Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


თეორიები

Page 3 of 3 Previous  1, 2, 3

View previous topic View next topic Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Jun 27 2015, 20:57



ზუსტი ინფორმაცია, რომელიც -Aს შესახებ გვაქვს:
ფაქტი #2
•მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა '-A'ი '-A'ი, არის ის, რომ გოგონებმა გააკეთეს რაღაც ძალიან ცუდი ელისონის გაუჩინარების ღამეს, მაგრამ მათ ამის შესახებ არაფერი არ ახსოვთ, რადგან გოგონებს წამლები ჰქონდათ მიღებული. ამ ღამის შესახებ ემილი და ჰანა უფრო მეტს გაიხსენებენ!

მოცემულმა ფაქტმა შესაძლოა ეჭვმიტანილთა სია 4-მდე დაიყვანოს, ან უბრალოდ დამნაშავის პოვნა უფრო გაართულოს.

განვიხილოთ პირველი შემთხვევა:
1.ელისონი, არია, ჰანა, ემილი, სპენსერი - მათ ისეთი რაღაც გააკეთეს, რამაც ადამიანში სატანა გააღვიძა! იქიდან გამომდინარე, რომ იმ ღამით 'საღ' გონებაზე მხოლოდ ელისონი იყო, მაშინ მას უნდა სცოდნოდა -Aს ვინაობა, თუმცა ელის ისევე ეშინია "ხუმარა უცნობის", როგორც დანარჩენებს, შესაბამისად 'თამაშის' გააქტიურებაში ბრალი მხოლოდ არიას, ჰანას, ემილის და სპენსერს მიუძღვით.
~~~ოთხიდან ერთი-->> თუ გოგონების წვეულების მსხვერპლი მათ სამეგობროშია, მაშინ ეჭვმიტანილთა რაოდენობა საგრძნობლად იკლებს...მაგრამ ვინ?
•არია? იქნებ მეგობრებმა ისე გააბრაზეს, რომ მის ოჯახში არსებულმა შეშლილის გენებმა გაიღვიძა?
•ჰანა? მუდამ დაჩაგრულ გოგონას საბოლოო დარტყმა მიაყენეს და წყობილებიდან გამოიყბანეს?
•სპენსერი? იმდროისათვის წამლებზე დამოკიდებული და ფაქტობრივად ნარკომანი გენიოსისთვის რთული აღმოჩნდა საუკეთესო მეგობრებისგან 'დარტყმის' ატანა?
•ემილი? გულჩვილ გოგონას გული ამჯერად ისე ატკინეს, რომ სახეზე ბნელეთის ნიღაბი აიფარა?

-------------------------------
განვიხილოთ მეორე შემთხვევა:
2.თუ ოთხეულს ერთმანეთისთვის არაფერი დაუშავებიათ, მაშინ შეგვეძლება ისინი -Aს ეჭვმიტანილთა სიიდან ამოვშალოთ. ამ შემთხვევაში 14 საეჭვო პერსონაჟი გვრჩება და ჯანდაბა...ეს ძალიან ბევრია...
ამიტომაც მეორე შემთხვევის განხილვას მოგვიანებით დავუბრუნდები. როდის?
როდესაც პირველი სეზონის პირველ სერიას დეტალურად განვიხილავ, ვვიმედოვნებ, რომ ერთი თუ არა, 5 ყველაზე აშკარა ეჭვმიტანილი მაინც გამოიკვეთება და შემდეგ უკვე მათ მიერ გაკეთებული ყველი ნაბიჯის მიხედვით დავწერ თეორიებს. (ამ შემთხვევაში უკვე მთელი სერიალის მონაცემები დამჭირდება).
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Jun 27 2015, 20:59



S1 E1: Pilot

სერია იწყება ფლეშბექით, ელისონ დილაურენტისის გაუჩინარების ღამის სცენით : მატრუარებს სპენსერის ფარდულში აქვთ წვეულება და სვამენ. 'ცოტა' ხნის შემდგომ პირველი არია იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ სპენსერი და ელისონი სადღაც წავიდნენ. მალევე ემილი და ჰანაც გამოიღვიძებს, რის შემდეგაც სპენსერი ბრუნდება და ამბობს : "მისი ყვირილი გავიგონე".

ერთი წლის შემდეგ, ელი კვლავ დაკარგულია :

-არია:
•ისლანდიიდან, მამამისის შვებულებიდან ბრუნდება.
•ეუბნება მამამის : "შენს საიდუმლოს ისევ ვინახავ". ამ დროს ბაირონი მას ეუბნება, რომ უყვარს და იმ შეცდომას, რომელიც დაუშვა, აღარ გაიმეორებს.
•მაიკს სკოლაში ლაკროსის ვარჯიშზე მიყვას და საჭმელად მიდის. 4:15-ზე ტელეფონს იღებს, თითქოს ვიღაცასთან დარეკვა სურს, თუმცა შემდგომ ხურავს.
•თითქმის ერთი საათის შემდეგ, 5:05-ზე, Hollis Bar and Grill-ში ეზრას ხვდება. ისინი ერთმანეთს შორის ბევრ საერთოს პოულობენ : ენგლისური ლიტერატურის და სიმღერა B26-ის სიყვარული და ინგლისური ენის სწავლების სურვილი. არია ეზრას გაუმხელს, რომ ის საკუთარი თავისთვის წერს და ეზრა მას პასუხობს : "იქნებ წამაკითხო".
•სულ მალე საპირფარეშოში ერთმანეთს კოცნიან.
•კლასში ახალ მასწავლებელს, ეზსრას ნახულობს, რომელიც არიას დანახვაზე ხმამაღლა ამბობს "ჯანდაბას".
•(შეამოწმეთ A-ს შეტყობინება #1---ქვემოთ)
•ცარიელ კლასში ეზრას ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ ერთად ვერ იქნებიან, თუმცა არია მის გაადრწმუნებას ცდილობს.
•ფლეშბექში ელისთან ერთად მონას გაურბის და მოულოდნელად გადააწყდება მამამისის მანქანას, სადაც ბაირონი და მისი სტუდენტი ერთმანეთშ კოცნიან.

-ჰაბა:
•სავაჭრო ცენტრში შოპინგობს (უფრო სწორად კი ქურდობს) მონასთან ერთად (რომელმაც წითელი შარფი მოიპარა) და შემთხვევით სპენსერს შეხვდება. დაცვა მას გაყვა, ჰანა შიშობს, რომ გამოიჭირეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა უბრალოდ ჩანთა დასრჩენია.
•როუზვუდის სკოლის "დედოფალია" და მეგობრობს მონასთან (რომელიც ადრე არც ისე პოპულარული იყო).
•პოლიცია მას სახლში მიაკითხვასქურდობისთვის დააპატიმრებენ. დედამისი, ეშლი ამბობს, რომ ყველაფერს მოაგვარებს.
•(შეამოწმეთ A-ს შეტყობინება #4---ქვემოთ)
•ნაყინს ჭამს და უყურებს ახალ ამბებს, სადაც განაცხადეს, რომ ელის გვამი იპოვეს. დაინახავს თუ როგორ კოცნიან ერთმანეთს ვილდენი და დედამისი.

-ემილი:
•არიას დაბრუნებას ულოცავს და უყვება ყველაფერს, რაც გამოტოვა, იმის ჩათვლით, რომ სამეგობრო დაიშალა.
•არიას სახლში ადბრუნებას Pam-თან, დედამისთან ერთად განიხილავს, რომელსაც დიდად არ მოსწონდა არიას ვარდისფერი თმის ზოლები. შემდგომ ემილის ახალ მეზობლებთან, St. Germain-ებთან საჩუქარს გაატანს,რომლებიც ელისონის სახლში გადმოვიდნენ. ემილის და მაიას ერთმანეთი მოეწონებათ.
•მაიას ელიზე ელაპარაკება. ემილი და მაია ერთმანეთს ლოყაზე აკოცებენ.
•(შეამოწმეთ A-ს შეტყობინება #2---ქვემოთ)

-სპენსერი:
•გაბრაზებულია, რომ მის მიერ გარემონტებულ ფარდულში მელისა და რენი (მელისას საქმრო) გადადიან.
•რენს მოწევისას გამოიჭერს და სარკასტულად დასცინებს, რომ მან უკეთ უნდა იცოდეს, რომ ეს არ შეიძლება. ის ასევე აღმოაჩენს, რომ მელისამ რენის ამ ჩვევაზე არაფერი იცის.
•ემილის A-ს წერილის მიღების შემდეგ ნახავს და ჰკითხავს, თუ როგორ გრძნობს თავს.
•საძინებლის ფანჯრიადნ მელისას და რენს უყურებს, რომლებიც ერთმანეთს ფარდულთან კოცნიან.
•(შეამოწმეთ A-ს შეტყობინება #3---ქვემოთ)
•ფლეშბექი იანის, სპენსერის და ელის მონაწილეობით.
•საძინებლის ფანჯრიდან ელისონის სახლს გახედავს, სადაც ქერათმიან გოგონას დაინახავს.

-აღმოჩენა:
•ყველგან პოლიციის მანქანებია. მთელი ქალაქი ელისონის სახლთანაა შეკრებილი. ემილი ფიქრობს, რომ მაიას რაღაც დაემართა, თუმცა შემდგომ მისგან გაიგებს, რომ ელის გვამი იპოვეს.
•ჰანა ხალხში გამოჩნდება, არია მანქანიდან გადმოდის და სპენსერთან მიდის, რომელიც ყველაფერს შორიდან აკვირდება
•ელისონის გვამი უკანა ეზოში იპოვეს, რომელიც წინა ზაფხულს "ტრანსფორმაციას" განიცდიდა, როდესაც ელი დაიკარგა.

-გასვენება:
•ჯესიკა დილაურენტისი მატყუარებს ეგებება და მისვლისთვის მადლობას უხდის. გოგონები ერთად სხდებიან.
•ცერემონიის დაწყებამდე, ეზრა არიას უთანაგრძნობს და ეკითხება : "შენი მეგობარი იყო?" არია ეუბნება, რომ ისინი ახლოს იყვნენ და შემდგომ განუცხადებს : "ისეთს არაფერს გავაკეთებდი, რაც საფრთხეში ჩაგაგდებდა."
•მატყუარები ერთმანეთს გაუმხელენ, რომ A-ს შეტყობინებები ყველამ მიიღო.
•ჯენა მარშალი გამოჩნდება, რომელსაც გვერდით ტობი ქევენა მოყვება, რაც ყველას, მათ შორის ჯესიკასაც გააოცებს.
•ვილდენი მატყუარებს გაეცნობა და ეუბნება, რომ მათ ჩვენების ხელახლა მიცემა მოუწევდათ, რადგან საქმე ამჯერად ადამიანის მკვლელობას ეხებოდა.
•(შეამოწმეთ A-ს შეტყობინება #5---ქვემოთ)
•ჯენაზე ჩურჩულს გავიგონებთ.

A-ს შეტყობინებები:
#1 შეტყობინება არიას მობილურზე/ინლისურის გაკვეთილის მიმდინარეობისას /მასწავლებელი Mr Fitz : "იქნებ გამუდმებით ასულელებს თავის მოსწავლეებს. ეს ბევრ მასწავლებელს უყვარს. უბრალოდ შენს მამიკოს ჰკითხე. -A"

#2 შეტყობინება ემილის წერილის სახით, რომელიც მის კარადაში იყო მოთავსებული/იპოვა სპენსერთან ლააპრაკისას : "გამარჯობა ემ! როგორც ვხედავ, საკოცნელად სხვა ადქალით ჩამანაცვლე! -A"

#3 შეტყობინება სპენსერს email-ზე/ზუსტად ამ დროს მელისა რენს კოცნის : (From: A / To: Spencer) საწყალი სპენსერი. მუდამ მელისას შეყვარებულებს ადგამს თვალს. მაგრამ დაიმახსოვრე, თუ აკოცებ, ყველაფერს ვიტყვი. -A"

#4 შეტყობიენბა ჰანას მობილურზე/მას შემდეგ რაც, ვილდენმა ქურდობისთვის დააპატიმრა : "ფრთხილად იყავი ჰანა. მსმენია, რომ ციხის საჭმელი ხალხს ასუქებს. -A"

#5 შეტყობინება ყველა მატყუარას მობილურზე/გასვენების შემდეგ : "ჯერ კიდევ აქ ვარ ბო*ებო და ყველაფერი ვიცი. -A".
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Jun 27 2015, 21:01



ზუსტი ინფორმაცია, რომელიც -Aს შესახებ გვაქვს:

ფაქტი #3
აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მთავარი A 1x1-ში იყო და უკვე ეპიზოდის მთელი ქასთის სიაც შემოგთავაზეთ. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ მას...
ქვემოთ მოცემულია 1x1-ში მონაწილე ძირითად პერსონაჟთა სია :
1. Aria Montgomery
2. Hanna Marin
3. Spencer Hastings
4. Emily Fields
5. Alison DiLaurentis
6. Ella Montgomery
7. Byron Montgomery
8. Mike Montgomery
9. Ezra Fitz
10. Maya St. Germain
11. Ashley Marin
12. Pam Fields
13. Wren Kim
14. Mona Vanderwaal -->> former -A
15. Mellisa Hastings
16. Jenna Marshall
17. Meredith Sorenson
18. Darren Wilden -->> deAd
19. Ian Thomas -->> deAd
20. Mrs. DiLaurentis -->> deAd
21. Toby Marshall

ჩვენ შევძელით და ეჭვმიტანილთა 21 კაციანი სია 17-მდე დავიყვანეთ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამის გაკეთება კვლავ შეგვიძლია, რადგან მარლენმა კიდევ ერთი ფაქტი გაგვიმხილა :
მთავარი A როგორც 1x1, ასევე 3x1-შიც იყო.
მეც არ დავაყოვნე და ამჯერად მე-3 სეზონის პირველი ეპიზოდის პერსონაჟთა სახელებს გადავხედე. გთავაზობთ მათ სიას :
1. Aria Montgomery
2. Hanna Marin
3. Spencer Hastings
4. Emily Fields
5. Alison DiLaurentis
6. Ella Montgomery
7. Byron Montgomery
8. Ashley Marin
9. Mona Vanderwaal
10. Ezra Fitz
11. Caleb Rivers
12. Wren Kim
13. Toby Cavanaugh
14. Veronica Hastings
15. Pam Fields
16. Lucas Gottesman
17. Garrett Reynolds -->> deAd

ლოგიკურად ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა ორივე ეპიზოდის საერთო პერსონაჟები. ასეც მოვიქეცი...შემდგომ სიიდან მკვდრები, ყოფილი A, ელისონი და ისეთი პერსონაჟები ამოვაკელი, რომლებიც ამ ორიდან მხოლოდ ერთ სერიაში იყვნენ და აი რა მივიღე :
1. Aria Montgomery
2. Hanna Marin
3. Spencer Hastings
4. Emily Fields
5. Ella Montgomery
6. Byron Montgomery
7. Ashley Marin
8. Pam Fields
9. Toby Cavanaugh
10. Ezra Fitz
11. Wren Kim

ეს არის ეჭვმიტანილთა სია, რომელიც ყველა იმ ზუსტ ფაქტზე დაყრდნობით მივიღე, რომელიც A-ს შესახებ ვიცოდით...
სანამ იტყოდეთ, რომ 11 მაინც დიდი რიცხვია, შეგახსენებთ, რომ სერიალში 100-ზე ბევრად მეტი პერსონაჟია.

ვფიქრობ ისიც დიდი მიღწევაა, რომ 11 კაციანი სია გვაქვს.
(შესაძლოა ვცდებოდე, თუმცა იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც დაზუსტებით ვიცით, ეს სია ზუსტია)
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Jun 27 2015, 21:02



ფინალური სერიის პრომოში გამოჩენილ გოგონას ხელზე უკვე მოგახსენეთ...თუმცა მთავარი მაინც ისაა, თუ ვის ეკუთვნის იგი?!

იმავე ვიდეოში, A გვერდიგვერდ ალაგებს 4 კუბს, რომლებზეც შემდეგნაირი წარწერაა : "I a m 8(eight)"

შესაძლოა ამ უბრალოდ რიცხვმა ბევრი საიდუმლო ამოხსნას...
შევეცადე მასზე საჭირო ინფორმაცია მენახა და ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე მისი ბიბლიუი მნიშვნელობის მოძიება.

ბიბლიაში რიცხვი 8 გამოსახავს აღდგომას/აღორძინებას/აღდგენას. ეს არის ახალი დასაწყისის სიმბოლო. 7+1=8 : რვა მოდის 7ს შემდეგ, თავად ის კი დასასრულს ნიშნავს,შესაბამისად რვა ასოცირდება ახალი ერას ან წესრიგთან.

ჯერჯერობით 8-ის მნიშვნელობაზე საუბარს აქ შევწყვეტ(მიუხედავად იმისა, რომ წინ საკმაოდ საინტერესო და დამაბნეველი ინფორმაციაა), რადგან ამ აბზაცის წაკითხვისას, პირველად ჩვენი ძვირფასი მაია გამახსენდა...სწორედ ის საწყალი თინეიჯერი, რომლის გვამიც არასდროს გვინახავს!...
მაია შესაძლოა მატყუარებისთვის მკვდარი, თუმცა ამავდროულად სიკვდილის მომასწავებელი იყოს...ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა ელისონის გაუჩინარების ღამეს, თუმცა ერთი რამ ვიცით: მაშინ გოგონებმა ისეთი რამ ჩაიდინეს, რომ A-ში მონსტრი გააღვიძეს და სწორედ ისინი გახდნენ "უცნობი ნაცნობის" ცხოვრების რადიკალურად შეცვლის მიზეზი. ვერანაირად დავამტკიცებ, რომ მატყუარების მსხვერპლი მაშინ მაია გახდა, თუმცა ყველა დამეთანხმებით, რომ მისი სახელი მაინც უამვრავ ეჭვთან და საიდუმლოსთან ასოცირდება...

დავუბრუნდეთ კერძოდ რიცხვი 8-ს მნიშვნელობას...
ახალი ერის და წესრიგის დასაწყისი...A გოგონებისთვის ახალი, არც თუ ისე ბედნიერი ცხოვრების დასაწყისს წარმოადგენს, მაია კი ემილისთვის "ახალი წესრიგი" იყო. რომ არა იგი, შესაძლოა ემილი საკუთარ თავს სიმართლეში არ გამოსტყდომოდა.
რაც შეეხება აღდგომას. შესაძლოა A-ს ამ რიცხვში არ უგულისხმია რაღაც ჩახლართული და გაუგებარი. გამორიცხული არ არის, ამით იგი პირდაპირ გვეუბნებოდეს, რომ იგი "მკვდრეთით აღსდგა" (შესაძლოა ის არ მომკვდარა, თუმცა დანარჩენებისთვის ხომ 'ამ-ქვეყნიდან-ნაადრევად-წასული-ახალგაზრდაა'?!)...

შესაძლოა ამ ყველაფრის წაკითხვისას გაგეცინოთ,სულელი დამიძახოთ და ამ თეორიას უაზრობა უწოდოთ, თუმცა რომ არ დამედო არ შემეძლოა.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Apr 30 2016, 17:27

თეორია - ჰანა მერი დრეიკის შვილია

ვიცი თავიდან ყველაფერი დამაბნევლად ჟღერს თუმცა კარგად დაფიქრდით. ჰანა არცერთ სეზონში, არასოდეს ყოფილა ისეთი საეჭვო და უცნაური როგორიც მეექვსე ნაწილში. ბევრმა ისიც კი იფიქრა, რომ ტყუპისცალი რომელიც ფინალის ბოლოს უნდა გამოაშკარავებულიყო ჰანას იდენტური და იქნებოდა რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჯგუფს მართავდა. თუმცა ფინალურ სერიაში გავიგეთ ტყუპისცალის ვინაობა რომელიც ჯესიკა დილაურენტისის და - მერი დრეიკი აღმოჩნდა. თეორია შემდეგში მდგომარეობს - ჰანა ამ სეზონის განმავლობაში უცნაურად იმ საიდუმლოს გამო იქცეოდა რომელიც მან გაიგო. მერი დრეიკს შესაძლოა ჰყავდა ორი შვილი - შარლოტი და ჰანა - რომელიც შემდგომ დილაურენტის და მერინებმა იშვილეს. ამ შემთხვევაში ჰანა და ელისონი ბიძაშვილები გამოდიან - და შესაძლოა სწორედ ამიტომ გვანან ისინი ერთმანეთს გარეგნობით. მერი დრეიკისა და როლინსის მთავარი მიზანიც ეს იყო. სერიის ბოლოს მერი ამბობს: როგორც იქნა საბოლოოდ დავიბრუნე ყველაფერი რაც ჩემი უნდა ყოფილიყო. იგულისხმება: სახლი, ფული, და ჰანა. ამიტომაც ვხედავთ როგორ დაიბრუნა მერიმ სახლი, ასევე ფული და საბოლოოდ ბოლო წუთებში ჰანა. სწორედ ეს ახსნის მიზეზს თუ რატომ ხედავდა ამ ხნის განმავლობაში ჰანა ტყუპებს.

* ელისონმა ტყუპების ისტორია ჰანას მოუყვა.
* მესამე სეზონის ჰელოუინის სერიაში ვხედავთ ელისონის მოყოლილი ისტორიიდან ერთ-ერთ ტყუპს ჰანას სახლში.
* მეოთხე სეზონის ჰელოუინზე ჰანა სასაფლაოზე ხედავს ორ წითელ ქურთუკიან ტყუპს.
* ასევე უნდა ითქვას, რომ ჰანა და ეშლი ერთმანეთს არ გვანან რასაც ვერ ვიტყვით ჰანასა და მერიზე.
* და ბოლოს - ერთადერთი ადამიანები ვინც სერიაში ძალიან გვანან ერთმანეთს ჰანა და ელისონი არიან.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Apr 30 2016, 17:35

თეორია - ყველაფრის უკან კვლავ მონა დგას

ეს თეორია ეკუთვნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უარყოფით გმირს - რომელსაც ხალხი დღემდე ვერ ენდობა და ეს რაქმაუნდა არის მონა ვენდერვოლი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მეექვსე სეზონის ფინალში მომხდარი მოვლენების შემდეგ როგორ მოსდით მატყუარებს მესიჯი ახალი ბოროტმოქმედისაგან რომელიც თავის თავს უწოდებს - A.D-ს. მოცემულ თეორიაში ჩამოთვლილი იქნება მიზეზები და არგუმენტები იმის შესახებ თუ რატომ შეიძლება ყველაფრის უკან როგორც ყოველთვის იდგეს მონა. მაშ ასე, თავიდან დავიწყოთ. რა ვიცით მონას შესახებ? სერიალის მეორე სეზონში ვიგებთ რომ პირველი, ორიგინალი ბოროტმოქმედი რომელიც საკუთარ თავს "A"-ს უწოდებს არის მონა. მისი მიზეზები და მოტივი კი არის:

* ის, რომ ელისონი მას ჩაგრავდა, დასცინოდა და უარყოფდა მის ნამდვილ სახეს.
* მონას ძალიან უყვარს თამაშები და ეს აერთხელ მოგვისმენია მისგან.
* მისი მთავარი მიზანი იყო ელისონის ადგილი დაეკავებინა და სწორედ ამიტომ ურჩია იმ ღამით ელისონს გაუჩინარება.
* როგორც თითონ იძახის მონას ძირითადი მოტივი რის გამოც ის ამდენი ხნის განმავლობაში აშანტაჟებდა გოგონებს იყო - ჰანა და ის რომ მას ჰანა წაართვეს.
* მეორე სეზონის ბოლოს ასევე ვიგებთ, რომ მას სჭირდა "გაორება" - რაც ნიშნავს რომ ადამიანი იხლიჩება - "ორ ადამიანად".
* სწორედ ამიტომ აკეთებდა მონა ამ ყველაფერს ასეთი აუტანელი მეთოდებით (საიდუმლოებების გამოაშკარავება, ჰანას მანქანით გატანა, გოგონებზე უამრავი რამის დაბრალება)
* საბოლოო ჯამში ვიგებთ რომ ადამიანი ვინც ეს თამაში დაიწყო და საფუძველი ჩაუყარა "A ჯგუფს"-ს, იყო მონა.
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე თუ რატომ შეიძლება ამდენი სეზონის შემდეგ ყველაფრის ბოლოში კვლავ ის იდგეს. მოცემულია ათი მიზეზი რომელიც ყველანაირად გვარწმუნებს იმაში რომ მონა არის A.D.

1. მეექვსე სეზონი არის სერიალის განმეორება რომელიც აღწერს იმ საღამოს როდესაც ელისონი გაუჩინარდა... ელისონის მაგივრად ამჯერად გაუჩინარდა და გარდაიცვალა ჩარლოტი... და მრავალი სხვა პარალელი.. შესაძლოა ისევე როგორც ადრინდელ სეზონებში მონას მარტივად შეეძლო თამაშის გაგრძელება ვინაიდან მან შარლოტი მოიშორა.
2. როგორც მეექვსე სეზონის მეთერმეტე სერიაში ჩანს, ვიგებთ, რომ მონამ ჩარლოტის რედლიდან გამოშვების გასაუბრებაზე ძალიან გულისამაჩუყებლად ისაუბრა და თქვა რომ გამოეშვათ შარლოტი საავამდყოფოდან - თუმცა როგორც ყოველთვის მონას არასოდეს არ უნდა ენდო და თუ ამას სხვა თვალით შევხედავთ მონას ლაპარაკი შესაძლოა სხვა აზრს ატარებდეს: გამოუშვით შარლოტი საავადმყოფოდან რომ მოვკლა.
3. თამაში. ამ სერიალის ერთ-ერთი მთავარი არსი არის თამაში. სერიალიდან კი ერთადერთი გმირი რომელიც ვიცით რომ თამაშზე გიჟდება მონაა. თუ დაუკვირდებით ამას მაშინვე მიხვდებით.
4. ტობი - A ჯგუფში მხოლოდ იმის გამო მუშაობდა რომ ორმაგი აგენტი ყოფილიყო და სპსენსერი დაეცვა.
ეზრა - იმიტომ რომ წიგნს წერდა და ძირითადად ყველაფერს წიფნის გამო აკეთებდა.
შარლოტი - მისი მთავარი მიზანი საკუთარი დის პოვნა იყო. და დარჩა ვინ? მონა. ხოლო მისი მთავარი მიზანი - თამაში იყო.
5. მონამ უამრავი რამ დაგეგმა სერიალის განმავლობაში რამაც მაყურებელი ძალიან გააკვირვა. თუნდაც ავიღოთ მისი სიკვდილი - რომელიც მისი დაგეგმილი იყო რომ საბოლოოდ "A" დაემარცხებინა, ის ვინც მას თამაში წაართვა. შესაძლოა რომ ახლაც გეგმავდეს რაიმეს...
6. შარლოტის სიკვდილით მონას ძალიან მარტივად შეეძლო ესარგებლა და დაებრუნებინა რა? ის რაცან გამოიგონა.
7. ჩვენ ვიცით თუ როგორ უყვარს მონას ჩაცმა, მასკები, აქსესუარები. ისიც ვიცით, რომ მთავარი - მთავარი A ანუ A.D - ყოველთვის სხვადასხვანაირი მასკებით დადიოდა გოგონების სათვალთვალოდ.
8. როდესაც პირველად ვიხილეთ მთავარი A - დავინახეთ ის ჩაცმული მოხუცი კაცის, ფორმაში თუ როგორ გამოდიოდა რედლის სასტუმროდან.... არ მოგეჩვენათ ეს სცენა ცოტა უცნაურად? ჩვენ ვიცით რომ მარლენს ძალიან უყვარს პარალელების გავლება, სცენების გამეორება სხვადახვა სეზონებში და ა.შ. პირადად ეს სცენა კი შეიძლება მივამგვანოთ სცენას როდესაც მონა პირველად გამოდის რედლის საავამდყოფოდან მესამე სეზონში.
9. ვიცით რომ მესამე სეზონში მონა შიგადაშიგ იპარებოდა საავამდყოფოდან და სწორედ ასე მოხვდა ის ჰელოუინის მატარებელში თუმცა ბარათი რომლითაც ის საავამდყოფოდან გადიოდა იყო ყალბი... ანუ ყალბი სახელი. და რა ინიციალები ამოიკითხება მონას ბარათიდან? "Ali Dee" ანუ შემოკლებით - "A.D"
10. და ბოლო მიზეზი. ყველაფერი დაიწყო მონამ, და ხელახლა ყველაფერს ის დაამთავრებს.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Sat Apr 30 2016, 17:43

თეორია - "A" ეკუთვნის არიას

მარლენმა სოციალურ ქსელში რამდენჯერმე მოიტყუა კიდეც "A"-ს ვინაობის თაობაზე, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ამ მართლაც უმაგრეს გამოაშკარავებას სერიალის ბოლოსკენ იტოვებდნენ. თეორის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არია მონტგომერი არის მთავარი - "მთავარი A", რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა მთელს "A" ჯგუფს და მის წევრებს. მაშ ასე თავიდან რომ დავიწყოთ არგუმენტებისა და მოტივების მოყვანა, ყველაფერი სიის მიხედვით დავალაგოთ.

* ზოგადად ალბათ ყველანი დაუკვირდებით ამ შინაარსის აზრს - ოთხ გოგონას მოსდის მუქარა რომ მათი ყველა ტყუილი და დანაშაული გამჟღავნდება შეტყობინების სახით, თუ ისინი იმას არ გააკეთებენ რაც "A"-ს უნდა და საბოლოოდ გამოაშკარავება რომ ამ ოთხი გოგოდან ყველაფერს ერთ-ერთი აკეთებს არის უმაგრესი.
* თუ კარგად დაუკვირდებით ყველა შეკრებაზე სადაც კი გოგონები ერთად ათევენ ღამეს, არია მათ შორის ყოველთვის პირველია ვინც იღვიძებს... თითქოს წინასწარ იცოდეს რა როდის მოხდება.
* რატომღაც ხუთი სეზონის განმავლობაში არია ერთადერთი იყო ვინც პრომოში (სერიალის შესავალში) მთავარ - "Shh"-ს აკეთებდა. როდესაც პროდიუსერებს ჰკითხეს თუ რატომ აირჩიეს მათ არია, მარლენმა უბრალოდ თქვა რომ ლუსი ყველაზე კარგად ირგებდა ამ როლს.
* არიას მთავარი მოტივი შეიძლება თავდაპირველად სულაც არ იყო შანტაჟი. ჩვენ ვნახეთ მეორე სეზონის დასასრულში რომ მონამ თავი გამოიაშკარავა როგორც ორიგინალმა "A"-მ, მას შემდეგ მან სპენსერს შესთავაზა რომ "A" ჯგუფში ისიც შესულიყო თუმცა შეიძლება ითქვას სპენსერმა ამას თავი დააღწია. რა შეუშლიდა მონას ხელს არიასთვისაც შეეთავაზებინა იგივე? მოდი ეს განვავრცოთ:
* სერიალის დასაწყისში ელისონის გაუჩინარების შემდეგ პირველივე სცენაში ვხედავთ არიას - რომელიც აისლენდიდან ჩამოვიდა და დაღონებული ჩანს (ვფიქრობ ამ დროს უკვე შეთავაზებული ჰქონდა მონას მისთვის "A" ჯგუფში გაწევრიანება)
* ყოველთვის სადაც დაუკვირდებით არია ერთადერთია რომელიც პირველი პოულობს გამოსავალს მძიმე მდგომარეობიდან - მისი "A" ჯგუფში ყოფნის მოტივი შეიძლება ისიც ყოფილიყო რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ეთქვა გოგონების წინაშე სიმართლე და მონას მალულად დახმარებოდა. ამიტომაცაა არია პირველი რომელიც კითხულობს "A"-ს მესიჯებს, და ყოველთვის გაღიზიანებული მიმიკა აქვს.
* ჩვენ ვნახეთ კიდეც სცენა სადაც მონა საავამდყოფო რედლიდან სკოლაში ბრუნდება და კიბეებთან არიას ესალმება თუმცა პასუხის მაგივრად მის გამანადგურებელ მზერას უყურებს. (ხანდახან ისეთი გრძნობაც შეიძლება გაგიჩნდეს თითქოს თვალით ერთმანეთს რაღაცას ანიშნებენ)
* აქედან გამომდინარე იმასაც შეატყობით, რომ არიას არასოდეს მტკივნეული არაფერი მოსვლია. ის ძირითადად მთელი სერიალის განმავლობაში დარდობს ეზრასა და მის ოჯახზე. შეგვიძლია გავიხსენოთ სცენა სადაც არია ყუთშია ჩაკეტილი გარეტის გვამთან ერთად თუმცა ამასაც უადვილესი ახსნა აქვს. რამდენიმე ეპიზოდით ადრე არია მიდის რედლიში მონას სანახავად და ეუბნება, რომ თამაშს თავი დაანებოს, რომ თუ ამ ყველაფერს ისევ ის აკეთებს არია მას მწარედ ანანებს ყველფერს და ა.შ ... და რას ვხედავთ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ? არია ჩაკეტილია ყუთში გარეტის გვამთან ერთად - რასაც შეიძლება მონას შურისძიებაც დავარქვათ. მითუმეტეს რომ მეორე ვარიანტში როგორც გავიგეთ რომ არია მელისამ ჩაკეტა ყუთში ვილდენთან ერთად - ეს უფრო საეჭვოს ხდის ყველაფერს. მთავარი კითხვა ამ შემთხვევაში ისაა თუ რატომ ჩაკეტა მელისამ მაინცდამაინც არია ყუთში და რატომ უპირებდა მას მატარებლიდან გადაგდებას? რატომ არია და არა თუნდაც ჰანა?
* შემდეგი ეტაპი - თოჯინების სახლი, მეხუთე სეზონის ბოლოს. მგონია ყველამ იცით სეზონის ბოლოს როგორ გაიტაცა გოგონები "A"-მ და თოჯინების სახლში ჩაკეტა თუმცა თეორიის ქვემოთ მე დავურთავ ვიდეოს ლინკს სადაც ნახავთ იმ მომენტს რომელზეც მე ახლა ვილაპარაკებ. როდესაც გოგონები თოჯინების სახლში იღვიძებენ ვხედავთ როგორი შეშინებულია სპენსერი რომელიც პირველივე ცდაზე სკამით ამტვრევს ფანჯარას. ასევე ემილის რომელიც პანიკაში ვარდება და გოგონების სახელებს ყვირის, და ჰანას ტელეფონით ხელში ძალიან შეშინებული სახით. თუმცა თუ კარგად დააკვირდებით არიას არანაირად არ აქვს შეშინებული მიმიკა - პირიქით მისი სახე ამ შემთხვევაში უფრო დაბნეულია და პირველი რასაც ის აკეთებს არის შემდეგი ფრაზის თქმა "what the...?" სხვებთან შედარებით არიას სახე შემდეგს უფრო გამოხატავს "უკვე ამ გეგმაზე მოვედით?"
* ასევე მგონი ყველას გვახსოვს სცენა სადაც გოგონები საკუთარ ოთახებში შედიან თოჯინების სახლში და ისმის ყვირილი, სათითაოდ თითოეული მათგანის. ამ ვიდეოს ლინკიც ქვემოთაა და ალბათ შენიშნავთ რომ ყვირის ჰანა, ემილი და სპენსერი - არა არია. პირიქით, ვიდეოზე დაკვირვებით არია ამოწმებს ყველანი შევლენ თუ არა ოთახში და ბოლოს ის აღებს საკუთარი ოთახის კარს რომელშიც ვხედავთ რომ ოთახში არაფერი არ დგას.
* ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესამჩნევი მინიშნებაა ისაა, როდესაც ვიხილეთ გოგონების შანტაჟის ფლეშბექი თოჯინების სახლზე. სპენსერს ახსენდება თუ როგორ გაიღვიძა სისხლიანი მაიკით და ფიქრობდა რომ ვიღაცას რაღაც დაუშავა რაც მართლა საშინელებაა. ემილის ვხედავთ როგორაა მიერთებული აპარატზე სადაც სათანადო ღილაკებია რომელზე დაჭერითაც ის სხვა გოგონებს ტკივილს მიაყენებს... ჰანას ასევე სირენებისა და გამაყრუებელი ხმის ქვეშ რომელიც ძალიან ხმამაღალი და მტკვინეულია. და ბოლოს არიას? რომელსაც რა უქნეს...? თმა მოაჭრეს. თქვენი აზრი ნამდვილად არ ვიცი თუმცა ამ ყველაფრის ფონზე თმის შეღებვა მგონი ძალიან უაზრო და მარტივი "ტანჯვაა".
* "A" არასოდეს ყოფილა არიას სახლში.
* არია გვინახავს წითელ ქურთუკშიც, ისევე როგორც შავ უნიფორმაში.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: თეორიები

Post by Bennu ♥ on Thu Jun 09 2016, 11:32

თეორია - "A" ეკუთვნის ელისონს

მეექვსე სეზონის ფინალური სერიიდან ვიგებთ რომ ის ახალი ბოროტმოქმედი ვინც მატყუარების ხელში ჩაგდებას აპირებს თავის თავს A - ს ეძახის. სერიალში ხშირად ყოფილა გამოყენებული ისეთი ეშმაკური ტყუილები რომლებსაც მაყურებელი დაუბნევია. თუნდაც ის რომ ყოველთვის როდესაც რომელიმე გმირი შავდება და საავამდყოფოში ტკივილ გამაყუჩებელი აქვს მიღებული აუცილებლად გარდაცვლილი უნდა დაესიზმროს რაც სინამდვილეში სიზმარი არასოდეს ყოფილა. მაგ: ჰანა საავამდყოფოში როდესაც დაინახა ელისონი , არია სახლში წამლის ზემოქმედების ქვეშ როდესაც ოთახში დაინახა ელისონი, ელისონი როდესაც დაინახა დედამისი საავამდყოფოში და ა.შ. ესეც შესაძლოა იყოს ერთი დამაბნეველი ხერხი იმისა რომ მაყურებელი მოტყუვდეს. ყველა მაშინვე მიხვდებოდა რ ელისონ დილაურენტისის ინიციალები იყო თუმცა მის გამო რომ ეს თვალნათლივ ჩანს ეჭვი არავის აუღია თავად ელისონზე. იქნებ ამდენი ხნის განმავლობაში ის სულაც არ შეიცვალა და ამდენი ხანი თავს კეთილად აჩვენებდა ყველას მათ შორის მატყუარებს. თუ დავუკვირდებით ელისონი მეექვსე სეზონშიც ისეთივე ეგოისტი იყო როგორც ყოველთვის. მაგ: მან დაიბარა გოგონები როუსვუდში იმისათვის რომ საკუთარი და გამოეშვათ საავამდყოფოდან და ისიც უთხრა მატყუარებს რომ არ ანტერესებდა ისინი აპატიებდნენ თუ არა შარლოტას, მისთვის მთავარი იყო ის გამოეშვათ ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ მათ ტყუილი თხოვა როგორც ყოველთვის ხდებოდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ სერიალის მთავარი გმირი ელისონია და ეს თამაში, მკვლელობები, შანტაჟი - ყველაფერი დაიწყო იმ ღამიდან რაც ელისონი გაუჩინარდა. შესაძლოა მერი დრეიკისა და ელიოტის გეგმა სულაც არაა კავშირში ახალ ბოროტმოქმედთან და ელისონმა არც იცის ამ ორის გეგმის შესახებ. თუმცა ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას რომ ელისონი შესაძლოა იყოს A.D. ამასთან ერთად ისიც დავამატოთ თუ რა იქნებოდა მისი მოტივი. რათქმაუნდა შარლოტის სიკვდილი. მან თავიდანვე ბრალი დასდო მატყუარებს და ეჭვის თვალით უყურებდა მათ. მისი შურისძიებაც ეს იქნებოდა, თუ დაუკვირდებით ელისონი მეხუთე სეზონში ყველაზე აუტანელი ჰანასთვის იყო ამიტომაც შეიცვალა ჰანამ თმის სტილი და სხვა მრავალი რამ. შესაძლოა სწორედ მან გაიტაცა ჰანა და როგორც მონა ახერხებდა საავამდყოფოდან ჩუმად გაპარვას ასე იქცევა ელისონიც. ასევე ისიც გავიხსენოთ რომ იანი ეკლესიის კიბიდან ელისონმა გადააგდო რაც შეიძლება გაემეორებინა. არ დაგავიწყდეთ რომ ელისონის გამო დაიწყო ყველაფერი, და ყველაზე გასაკვირი იქნება თუ A - მართლაც ის აღმოჩნდება.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Page 3 of 3 Previous  1, 2, 3

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum