Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Page 4 of 4 Previous  1, 2, 3, 4

View previous topic View next topic Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan on Fri Feb 20 2015, 21:44

მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში. ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ. ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ. სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე. ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი, მაგრამ ზედმეტნი... არა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა. საერთოდ, სულელი არ გახლავართ. ზოგჯერ თავში მომდის საკმაოდ ყურადსაღები და არცთუ ჩვეულებრივი აზრები, მაგრამ ზედმეტი ადამიანი რომ ვარ და თანაც შინაგანად ჩაკეტილი, ამიტომ ვშიშობ საკუთარი აზრების გამოთქმას. მით უმეტეს, წინასწარ ვიცი, რომ საძაგლად გამოვთქვამ. უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ზედმეტი ადამიანი ვარ, მაგრამ არცთუ საკუთარი სურვილით. თავად ავად გახლავართ, მაგრამ ავადმყოფურს ვერაფერს ვიტან. ბედნიერებაზეც არ ვიტყოდი უარს. კიდეც შევეცადე მივახლოებოდი, ხან მარჯვნიდან მივუდექი, ხან მარცხნიდან... ამიტომ საკვირველი არ არის, მეც ვყოფილიყავი მოწყენილი, როგორც ყველა სხვა მოკვდავი. მარტოხელა და მოკრძალებულ ადამიანთა უბედურება სწორედ ის არის, რომ თვალებიც კარგი აქვთ და საკმაოდ დაჭყეტილებიც, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავენ. ანდა ხედავენ მცდარად, გეგონება ნაირფერი სათვალიდან იყურებიანო, მათთვის საკუთარი აზრები და დაკვირვებები მხოლოდ ხელის შემშლელია. ვინა თქვა, რომ მხოლოდ სიმართლეა რეალობა? ტყუილიც, ისეთივე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა. ძნელია ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება!
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Espinela-Fans on Tue Feb 24 2015, 20:31

"მიდიხარ სასამართლოში და იქ თვეობით ელოდები. ფულს ხარჯავ ადვოკატებზე,რომლებმაც მშვენივრად იციან,რომ გაგაბრიყვებენ. ისმენ მოსამართლის განაჩენს,რომელიც ქუჩის უკანასკნელი მეძავივით იყიდება. მრავალი წლის წინ როდესაც ჯერ კიდევ ფულის სესხება გჭირდებოდა,მიხვედი ბანკში,გადაიხადე მძარცველური პროცენტები,მათხოვარივით იდექი მათ წინაშე ქუდით ხელში,ისინი კი გარშემო გივლიდნენ,ყოველი მხრიდან გყნოსავდნენ,უკანალში გიყოფდნენ ცხვირს,რომ გაეგოთ,შეგიძლია თუ არა ვალის გადახდა, - დონმა პაუზა გააკეთა,შემდეგ უფრო მკაცრად განაგრძო, - მაგრამ ჩემთან რომ მოსულიყავი, ჩემი საფულე შენიც გახდებოდა"
"ნათლია"
avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by nino-nina on Wed Mar 04 2015, 11:45

სიკვდილზე ბევრი არასოდეს მიფიქრია,თუმცა საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა ნამდვილად ღირს....
avatar
nino-nina

საყვარელი სერიალი : TVD da Medceziri
პოსტების რაოდენობა : 121
დაბადების თარიღი : 15.10.01
ქულები : 133
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Espinela-Fans on Wed Mar 25 2015, 15:50

ერთი რამ ტკივილის შესახებ - ის მოითხოვს რომ ვიგრძნოთ.
ვან ჰაუტენ, მე კარგი ადამიანი ვარ, მაგრამ უვარგისი მწერალი,
თქვენ უვარგისი ადამინი ხართ, მაგრამ კარგი მწერალი(ბედის,ვარსკვლავის ბრალია)

avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/İçerde
პოსტების რაოდენობა : 26145
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26759
ასაკი : 16

View user profile

Back to top Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ on Sun May 10 2015, 14:47

არჩევანს ხან თავად ადამიანი აკეთებს, ხან კი ცხოვრება ირჩევს მის ნაცვლად. - გეილ ფორმანი, "თუ დავრჩები"
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ on Thu Sep 03 2015, 17:42

RonaldoFan wrote:მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში. ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ. ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ. სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე. ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი, მაგრამ ზედმეტნი... არა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა. საერთოდ, სულელი არ გახლავართ. ზოგჯერ თავში მომდის საკმაოდ ყურადსაღები და არცთუ ჩვეულებრივი აზრები, მაგრამ ზედმეტი ადამიანი რომ ვარ და თანაც შინაგანად ჩაკეტილი, ამიტომ ვშიშობ საკუთარი აზრების გამოთქმას. მით უმეტეს, წინასწარ ვიცი, რომ საძაგლად გამოვთქვამ. უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ზედმეტი ადამიანი ვარ, მაგრამ არცთუ საკუთარი სურვილით. თავად ავად გახლავართ, მაგრამ ავადმყოფურს ვერაფერს ვიტან. ბედნიერებაზეც არ ვიტყოდი უარს. კიდეც შევეცადე მივახლოებოდი, ხან მარჯვნიდან მივუდექი, ხან მარცხნიდან... ამიტომ საკვირველი არ არის, მეც ვყოფილიყავი მოწყენილი, როგორც ყველა სხვა მოკვდავი. მარტოხელა და მოკრძალებულ ადამიანთა უბედურება სწორედ ის არის, რომ თვალებიც კარგი აქვთ და საკმაოდ დაჭყეტილებიც, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავენ. ანდა ხედავენ მცდარად, გეგონება ნაირფერი სათვალიდან იყურებიანო, მათთვის საკუთარი აზრები და დაკვირვებები მხოლოდ ხელის შემშლელია. ვინა თქვა, რომ მხოლოდ სიმართლეა რეალობა? ტყუილიც, ისეთივე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა. ძნელია ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება!
ეს ფრაზა საიდანაა?
avatar
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14284
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14740
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Page 4 of 4 Previous  1, 2, 3, 4

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum