Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Vote_lcap75%უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Vote_rcap 75% [ 41 ]
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Vote_lcap25%უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

5 posters

Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by maite-elizabeth Fri May 09 2014, 15:35

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 2kphyr
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 2uh6a8m
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Ild8k6

სერიალის "უფრთხილდი ანგელოზს" ვარსკვლავი,კუბელი მსახიობი უილიამ ლევი, საპნის ოპერების ახალი თაობის სექსსიმბოლოა. მსახიობის კარიერა აშშ–ში დაიწყო, აღიარება და საყოველთაო პოპულარობა კი ტელესერიალებმა მოუტანა. სერიალი "უფრთხილდი ანგელოზს" მის კარიერაში ყველაზე რეიტინგული ტელენოველაა. მსახიობი თვლის, რომ პოპულარობა მასთან ადვილად არ მისულა.

უილიამ ლევი 1980 წლლის 28 აგვისტოს კუბაში დაიბადა. როდესაც ის 15 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა და სამსახიობო ხელოვნებასაც იქ დაეუფლა. პირველად ეკრანებზე 2002 წელს გამოჩნდა. პოპულარობა თავიდან მოდელობამ მოუტანა. იგი მაიამიში საუკეთესო სხეულის ტიტულის მფლობელად აღიარეს.

უილიამს წლების განმავლობაში რომანი აქვს მექსიკელ მსახიობ ელიზაბეტ გუტიერესსთან. მათ შვილიც ჰყავთ, მაგრამ უილიამი დაქორწინებას არ აპირებს. თავისუფალი ურთიერთობები ყველაზე მეტად მოსწონს, თუმცა დროდადრო ერთგული ქმარივით საყვარელი ქალისა და შვილის გვერდითაა.

გთავაზობთ ინტერვიუს უილიამ ლევისთან, რომელშიც საკუთარ ცხოვრებაზე და პოპულარულ ტელესერიალზე "უფრთხილდი ანგელოზს" საუბრობს.

– ამბობენ, რომ წარმატებამ თავბრუ დაგახვიათ.

– არა, ისეთივე ვარ, როგორიც ადრე ვიყავი – მოკრძალებული, მხიარული, თავმდაბალი და უშუალო. ვცდილობ, მიღწეული შევინარჩუნო და წინაც წავიწიო. არ მაქვს თვითკმაყოფილების მომენტი. ვიცი, რომ კარიერაში კიდევ უფრო სერიოზული ეტაპები უნდა გავიარო. მერე რა, რომ დღეს პოპულარულ სერიალში ვთამაშობ?! არ მეთაკილება იმის აღიარება, რომ მსახიობობას ახლაც ვსწავლობ.

– როგორ ახერხებთ, იყოთ ასეთი პოპულარული და თან უბრალო?

– მადლობა ღმერთს, ისეთ ქვეყანაში დავიბადე, სადაც ადამიანები თავიანთი ბუნებით ფასობდნენ. არ გავზრდილვარ მატერიალურ ფასეულობებზე, ოჯახურ ფასეულობებზე გავიზარდე. ფული ახლა მაქვს, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები კი 29 წელია ჩემ გარშემოა.

– როგორია თქვენი ყველაზე ნათელი და სასიამოვნო მოგონებები ბავშვობაზე?

– როცა კუბაში ვცხოვრობდით, ძალიან ცელქი ვიყავი. იქ სხვანაირი ვერც იქნები. მეზობლებს მანგოსა და ფორთოხალს ხშირად ვპარავდი. კარგად მახსოვს, როგორი ინტერესით ვუყურებდი ძვირფას რესტორნებს, სადაც შესვლა მხოლოდ უცხოელებს შეეძლოთ. კუბაში ორი სახის მაღაზიები და რესტორნებია, ერთი – კუბელებისთვის, მეორე – უცხოელებისათვის. ამ რესტორნებში ვუყურებდი ჩემნაირ ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს ჭამდნენ, რაც კი მოესურვებოდათ. იყო ჩემს ბავშვობაში პერიოდი, როცა მთელი დღე ორი ფუნთუშის მეტი არაფერი მიჭამია, ესეც იმიტომ, რომ ბებიამ თავისი წილი მომცა. ეს მომენტები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

– მამის გარეშე იზრდებოდით?

– დიახ. მამაჩემი ცხოვრებაში სულ ორჯერ თუ მყავს ნანახი. მისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ბიძია ხესუსმა დაიკავა. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

– მაშინ თუ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე პოპულარული გახდებოდით?

– სანამ კუბაში ვცხოვრობდი, საკუთარ მომავალს მოგზაურის ამპლუაში ვხედავდი. ჩემი მიზანი იყო, გავცდენოდი კუბას და მთელი სამყარო დამეთვალიერებინა. მაიამიში მივხვდი, რომ შემეძლო, საკუთარი ძალები კინოში მესინჯა. იქ თუ კარგი გარეგნობის ხარ, მაშინვე გართობის სფეროში გექაჩებიან.

– მსახიობობის სურვილი არ გქონდათ?

– მთელი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მეგონა, ეს სფერო ჩემთვის არასოდეს გაიხსნებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემნაირ ღატაკებს კინოში არაფერი ესაქმებოდათ. მადლობა ღმერთს, რწმენა მალე დავიბურენე.

– როგორ დააღწიეთ თავი კუბას?

– ჩემი მამინაცვალი პოლიტპატიმარი იყო. მან შეძლო თავშესაფრის მიღება ამერიკაში. მაშინ 14 წლის ვიყავი. ჩვენც წავედით მასთან ერთად. მაშინ დედაჩემი ჩემს ძმაზე იყო ფეხმძიმედ, რომელიც ამერიკაში დაიბადა. მამინაცვალი რომ არ მყოლოდა, ვერაფერს მივაღწევდი. შეიძლებოდა რიგითი მეზღვაური ვყოფილიყავი. ამერიკაში გაღწევას კი ნამდვილად ვერ შევძლებდი.

– მაიამიში ადვილად შეძელით თავის დამკვიდრება?

– სკოლაში სწავლა და ბეისბოლის თამაში დავიწყე. ვოცნებობდი, უმაღლესი ლიგის მოთამაშე გავმხდარიყავი, რა თქმა უნდა, მსახიობობის პარალელურად. მამინაცვალი მშენებლობაზე მუშაობდა. თავისუფლ დღეს 50 დოლარად მეც მშენებლობაზე ვმუშაობდი. ამერიკაში სხვანაირად თავს ვერ დაიმკვიდრებ. უნდა იმუშაო და პარალელურად იოცნებო.

– რა არის მთავარი, რომ წარმატებული ტელემსახიობი გახდე?

– მოხვდე საჭირო პროექტში, კარგად შესთავაზო საკუთარი თავი და საჭირო ადამიანებმა შეგამჩნიონ. წარმატებამდე რთული გზა გავიარე. ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია. მოდელი ვიყავი და 3 საათი კასტინგის რიგშიც ვმდგარვარ, რომ როგორმე ჩვენებაზე ან ფოტოსესიაში მიმეღო მონაწილეობა. ამ პერიოდმაც ბევრი რამ მასწავლა.

– ცხოვრებამ რა გაკვეთილები ჩაგიტარათ?

– პირველ რიგში, ის, რომ უნდა გქონდეს საკუთარი პრინციპები. ბევრი მოდელი ისეთ რამეს კადრულობდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. საკუთარ თავს მონებივით ყიდდნენ. ასეთი ადამიანები საბოლოოდ დამარცხებულები და ყველასაგან მიტოვებულები რჩებიან. კონტრაქტის გამო არავისთვის არაფერი შემითავაზებია.

– მოგწონთ თქვენი სექსსიმბოლოს ტიტული?

– რატომაც არა? ეს კარგი საშუალებაა სერიალში საინტერესო როლის მოსაპოვებლად. გართობის სფეროში ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ბევრი ფული ტრიალებდეს. ვინც სექსსიმბოლოდ დაგასახელებს, მას სურს, ფილმშიც გიხილოს. ამით კი პროდიუსერები დიდ ფულს შოულობენ. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.

– რითი მოგხიბლათ სერიალმა "უფრთხილდი ანგელოზს"?

– თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს სერიალი რეიტინგული და პოპულარული გახდებოდა. კარგი სცენარი და შესანიშნავი მსახიობები არიან. პარტნიორებში ყოველთვის მიმართლებს. ეს სერიალი ჩემს კარიერაში გარდამტეხი იყო. მან ბევრი შანსი მომცა. უკვე მივიღე შემოთავაზებები ჰოლივუდიდანაც. ჩემი შემდეგი გამარჯვება ჰოლივუდში იქნება. წარმატებისათვის არაფერს დავიშურებ.

– რამდენიმე წელია, რომანი გაქვთ პოპულარულ მექსიკელ მსახიობ ელიზაბეტ გუტიერესსთან, რომელმაც შვილიც გაგიჩინათ, მაგრამ დაქორწინებას არ გეგმავთ. რატომ?

– ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. მთელ დროს ერთად ვატარებთ და გვყავს შვილიც. ჩვენი ბავშვისათვის ყველაზე მოსიყვარულე მშობლები ვართ. ვფიქრობ, ოფიციალური მხარეები ხშირად უფრო მეტი პრობლემის მომტანია. ქორწინებას ბევრი ვალდებულება მოაქვს, ისე კი ერთმანეთს უფრო ვუფრთხილდებით, რადგან თავისუფლების ხარისხი მაღალია, ნებისმიერ დღეს შეიძლება სხვადასხვა გზით წავიდეთ. ამ დროს ერთად გატარებული თითოეული დღე უფრო ძვირფასია, ვიდრე ცოლ–ქმრის ცხოვრების ერთი დღე.
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 28rf5ao
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Ilkayv
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 2pqwep2
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 30nf3hf
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 23seqz6
უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 14kk1lz
maite-elizabeth
maite-elizabeth

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel <3 calikusu
პოსტების რაოდენობა : 2615
დაბადების თარიღი : 02.01.92
ქულები : 2709
ასაკი : 32

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by tiko_levymontes Fri May 09 2014, 15:50

ეს როდინდელ ინტერვიუა ;დდ  dsccc  dsccc 
პ,ს, უფრთხილდი ანგელოზზე მეტად სორტილეხიომ უფრო მოუტანა მეგა პოპულარობა
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 24

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by maite-elizabeth Fri May 09 2014, 15:59

vici rom adrindeli interviua , magram mainc davdee .  უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 3733338946 
maite-elizabeth
maite-elizabeth

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel <3 calikusu
პოსტების რაოდენობა : 2615
დაბადების თარიღი : 02.01.92
ქულები : 2709
ასაკი : 32

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by Espinela-Fans Fri May 09 2014, 16:00

კაი ინტერვიუა.ელიზე გამიხარდა რო თქვა უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 978333356 
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by maite perroni Fri May 09 2014, 16:02

maite-elizabeth wrote:vici rom adrindeli interviua , magram mainc davdee .  უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში 3733338946 
reitnguli iyo orive  tan pirveli mtavari roli migo vilim mand
maite perroni
maite perroni

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel " Kaderimin Yazıldıgı Gün
პოსტების რაოდენობა : 3101
დაბადების თარიღი : 12.03.00
ქულები : 3298
ასაკი : 24

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by tiko_levymontes Fri May 09 2014, 16:04

eg ki tvaistavad prveli mtavari roli cuidadoshi miigo, da qartvelma mayurebelmac swored maqedan gavicanit pirvelad magram sorti ufro reitinguli gamodga magaze ori azri ar arsebobs : ))))))
tiko_levymontes
tiko_levymontes

საყვარელი სერიალი : Mi corzon insiste, Sortilegio & Iss Pyaar Ko Kya Naam Doon ♥
პოსტების რაოდენობა : 45625
დაბადების თარიღი : 28.09.99
ქულები : 46253
ასაკი : 24

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by maite-elizabeth Fri May 09 2014, 16:13

dzalian miyvars willys da elys es interviu
maite-elizabeth
maite-elizabeth

საყვარელი სერიალი : cuidado con el angel <3 calikusu
პოსტების რაოდენობა : 2615
დაბადების თარიღი : 02.01.92
ქულები : 2709
ასაკი : 32

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by Gutierrez Fri May 09 2014, 22:37

maite-elizabeth wrote:dzalian miyvars willys da elys es interviu

Mec<3 sul vuyureb ra sayvarlebi arian<3
Gutierrez
Gutierrez

საყვარელი სერიალი : El rostro de analia, el rostro de la vengaza
პოსტების რაოდენობა : 3215
დაბადების თარიღი : 25.05.97
ქულები : 3217
ასაკი : 26

Back to top Go down

უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში Empty Re: უილიამ ლევი – ღატაკი კუბელი ბიჭის გზა მაიამის ფერად სამყაროში

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum