Log in

I forgot my password

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


ჰარი პოტერი //harry poter

View previous topic View next topic Go down

მოგწონთ ჰარი პოტერი ?

100% 100% 
[ 1 ]
0% 0% 
[ 0 ]
 
Total Votes : 1

ჰარი პოტერი //harry poter

Post by Hermione Granger on Sun Nov 02 2014, 20:58


ჰარი პოტერი არის ჯოან კეტლინ როულინგის   უკვდავი წიგნების სერია   რომელიც  ''პოტერიანას'' სახელწოდებითაა ცნობილი .   მოიცავ 7  წიგნს და რამდენიმე დამხმარე ლიტერატურას. 
  მარტალია წიგნებმა უზარმაზარი წარმატება მოუტანა ავტორს მაგრამ მისი პოპულარობა  ერთი ორად გაზარდა   ჰოლივუდურმა ეკრანიზაციამ სადაც მთავარ როლებს  ჯერ კიდევ ბავშვები :ემა უოტსონი,დენიელ რედკლიფი , რუბერტ გრინტი , ტომ ფელეტონი  და ასევე   ჰოლივუდის ისეტი გამორჩეული სახეები ასრულებდნენ როგორებიც არიან  ალან რიკმანი ,ჰელენა ბონემ კარტერი ,მეგი სმიტი თამასობდნენ.
 ფილმი ეკრანებზე გამოსვლის წამიდან გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ყურებადი   ფილმი . გაიზარდა წიგნის ტირაჟი და   გაყიდვების დონე. 
 2014 წლის მონაცემებით კი ჰარი პოტერის წიგნების სერია პირველ ადგილზე არმოჩნდა ბიბლიის შემდეგ როგორც კითხვადობით ასევე გაყიდვების თვალსაზრისით. ჯოან როულინგი კი უკვე 10 წელია  ამერიკასი ყველაზე მდიდარ ქალად ითვლება  და ყველაზე მდიდარ მწერლად მსოფლიოს მაშტაბი



 ასევაღსანიშნავია ,რომ  ჯოან როულინგი ჰარი პოტერის შექმნისთვის ნობელის პრემიითაც კი დააჯილდოეს 


  ჩვეულებრივი დიასახლისი ,რომელმაც სრულიად შემთხვევით დაიწყო საგის წერა მსოფლიოს ბავსვების და არა მხოლოდ ბავშვების ყურადღების ცენტრში მოექცა. მან მილიონ ნახევრად გაყიდა პირველი ოთხი წიგნის ეკრანიზაცია და  ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაზარდა .
  


  წიგნის აქტუალობა არ ცხრებოდა და არ ცხრება დღემდე .  როგორც ავტორი ამბობს იმდენად დიდი იყო ხოლმე მოლოდინი დღესი ათასობით წრერილს იღებდა მკითხველისგან და სთხოვდნენ გაემხილად რა ბედი ეწეოდათ მათ საყვარელ გმირებს . 

ერთხელაც ჯოანის  ცხოვრებასი ტრაგიკული ფაქტი დაფიქსირდა. მას ავადმყოფმა გოგონამ მისწერა და სთხოვა მისთვის  წიგნის ფინალი გაემხილა. ჯოანმა მისი მზიმე მდგომარეობა არ იცოდა  ამიტომ  წერილს არ გამოეხმაურა. მოგვიანებით გაიგო რომ გოგონა მეორე დღით გარდაიცვალა. ჯოანმა  წიგნში კიდევ ერთი პერსონაჟი დაამატა და  გოგონას სახელი და გვარი დაარქვა. 

 ჰარი პოტერს 10 წლის მანძილზე იღებდნენ და ფილმზე კოლოსარული თანხები იხარჯებოდა
იგი ამ დროისთვის ტიტანიკის შემდეგ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და მაღალშემოსავლიანი ფილმია.   ხოლო ამ ჟანრში (ფანტასტიკა) უკონკურენტოა
აღსანიშნავია რომ   ჰარი პოტერის აქტიურ კონკურენტს ''ბინდს'' მან  ყველა ასპექტსი აჯობა .  ჰარი პოტერის ყველაზე ნაკლებშემოსავლიანმა ფილმმა ,90 მილიონით მეტი დააგროვა ვიდრე ბინდის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა . 




უცვლელი ტრიო ,მეგობრობის  ყველაზე დიდი მაგალითი: 


Hermione Granger

საყვარელი სერიალი : დიდებული საუკუნე
პოსტების რაოდენობა : 3178
დაბადების თარიღი : 12.04.90
ქულები : 3388
ასაკი : 26

View user profile

Back to top Go down

Re: ჰარი პოტერი //harry poter

Post by Hermione Granger on Sun Nov 02 2014, 21:07

ფაქტები ჰარი პოტერის შესახებ :
როცა დენიელს დაურეკეს, რომ მას ერგო როლი, ის იყო აბაზანაში. როცა მან ეს გაიგო, ბევრი იტირა, ღამე კი გაეღვიძა და იკითხა, ეს მართალი იყო თუ ესიზმრებოდა.


ჯოან როულინგი არის პირველი მილიარდერი, რომელმაც ეს თანხა მიიღო წიგნების წერით.


ტომ ფელტონი იყო ერთადერთი ბავშვი რომელმაც არ იცოდა, რა იყო ჰარი პოტერი.


ჰარი პოტერის ყველაზე ნაკლებად წარმატებულმა ფილმმა მიიღო 90 მილიონით მეტი, ვიდრე “ბინდის” ყველაზე წარმატებულმა ფილმმა.


          "ჰარი პოტერის" ფილმების ისტორიაში, ექვსმა მსახიობმა განასახიერა ლორდი ვოლდემორი.
 

მეგი სმიტი ჯოან როულინგის პერსონალური არჩევანი იყო მინერვა მაკგონაგელის როლისთვის.



ჯოან როულინგი "ფორბსმა" დასახელდა, როგორც #61 ყველაზე ძლიერი ქალბატონი 2011 წელს. 



"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" მე-2 ნაწილის რამდენიმე სცენაში, ემა ვოტსონს მოუწია პარიკის ტარება, თმების შეჭრის გამო. 




2008 წლის მონაცემებით, გაყიდული იყო "ჰარი პოტერის" 400 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 

და თარგმნილი იყო იგი 67 ენაზე.


ალან რიკმენი სნეიპის როლისთვის ჯოან როულინგმა თავისი ხელით აარჩია და მისგანვე მიიღო სპეციალური ინსტრუქციები სნეიპის პერსონაჟის შესახებ. 




რობერტ პატინსონმა ღიად განაცხადა, რომ მას  ედვარდ კალენის თამაშს, 

სედრიკ დიგორის თამაში ურჩევნია.




"ჰარი პოტერის" ბოლო ოთხმა ნოველამ დაამყარა რეკორდი, როგორც მსოფლიოში 
ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. 




16,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ქასთინგი ჰარი პოტერის როლისთვის.




ეფექტების შემქმნელ ჯგუფს 6 თვე დასჭირდა დემენტორების შესაქმნელად. 




ჰარის ნაიარევი მაკიაჟის დეპარტამენტმა გააკეთა დაახლოებით 5,800-ჯერ (დაახლოებით 2000-ჯერ დენიელის შუბლზე, დანარჩენები კი მის დუბლიორებზე) 




დენიელ რედკლიფმა გამოიყენა დაახლოებით 160 სათვალე შვიდივე ფილმის კეთების 
პროცესში და იხმარა 60-70 ჯადოსნური ჯოხი. 


Hermione Granger

საყვარელი სერიალი : დიდებული საუკუნე
პოსტების რაოდენობა : 3178
დაბადების თარიღი : 12.04.90
ქულები : 3388
ასაკი : 26

View user profile

Back to top Go down

Re: ჰარი პოტერი //harry poter

Post by Hermione Granger on Sun Nov 02 2014, 21:09

მსოფლიო ფენომენად აღიარებული ნაწარმოების, "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგი ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად ითვლება. მან ჯოდასნური სამყაროსაკენ გასასვლელი კარი გახსნა მაშინ, როდესაც უბრალო ზღაპრები გობლინებზე, გნომებსა და ელფებზე ყველას მობეზებული ჰქონდა. ჯოანმა მილიონობით ადამიანს აჩუქა ჯადოსნური ბავშვობა, მისმა ნაწარმოებებმა კი დიდი გავლენა იქონია ე.წ. "ჰარი პოტერის თაობის ბავშვების" პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. მართლაც, როულინგი გვასწავლის, თუ რა არის სიყვარული, სიმამაცე, ერთგულება, ურთიერთგატანა და თუ რა საოცარი განძია გვერდით ნამდვილი მეგობრების ყოლა
 
-ჯადოქრები წარმოადგენენ იმ მასას, რად გადაქცევაც მაგლებს ყველაზე მეტად ეშინიათ. მართლაც, ისინი გარიყულნი არიან დანარჩენი სამყაროსაგან და თავს მაინც მშვენივრად გრძნობენ.

-სიმართლე ერთობ მშვენიერი და საშინელი რამ არის, რასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოექცე.

-ამქვეყნად განსაკუთრებით სიმამაცესა და დიდსულოვნებას ვაფასებ, ფანატიზმამდე აყვანილი სიჯიუტე ყველაზე მეტად მძულს.
 
-წერა სიამოვნების მისაღებად დავიწყე. მე ვწერ ყველაფერზე, რაც აღმაშფოთებს ან აღმაფრთოვანებს. ამხელა წარმატებასა და პოპულარობას კი ყველაზე სანუკვარ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

-მე არ მჯერა ჯადოქრობის, მაგრამ მჯერა სასწაულების. მათ, ვისაც სასწაულების არ სჯერათ, ვერც ვერასოდეს იხილავენ მას.

-მინდა ხალხს დავამახსოვრდე როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭის შესაბამისად, მაქსიმუმი გააკეთა ცხოვრებაში.
 
-ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა იმისათვის, რომ მსოფლიო შევცვალოთ. ამის ძალა ყოველ ჩვენთაგანშია დამალული. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებს და აუცილებლად აღმოაჩენთ მას.

-შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის.

-ჯეინ ოსტინის ნაწარმოებებმა შთამაგონა, რომ მწერალი გავმხდარიყავი.

 
-პირველი თხზულება ექვსი წლისამ დავწერე.

-ამქვეყნად, ბევრი ათეისტი ცხოვრობს ღირსეულად, ბევრი მორწმუნე კი-უღირსად.

-მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მიმართ უამრავი ეჭვი მაწუხებს, მე მაინც მჯერა სამყაროს შემოქმედი უზენაესი ძალის არსებობის.

 

-მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები ფუნდამენტალიზმს. არ არის საჭირო, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გეუბნებიან.

-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწროთ. ასე ლექსიკონსაც გაიმდიდრებთ და მიხვდებით, თუ როგორ იქმნებიან ლიტერატურული შედევრები.

-პოპულარობა ძალიან მაბნევს, რადგან მასზე არასდროს მიოცნებია.

 
 
 
 
 
 
 
 
  
  
 
 
 
ალბათ, გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ჯოანი თავის შექმნილ პერსონაჟებზე და როგორ შექმნა ისინი. გთავაზობთ "ჰარი პოტერის" რამდენიმე პერსონაჟის მისეულ დახასიათებას. 

ჰარი პოტერი 
 
-ჰარი არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს აჯობოს საკუთარ თავს და გააკეთოს სწორი და სამართლიანი არჩევანი. ის არის თავისი ასაკისათვის წარმოუდგენლად ერთგული და მამაცი. ამ თვისებებს კი ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. შევეცადე, რომ მისგან მკითხველისთვის მისაბაძი მაგალითი შემექმნა. ის არ არის იდეალური პიროვნება, მაგრამ არსებობენ კი უნაკლო გმირები? 
 

რონ უისლი 
 
-შევეცადე, რომ რონი ძალიან სასაცილო ადამიანი გამოსულიყო. მიუხედავად მისი უამრავი უარყოფითი თვისებისა, მან მკითხველს მაინც საოცრად შეაყვარა თავი. ეს არც მიკვირს, რადგან რონი ძალიან ჰგავს ჩემს ერთ მეგობარს, რომელიც მიუხედავად თავზეხელაღებულობისა და უყურადღებობისა, მაინც ყველა მის ნაცნობს ძალიან უყვარს. 
 

ჰერმიონ გრეინჯერი 
 
-ჰერმიონი იყო პერსონაჟი, რომლის შექმნაც ჰარის შემდეგ, პირველად მომივიდა აზრად. ბავშვობაში დაახლოებით მისსნაირი ხასიათი მქონდა, ოღონდ არ ვიყავი ჰერმიონივით ჭკვიანი და იმედი მაქვს, რომ არც მისნაირი ფიცხი. მე მას მაინც ძალიან ვაფასებ, არა მხოლოდ ინტელექტის, არამედ სიმამაცის, მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიანობისათვის. 
 

დრაკო მალფოი 
 
-დრაკოსნაირ ადამიანებს პატივს არ ვცემ, მაგრამ ის არც ისეთი ცუდი ადამიანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მას დადებითი თვისებებიც აქვს, მაგრამ ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავიდან მათ აღმოფხვრას. ამის გამო, ის სიბრალულის ღირსია და არა ზიზღის. 
 

ლუნა ლავგუდი 
 
-ლუნას პერსონაჟის შექმნისას დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემთვის საინტერესო იყო არაამქვეყნიური და მეოცნებე, მაგრამ კეთილი გოგონას ხასიათი. მომენტებში შეგვიძლია ის ჰერმიონის საპირისპირო პერსონაჟად ჩავთვალოთ. ჰერმიონი ყველაფერს ლოგიკით წყვეტს, ლუნასათვის კი მთავარი რწმენა და იმედია. 
 

ლორდი ვოლდემორი 
 
-როდესაც ქმნი ბოროტ პერსონაჟს, რომელიც ნამდვილი ფსიქოპატია, მკითხველს აუცილებლად უნდა დაუმტკიცო, რომ ჩადენილი ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები ადრე თუ გვიან, ბოროტს უკანვე დაუბრუნდება. ეს ვოლდემორის შემთხვევაში ნამდვილად არ დამვიწყებია, მაგრამ აღარაფერი ეშველებათ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც მან იმსხვერპლა. 
 

-ამბები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს, მუდამ ჩვენს გულებში ცოცხლობენ. ნებისმიერ დროს, როდესაც მიუბრუნდებით წიგნის ფურცლებსა თუ დიდ ეკრანს, "ჰოგვორტსი" მუდამ მზად იქნება, რომ შინ სიხარულით მიგიღოთ. 
 
 
 
 
 

Hermione Granger

საყვარელი სერიალი : დიდებული საუკუნე
პოსტების რაოდენობა : 3178
დაბადების თარიღი : 12.04.90
ქულები : 3388
ასაკი : 26

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum