არის ჩემას ერთგული დამცველი და თანამზრახველი ყველა მის წაამოწყებაში. ის მოქმედებს ჩემას სახელით

სელია-ისელა ვეგა
სელია არისინდური წარმიშობის მედდა, რიმელიიც ჩემას დაეხმარა მას ამ ქვეყნად მოვლინებაში. ის არის დაჯილდოებული ნათელმხილველის ნიჭით, მან ჩემას დიდი მომავალი უწინარსტამეტყველა ის არის ქალი რომელი კურნავს ხალს. მაგარმ შეუძლია ასევე წყევლის დადებაც
Aurelio Casillas
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 28

Back to top Go down

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Empty Re: EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917)

Post by Aurelio Casillas Thu Jan 19 2017, 03:13

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Images?q=tbn:ANd9GcQP00W1MJVnwXJYQtyXFN86KBBQ1DnToegGxSmNObZR_Si00xSJEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Images?q=tbn:ANd9GcSbJwcdsamPe_iB61_HBnNvFkCfHQkVYZcbIRjXzcfNHx7yENbBIAEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Images?q=tbn:ANd9GcQ9yORVuhVi6MWvxgEhppbnSzhdL8H5c2DszM2iDyGoyWY_QNLX3Q



EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Elchema-mauricioochmannEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Elchema-marianaseoaneEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Elchema-itaticantoralEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Elchema-alexandradelamoraEL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) El-chema-02-610x500
Aurelio Casillas
Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 670
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 1020
ასაკი : 28

Back to top Go down

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Empty Re: EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917)

Post by tiko_levymontes Mon Feb 27 2017, 11:01

ვინმემ ხომ არ იცით ეს სერიალი თ დევს სადმე ნორმალურ ხარისხში. ტელემუნდოზე არ მიხსნის ვიდეოებს.
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 24

Back to top Go down

EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917) Empty Re: EL Chema-ჩემა ტელემუნდო(2016/2917)

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum