Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


Diriliş Ertuğrul

View previous topic View next topic Go down

Diriliş Ertuğrul

Post by Aurelio Casillas on Wed Mar 30 2016, 13:57

Diriliş: Ertuğrul-ეს არის  თურქული ისტორიული სატელევიზიო დრამა,  რომელიც შექმნილია მეჰმეთ ბოზდაღის მიერ,  სადაც მთავარ როლს ენგინ ალთანი ასრულებს. სერიალი გადაღებულის სოფელ რივაში, ბეიკოზის რაიონში და სტამბულის შემოგარენში. სერიალის პრემიერა შედგა TRT1 2014 წლის 10 დეკემბერს. სერიალში მოქმედება მიმდინარეობს მეცამეტე საუკუნეში, სადაც საფუძველი ჩაეყარა უძლიერეს ოსმანთა იმპერიას.
სერიალის მოკლე შინარსი:
მონღოლთა იმპერის შემოსევისა და მუდმივი ზეძოლის გამო, თურქული თომები გარბიან საკუთარი სამშობლოდან ცენტრალურ აზიაში. კაიას ტომი ოთხ დიდ მომთაბარე ტომთან ერთად ბინავდება ანატოლიაში, მაგრამ მათ აქ ემუქრება შიმშილი, ყველა მომთაბარეს სურს მონახონ მიგრაცისთვის საუკეთესო ადგილი და თავი დაღწიონ შიმშილს. ამ ტომის ლიდერი არის სულეიმან შაჰი და მისი ორი ვაჟი:ერთუღრული და გიუნდოღუ.
ერთუღრული არის ახალგაზრდა მამაცი კაცია და სულეიმან შაჰის უმცროსი ვაჟი, ის ხშირად ნადირობს მის სამ ახლო მეგობართან ერთად. ერთ-ერთი ნადირობის დროს ისინი შეხვდებიან ტამპლიერების მიერ შევიწროებულ გოგონას ჰალიმეს, ერთუღრული და მისი მეგობრები გადარჩენ ჰალიმეს და დახოცავენ ტამპლიერებს. ჰალიმე და მისი ოჯახი ეკუთვნიან სელჯუკთა იმპერის არისტროკრატულ ოჯახს და იმის გამო რომ, ისინი  არ გამოვლინონ ჰალიმე და მისი ოჯახი მალავს მის ნამდვილ ვინაობას.  მათ ჩამოსვლას თურქთა ტომში მოაქვს დიდი პრობლემები,  კაიას ტომს ემუქრება სელჯუკთა იმპერია, თუ ისინი მატ არ გადასცემენ მათ სტუმრებს, ასევე ტამპლიერების რაინდებსაც სურთ შურისძიება მეგობრების გამო. ამ მიზეზების გამო ზოგიერთი მომთაბარე მოითხოვს გადადგეს სულეიმან შაჰი, და ამ ამბის ინიციატორი არის სულეიმანის უფროსი ვაჟი. ამ ამბების გამომდინარე სულეიმან შაჰი ერთუღრულს აგზავნის, მის სამ მეგობართან ერთად ახალი მიწის მოსაძებნად რათა დარსონ ახალი იმპერია
სერიალების პერსონაჟები:
ეგინ ალთანი-ერთუღრულ გჰაზი-სულეიმან შაჰისა და ჰაიმეს შვილი, ოსამან1-ის მამა და ოსმალეთის იმპერის დამარსებელი.
ესრა ბილგიჩი-ჰალიმე სულტანი-ერთუღრულის მეუღლე, ოსმან1-ის დედა,  იგი არის შაზადე ნუმანის ქალიშვილი და ეკუთვნის არისტროკატულ ოჯახთა კლას სელჯუკთა იმპერიაში
ჰიულია დარკანი-დედა ერთუღრულის და გიუნდოღუ. ცოლი სულეიმან შასისა და ოსმან პირველის ბებია
ქან ტაშანერი-გიუნდოღდუ ამბიციური შვილი სულეიმანის და ერთუღრულის უფროსი ძმა
სერიალის გადაღებები ეხლა მიმდინარეობს, უკვე გადაღებულია მეორე სეზონი სერიალი მაღალი რეიტინგით სარგებლობს  თურქეთში და  რეიტინგების სათავეშია. როგორც ცნობილია ერთ-ერთ ქართულ არხს აქვს ნაყიდი სერიალი და მალე გაუშვებს. სერიალი გადის ისეთ ქვეყნებში როგორიცა: ალბანეთი, ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული საემირები, აზერბაიჯანი,  ბოსნიაში, ჩილეში, რუსეთში, ხორვატიაში, საბერძნეთში და ა.შ

Aurelio Casillas

საყვარელი სერიალი : csdfag
პოსტების რაოდენობა : 468
დაბადების თარიღი : 14.06.95
ქულები : 650
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum