Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Models ♥ Vote_lcap75%Models ♥ Vote_rcap 75% [ 41 ]
Models ♥ Vote_lcap25%Models ♥ Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Models ♥

Go down

Models ♥ Empty Models ♥

Post by Espinela-Fans on Fri Sep 25 2015, 17:14

Models ♥ 167mbt2
მსოფლიო დონის მოდელები,რომლებმაც დამშვენეს Vogue,Maxim,GQ Style და სხვა ჟურნალების გარეკანები.
ამ თემაში დავდოთ ჩვენი ფავორიტი მოდელების ფოტოები + მათი ბიოგრაფიები
მსოფლიოს ჰყავს ერთადერთი მილიარდერი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი რომელიც Forbes მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებულ მოდელად ითვლება
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Fri Sep 25 2015, 17:35

ჩემთვის პირველი,უსაყვარლესი ირინა შეიკი<3 
Models ♥ 2m2ct37
როგორც ყველა მოდელი, აღმოაჩინა აგენტმა და გზა გაუკვალა წარმატებისკენ. ყველაზე დიდი აღიარება მას ‘Sports Illustrated’-თან თანამშრომლობამ მოუტანა. სამოდელო ბიზნესის წყალობით გაიცნო ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო.
Models ♥ 2q3afev


♤ ირინა შეიკი დაიბადა 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში, ჩელიაბინსკის რეგიონში.
♤ მისი სრული სახელია ირინა ვალერევნა შეიხისლამოვა. 
♤ მისი სიმაღლეა 1.78 სანტიმეტრი. 

Models ♥ 2di0f3c
☢ პიანინოზე დაკვრა დაიწყო 6 წლის ასაკში. აღმოაჩნდა ნიჭი, რომელიც დედისგან გამოჰყვა და დედამ კი თავის მხრივ გადაწყვიტა ირინა მუსიკალურ სკოლაში შეეყვანა. მან 7 წელი ისწავლა მუსიკალურ სასწავლებელში, უკრავდა პიანინოზე და მღეროდა ხალხურ გუნდში. 
☢ როდესაც ირინა 14 წლის იყო, მამა პნევმონიისგან გარდაიცვალა, ხოლო სახსრების უქონლობის გამო ოლგა ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა და ორი ქალიშვილი გამოეკვება. 
Models ♥ R6zhxt
☆ სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინამ გადაწყვიტა ესწავლა მარკეტინგი, თუმცა მალევე მობეზრდა და დასთან ერთად სამოდელო სააგენტოში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქ აღმოაჩინა ერთ-ერთმა აგენტმა, რომელიც ირინას ბუნებრივმა ფიზიკურმა მონაცემებმა მოხიბლა. მან გოგონას შესთავაზა ‘მის სუპერმოდელი 2004’ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. შეიკი შემოთავაზებას დაეთანხმა და გაიმარჯვა კიდეც.
♛ 2007 წელს, მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც მან ბრაზილიელი სუპერმოდელი ანა ბეატრის ბაროსი შეცვალა და გახდა ბრენდ ‘Intimissimi’-ის სახე, რამაც ირინას მომავალი წარმატებისკენ გზა გაუკვალა. იმავე წელს, შემოთავაზება მიიღო ცნობილი სპორტული ჟურნალისგან Sports Illustrated Swimsuit Issue და რამოდენიმე ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. 
♛ 2010 წელს კი მოდელი ბრენდ ‘Intimissimi’-ის ელჩი გახდა 3 წლიანი კონტრაქტით. 
♛ 2009 წელს, მან თანამშრომლობა დაიწყო ‘IMG’-ს სამოდელო სააგენტოსთან
☞ 2010 წელს, მან არმანის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 


☞ იმავე წელს, ირინა საზოგადოებამ ცნობილი რეპერის ქანიე უესტის (კიმ კარდაშიანის ქმრის) ვიდეოკლიპში ‘Power’-ში იხილა. 
☞ 2010 წელს, მოდელმა ‘Ocean Drive’-ის და ‘GQ’-ს სამხრეთ აფრიკული გამოცემა დაამშვენა. 
☞ 2010 წლის დასასრულს კი ჟურნალმა ‘Complex’-მა ირინა ’50 ყველაზე სექსუალური რუსი ქალბატონების’ სიაში შეიყვანა. 
☞ 2010 წელს ‘Glamour ‘-მა შერაცხა, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მოდელი 2010 წლისა. 
Models ♥ Fvi5ch
✖ 2010 წელს, ჟურნალ ‘GQ’-ს ესპანურ გამოცემაზე შიშველი ირინა იყო აღბეჭდილი, თუმცა მოდელმა განაცხადა, რომ ჟურნალმა ბოროტად გამოიყენა მისი სახელი და გადასაღებ მეოდანზე საცვლებით პოზიორობდა.


✖ მას ‘Play Boy’-მ არაერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა, თუმცა ირინამ განაცხადა, რომ არასოდეს ივაჭრებდა საკუთარი სხეულით და შესაბამისად, მათი შემოთავაზება მრავალჯერ უარყო. ‘არასოდეს ვიპოზიორებ ფლეიბოისთვის. დიახ, მე წარმოვადგენ ქალის თეთრეულებს თითქმის ყველა ფოტოსესიაში, მაგრამ ამასთანავე მე მაქვს კლასი და ჩემი ფასეულობები.’
☛ 2011 წელს, მან დაამშვენა ცნობილი მოდური ჟურნალები: ‘Tatler Russia, Twelv, Cosmopolitan Spain, GQ Mexico Glamour Spain, Amica’, ასევე მონაწილეობა მიიღო ‘ელეს’ ესპანურ გამოცემაში, სადაც ფოტოსესია გადაწყვეტილი იყო ახალი წლის თემატიკით. 



Models ♥ Ibxgya

☛ 2011 წელს, მან შეცვალა ცნობილი ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი და ‘Replay-სა და XTI-ს’ ახალი კოლექციების პრომოუშენისთვის შემდგამ ფოტოსესიებში მიიღო მონაწილეობა. 

❥ შეიკი დიდი ქველმოქმედიც გახლავთ. მან და მისმა დამ თავიანთ მშობლიურ იემანჟელინსკში ააშენეს საბავშვო საავადმყოფო. მოდელი ასევე რუსული საქველმოქმედო ორგანიზაციის ‘დაეხმარეს’ ოფიციალური წარმომადგენელი, ელჩი გახლავთ. ორგანიზაცია ეხმარება დაავადებულ ბავშვებს. 
❥ ირინა ცხოველების დიდი მოყვარულია, განსაკუთრებით ძაღლების. ის ეხმარება ერთ-ერთ ცენტრს, რომელიც უსახლკარო ძაღლების მოვლითაა დაკავებული. ხშირად სტუმრობს დაწესებულებას და მოუწოდებს ხალხს, რათა მათზე იზრუნონ. 
❥ შეიკს ჰყავს ძაღლი სახელად კეისარი, რომელიც იულიუს კეისრის პატივსაცემად დაარქვა. მოდელი ირწმუნება, რომ მისი ძაღლის მამა ფილმ ‘Marley & Me’-ის ერთ-ერთი ძაღლი გახლავთ.

Models ♥ 313qesl


♔ ირინა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სხეულის მფლობელია მოდის ინდუსტრიაში და ზოგადად ჰოლივუდში, თუმცა ირწმუნება, რომ არასოდეს ყოფილა დიეტაზე. ‘კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ, თუმცა არასოდეს ვდიეტობ. ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვიკვებო ჯანსაღად და ვიყო ბედნიერი.’


♔ მას უყვარს მიწისთხილის კარაქი. 



♔ ირინას უყვარს იაპონური სამზარეულო და ხშირად მიირთმევს იაპონურ კერძებს



Models ♥ O547ja


✖ ხშირად ამსგავსებენ ბრაზილიელ მოდელს ადრიანა ლიმას. ადრიანას კომენტარი მსგავსების შესახებ: ‘ეს დიდი პატივია, რადგან ირინა საოცრად ლამაზია, მხიარული და ამასთანავე ჭკვიანი ქალაბტონია. არ ვიცი თვითონ ირინა რას ფიქრობს ამაზე, რადგან არასოდეს გვისაუბრია ამ თემაზე, თუმცა შემიძია მოგიყვეთ საინტერესო ისტორია. ერთხელაც აბუ დაბიში ვიყავი. ტაქსიდან როგორც კი გამოვედი ხალხი მომიახლოვა შეძახილებით: ირინა! ირინა!... ეს ნამდვილად სახალისო იყო.’


★ მისი ახლო მეგობარია ჯესიკა ვაითი, ხოლო ვიქტორია სიკრეტის მოდელებიდან კი დოუცენ კრუზი, ალესანდრა ამბროსიო და ანა ვიალიცინა. ანას ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ მშობლიური რუსეთიდან იცნობს. 

✂ 2014 წელს შედგა მისი დებიუტი დიდ კინოში. მან დუეინ ჯონსონთან ერთად მიიღო მონაწილეობა ისტორიული ჟანრის ფილმში ‘ჰერკულესი’ , სადაც ჰერკულესის მეუღლე მეგარა განასახიერა. 

❤ შეიკს ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი, რომლებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. იმდენად ახლო, რომ თითქმის ყველაფერი იცის საქართველოზე და ხშირად აგემოვნებს ქართულ კერძებს. მისი ფავორიტი კერძია ხინკალი.


❤ ირინა კრისტიანოსთან ერთად თბილისსას ეწვია და სწორედ მან დაითანხმა რონალდო საქართველოში ჩამოსულიყო


Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Fri Sep 25 2015, 17:56

 Models ♥ 2wdpv74
სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი ქენდის სვეინპოლი, რომლის სამოდელო კარიერა ერთ-ერთი აგენტის მახვილი თვალის წყალობით დაიწყო. ქენდისი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელი გახლავთ, რომელსაც უთანამშრობლია უამრავ ცნობილ ბრენდთან სარეკლამო სახედ და ამასთანავე ისმაღალი მოდის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ. რაც ყველაზე მთავარია, სვეინპოლი ‘ვიქტორია სიკრეტის’ სახეა და ბრენდის ერთ-ერთი ანგელოზი გახლავთ. 
☛ ქენდისი დაიბადა 1988 წლის 20 ოქტომბერს, მოი რივერში, სამხრეთ აფრიკაში. 
☛ გაიზარდა სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიური წარმომავლობის მქონე ოჯახში. 
☛ პატარაობისას დედამ შეარქვა სახელი ‘Moosie’, რომელსაც დღემდე ეძახის. 
✌ მისი სიმაღლეა 1.76 სანტიმეტრი. 
✌ სამარკო ნიშანი, რითიც გამოარჩევენ არის გრძელი ქერა თმა და ღია ლურჯი თვალები, ასევე წელის გარშემოწერილობა. 
Models ♥ 14f9e4c7cb9ea0a3a1e96f835399d56f
★ 15 წლის ასაკში, ერთ-ერთმა აგენტმა კევინ ელისმა ქენდისი შოპინგისას მარკეტის ერთ-ერთ ქსელში აღმოაჩინა. პოლაროიდით გადაუღო სურათი და ნიუ-იორკში გააგზავნა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში, საიდანაც 20 წუთში დადებითი პასუხი მოვიდა. კევინმა მოგვიანებით განაცხადა: ‘ქენდისი თითქოს მშვენიერ ფლამინგოს ჰგავდა, რომელმაც გვერდზე გაიარა.’
♚ ქენდისმა ‘ვიქტორია სიკრეტის’ ბრენდთან თანამშრომლობა დაიწყო 2007 წელს, როდესაც ქასთინგზე მივიდა და რამოდენიმე ლუქი მოირგო, რომლებიც სხვა ‘ვს’-ის მოდელებისთვის იყო განკუთვნილი. 
♚ ‘ვიქტორია სიკრეტის’ ოფიციალური ენჯელი გახდა 2010 წელს. 
♚ 2013 წელს, ‘ვიქტორია სიკრეტის’ ჩვენებაზე ქენდის წილად ხვდა ეტარებინა 10 მილიონ დოლარად შეფასებული ‘fantasy Bra’.
Models ♥ 6060589fff14c6aaa9965e8d6371b4b0


❀ ქენდისის, ისევე როგორც ადრიანა ლიმას საყვარელი სავარჯიშო რუტინაა ბოქსინგი. 

❀ მისი საყვარელი ფერია ვარდისფერი.

❀ მიუხედავად იმისა, რომ 25 წლისაა არა აქვს მართვის მოწმობა. გადასაადგილებლად იყენებს ტაქსისა და ველოსიპედს.

✌ სვეინპოლის ჰობია ბალეტი და სკეიტბორდი. 
✌ მოდელი ხშირად მიირთმევს პიცას და სასმელებიდან უყვარს ლუდი. ‘ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან შემიძლია ვჭამო ის, რაც მიყვარს და მინდა. არასოდეს ვდიეტობ, უბრალოდ ვვარჯიშობ ინტენსიურად და ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით.’-ამბობს მოდელი. 
✌ სვეინპოლის ბუნებრივი თმის ფერია წაბლისფერი. 

Models ♥ 6aa6704bf1e541806a82fb380f8c22fb

❥ მამაკაცი სელებრითებიდან გამოარჩევს ჯონი დეპს. 

❥ 2012 წელს, ფორბსის მონაცემებით რიგით მე-10 ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის. 

♛ მისი ფავორიტი მომღერალი გახლავთ რიანა, რომელიც 2012 წლის ‘ვიქტორია სიკრეტის’ შოუზე გაიცნო. 

♛ სვეინპოლის რეზიუმეში მრავლად იხილავთ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ჟურნალების ქავერებს. 
♛ მას უთანამშრომლია ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა: Nike, Diesel, Guess?, Tommy Hilfiger, Tom Ford, Swarovski, Ralph Lauren, Miu Miu, Juicy Couture, Versace და სხვები.
♛ 2010 წელს, მან კარდაშიანების საცურაო კოსტიუმები წარადგინა. 

Models ♥ Ced70c73a877e71d73db54c59d62b756
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Fri Sep 25 2015, 18:19

Models ♥ 4d8fddde95b93b315c21bff6ce070fd5
კარა დელევინი გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც დაიბადა 1992 წლის 12 აგვისტოს, ლონდონში. 10 წლის იყო, როდესაც იტალიური ვოგის ყდაზე მოხვდა, თუმცა მუდამ მსახიობობაზე ოცნებობდა. კარა იმ ადამიანმა აღმოაჩინა, ვინც ლეგენდარული ქეით მოსის წარმატებას დაუდო დასაბამი. მიუხედავად იმისა, რომ დელევინის სიმაღლე მოდელის პარამეტრებში არ ჯდება ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეა მოდის ინდუსტრიაში და კარლ ლაგერფილდის ფავორიტი მოდელი. 
✖ კარა დელევინი დაიბადა 1992 წლის 12 აგვისტოს, ლონდონში.
✖ მისი სიმაღლეა: 1.73 სანტიმეტრი
✖ მისი ზედმეტსახელია: მონსტრი

✖ სამარკო ნიშანი: ხშირი, ბუნებრივი წარბები
Models ♥ 800cd4c9cb0a262f45eff9b3bbdee7de
● ბავშვობისას მისი ოცნება იყო ყოფილიყო დისნეის არხის 
პრინცესა
, ხოლო საოცნებო როლი კი ჰანა მონტანა გახლდათ.
● კარას პირველი ფოტოსესია იტალიური ვოგისთვის შედგა 10 წლის ასაკში.
● კარა აღმოაჩინა სარა დოკასმა, რომელმაც თავის დროზე ასევე ბრიტანელი მოდელის ქეით მოსის კარიერას გაუხსნა გზა. ამ ფაქტის 
შემდეგ კარა და ქეითს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებთ და მათ ფოტოსესიაც კი გამართეს ერთად ბრენდ ‘Burberry’-თვის.
◆ ბავშვობიდან ბიჭურად იმოსებოდა და იხსენებს, რომ 
მამიდის ქორწილში კაბის შიგნით ფეხბურთის შორტები ეცვა.
◆ ადრეულ ასაკში კარა შოკოლადების მწარმოებელი 

კომპანიის სარეკლამო რგოლებში იღებდა მონაწილეობას
Models ♥ F097825bff4a87cf95c32ae60df1f3a1
◕ კარა მიეკუთვნება ისეთი სელებრითების სიას, რომლებიც მულტი განათლებულები და ნიჭიერები არიან. სამოდელო და სამსახიობო სფეროსთან ერთად კარა საკმაოდ წარმატებული მუსიკოსია, უკრავს დრამზე, გიტარაზე და წერს სიმღერებს. მან ორი ალბომი გამოსცა რის შემდეგაც შესთავაზეს კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა პირობების თანახმად მას სახელი და გვარი უნდა შეეცვალა, რაზეც უარი განაცხადა. 
◆ 2013 წელს მან დიზაინერის ამპლუაც მოირგო, როდესაც ითანამშრომლა ბრენდ ‘DKNY’-თან და 

‘Mulberry’-ის ბრიტანულ ხაზთან და მათთვის ჩანთების, ჯინსების, აიპადებისა და ტელეფონების კოლექცია შექმნა.
♕ 2011 წელს დელევინი ‘Evening Standard’-ის მიერ დასახელდა ლონდონის 1000 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის.
♕ 2013 წელს ის გახდა ყველაზე დაგუგლვადი სელებრითი და ყველაზე ცნობილი მოდელი თამბლერზე.
♕ 2014 წელს კარა გახდა რიგით მე-6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი სამოდელო ბიზნესში. 2015 წელს კი მეორე ადგილზე გავიდა
Models ♥ 306426d1c49492d3b05ae26c95368a00
♕ მისი სილამაზისა და ფიგურის საიდუმლო დიეტებში და ვარჯიშში სულაც არაა. კარა ბუნებრივად გამხდარი მოდელია და აღიარებს, რომ 
სულაც არ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და არც შესაბამისად იკვებება. ‘ვჭამ ბიცას, ბურგერებს, პასტას და ნამცხვრებს.’ - აცხადებს მოდელი.
♕კარა უდავოდ დიზაინერების ფავორიტი მოდელია.მათ შორის კი ლეგენდარული კარლ 
ლაგერფილდის, რომელმაც დელევინს არაერთხელ სთხოვა მისი ჩვენებების დახურვა


▼ მისი იღბლიანი ციფრია 12, რაც სხეულზეც აქვს აღბეჭდილი ტატუს სახით. 

▼ მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანია ბუნებრივი წარბები, რომლითაც 

ყველა ცნობს და ამით ერთგვარ ტენდენციასაც უსვამს ხაზს.

∞ ის როკ ჯგუფ ნირვანას უდიდესი ფანია და წილად ხვდა ბენდის დარჩენილ 
წევრებთან ერთად ‘Lithium’-ის თავისი ვერსია ემღერა Rock’n’Roll Hall of Fame-ზე.
∞ მისთვის მოდა არის ყველაფერი, რაც გამორჩეული და ლამაზია, ხელოვნება, საჭმელი თუ ფილმი. 
∞ მისი საუკეთესო მეგობრები არიან კენდალ ჯენერი,ჯიჯი ჰადიდი,ჯორჯია მეი ჯაგერი, სუკი ვოთერჰაუზი, 
რიანა, სელენა გომესი და რა თქმა უნდა რიტა ორა, რომელსაც ცოლს უწოდებს.


Models ♥ 88649bed997f96e3ee3d2b18608e0c3b

✂ რამოდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ 2014 წელს კარამ გადაწყვიტა დროებით მოდისთვის თავი დაენებებინა და სამსახიობო სფეროში აქტიურად ჩაბმულიყო, რადგან მსახიობობა ბავშვობიდან მისი ერთადერთი ოცნება იყო. ‘არასოდეს მიფიქრია მოდელობაზე და არასოდეს მინდოდა. ყოველთვის ვბრაზობდი, რომ მოდელი ვიყავი, რადგან მეგონა ამ პროფესიის გამო არავინ მიმიღებდა სერიოზულად და ვერასოდეს გავხდებოდი მსახიობი.’ 

✂ სამსახიობი კარიერის დასაწყისში მსახიობები, რომლებთანაც კარას უწევდა თანამშრომლობა ითხოვდნენ მისი ქასთინგის 
ჩანაწერს
, რადგან არ სურდათ მასთან თანამშრომლობა. ქასთინგის ჩანაწერის ნახვის შემდეგ კი თანხმდებოდნენ მასთან მუშაობაზე.


✖ 2012 წელს მან კირა ნაითლთან და ჯუდ ლოუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო 
ლევ ტოლსტოის ნოველის ეკრანიზაციაში ‘ანა კარენინა’ და განასახიერა პრინცესა სოროკინა.


★ 2014 წელს კი მის სამსახიობო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა, როდესაც მარგოს როლზე დაამტკიცეს ფილმში ‘Paper Towns’. ‘სასტუმროს ნომერში ვიყავი, როდესაც დამირეკეს და მაცნობეს, რომ მარგოს როლზე დამამტკიცეს. დავიწყე ტირილი, რადგან ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.’ - განაცხადა კარამ.
★ წიგნის ავტორის ჯონ გრინის განცხადებით კარას ქასთინგი იყო დაუვიწყარი და ყველასგან გამორჩეული. 
‘კარას ქასთინგმა თავიდან ბოლომდე მომხიბლა, რადგან ყველაზე მაგრა გაუგო მარგოს პერსონაჟს.’

Models ♥ 23f3f54ec9bde3bf67a74bbb49ac3a3c


★ მარგოს პერსონაჟის მოსარგებად კარამ თამ ყავისფრად გადაიღება და ამერიკული აქცენტი მოირგო.
★ მარგოს როლზე განიხილებოდა შეილინ ვუდლი, რომელმაც ბოლო მომენტში 
განაცხადა უარი პროექტშ მონაწილეობაზე გადატვირთული გრაფიკის გამო.
♬ 2015 წელს კარამ თავისი საუკეთესო მეგობრის ტეილორ სვიფტის 
ახალ მუსიკალურ ვიდეოში ‘Bad Blood’-ში
 მიიღო მონაწილეობა.

♛ 2016 წელს კარას მონაწილეობით გამოვა უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი ‘Suicide Squad’, სადაც თამაშობენ ისეთი მსახიობები როგორებიც არიან ჯარედ ლეტო, უილ სმიტი, მარგო რობი, ბენ აგლეკი, სკოტ ისტვუდი და სხვები. ის განასახიერებს პესონაჟს სახელად Enchantress. თავდაპირველად როლი ბლეიკ ლაივლის შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე როლზე განიხილებოდნენ კრისტენ სტუარტი, ბრაი ლარსონი, მეგან ფოქსი, შეილინ ვუდლი, ემილია კლარკი და სხვები, თუმცა კარას ქასთინგის ნახვის შემდეგ ყველა მისით მოიხიბლა.

Models ♥ Ee9777d159a6cb664e0f360557c67b04

❀ კარა რამოდენიმე წელია ბისექსუალური საზოგადოების სახეა. ის ღიად საუბრობს თავის 
ორიენტაციაზე და არ მალავს, რომ დაინტერესებულია როგორც მამაკაცებით, ასევე ქალებით.

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Fri Sep 25 2015, 18:40

Models ♥ 6bea081981b614fa6f6a9269f264853b
 ჰოლანდიელი მოდელი დოუცენ კრუზის, რომელიც წარმატებულ სამოდელო კარიერასთან ერთად ორი შვილსი დედა გახლავთ. დოუცენი ‘ვიქტორია სიკრეტთან’ თანამშრომლობასთან ერთად უამრავი ცნობილი ბრენდის სახეა და ერთ-ერთი ყველაზე ქალური სხეულის მფლობელი მოდის ინდუსტრიაში. 2014 წლის ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის ბრაზილიელ მოდელ ადრიანა ლიმასთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.
Models ♥ D3707792ce85df0c22bcbee538bc384b
☛ დოუცენ კრუზი დაიბადა 1985 წლის 23 იანვარს, ფრიზლენდში, ნიდერლანდებში
☛ ჰყავს უფროსი და რენსი, რომელიც მომღერაი და მწერალი გახლავთ. 
☛ სანამ მოდელი გახდებოდა დოუცენი იყო პროფესიონალი მოციგურავე
☛ მისი სიმაღლეა 1.79 სანტიმეტრი. 
Models ♥ 03ab18c87a50b1818268d34b5117e51d
✖ დოუცენის სამარკო ნიშანია ქერა თმა და ლურჯი თვალები. 

✖ თავდაპირველად, მან საკუთარი ფოტოები ერთ-ერთ ჰოლანდიურ სამოდელო სააგენტოში გააგზავნა, საიდანაც პასუხი მალევე მოვიდა


★ ნიდერლადებიდან როდესაც პირველად ესტუმრა ნიუ-იორკის ‘ვიქტორია სიკრეტის’ შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდა. 
★ ‘ვიქტორია სიკრეტის’ შოუზე პირველად 2005 წელს მიიღო მონაწილეობა. 

★ დოუცენი 2008 წელს გახდა ‘ვიქტორია სიკრეტის’ ოფიციალური ენჯელი.
 ☞ 2007 წელს, მან შანელ იმანთან ერთად დაამშვენა ამერიკული ვოგის გარეკანი და მიიღო ‘მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო’ მოდელის წოდება. 


⊗ 2006 წელს, ფრიზელმა რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი დოუცენ კრუზის ცხოვრების და სამოდელო კარიერის შესახებ. 
⊗ 2009 წელს, ის გახდა შვეიცარიული ბრენდის ‘cashmere’-ის სახე ორლწიანი კონტრაქტით. 

⊗ პირველი შვილის გაჩენიდან რამოდენიმე თვეში კვლავ დაუბრუნდა პოდიუმს და 2010 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო მოდის კვირეულზე ალესანდრა ამბროსიოსთან და მირანდა ქერთან ერთად. მათ ბრენდ ‘პრადას’ სამოსი წარადგინეს
Models ♥ 73e13a535896ffb3f0c51da627fabec9
✿ 2011 წლის 24 ნოემბერს, მისი დებიუტი შედგა ჰოლანდიური ‘3D’ ფილმში ‘Reinout Oerlemans’. მონაწილეობის მისაღებად და როლის მოსარგებად დოუცენი სამსახიობო გაკვეთილებს ნიუ-იორკში გადიოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ცოტახანში სამსახიობო სფეროს უფრო აქტიურად შეუერთდეს. 
✿ მოდელი მრავალი წელია საქვემლოქმედო ორგანიზაციის ‘Dance4Life’-ის წევრი გახლავთ, რომელიც დაკავებულია ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებით.

✿ ‘ვიქტორია სიკრეტის’ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ქალური სხეულის მფლობელია. 
✌ კრუზმა 2004 წელს, პირველად დაამშვენა ჟურნალ ‘ელე’-ს ფრანგული გამოცემის ყდა. 
✌ პირველი ჰონორარი, რომელიც სამოდელო სფეროდან აიღო დახარჯა შრი ლანკაში, სადაც მეგობრებთან ერთად წავიდა. 
✌ ამსტერდამის მადამ ტრუსოს მუზეუმში სხვა ცნობილებთან ერთად თქვენ იხილავთ მშვენიერი დოუცენის ცვილის ფიგურას. 
✌ ‘Marie Claire’-ის ჰოლანდიური გამოცემისთვის ის ყოველთვიურად წერდა საინტერესო სტატიებს სამოდელო ბიზნესის შესახებ.
Models ♥ 8ad9d72d8e76033219ae9e7b9f2ab56e
♛ 2007 წელს, ‘ვიქტორია სიკერტის’ დანარჩენ ანგელოზებთან ერთად ვარსკვლავთა ქუჩაზე ჰოლივუდში საზეიმოდ გაუხსნეს ვარსკვლავი. 
♛ 2005 წელს, ‘Vogue.com’-ის მკითხველებმა მას მიანიჭეს ‘წლის მოდელის’ წოდება. 
♛ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ქენდის სვეინპოლი,ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა და ლილი ოლდრიჯი. 
Models ♥ 34fgqhw
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Sun Sep 27 2015, 21:19

Models ♥ Ad617f88e99e8b6db786827f95e0d6e1
ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა. ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს, ბრაზილიის პატარ ქალაქ სალვადორში, ხოლო სამოდელო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში.
♛ მისი სიმღლეა 1.78 სანტიმეტრი. 
♛ ადრიანას მეტსახელია ‘LimaBean’.
★ მრავალჯერ დასახელდა სხვადასხვა მოდური ჟურნალების თუ მამაკაცთა ჟურნალების რეიტინგის მიხედვით ‘ყველაზე ლამაზ ქალბატონად.’
Models ♥ 972b76da248d484e3411ad53b97fcf2c
☞ მოდელი დიდიხანია ფინანსურად და ფიზიკურად ეხმარება ბავშვთა სახლს ბრაზილიაში. 
☞ ისაა რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენის შემდეგ. 
☞ ადრიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას აქვს აფრიკული, შვედური და ინდური წარმომავლობა. 
❤ 2009 წელს, ვალენტინობის დღეს მან პაპარაცებისგან მალულად იქორწინა მარკო ჯარიკზე, რომელსაც 2014 წელს დაშორდა გაურკვეველი მიზეზების გამო. წყვილს ორი ქალიშვილი აერთიანებს. 
❤ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადრიანა 27 წლამდე ქალიშვილი გახლდათ და მარკო იყო პირველი მამაკაცი, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. 

❤ 2009 წელს მან სერბეთის მოქალაქეობა მიიღო, რადგან მისი ყოფილი მეუღლე წარმოშობით სერბი გახლავთ. 
▲ ლიმამ ‘ვიქტორია სიკრეტთან’ თანამშრომლობა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2001 წელს კი სიკრეტის ოფიციალური ანგელოზი გახდა. 
Models ♥ 07c58e8195a7b380d08a93625306b6cb
✘ პირველი შვილის ვალენტინას დაბადებამდე ადრიანა სპორტდარბაზის არც თუ ისე ხშირი სტუმარი იყო და როგორც თვითონ ამბობს, ვარჯიშს არ სწყალობდა. თუმცა, ამჟამად რამოდენიმე წელია მოდელი აქტიურადაა დაკავებული კრივით.



✿ 2003 წელს მან პირველად გახსნა ‘ვიქტორია სიკრეტის’ გრანდიოზული შოუ.

✯ ცნობილი ფაქტია, რომ მოდელებს შორის ადრიანა ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ადამიანია. ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში და ესწრება ლოცვებს. ბავშვობისას მას სურდა მონაზონი გამხდარიყო. 


✯ როგორც თავად ამბობს, მორცხვი ბავშვი იყო და ბიჭებთან ურთიერთობა უჭირდა. მისი პირველი კოცნა 17 წლის ასაკში შედგა. 
Models ♥ 08fc82011b705e8aab4f3f231b99742a
☢ ადრიანას უყვარს იაპონური სამზარეულო და ხშირად სტუმრობს იაპონურ რესტორნებს. 
☢ უყვარს სიმშვიდე და შეძლებისდაგვარად ერიდება ხმაურიან წვეულებებზე მოხვედრას. 
☢ მისი საუკეთესო მეგობრები არიან ‘ვიქტორია სიკრეტის’ მოდელები დოუცენ კრუზი და ალესანდრა ამბროსიო.

Models ♥ 18afb1122417be174fea3a4d8af38872

Δ ადრიანას ხშირად ამსგავსებენ წარმოშობით [b]რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს
Δ ‘ვიკტორია სიკრეტს’ და მის ყველა თანამშრომლს ლიმა აღიქვამს, როგორც მეორე ოჯახს, რადგან მთელი ცხოვრება მათთან თანამშრომლობს. 
Δ მონაზვნობასთან ერთად ლიმა ოცნებობდა გამხდარიყო ექიმი. თვლის, რომ სამოდელო კარიერაში შემთხვევით აღმოჩნდა და იმ პერიოდში ვერ აცნობიერებდა თუ რა სურდა რეალურად. 
[/b]
Models ♥ 3f57ff0dee782716344c9cea26bb2c62



✿ მისი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია რიანა და ბოლო ხანებში მათ ხშირად აფიქსირებენ ერთად, რაც მათ სამომავლო მეგობრობაზე მეტყველებს. 

✿ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ 3 მეგობარი მამაკაცი ჰყოლია. 

✿ 6-11 წლამდე აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ბრაზილიაში გამართულ სილამაზის კონკურსებში

Models ♥ 7e19d7fe84994dd7f2511c41189ee4e4

Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Sun Sep 27 2015, 22:15

Models ♥ 870af579149351551b516241b79ea776
მირანდა ქერი გახლავთ ავსტრალიელი სუპერმოდელი, რომელიც დაიბადა 1983 წლის 20 აპრილს, სიდნეიში. 
☞ მირანდა ქერი დაიბადა 1983 წლის 20 აპრილს, სიდნეიში, ავსტრალიაში. 
☞ მისი სრული სახელია მირანდა მეი ქერი. 
☞ მისი ზედმეტსახელია რანდა. 

☞ მისი სიმაღლეა 1.75 სანტიმეტრი. 
☞ მირანდა დაიბადა სიდნეიში, თუმცა იზრდებოდა სამხრეთ უელსში. 
☞ მისი მშობლები არიან ტერეზა და ჯონ ქერები. 
☞ მას ჰყავს 2 წლით უმცროსი ძმა მეთიუ
Models ♥ Facd731ac1f985b0d03567428e566e01
☞ ბავშვობისას ის იყო პროფესიონალი ტანმოვარჯიშე ავსტრალიაში
☞ ბავშვობისას ხშირად ატარებდა მოტოციკს და ჯირითობდა ცხენზე
☞ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფსიქოლოგიას
✖ მირანდას სამოდელო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში, როდესაც 1997 წელს გაიმარჯვა კონკურსში, თუმცა იმ პერიოდში გადაწყვიტა სკოლა დაემთავრებინა. მისი კარიერული წინსვლა ცოტა მოგვიანებით 2003 წლიდან დაიწყო. 

✖ 2006 წელს მან დატოვა მშობლიური სიდნეი და საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. 
Models ♥ 388811f54703b2ee207abe6bf92d9661
✖ მირანდა ოფიციალური ენჯელი ვიქტორია სიკრეტში გახდა 2006 წელს
✖ ისაა პირველი ავსტრალიელი ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი
✖ ‘ვიქტორია სიკრეტის’ მაღაზია მან პირველად 16 წლის ასაკში იხილა, როდესაც გაცვლითი პროგრამით გარკვეული დროის გატარება მოუხდა ვირჯინიაში.
 ✿ მას ჰყავს პატარა ძაღლი, ფრენკი. 
✿ მისი საყვარელი ფერია წითელი. 
✿ მისი ფავორიტი სუნამოა ‘Kai’.
✿ მას ხშირად ამსგავსებენ ოდრი ჰეპბერნს, ლილი კოულსა და ჯემა ვარდს. 
✿ მისი საყვარელი კერძია საკუთარი ძიძის მიერ მომზადებული პეროგი. შოკოლადებიდან კი ამჯობინებს შავ შოკოლადს. 
✿ მისი ფავორიტი ვინტაჟის სტილის მაღაზიებია ‘The Good, The Bad and The Ugly, on Broadway’.

✿ მირანდას აქვს ინგლისური, ფრანგული, იტალიური და იაპონური წარმომავლობა. 
✿ ამბობს, რომ მისი ყველაზე ცუდი ჩვევაა დაგვიანება. 
✿ პირველად რასაც ადამიანებში ამჩნევს ესაა თვალები და ენერგია, რომელიც მათგან მოდის. 

✿ მან დაწერა წიგნი სახელწოდებით ‘დააფასე საკუთარი თავი.’
Models ♥ 6929f579bcd2f119fee6996f069f95eb

♬ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დევიდ ჯონსის ბრენდის სახე იყო. 
♬ ის 2010 წელს იტალიური კალენდრის ‘ფირელის’ ფოტოსესიაში მოგვევლინა, რომელიც გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა. 
♬ ქერს მონაწილეობა აქვს მიღებული ქანიე უესტისა და ფარელ უილიამსის ვიდეო კლიპში ‘Number One’. 
✖ ის გახლავთ კომპანია ‘პორტმანის’ სახე და მათ არაერთ სარეკლამო რგოლში მიუღია მონაწილეობა. 
✖ მირანდამ დაარსა ბრენდი ‘Kora’, რომელიც აწარმოებს სახის მოვლის საშუალებებს. 
✖ წლებია მეგობრობს ბრაზილიელ სუპერმოდელ ადრიანა ლიმასთან.
Models ♥ 08c748ebe8c601f9dce6f1cb4f20b6ec
✖ 2011 წელს მოდელმა აღიარა, რომ ადრეულ ასაკში მისი კუმირი იყო ჯულია რობერტსი და თმა ხელოვნურადაც კი დაიხვია, რათა მსახიობს დამსგავსებოდა. 
✖ პირველად გაშიშვლდა 2009 წელს საქველმოქმედო აქციისთვის.

☛ მირანდასა და ორლანდოს ვაჟს ჰქვია ფლინ კრისტოფერ ბლუმი. კრისტოფერი იმიტომ, რომ მოდელის პირველი შეყვარებული, რომელსაც კრისტოფერი ერქვა გარდაიცვალა 15 წლის ასაკში ავტოავარიაში. ქერმა კი მის პატივსაცემათ საკუთარ პირველ შვილს კრისტოფერი დაარქვა. 

Models ♥ 68f374c2c9a9ee66b700d4e23be654d8
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Mon Sep 28 2015, 13:29

Models ♥ 1dbcc75de4c3524ea98ce9f1ac29d07d
‘ინგლისის ვარდი’ - სწორედ ამგვარად მოიხსენიებენ მას. საუბარია მშვენიერ როზი ჰეტინგტონ უაითლიზე, რომელიც დაიბადა 1987 წლის 18 აპრილს, დევონში, ინგლისში. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოთხოვნადი სახე გახლავთ მოდის ინდუსტრიაში და ხშირად ადარებენ ქეით მოსს. მოდელობასთან ერთად როზი სამსახიობო სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს, აქვს საკუთარი საცვლების ხაზი. ამასთან, ის ერთადერთი მოდელია, რომელმაც საკუთარი ნებით გაწყვიტა ‘ვიქტორია სიკრეტთან’ თანამშრომლობა. 
❀ როზი დაიბადა 1987 წლის 18 აპრილს, დევონში, ინგლისში. 
❀ როზის დედა ფიონა ფიტნეს ინსტრუქტორი გახლავთ, ხოლო მამა ჩარლზი კი ტოპოგრაფი. 

❀ მისი სრული სახელია როზი ელის ჰეტინგტონ უაითლი. 
✿ მისი ზედმეტსახელია ‘Rose’ ანუ ვარდი. 
✿ მისი სიმაღლეა 1.75 სანტიმეტრი. 

✿ სამარკო ნიშანი: ტუჩები, ელეგანტური დგომა, ღრმა/ხრიწიანი ხმა ბრიტანული აქცენტით. 
☛ მას სკოლაში დასცინოდნენ, რადგან მისი სახელი ძნელად წარმოსათქმელი და ვრცელი იყო, ჰქონდა პატარა მკერდი და დიდი ტუჩები
☛ სკოლაში მას მიანიჭეს ‘მის დიდი პირის’ წოდება, რადგან გამუდმებით ლაპარაკობდა. 
☛ ის სწავლობდა ტავისტოკის კოლეჯში. 
Models ♥ 6975c0ac6b1206596f93be035247c814


☞ როზი გაიზარდა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში და დღემდე თავს მიიჩნევს ‘ფერმის გოგონად.’
☞ ბავშვობისას როზი ხშირად იღებდა მონაწილეობას სკოლაში გამართულ საშობაო სპექტაკლებში, აქედან გამომდინარე მას სამსახიობო გამოცდილება ბავშვობიდან ჰქონდა.

☞ ის ერთ-ერთი პოპულარული ბავშვი იყო სკოლაში ფიზიკური მონაცემების წყალობით და უამრავი საპირისპირო სქესის გული დაუმსხვრევია. 
♚ დედოფალ ვიქტორიას შორეული ნათესავი გახლავთ. 
♚ უაითლის პირველი სამუშაო სამოდელო სფეროში იყო ბრენდ ‘Levi's’-ის რეკლამაში მონაწილეობა. მიღებული ჰონორარით მან იყიდა მანქანა მიუხედავად იმისა, რომ ასაკის სიმცირის გამო ტარება არ შეეძლო. 
Models ♥ 5fe6a10ff14b4cb5846b8db85e7af4c2
✯ 13 წლის ასაკში, მას მიანიჭეს ‘'Girl Most Likely to Become a Supermodel’-ის წოდება. 
✯ ნიუ-იორკში პირველად 2004 წელს გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ‘თინ ვოგის’ ფოტოსესიაში
✯ იმავე წელს, 2004 წლის შემოდგომაზე, მან ნაომი კემბელთან ერთად პოდიუმზე გაიარა. 
♔ 2006 წელს, მოდის ექსპერტების მიერ დასახელდა, როგორც ‘მეორე ქეით მოსი.’
♔ ‘ვიქტორია სიკრეტის’ შოუზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა, ხოლო 2009 წელს, როდესაც მხოლოდ 22-სა გახლდათ ბრენდის ერთ-ერთი ანგელოზი გახდა.
♔ ‘ვიქტორია სიკრეტის’ ანგელოზები მას ახასიათებენ, როგორც ყველაზე ცელქსა და მხიარულს მათ შორის. 
★ 2008 წელს, როზი ჟურნალ ‘ელეს’ მიერ დასახელდა ‘წლის მოდელად.’
★ 2008 წელს, მან პირველად დაამშვენა ბრიტანული ‘ვოგის’ გარეკანი. 
✂ 2009 წელს, მოდელი ‘Karen Millen’-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე გახდა. 
✂ 2010 წელს, სუპერმოდელი გაშიშვლდა ‘პირელის’ იტალიური კალენდრისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იტალიელი ‘VIP’ მომხმარებლებისთვის და სელებრითებისთვის. 
✂ 2010 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘Agent Provocateur’.
✿ 2011 წელს, ჟურნალ ‘მაქსიმმა’ 100 ყველაზე ცხელ სელებრითს შორის მას პირველი ადგილი მიანიჭა. 
✿ 2011 წელს, უაითლი გახდა ბრენდ ‘ბარბერის’ ახალი სუნამოს სახე. 
✿ 2011 წელს, როზიმ გადაწყვიტა ‘ვიქტორია სიკრეტიდან’ წამოსულიყო და საკუთარი საცვლების ხაზი შეექმნა. მან თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ ბრენდთან ‘მარკს & სპენსერს’-თან და დღესდღეობით ის მფლობელია საცვლების მწარმოებელი კომპანიის, სახელწოდებით ‘Rosie For Autograph.
Models ♥ 7eb766c565726f554539a691d11b95c6

✄ სანამ ფილმ ‘ტრანსფორმერებში’ მიიღებდა მონაწილეობას, მანამ იცნობდა ფილმის რეჟისორს მაიკლ ბეის, რომელმაც გადაიღო ‘ვიქტორია სიკრეტის’ ერთ-ერთი რეკლამა. როზი სწორედ ამ სარეკლამო რგოლის გადასაღებ მოედანზე გაიცნო და შესთავაზა, მას მეგან ფოქსი შეეცვალა და ქასთინგზე მისულიყო. 
✄ ფილმ ‘ტრანსფორმერებში’ მან მეგან ფოქსი ჩაანაცვლა. ‘ეს იყო არაჩვეულებრივი რამ. 7 თვის განმავლობაში ვითანამშრომლე შესანიშნავ ქასთთან და რეჟისორთან.
♛ 2012 წელს, ‘Elle Style Awards’-ზე დასახელდა სტილის აიქონად. 
♛ 2013 წელს, მოდელი დასახელდა ავსტრალიური კოსმეტიკური ბრენდის ‘ModelCo’-ს სახედ. 

♛ მისი სილამაზის საიდუმლოა: ‘ყოველდღე დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი. წყალი ნარკოტიკია ღმერთების მიერ მოგონილი.’
❀ მისი საყვარელი საჭმელია სტეიკი და კარტოფილი დიეტურ კოლასთან ერთად.
❀ ხშირად ამზადებს მშობლიურ კერძებს ჯეისონისთვის. 

❀ როზიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პლასტიკური ოპერაციისთვის არასოდეს მიუმართავს. 
♥ მოუთმენლად ელოდება, როდის გახდება 30 წლის და დაიწყება მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. 
♥ მისი საუკეთესო და უახლოესი მეგობარია ქენდის სვეინპოლი. 
Models ♥ 014728ebcc626049a01ebaf4919d5c50
Models ♥ 61e4674ef01bb996ea52a2e05cd55001
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Wed Jun 01 2016, 22:29

50 წლის სინდი კროუფორდი და მისი 14 წლის ქალიშვილი კაია გერბერი
სინდი უკომენტაროდ  Models ♥ 511413625
Models ♥ Fu6r6p
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Sun Nov 06 2016, 14:06

2016 წლის სეკრეტის ბიუსტჰალტერი,რომელსაც ჟასმინი მოირგებს
და სეკრეტს კიდევ უნდა რეიტინგი?რა ეგონა წინა წელს ოლდრიჯი ბოჩოლასავით რო გამოიყვანეს წელს ბევრად საშინელება იქნება
Models ♥ 53l7hg
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Sun Nov 06 2016, 14:10

ბელა ჰადიდი დამტკიცდა 2016 წლის შოუზე
ექნება ორი ლუქი ანუ ორ სეგმენტში გამოვა,ამასთან ერთად მისი შეყვარებულიც იმღერებს შოუზე და იმედია დამთხვევენ სეგმენტს <3
ესეც ერთი ლუქი <3
Models ♥ RcletkModels ♥ 2n0j9g8
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Espinela-Fans on Sun Nov 06 2016, 14:13

სრული მოდელთა სია რომლებსაც პარიზში ვიხილავთ!
შოუში მონაწილეობას მიიღებენ ლორეალისტებიც ^_^ შედგება ირინა შეიკის დებიუტი და კარლი კოლსი დაბრუნდება სეკრეტში <3
სამწუხაროდ ჩვენი ქართველი ტოპიც თაკო ნაცვლიშვილი იყო გასული ქასტინგზე და პირველ ჯერზე არ გაუმართლა <3 
კენდალ ჯენერი უკვე მეორედ აიყვანეს უქასტინგოდ
სავარაუდოდ მესამე წელს ანგელოზი გახდება  Models ♥ 685654072
Models ♥ 31614l4
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26148
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26765
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Models ♥ Empty Re: Models ♥

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum