Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


La vecina/მეზობელი

View previous topic View next topic Go down

La vecina/მეზობელი

Post by ninuca on Fri Mar 11 2016, 18:27


წელი:2015-2016(პრემიერა:2015 წლის 25 მაისი,ფინალი:2016 წლის 24 იანვარი)
სერიების რაოდენობა:176
პროდიუსერი:ლუსერო სუარესი
როლებში:ესმერალდა პიმენტელი,ხუან დიეგო კოვარუბიასი,ალეხანდრო იბარა,ლუის გატიკა,კარლოს ბრაჩო,არტურო კარმონა,პიერ ანჯელო,მარია ალისია დელგადო,ნატალია გერერო,ვიოლეტა ისფელი,ხავიერ ჯატინი,ედსა რამირესი,ხოსე მანუელ ლეჩუგა,ადალბერტო პარა,არიანე პელისერი,სუგეი აბრეგო,ალფრედო გატიკა,ფერნანდა ვისეტი,მაურისიო აბულარაჩი,პოლო მონარესი,ბიბელოტ მანსური,ედუარდო შაკლეტი,ბენხამინ რივერო და სხვ.
მოკლე აღწერა:სარა ხანგრძლივ რომანს ასრულებს ჩეოსთან და იმ სასტუმროდან ათავისუფლებენ,რომელშიც მუშაობდა.ამ სიტუაციის გამო,სან გასპარში წასვლას გადაწყვეტს ბიძამის სიმონთან და ბრუნოსთან ერთად.სიმონი საავიაციო ინჟინერია,რომელიც სოფლის მეურნეობაში მუშაობს.ბრუნო პედროს ცოლ ლაურაზეა შეყვარებული.პედრო ადგილობრივი მძარცველების ლიდერია,რომლებიც ბენზინის მოპარვით არიან დაკავებულნი.
ბენზინის სადისტრიბუციო კომპანია "კონატროლის" გენერალური დირექტორი,ინჟინერი ურიბე გადაწყვეტს,ინჟინერი ანტონიო ანდრადე სან გასპარში გაგზავნოს გახშირებული ძარცვის გამო.ანტონიო დაუყოვნებლივ მიდის და მილიონერ გილერმო სისნეროსის ქალიშვილ ისაბელთან ქორწილს გადადებს.
სან გასპარში სარას ბიძა,მღვდელი ვისენტე,ფეხბურთის ადგილობრივ კლუბ "ფრთოსნების" ლიდერი და სან გასპარის პოლიციის უფროს ფიდელის მტერია,რომელიც კლუბ "არტილერისტებს" ლიდერობს.ორივე მათგანი "La Jabiolera"- მოსაპოვებლად იბრძვის,რომელიც ადგილობრივი ტურნირის უმაღლესი ჯილდოა.
მეხიკოში რიკარდო ანტონიოს არყოფნით სარგებლობს და ნებისმიერ ფასად ცდილობს მისი ადგილის დაკავებას.ის ანტონიოს საცოლე ისაბელს მოხიბლავს და ამავდროულად,პედროსაც აწვდის კონფიდენციალურ ინფორმაციას "კონატროლიდან".
ბედი სარას და ანტონიოს ერთმანეთს ახვედრებს.თავდაპირველად,როგორც მეზობლებს,შემდეგ კი მაშინ,როცა სარა "კონატროლში" მიდის სამსახურის საშოვნელად.ერთხელაც სარას და ანტონიოს მოულოდნელ მოგზაურობაში მოუწევთ წასვლა.ძალიან განსხვავებული ხასიათების მიუხედავად,მათ შორის დიდი მიზიდულობა წარმოიქმნება.
avatar
ninuca

საყვარელი სერიალი : „ცათა მბრძანებელი“ & „ბედისწერის ძალა“
პოსტების რაოდენობა : 1649
ქულები : 1759

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum