Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Vote_lcap75%საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Vote_rcap 75% [ 41 ]
საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Vote_lcap25%საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

+3
MaRiami
Mariko
RonaldoFan
7 posters

Page 3 of 4 Previous  1, 2, 3, 4  Next

Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan Sun Jan 18 2015, 12:20

– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…

(ჯინსების თაობა) საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ Sun Jan 18 2015, 12:29

RonaldoFan wrote:– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…

(ჯინსების თაობა) საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1910297417

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 978333356 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 978333356 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 978333356 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 978333356 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 978333356
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ Sun Jan 18 2015, 12:30

samwuxarod ar viwer frazebs sherlokidna maqvs monishnuli marto emre vanxva wigns da davweer amis emre rasac wvaikitxav unda maobvviwero frazebii
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Hermione Granger Tue Jan 20 2015, 11:32

ნათლიას'' განსაკუთრებულ დიდ პატივს ვცემ და მიყვარს
ვგიჯდები დონ კორლეონეზე
 ხელით ამოწერა მეზარება და დავძევ სიტებზე ეწერება უეჭველი. ტუმცა '''ნათლია'' თავიდან  ბოლომდე ამოსაწერია რადგან ერთი დიდი გაკვეთილია
სუპერ წიგნია


მცირე ამონარიდები წიგნიდან:

“სილამაზე მისთვის ჯადოსნურ დამცავ ფარად ქცეულიყო.“

„საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“

„ .. გეგონა, ეს სამყარო უსაფრთხო ადგილია, სადაც შენს გემოზე შეგიძლია იცხოვრო. არასოდეს გიზრუნია იმაზე, რომ საიმედო მეგობრები შეგეძინა. შენ ხომ პოლიცია გიცავდა. გარდა ამისა, ხომ არსებობს სასამართლო, სადაც საჭიროების შემთხვევაში მისვლა შეგეძლო და ის დაგიცავდა. შენ არ გჭირდებოდა დონ კორლეონე. ძალიან კარგი მე შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. არა ვარ ის კაცი, ვინ იმეგობრებს ადამიანთან, ვინც ვერ აფასებს მეგობრობას, – სათანადოდ ვერ მაფასებს."

„ .. კაცი, რომელიც შვილებს მამობას არ უწევს, ვერასოდეს იქნება ნამდვილი კაცი.“

„ ... მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.“

„– მის საწინააღმდეგოდ ხმას ვერავინ იღებს.
– ის კაცი ბიზნესმენია, – თქვა დონმა, – ისეთ რაღაც შევთავაზებ, უარს ვერ იტყვის.“

„ – შედი ჩემს საწყალ ქმართან პალატაში... გკითხულობდა. შენი ქალიშვილის ქორწილში უნდოდა მოსვლა, პატივისცემა რომ გამოეხატა, მაგრამ ექიმებმა არ გამოუშვეს. მაშინ თქვა, რომ შენ თვითონ მოხვიდოდი მასთან ამ დიდებულ დღეს, მაგრამ არ დავიჯერე ოო, კაცებს მეგობრობა სულ სხვანაირად გესმის, ვიდრე ჩვენ, ქალებს.“

„პორტფელიდან ადვოკატს გაცილებით მეტი შეუძლია მოიპაროს, ვიდრე ავტომატებით შეიარარებულ ას კაცს.“

„საუკეთესო კოსმეტოლოგებზე დახარჯული ფულის მიუხედავად, ასაკი მაინც ცხდადა ეტყობოდა, – კანი სახეზე თითქოს ცალკეული ნაკუწებისაგნ დაეკემსათ. თუმცაღა მის მოძრაობაში საოცარი სასიცოცხლო ენერგია იგრძნობოდა და ამავე დროს, ის თვისებაც აშკარად ჰქონდა, რაც დონ კორლეონეს: აურა კაცის, ვინც ერთპიროვნულად მართავას სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს.“


[i]„მოლაპრაკების ხელოვნება მას თვით დონ კორლეონემ ასწავლა.
–არასოდეს გაბრაზდე,–არიგებდა დონი, –ა რასოდეს დაემუქრო. იმსჯელე ადამიანებთან ერთად, საუბარში აიყოლიე.
სიტყვა "მსჯელობა" იტალიურად უკეთ ჟღერდა "რაგიონარე", ანუ ხელახლა გაერთიანება, მიმხრობა. მოლაპრაკების ხელოვნება მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა შეურაცხოფა, ყველა მუქარა უნდა უგულებელყო და მეორე ლოყა მიუშვირო. ჰეიგენს ნანახი ჰქონდა, როგორ უჯდა დო
ნ კორლეონე მოლაპრაკების მაგიდას რვა საათის განმავლობაში, ყლაპავდა შეურაცხოფას, ცდილობდა დაერწმუნებინა ერთი ცნობილი მაგარი კაცი, რომელსაც ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე. რვასაათიანი მოლაპრაკების შემდეგ დონმა ხელები გაასავსავა და მაგიდასთან მსხდომებს მიმართა: "არა, ამ კაცს ვერავინ დაარწმუნებს ამქვეყნად," – მერე კი ადგა და ოთახიდან გავიდა. მაგარი კაცი გაფითრდა, სასწრაფოდ გაგზავნა თავისი ხალხი დონ კორლეონეს მოსაყვანად. დონი დაბრუნდა, შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ მაგარი კაცი თავის საყვარელ სადალაქოში ჩაცხრილეს.“

„ ეს ტიპი სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს, მათი გარეგნული, სენტიმენტალურ–ემოციური მნიშვნელობით ვერ ხვდება, რა იამალება ნათქვამის უკან. ნათქვამის არსს ელემენტალურად ვერ ჩასწვდა.“

„არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში.“

„ არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.“

[/i]
[i][i]„ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, პროფესიონალი მომღერალი რამდენადაა დამოკიდებული ტექნიკურ საშუალებებზე, მისი ხმა საუკეთესოდ, რომ ჟრედეს.“

„– მე არასდროს ვატყუებ იმას, ვინც მეგობრად მივიღე.“
„–გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით 
დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება.“

„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია; მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა.“

„არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

[/i][/i]
[i][i][i]„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს.“

„ამის საპასუხოდ დონ კორლეონემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდათ და რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქ მყოფთა შორის იგი ყველაზე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია; კეთილგონიერი და გულწრფელი, კაცი, რომელიც საქმის გულისგოსლა ჭვრეტს. გარკვეული გაგებით, მან ისეთივე ცნობილი სიტყვა ეარმოთქვა, როგორიც ჩერჩილის სახელგანთქმული „რკინის ფარდა“ გახლდათ.

–რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს,–დაიწყო მან– მაშნ ველურ მხეცებს დავემსაგვსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთისა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ.“

[/i][/i][/i]
[i][i][i][i]„წყალობა მხოლოდ ოჯახისგან მოდის და ოჯახისადმი საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ნდობა გვამრთებს.“

„სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა.“

„– ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვეღარ იტყვის, – ჩუმად თქვა მაიკლმა.
ამ ჩვეულებრივი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა იქ მყოფებზე საოცრად იმოქმედა, ჟრუანტელმა დაუარათ. ეს დონის საყვარელი ფრაზა იყო.“
„ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.“

[/i][/i][/i][/i]
[i][i][i][i][i]„მაიკლი თავის ნადმვილ ძალას უცხო თვალისგან საგულდაგულოდ ფარავდა, იზიარებდა მამის დევზს, რომლის თანახმად, შენს ღირსებებს მეგობრები ბოლომდე ვერ უნდა აფასებდნენ, მტრებს კი შენს სისუსტეებზე გადაჭრბებული წარმოდგენა ჰქონდეთ.“

„როდესაც ჰეიგენი ოთახიდან გავიდა, მაიკლმა მამას ხუმრობით უთხრა:
– ესე იგი, შენ ყველაფერი მასწავლე ამის გარდა, როგორ ვუთხრა ადამიანს „არა“ ისე, რომ კმაყოფილი დარჩეს?
– ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, ‘არა’ ძალიან ხშირად არ უნდა უთხრა. მთელი საიდუმლო ესაა, ხოლო როცა ეუბნები ‘არას’, ეს ისე უნდა ჟღედეს, თითქოსდა ეუბნები ‘დიახ’. ან იქამდე უნდა მიიყვანო, რომ თვითონვე თქვან: ‘არა’. ეს დროსა და წვალებას მოითხოვს.“

„– შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაციებული უნდა მიირთვა; მაშინაა გემრიელი.“

„არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ“.

[/i][/i][/i][/i][/i]
[i][i][i][i][i][i]„მაიკლი პირველად მიხვდა, მამამისის მსგავსი ადამიანები საზოგადოების ლოიალურ წევრობას ქურდობასა და მკვლელობას რატომ ამჯობინებდბნენ. ღირსების მქონე ადამიანისთვის სიღატაკე, მუდმივი შიში და დამწირება სრულიად მიუღებელი იყო, ხოლო ამერიკაში გადასახლებული სიცილიელები მალე დარწმუნდნენ, რომ აქაური ხელისუფლება არანაკლებ სასტიკად ეპყრობოდა, ვიდრე მშობლიური“.

„დონმა ძალის წარმოუდგენელი დაძაბვით თავი აიძულა, თვალი გაეხილა და შვილისთვის კიდევ ერთხელ შეეხედა. გულის შეტევამ მისი ჩვეულებრივ წითელი სახე თითქმის გაალურჯა. ეს დონის უკანასკნელი წამები იყო. ბაღის ჰაერი შეისუნქა, თვალი ოქროსფერმა შუქმა დაუბინდა, ჩურჩულით წარმოთქვა: „რა მშვენიერია სიცოცხლე...“

„მამაისმა სიკვდილის წინ წარმოთქვა „რა მშვენიერია სიცოცხლე“. მაიკლი საერთოდ ვერ იხსენებდა, რომ დონს რაიმე ეთქვას სიკვდილზე როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ პატივს სცემდა სიკვდილს, მასზე რომ ეფილოფოსობა.“

[/i][/i][/i][/i][/i][/i]
[i][i][i][i][i][i][i]„თუკი მოვახერხებ მოვკვდე ამ სიტყვებით „რა მშვენიერია სიცოცხლე“, სხვას არაფერს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი შევძლებ მჯეროდეს საკუთარი თავისა, დანარჩენს მართლა არ ექნებაო მნიშვნელობა.“

„ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ლამის თხოვენ მომკალითო, – თქვა მან, – შენ ისინი არაერთხელ გინახავს. ასეთები კარტის თამაშისას ჩხუბს ტეხენ, გაცოფებული გადმოხტებიან ხოლმე მანქანიდან, თუკი ვინმემ შემთხვევით მათ ავტომობილის გვერდი ოდნავ გაუკაწრა, შეურაცხოფას აყენებენ და აღიზიანებენ ადამიანებს, რომელთა შესაძლებლობაზე წარმოდგენაც არ აქვთ. 
მინახავს ბრიყვი, რომელიც უაღრესად საშიიში ადამიანების მთელ ჯგუფს იწვევედა მაშინ, როცა ზურგს არავინ და არაფერი უმაგრებდა. ასეთები ამქვეყნად თითქოსდა დაეხეტებიან ყვირილით: „მომკალით, მომკალით“... და ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ამ თხოვნას შეასრულებს. ასეთების შესახებ გაზეთებში ყოველთვის ვკითხულობთ და ასეთები რასაკვირველია გარშემომყოფებს მეტად დიდ ზიანს აყენებენ.“

”ქეი ხედავდა, როგორ იდგა მაიკლი, მათი პატივის მისაღებად მზად იყო. ველი რომაელი იმპერატორების ქანდაკებები გაახსენდა, იმპერატორებისა, რომლებიც ღვთაებრივი უფლებით ქვეშედრდომთა სიკვდილ-სიცოცხლეს ერთპიროვნულად წყვეტდნენ. ცალი ხელი წელზე ედო. სახეზე ამაყი, ძლიერი გამომეტყველება დასთამაშებდა, ოდნავ გვერდზე წინ გაწეულ ფეხს სხეული თავისუფლად ერდნობოდა. მის წინ კაპორეჟიმეები იდგნენ. და ქეი იმწამს მიხვდა: ყველაფერი რასაც კონი მაიკლს აბრალებდა, მართალი იყო.” 

[/i][/i][/i][/i][/i][/i][/i]
Hermione Granger
Hermione Granger

საყვარელი სერიალი : დიდებული საუკუნე
პოსტების რაოდენობა : 3177
დაბადების თარიღი : 12.04.90
ქულები : 3386
ასაკი : 34

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan Sat Jan 24 2015, 13:09

,, ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გყვარებია?! – დიახ, ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს”. - ტრიუმფალური თაღი
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ Sat Jan 24 2015, 21:46

RonaldoFan wrote:,, ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გყვარებია?! – დიახ, ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს”. - ტრიუმფალური თაღი

es fraza vicodi ogon am wignidna tu iyo araa
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan Sat Jan 24 2015, 22:18

Bennu ♥ wrote:
RonaldoFan wrote:,, ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გყვარებია?! – დიახ, ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს”. - ტრიუმფალური თაღი

es fraza vicodi ogon am wignidna tu iyo araa
უამრავი კარგი ფრაზაა ტრიუმფალურ თაღში, ცხოვრებისეულია და ძალიან კარგი წასაკითხი.
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Espinela-Fans Fri Feb 13 2015, 14:10

"მოხუცი - ეს მხოლოდ მოაზროვნე ნანგრევია."

"მხედველობის არეში მოჩვენების არსებობა სიმარტოვეს აძლიერებს."

"თუ გწამს, რომ თავშესაფარი ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გწამს."

"ღამის მრავალსიტყვაობა იმდენადვე ავბედითია, როგორც მისი დუმილი. მასში შეუცნობლის რისხვა იგრძნობა."

"ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზღვას თითქმის სრულებით ვერ ვხედავთ."
"როდესაც მარტომყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან, რომელიც ჩვენში არსებობს."

„ცხოვრებაში გვიდგება ისეთი დრო და ჟამი, როდესაც ვივიწყებთ იმ ჩვენს ღმერთს: მაშინ ყოველ ჩვენგანს, ალალმართალ კაცსაც კი სჭირდება გახსენება, რომ გამოერკვეს თავდავიწყებიდან, ამიტომ განთიადი აღვიძებს ჩვენში სინდისის გონივრულ ხმას. ეს ხმა წინამოერბედია ჩვენი მოვალეობის გრძნობის გამოფხიზლებისა.“

"ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, იგი მსჯელობს კიდეც."

"ყოველივე, რაც კი ცხოვრებაში დიდებულია, ბავშვთა დიდებულებას ვერ შეედრება."

"იმგვარ მტერთან, რომელიც თვითონვე ამჟღავნებს თავის განზრახვებს, ყოველთვის შეგიძლია გამონახო ბრძოლის საშუალება."

"არ არსებობს ისეთი უკიდურესი მდგომარეობა, როდესაც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი გულის სიღრმეში იმედის სხივი არ შეიჭრას."

"თოვლის ფიფქები სეტყვაზე უარესია. რბილი ულმობელი ფიფქები თავის საქმეს უჩუმრად აკეთებენ. ხელს თუ შეახებთ, დნებიან. მათი სიფაქიზე იგივეა, რაც პირმოთნე ადამიანის გულწრფელობა. თეთრი ფიფქები ცვივა, ფენა–ფენაზე ლაგდება და ზვავდება, ხოლო პირმოთნე ადამიანი ტყუილს ტყუილს უმატებს იმ ზომამდე, რომ ბოროტმოქმედებასაც აღწევს"

"ზოგჯერ იმდენ სევდას არაფერი მოჰგვრის ადამიანს, როგორც საათის რეკვა. ეს არის თვითონ მარადიულობა, რომელიც გვიცხადებს - 'ჩემთვის სულერთია, რაც უნდა მოხდესო.'"
"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა."

"მონარქი ლაპარაკობს ხმამაღლა; ნამდვილი მფლობელი - ჩურჩულით."

"წყვდიადისგან შექმნილი არსება სხვას ვერ აპატიებს ბრწყინვალებას."

"მხოლოდ მაშინაა სახეირო - "მომხრე" იყო, როდესაც ამავე დროს "მოწინააღმდეგე" ხარ."

"ადამიანის ჭკუა, ისევე როგორც ბუნება, სიცარიელეს ვერ იტანს. ბუნება სიცარიელეს სიყვარულით ავსებს, მაგრამ ჭკუა ამის გამო ხან მძულვარებას მიმართავს ხოლმე, სიძულვილში პოულობს იგი თავის საზრდოს."

"არ იფიქროთ, რომ უკეთურ ადამიანებს თავისი თავისადმი პატივისცემა არ გააჩნიათ. ისინი თავს იმართლებენ თავიანთი საქციელის გამო, მაღალფარდოვან მონოლოგებს წარმოთქვამენ და ირგვლივმყოფთაც მედიდურად დასცქერიან."

"ხალხებს იდიოტური ჩვეულება აქვთ შემორჩენილი, საკუთარ ღვაწლს მეფეებს მიაწერენ ხოლმე. ხალხი იბრძვის, სახელი კი ვის რჩება? მეფეს. ხალხი ფულს იხდის, ვინ ცხოვრობს ამ ფულით ფუფუნებაში? მეფე. და ხალხსაც მოსწონს, რომ მათი მეფე ასეთი მდიდარია."


"მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი."

"მკვდარმა მატერიამ რომ ჩვენში წუხილი გამოიწვიოს, ის ოდესმე სულიერი არსება უნდა ყოფილიყო."

"ღამის სიბნელეში ხომალდი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ნაჭრით თვალებახვეული ადამიანი."

“თაობათა ცვლაც სხვა რა არის, თუ არა მარადიულობის ამოსუნთქვა. ადამიანი ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს და სულს განუტევებს”.

“როდესაც ხმას არ იღებ ვისმეზე, გგონია, რომ ამით მას თავიდან იცილებ. მასზე გამოკითხვაც არ გინდა, შიშობ, ამით არ მოიახლოვო იგი. დუმილით ისევე შეგიძლია თავი დაიცვა, როგორც კარის მოკეტვით დაიცავდი თავს”.

“ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას”.

"ჩვენ, ყველანი, ბრმები ვართ. ბრმა არის ძუნწიც: იგი ოქროს ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს სიმდიდრეს. ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისსა და ვერ ხედავს დასასრულს. ბრმა არის კეკლუცი ქალი: იგი ვერა ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული: იგი ვერა ხედავ საკუთარ უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერა ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმაა, ის ვერა ხედავს ღმერთს. ღმერთიც აგრეთვე ბრმაა - რა დღესაც მან ქვეყნიერება შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებას სატანაც შეეტმასნა."

"ზღვაც ისე, როგორ მძიმე სამუშაოს შემდეგ მშორმელი კაცი, უცბად იძინებს."

"ქალში რომ შური აღძრა, საჭიროა ორი მიზეზი, ხოლო დედოფლისთვის ერთი მიზეზიც კმარა."

"როგორც მოჭარბებული ზეთი ცეცხლს აქრობს, ისე მოჭარბებული შეგრძნება აზრებს ახშობს"

"დემონების არსებობა ღმერთის არსებობას ამტკიცებს. ვისაც ოდნავ მაინც არა სწამს სატანა, მას არცთუ ძალიან ღმერთი სწამს. ვინც მზის არსებობას აღიარებს, მან სიბნელის არსებობაც უნდა აღიაროს. სატანა არის ღმერთის მიერ გაჩენილი ღამე. რა არის ღამე? ღამე არის დღის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი."

"რატომ ამბობენ "შეყვარებულიო", უნდა თქვან ხოლმე "შეპყრობილიო". დემონისაგან შეპყრობილი იყოს კაცი, ეს იშვიათი მოვლენაა; ქალისგან შეპყრობილი საერთო წესია. ყოველ მამაკაცს ემართება, რომ საკუთარ პიროვნებას კარგავს. რა ჯადოქარია მშვენიერი ქალი! სიყვარულის ნამდვილი სახელი ტყვეობაა."

"თუ ადამიანი არაფრით შემწიკლული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უმანკოა. სიყვარული კანონია, ავხორცობა მახე. დათრობა და ლოთობა სულ სხვადასხვა რამეა. ქალისაკენ მისწრაფება სხვა რა არის, თუ არა დათრობა. ხოლო საერთოდ, განურჩევლად მისწრაფება ქალისადმი - ლოთობაა."
"მზის ყოველდღე გამოჩენა - სამყაროს ჩვეულებაა. სამყარო შეყვარებული ქალია; მისი სიყვარულის საგანი მზეა."

"რა არის ისტორია? წარსულის გამოხმაურება მომავალში. ეს არის შუქი, რომელიც მომავლისაგან წარსულს ეფინება."

"ხანდახან შიშისაგან ადამიანი თვითონვე ხდება საშინელი. ვისაც ყველაფერი აშინებს, მას უკვე აღარაფრისა ეშინია."

"მსგავსად იმისა, როგორც მშვილდიდან გატყორცნილი ისარი საბედისწერო სიძლიერით ისწაფვის მიზნისკენ ასეა ადამიანიც, იმედების დანთქმა მას გულს უფატრავს და იგიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის."

"ყოველი ადამიანის სიცოცხლეში არის ხოლმე წუთი, როდესაც მისთვის თითქოს მთელი ქვეყანა ინგრევა. ასეთ მდგომარეობას სასოწარკვეთილება ჰქვია ადამიანის სული ამ წუთებში ისეთი განცდითაა აღსავსე, თითქოს ცაში ვარსკვლავები ქრებიანო."

"არც ერთი მოსამართლე ისეთი ინტერესით არ დაჰკითხავს ბრალდებულს, როგორც ჩვენ ჩვენი საკუთარი სინდისი დაგვკითხავს ხოლმე."

"მონანიება ის ნავია, რომელიც არასოდეს იძირება.
თქვენ კომპასი აღარ გაგაჩნიათ?
ცდებით, ახლა თქვენი კომპასი ლოცვაა." ♥
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Mariko Fri Feb 13 2015, 14:12

RonaldoFan wrote:,, ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გყვარებია?! – დიახ, ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს”. - ტრიუმფალური თაღი

dsccc dsccc
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Mariko Fri Feb 13 2015, 14:12

RonaldoFan wrote:
Bennu ♥ wrote:
RonaldoFan wrote:,, ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გყვარებია?! – დიახ, ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა რომელი რომელს დაასწრებს”. - ტრიუმფალური თაღი

es fraza vicodi ogon am wignidna tu iyo araa
უამრავი კარგი ფრაზაა ტრიუმფალურ თაღში, ცხოვრებისეულია და ძალიან კარგი წასაკითხი.

frazebi akrgaiw igni didad ar momwons
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Mariko Fri Feb 13 2015, 14:13

Hermione Granger wrote:[i][i]

„არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

[/i][/i]


საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1824417635 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1824417635 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1824417635 საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 1824417635
Mariko
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 31535
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 33016
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan Fri Feb 13 2015, 19:42

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.

ივანე ტურგენევი "ზედმეტი ადამიანის დღიური"
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Espinela-Fans Fri Feb 20 2015, 15:26

„საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“

„ .. გეგონა, ეს სამყარო უსაფრთხო ადგილია, სადაც შენს გემოზე შეგიძლია იცხოვრო. არასოდეს გიზრუნია იმაზე, რომ საიმედო მეგობრები შეგეძინა. შენ ხომ პოლიცია გიცავდა. გარდა ამისა, ხომ არსებობს სასამართლო, სადაც საჭიროების შემთხვევაში მისვლა შეგეძლო და ის დაგიცავდა. შენ არ გჭირდებოდა დონ კორლეონე. ძალიან კარგი მე შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. არა ვარ ის კაცი, ვინ იმეგობრებს ადამიანთან, ვინც ვერ აფასებს მეგობრობას, – სათანადოდ ვერ მაფასებს."

„ .. კაცი, რომელიც შვილებს მამობას არ უწევს, ვერასოდეს იქნება ნამდვილი კაცი.“

„ ... მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.“
„ – შედი ჩემს საწყალ ქმართან პალატაში... გკითხულობდა. შენი ქალიშვილის ქორწილში უნდოდა მოსვლა, პატივისცემა რომ გამოეხატა, მაგრამ ექიმებმა არ გამოუშვეს. მაშინ თქვა, რომ შენ თვითონ მოხვიდოდი მასთან ამ დიდებულ დღეს, მაგრამ არ დავიჯერე ოო, კაცებს მეგობრობა სულ სხვანაირად გესმის, ვიდრე ჩვენ, ქალებს.“

„პორტფელიდან ადვოკატს გაცილებით მეტი შეუძლია მოიპაროს, ვიდრე ავტომატებით შეიარარებულ ას კაცს.“

„საუკეთესო კოსმეტოლოგებზე დახარჯული ფულის მიუხედავად, ასაკი მაინც ცხდადა ეტყობოდა, – კანი სახეზე თითქოს ცალკეული ნაკუწებისაგნ დაეკემსათ. თუმცაღა მის მოძრაობაში საოცარი სასიცოცხლო ენერგია იგრძნობოდა და ამავე დროს, ის თვისებაც აშკარად ჰქონდა, რაც დონ კორლეონეს: აურა კაცის, ვინც ერთპიროვნულად მართავას სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს.“
„მოლაპრაკების ხელოვნება მას თვით დონ კორლეონემ ასწავლა.
–არასოდეს გაბრაზდე,–არიგებდა დონი, –ა რასოდეს დაემუქრო. იმსჯელე ადამიანებთან ერთად, საუბარში აიყოლიე.
სიტყვა "მსჯელობა" იტალიურად უკეთ ჟღერდა "რაგიონარე", ანუ ხელახლა გაერთიანება, მიმხრობა. მოლაპრაკების ხელოვნება მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა შეურაცხოფა, ყველა მუქარა უნდა უგულებელყო და მეორე ლოყა მიუშვირო. ჰეიგენს ნანახი ჰქონდა, როგორ უჯდა დო
ნ კორლეონე მოლაპრაკების მაგიდას რვა საათის განმავლობაში, ყლაპავდა შეურაცხოფას, ცდილობდა დაერწმუნებინა ერთი ცნობილი მაგარი კაცი, რომელსაც ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე. რვასაათიანი მოლაპრაკების შემდეგ დონმა ხელები გაასავსავა და მაგიდასთან მსხდომებს მიმართა: "არა, ამ კაცს ვერავინ დაარწმუნებს ამქვეყნად," – მერე კი ადგა და ოთახიდან გავიდა. მაგარი კაცი გაფითრდა, სასწრაფოდ გაგზავნა თავისი ხალხი დონ კორლეონეს მოსაყვანად. დონი დაბრუნდა, შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ მაგარი კაცი თავის საყვარელ სადალაქოში ჩაცხრილეს.“

„ ეს ტიპი სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს, მათი გარეგნული, სენტიმენტალურ–ემოციური მნიშვნელობით ვერ ხვდება, რა იამალება ნათქვამის უკან. ნათქვამის არსს ელემენტალურად ვერ ჩასწვდა.“

„არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში.“

„ არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.“
„ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, პროფესიონალი მომღერალი რამდენადაა დამოკიდებული ტექნიკურ საშუალებებზე, მისი ხმა საუკეთესოდ, რომ ჟრედეს.“

„– მე არასდროს ვატყუებ იმას, ვინც მეგობრად მივიღე.“
„–გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით
დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება.“

„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია; მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა.“

„არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“
„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს.“

„ამის საპასუხოდ დონ კორლეონემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდათ და რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქ მყოფთა შორის იგი ყველაზე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია; კეთილგონიერი და გულწრფელი, კაცი, რომელიც საქმის გულისგოსლა ჭვრეტს. გარკვეული გაგებით, მან ისეთივე ცნობილი სიტყვა ეარმოთქვა, როგორიც ჩერჩილის სახელგანთქმული „რკინის ფარდა“ გახლდათ.

–რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს,–დაიწყო მან– მაშნ ველურ მხეცებს დავემსაგვსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთისა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ.“
„წყალობა მხოლოდ ოჯახისგან მოდის და ოჯახისადმი საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ნდობა გვამრთებს.“

„სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა.“

„– ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვეღარ იტყვის, – ჩუმად თქვა მაიკლმა.
ამ ჩვეულებრივი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა იქ მყოფებზე საოცრად იმოქმედა, ჟრუანტელმა დაუარათ. ეს დონის საყვარელი ფრაზა იყო.“
„ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.“

„– შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაციებული უნდა მიირთვა; მაშინაა გემრიელი.“

„არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ“.
„დონმა ძალის წარმოუდგენელი დაძაბვით თავი აიძულა, თვალი გაეხილა და შვილისთვის კიდევ ერთხელ შეეხედა. გულის შეტევამ მისი ჩვეულებრივ წითელი სახე თითქმის გაალურჯა. ეს დონის უკანასკნელი წამები იყო. ბაღის ჰაერი შეისუნქა, თვალი ოქროსფერმა შუქმა დაუბინდა, ჩურჩულით წარმოთქვა: „რა მშვენიერია სიცოცხლე...“

„მამაისმა სიკვდილის წინ წარმოთქვა „რა მშვენიერია სიცოცხლე“. მაიკლი საერთოდ ვერ იხსენებდა, რომ დონს რაიმე ეთქვას სიკვდილზე როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ პატივს სცემდა სიკვდილს, მასზე რომ ეფილოფოსობა.“
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Bennu ♥ Fri Feb 20 2015, 19:07

RonaldoFan wrote:მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.

ივანე ტურგენევი "ზედმეტი ადამიანის დღიური"

es wigni razea?
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by RonaldoFan Fri Feb 20 2015, 21:43

Bennu ♥ wrote:
RonaldoFan wrote:მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.

ივანე ტურგენევი "ზედმეტი ადამიანის დღიური"

es wigni razea?

ადამიანის დღიური.
რომელიც გვაკითხებს მის ჩანაწერებს.
ანა ფრანკის დღიური-სავით არის.
RonaldoFan
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 25

Back to top Go down

საყვარელი ფრაზები წიგნებიდან - Page 3 Empty Re: საყვარელი ფრაზები წიგნებიდან

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Page 3 of 4 Previous  1, 2, 3, 4  Next

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum