Log in

I forgot my password

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


გილოცავთ დედის დღეს!

View previous topic View next topic Go down

გილოცავთ დედის დღეს!

Post by RonaldoFan on Tue Mar 03 2015, 02:47

არც კი ვიცი საიდან დავიწყო..
როგორ ან რა უნდა დავწერო ისეთი, რომ გამოვხატო რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩემთვის..
დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი
დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.
დედა არის ადამიანი რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენზე, ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს.
ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს არ მოგვაკლოს არაფერი და ჩვენსგან რას ითხოვს?
მხოლოდ იმას, რომ ვიყოთ საამაყოები და კარგები,მაგრამ ჩვენ ნაკლებად
ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა,
ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია.დედა სიცოცხლის წყაროა,
სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ
ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია,ის არის ჩვენთვის ყველაზე
კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ?
როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმე ”ვაიმე
დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა
მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედას ”გამარჯობის” მაგივრად შენი
წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება,
როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა
იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ
გირჩევს და გაგიგებს. ...
.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას
ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი
შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი
მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია
დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..

გილოცავთ ! ეს დიდი დღეა.
ყველა დედას ვულოცავ და მომავალ დედებსაც, ვუსურვებ ჩემს თავსაც და ყველას, რომ კარგი და მზრუნველი დედები იყოთ ! :*

პირველ რიგში კი ჩემს ერთადერთ მისაბაძ ქალს, ჩემს ულამაზეს და უსაყვარლეს დედიკოს ვულოცავ.
მისნაირი ბევრი არ არის, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დედაჩემია.
უბრალოდ ძნელია აიტანო ყოველდღე ჩემნაირი ხასიათის მქონე ადამიანი, ძნელია ზრუნავდე შენს შვილზე და ის არ გიფასებდეს.
თუმცა ვცდილობ,ყველანაირად ვცდილობ რომ დავაფასო !
ის ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას !
მის გარეშე არაფერი არ ვარ. ეს დღე იცი რატომ მიყვარს? იმიტომ, რომ ეს დღე მახსენებს, რომ ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც ჩემი ყველანაირი შეცდომისდა მიუხედავად სულ ჩემთან იქნება და ზურგს არასდროს არ მაქცევს, არასდროს არ გამჭორავს. სულ პირდაპირი იქნება და სულ მთელი ცხოვრება რჩევებს მომცემს.

სანამ შენი გული ფეთქვას მანამდე მე ბავშვი ვარ დე, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო!
გილოცავ კიდევ ერთხელ და ყველაფერი შენთვის მინდა :*
ვეცდები, რომ ისეთი ვიყო როგორიც შენნაირ ქალს შეეფერება, ყველაზე ლამაზი და საყვარელი ხარ!
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი :)))) !

ბევრი მომენტი მქონია როდესაც ყველა მეგობარს მივუტოვებივარ, არავინ არ მყოლია საერთოდ არავინ შენს გარდა.
მიუხედავად შენი უამრავი პრობლემისა მაინც ჩემს რეჟიმზე იყავი გადმოსული, ყველაფერს მიკეთებდი და ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ ოდნავ გამეღიმა.
არადა ამ დროს ჩემზე დიდი პრობლემები გქონია.
აი რატომ მიყვარხარ დეე..
ერთადერთი ხარ ვისაც ყოველთვის ყველაფერს მოვუყვები, შენ კარგად იცი, რომ ჩემთვის მხოლოდ დედა არ ხარ, შენ ჩემი მეგობარიც ხარ, დაქალიც ,ამასწავლებელიც და მიხარია ხოლმე, რომ ამბობენ დები მეგონეთო ^____^ და კიდევ უფრო ის მიხარია როცა მეუბნებიან დედას გავხარო, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია !!!!!!

მიყვარხარ !!!!!!!!!

"სიყვარულით გაგვზარდა და 9 თვე გვატარა, ვინც არუნდა გავხდეთ ვიქნებით მისი პატარა"


RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3877
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3945
ასაკი : 17

View user profile

Back to top Go down

Re: გილოცავთ დედის დღეს!

Post by Bennu ♥ on Thu Jul 23 2015, 14:37

აი რა ვთქვა დედაჩემზე ეს წელწადნახევარია უფრო მეტად დავაფასე. <3
პ.ს ნინი შენ დედას მართლა გავხარ.

Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14291
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14753
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum