Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

View previous topic View next topic Go down

ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

Post by Espinela-Fans on Mon Feb 23 2015, 14:10

«ლოლიტა», 1955
წიგნის ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
ფილმის რეჟისორი: 1962 ედრიან ლაინი, 1997 სტენლი კუბრიკი


აშშ-ში, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა წიგნი პორნოგრაფიად და იკრძალებოდა. დასავლეთში წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ჟურნალ Time-ის მიერ გამოვლენილ 100 საუკეთესო რომანის სიაში მოხვდა. წიგნი ორჯერ გახდა რეჟისორების შთაგონების წყარო.

ედრიან ლაინის ეკრანიზაციაში, ლოლიტას როლზე 2500 მსახიობი განიხილებოდა, მათ შორის კრისტინა რიჩი და ნატალი პორტმანი. ნატალი პორტმანი რეჟისორის მიერ აირჩა, თუმცა, მსახიობი იძულებული გახდა უარი ეთქვა, რადგანაც მისი მშობლები არ დათანხმდნენ მისი მონაწილეობით ღია სცენების გადაღებას.


ნაბოკოვის სიუჟეტი ყველასთვის ცნობილია: წიგნის მთავარი გმირი ედგარ გუმბერტი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელია, რომელსაც დიდი ხანია 30 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის განიცდის არანორმალურ მიზიდულობას გოგონების მიმართ, რომელთა ასაკი 10-დან 14 წლამდე მერყეობს. ის რომანს უკვე ციხეში წერს, რომელშიც გვიყვება 10 წლის წინ მომხდარ ამბებს. 1947 წელს გუმბერტმა ოთახი იქირავა ლოლიტას დედისგან და ცოტა ხანში გაცნობიერა,რომ მისი ქალიშვილი შეუყვარდა. მან გადაწყვიტა დაქორწინებულიყო გოგონას დედაზე, რათა უფრო დაახლოებოდა თვითონ გოგონას. ლოლიტასადმი ვნებას ის აღწერს თავის დღიურში, რომელიც მის ცოლს ჩაუვარდება ხელთ. ქალი გამოააშკარავებს მას და ფსიქიატრიულში ხვდება. გუმბერტი კი ერტადერთი მეურვე ხდება ლოლიტასათვის. ისინი იწყებენ შტატებში მოგზაურობას.

ფილმში რამენიმე ხრიკს მიმართავდნენ. ასევე, მთავარ სექსუალურ სცენებში მთავარი როლის შემსრულებელს დუბლიორი ცვლიდა.
avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

Post by Espinela-Fans on Mon Feb 23 2015, 14:15

ბოკოვის ყველაზე გახმაურებული რომანი „ლოლიტა“ ის წიგნია, რომელმაც მწერლის თანამედროვეთა დიდი ნაწილი აღაშფოთა თავისი „უზნეობითა“ და „სოდომური გარყვნილებით“. როცა ერთ-ერთმა ფრანგმა რედაქტორმა მისი კითხვა დაამთავრა, აღნიშნა, რომ მსგავს სიბილწეს არასოდეს გადაჰყრია და მის დაბეჭდვაზეც უარი თქვა.

წიგნი შუახნის მამაკაცისა და პატარა გოგონას ინტიმურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, მასში აღწერილია, როგორ უყვარდება (ყოველ შემთხვევაში, თავად საკუთარ პირუტყვულ ვნებას 12 წლის ლოლიტასადმი სწორედ ამ სიტყვით ნათლავს) ჰუმბერტ ჰუმბერტს ლოლიტა.

რომანი ძალიან მძიმედ იკითხება და თუ მკითხველი მოთმინების დიდი უნარით ვერ დაიკვეხნის, ბოლომდე ჩამთავრების იმედი არც უნდა ჰქონდეს. ჰუმბერტის მონოტონური თხრობა, რომლის ერთადერთი მიზანი ისაა, მკითხველის სამსჯავროზე გააშიშვლოს საკუთარი თავი, ამავდროულად იმის დემონსტრირებაც მოახდინოს, რომ „არც ისე“ დამნაშავეა, გვარიანად მოსაწყენიც კია. ბოლოს და ბოლოს, მთელი რომანი იმის გარშემო ბრუნავს, თუ როგორ ცდილობს 30 წელს გადაცილებული მამაკაცი, მუდმივ საყვარლად შეინარჩუნოს 12 წლის გოგონა.

სიუჟეტის განვითარების პარალელურად ჰუმბერტის გაუკუღმართებული ვნებებიც (რომლებიც, ჰუმბერტისავე თქმით, მხოლოდ იმიტომაა „უკუღმართი“, რომ საზოგადოებამ ინება ასე) ვითარდება და ძალებს იკრებს. თუ თავიდან თავისი პედოფილური მიდრეკილებების გამო სინდისი ჰქენჯნიდა, ბოლოსკენ უკვე მთელი არსებით ეშვება ვნების მორევში.

„სხეულმა საუცხოოდ იცოდა, რა სწყუროდა, მაგრამ გონება მის ყოველ ვედრებას უარყოფდა. ხან შიში და სირცხვილი მეუფლებოდა, ხან კი განუსჯელი ოპტიმიზმი; საზოგადოებრივი აკრძალვა კი მახრჩობდა.“

როგორც მოსალოდნელი იყო, განსწავლული, განათლებული და პატივსაცემი ინტელიგენტის მძლავრი გონებაც დამარცხდა იმ ირაციონალური, მაგრამ ყველაფერზე მძლავრი, მაცდური ვნებების წინააღმდეგ, რომლებიც მას პატარა გოგოებისაკენ ექაჩებოდა.
„და ანაზდად გრძნობების იდუმალი ცვლილება განვიცადე, ყოფიერების იმ სიბრტყეში გადავინაცვლე, სადაც ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა, გარდა ბედნიერების იმ ნაყენისა, რომელიც ჩემს სხეულში საცაა დუღილის წერტილს მიაღწევდა.“

რაც შეეხება ლოლიტას, ის ჩვეულებრივი, ცელქი და დაუდეგარი მოზარდია, რომელსაც მამა არ ჰყავს, დედასთან კი გართულებული ურთიერთობები აქვს, ხოლო დედამისის სიკვდილის შემდეგ მთლიანად მისი მამინაცვლის, ანუ ჰუმბერტ ჰუმბერტის მფლობელობაში გადადის. ამ უჩვეულო წყვილის ინტიმური ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება, თავად ჰუმბერტიც მშვენივრად ხვდება, რომ ის მალე დასასრულს მიუახლოვდება და ასეც ხდება: ლოლიტა შეყვარებულთან ერთად გარბის და ბებერი მამინაცვალი პირში ჩალაგამოვლებული რჩება. ახლა მას ერთადერთი რამ ამოძრავებს – შურისძიების წყურვილი. უნდა ლოლიტას საყვარელი იპოვოს და სიცოცხლეს გამოასალმოს.

რომანის ბოლოს ის საწადელს აღწევს, მაგრამ ამით, ბუნებრივია, უკვე სხვაზე დაქორწინებულ და დაორსულებულ ლოლიტას ვერ იბრუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ პატივაყრილი ექს-ინტელიგენტი ციხეშია გამოკეტილი, ის საკუთარი ცხოვრებიდან ბევრს არაფერს ნანობს და თავს ბედნიერადაც კი მიიჩნევს იმის გამო, რომ ლოლიტა თუნდაც მის მოგონებებში მუდამ იარსებებს.

avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

Post by Espinela-Fans on Mon Feb 23 2015, 14:21

chemtvis namdvili kaxpa
avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

Post by Bennu ♥ on Thu Sep 03 2015, 18:02

წელს დავიწყე ამ წიგნის წაკითხვა და რატომღაც გვერდზე გადავდე.
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: ვლადიმირ ნაბოკოვი - "ლოლიტა"

Post by Espinela-Fans on Thu Sep 03 2015, 19:44

ძალიან მიყვარს ფილმიც და წიგნიც,ერთ ერთი საუკეტესოაა,სკოლა რო დაიწყება კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო <3
avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum