Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Vote_lcap75%Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Vote_rcap 75% [ 41 ]
Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Vote_lcap25%Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Page 7 of 7 Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7

Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Sat Apr 30 2016, 17:51

RonaldoFan wrote:ახლა დავიწყე ამ სერიალის ყურება და ძალიან მომწონს ჯერჯერობით.
1 სეზონზე ვარ და ვნახოთ რა მოხდება.
თავიდან უფრო კარგი სერიებია, ვიდრე მომდევნო სეზონებში.
პერიოდულად შემოდი ამ თემაში, მაინტერესებს შენი მოსაზრებები.
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Sat Apr 30 2016, 17:51

მარლენ კინგის ინტერვიუ მომდევნო ეპიზოდების შესახებ:

"ელიოტი არ აღმოჩნდა ის, ვინც ჩვენ გვეგონა. რა იმალება მის უკან? რა აკავშირებს მას შარლოტასთან და მერი დრეიკთან? ეს ყველაფერი დიდი საიდუმლოს ნაწილია.
მომდევნო ეპიზოდებში თქვენ მიხვდებით, თუ ვის უნდა ენდოთ, ვის არ უნდა ენდოთ და რატომ აკეთებს ყველა იმას, რასაც აკეთებს.
არის თუ არა ელიოტი მისი ნამდვილი სახელი? თავს შევიკავებ, რადგან ამ კითხვაზე პასუხიც დიდი საიდუმლოს ნაწილია.
ელიოტს და შარლოტას ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ. მათი ურთიერთობის შესახებ 7 სეზონის ფლეშბექებში შევიტყობთ.
ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები ვანესასთან, შარლოტას როლის შემსრულებელთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ის სერიალში დაბრუნდება, რა თქმა უნდა ფლეშბექების სახით.
7 სეზონში იქნება საკმაოდ "მსუყე" ისტორია შარლოტასა და ელიოტ როლინსის შესახებ. ამავე სეზონში გავიგებთ იმას, თუ რატომ აკეთებს ელიოტი იმას, რასაც აკეთებს."
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Thu Jun 09 2016, 11:12

"არ მინდა ფანები დავასპოილერო, მაგრამ მეშვიდე სეზონში ემილისა და ელისონის წყვილს აუცილებლად ვიხილავთ. ემისონის ფანები იმედგაცრუებულები არ დარჩებიან." - მარლენ კინგის ახალი გაცხადება

მე-7 სეზონში დაბრუნდებიან: ნოელ კანი, ჯენა, ჯეისონ დილაურენტისი.

ექსკლუზიური ინფორმაციაა, (დადასტურებული) სერიალის მეშვიდე სეზონის პრემიერა 21 ივნის შედგება.

სარა ჰარვეი სახელდება ყველაზე უარყოფით პერსონაჟად მე-6 სეზონში, ფანებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად.

"ვფიქრობ Uber A-ს გამოაშკარავება შესანიშნავი იქნება, რადგან ეს შედარებით განსხვავებულად მოხდება." - ტროიანი

"ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ მონა არის A.D. და არც ვადანაშაულებ მათ ასე, რომ ჰგონიათ. მონა ყოველთვის იდუმალია. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამჟამად მონა ნამდვილად სიკეთის მხარეს აღმოჩნდება." - ჯანელი მისი პერსონაჟის შესახებ
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Thu Jun 09 2016, 11:14

შეი მიჩელი ივნისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ახალი ინტერვიუდან:

ჟურნალისტმა მსახიობსა და მოდელს მისი ორიენტაციის შესახებ დაუსვა კითხვა. აი რა უპასუხა შეიმ მას:

"როდესაც "საყვარელი მატყუარები" დაიწყო, მსგავს შეკითხვას ყველა მისვამდა. მაშინ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მოცემულ მომენტში მამაკაცს ვხვდები, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუ რა იქნება სამი წლის შემდეგ. სიყვარული სიყვარულია, განურჩევლად სქესისა და რასისა. სწორედ ამას მეუბნებოდა მამაჩემი.
არ ვაპირებ, ჩემი თავი ოდესმე რაიმე კატეგორიას მივაკუთნო. შესაძლოა, 50 წლის ვიყო და ქალს ვხვდებოდე."

შეიმ მის შეუპოვრობასა და დღევანდელი ინდუსტრიის უშნო და ბნელ მხარეებზეც ისაუბრა:
"დიდ პატივს ვცემ მიმტანებს, გოგონებს, რომლებიც კლუბებში მუშაობენ. მათ ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ყოფილა შემთხვევა, ასაკოვანი მამაკაცი ჩემთან მოსულიყო და ეთქვა: "ძალიან ლამაზი ხარ, რატომ მუშაობ?" ან "წამოდი და ჩემთან ერთად იცხოვრე, ძვირფასო!". არავის მოვლა არ მჭირდება. სულ მინდოდა, მათთვის მეთქვა: "ვმუშაობ, რათა თქვენნაირებთან არ მომიწიოს საქმის დაჭერამ."

მსახიობმა ორიოდე სიტყვა მის კარიერაზეც თქვა: "მირჩევნია, საკუთარი კომპანია მქონდეს. არ მინდა, აგენტის ზარს ველოდებოდე და ისეთ პროექტებზე მიწევდეს მუშაობა, რაც არ მომწონს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. სიმართლე გითხრათ, ოსკარის მოგება ნამდვილად არ მაქვს მიზნად დასახული."
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Thu Jun 09 2016, 11:17

სერიალში ახალი პერსონაჟი – ვიკ ფიურეი გამოჩნდება. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ვიკი პოლიციელია, რომელიც შეეცდება გახსნას როუზვუდში მომხდარი მკვლელობები.
საინტერესოა, მასაც გარევენ როუზვუდის და A-ს დრამაში თუ ბოლო სეზონში მაინც ვიხილავთ პოლიციელს, რომელსაც ჰოლბროკის,ტანერისა და ვილდენისგან განსხვავებით მართლა სურს არეული სიტუაციის დალაგება

ლუსი ჰეილმმა შთვევით საიდუმლო გაამხილა?
მარლენ კინგის თქმით, მე–7 სეზონში ჩვენ რომელიღაც წყვილის ქორწილს ვნახავთ. ლუსი ჰეილმა, რომელიც 2016 Billboard Music Awards–ზე იმყოფებოდა, წითელ ხალიჩაზე ინტერვიუსას ასეთი რამ განაცხადა: "მე–7 სეზონით რაღაც მხრივ, ვფიქრობ შოუ დასრულდება, ამიტომაც მგონია, რომ ეს სეზონი რაღაც ძალიან განსაკუთრებული იქნება. სცენარისტები საინტერესო თამაშში გვითრევენ და მთელი ქასთი ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდოთ შოუში. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩენს პერსონაჟს, რაღაც ძალიან რომანტიული და განსაკუთრებული ელის."
როგორ ფქრობთ, ეზრია იქნება ის წყვილი, რომელიც "თანახმა ვარ"–ს იტყვის?
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Bennu ♥ on Thu Jun 09 2016, 11:21

1 პრომოდან ირკვევა, რომ :
- ვნახავთ ვიღაცის (სავარაუდოდ სარა ჰარვის) სიკვდილს
- შემდეგ მატყუარებს უწევთ ამ ადამიანის დამარხვა
- მონა და ქეილაბი ერთიანდება (სავარაუდოდ ჰანას გადასარჩენად)
- სავარაუდოდ, სპენსპერი პირველი იქნება მატყუარებიდან, რომელიც მარი დრეიკს იხილავს
- ემილი ელისონს მოინახულებს და ჩემი ვარაუდით ელიოტზე ეტყვის ისეთ რამეს, რაც შემდეგ ელისონს მწყობრიდან გამოიყვანს
- ელიოტი კიდევ უფრო საშიში ხდება
- ეზრია ისევ ერთიანდება და ელიოტს უთვალთვალებს
- სპობიც ერთიანდება, კარების შესაკეთებლად

Pretty Little Liars

2 პრომოდან ირკვევა, რომ :
- ჰანას გადასარჩენად მატყუარებთან ერთად ყველა ერთიანდება (ტობი,ეზრა,მონა,ქეილაბი) და მათ 24 საათი აქვთ მის გადასარჩენად. (პრომოდან ასე ჩანს)
- ელისონს ჰალუცინაციები აწუხებს ან ელიოტის დანახვა აშინებს (ეს ვარაუდია)
- მერი დრეიკის ნათქვამი "საიდუმლოებები ყველა ოჯახს აქვს,ზოგჯერ კი ეს საიდუმლო ნამდვილი ადამიანია" მაფიქრებინებს, რომ იგი ჩარლზს გულისხმობდა ან ელისონს,რომელმაც რაღაც მართლაც იცის ან უბრალოდ მის გარშემო უდიდესი საიდუმლო იმალება (რაც არ იქნება გასაკვირი და თანაც სერიალისთვის შესაფერისი სცენარი გამოვა)
- როგორც წინაზე აღვნიშნე, სავარაუდოდ სპენსერი ნახავს პირველად მერი დრეიკს და ამ პრომოშიც ჩანს, როგორ ეუბნება იგი სხვებს ვიღაც ქალზე რომ ის ადამიანი (სავარაუდოდ მერი დრეიკი) ცივსისხლიანი მკვლელია.
- პრომო ყველანაირად გვაფიქრებინებს რომ ჰანა მოკვდება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება!!
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 21

View user profile

Back to top Go down

Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები - Page 7 Empty Re: Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 7 of 7 Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum