Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

76% 76% [ 37 ]
24% 24% [ 12 ]

Total Votes : 49


კონსტანტინე გამსახურდია სულთან სულეიმანის წინააღმდეგ

View previous topic View next topic Go down

კონსტანტინე გამსახურდია სულთან სულეიმანის წინააღმდეგ

Post by Mariko on Wed Jan 29 2014, 16:58

თურქული სერიალი ''დიდებული საუკუნე'' დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. განსაკუთრებით პოპულარულია სერიალის გმირი სულთან სულეიმანი.
სულთან სულეიმანის გარშემო ატეხილ ბუმზე კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას.''
თურქული სერიალი ''დიდებული საუკუნე'' დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. განსაკუთრებით პოპულარულია სერიალის გმირი სულთან სულეიმანი.

Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones
პოსტების რაოდენობა : 28346
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 29738
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum