Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Vote_lcap75%მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Vote_rcap 75% [ 41 ]
მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Vote_lcap25%მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო"

3 posters

Go down

მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Empty მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო"

Post by eric von Mon Apr 28 2014, 11:33

"სიყვარული და სასჯელი", "ასი" თურქული სერიალებია, რომლებმაც ბოლო დროს საქართველოში ყველა თაობის მაყურებელი აალაპარაკა. მას აქტიურად განიხილავენ ყველგან, განსაკუთრებით კი სერიალების მთავარი გმირების, სავაშ ბალდარისა და დემირ დოღანის როლების შემსრულებელი მურატ ილდირიმით არიან აღფრთოვანებული. ეს უკანასკნელი თურქი მაყურებლისთვის (და არამარტო მისთვის), განსაკუთრებით კი ქალებისათვის, მამაკაცურობის სიმბოლოდ იქცა. 
მურატ ილდირიმი 35 წლის გახლავთ. 1979 წლის 13 აპრილს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კონიაში დაიბადა. მურატის დედა თარჯიმანია, მამა კი – ლიტერატურის მასწავლებელი. მსახიობის აქტიური კინოკარიერა 2004 წელს დაიწყო სერიალით "დიდი ტყუილი", რომელსაც მოჰყვა "ქარიშხალი" და "ასი", ხოლო 2010 წელს გამოსულმა სერიალმა "სიყვარული და სასჯელი" მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. 
მურატ ილდირიმი დაქორწინებულია ცნობილ თურქ მსახიობ ბურჩინ ტერზიოღლუზე, რომელიც ერთ–ერთ კასტინგზე გაიცნო და, როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ აღარ დაშორებია. წყვილი ჯერჯერობით თავს იკავებს შვილის ყოლისაგან და ძირითად დროს კარიერას უთმობს. 
მურატს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და საკუთარ თავზე საუბარი, განსაკუთრებით კი კამერებისა და ფოტოაპარატების წინ პოზირებას ერიდება, თუმცა ქართველი მაყურებლისთვის გამონაკლისი დაუშვა და რამდენიმე თვის წინ ტელეჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს ინტერვიუ მისცა. სულ ბოლოს კი ილდირიმი არაბული გაზეთის, "ალ ჰაიატის" ჟურნალისტმა "გამოიჭირა". ამ საუბარს მცირე შემოკლებით ქვემოთ გთავაზობთ. 
– ბატონო მურატ, მოდით, ინტერვიუ თქვენი წარსულით დავიწყოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამათქვენის სურვილი იყო, ინჟინერ–მექანიკოსის განათლება მიგეღოთ, ხოლო დედის მოთხოვნით ექიმი უნდა გამოსულიყავით, თქვენ კი მსახიობობა არჩიეთ. რატომ? 

– ეს სიმართლეა. მამის მოთხოვნით მე სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობაზე ჩავირიცხე, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტურ სპექტაკლებში. საბოლოოდ მივხვდი, რომ თეატრზე ვიყავი შეყვარებული და ჩემგან ინჟინერ–მექანიკოსი არ გამოვიდოდა. ამ ყველაფერს მშობლებს ვუმალავდი. როდესაც სატელევიზიო სერიალში მიხილეს, ჩემით აღფრთოვანდნენ. 
– საბოლოოდ უნივერსიტეტი მაინც დაამთავრეთ. ოდესმე ინჟინრის სპეციალობით თუ გიმუშავიათ, თუ თქვენი დიპლომი მხოლოდ კედელს ამშვენებს? 
– მინდა გითხრათ, რომ დიპლომი არასოდეს გამომიყენებია, რადგან ჩემი ერთადერთი პროფესია მსახიობობაა. 
– უნივერსიტეტის შემდეგ თქვენ სამსახიობო ხელოვნებაც შეისწავლეთ ერთ–ერთ დრამატულ სკოლაში. ეს იმიტომ ხომ არა, რომ, თქვენი აზრით, მსახიობი ყველა დანარჩენი პროფესიის ადამიანზე უფრო განათლებული უნდა იყოს? 
– რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ბევრს არ ნიშნავს, რომ ადამიანს სამსახიობო მონაცემები აქვს. ის ამ პროფესიას საფუძვლიანად უნდა დაეუფლოს, შემდეგ კი პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდეს და გაიზარდოს. 
– სიმართლეა, რომ სცენაზე თქვენი პირველი გამოჩენა ერთი ლამაზი გოგონას დამსახურებაა? 
– დიახ, ეს სიმართლეა. უნივერსიტეტის კაფეტერიაში ვიჯექი, როდესაც ულამაზესი გოგონა მომიახლოვდა და მკითხა, სტუდენტურ სპექტაკლში ხომ არ მივიღებდი მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ თავდაპირველად მაყურებლის როლში ვიყავი, შემდეგ კი, მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით, მეც ვითამაშე სპექტაკლში და მსახიობობით ისე მოვიხიბლე... შეიძლება ითქვას, მას შემდეგ სცენიდან არ ჩამოვსულვარ. 
– ამჟამად სად არის ეს გოგონა? 
– ჩვენი ურთიერთობა არ აეწყო, მაგრამ ის ისეთი ლამაზი იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება. მას ოჯახი ჰყავს და ძალიან ბედნიერია. ჩემგან განსხვავებით, სამსახიობო კარიერა არ გაუგრძელებია. 
– როგორც ცნობილია, დედათქვენი სირიული წარმოშობისაა. 
– გადმოცემით ვიცი, რომ დედაჩემის წინაპრები არაბული წარმომავლობის არიან. ჩემი ოჯახი მარდინიდან (ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში) არიან. იქაური წეს–ჩვეულებები და ტრადიციები კი ძალიან ჰგავს არაბულს. 
– სერიალებში ერთობ ქარიზმატულ პერსონაჟებს ასახიერებთ. ისინი თქვენს ხასიათს ასახავენ თუ ეს მხოლოდ თამაშია? 
– არა მგონია, მსახიობმა ნებისმიერ როლში არ ჩადოს ის, რაც მისი შინაგანი სამყაროდან მოდის. თურქი მამაკაცები რომანტიკულები არიან, მაგრამ ერთხელაც ქორწინდებიან და ხშირი რომანებიც ქრება. 
– გაიხსენეთ სერიალ "ასის" გადაღებები. როგორ მოგეწონათ ანთაქიაში ცხოვრება? 
– ანთაქიაში ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. სტამბულში მელოდებოდნენ ცოლი, მეგობრები, ნათესავები და, რა თქმა უნდა, მენატრებოდა სტამბული. სხვათა შორის, ანთაქია მართლაც შესანიშნავი ქალაქია თავისი ხალხით. 
– როგორც ვიცი, მომავალ ცოლს გადასაღებ მოედანზე შეხვდით. თუ გახსოვთ, როგორ აუხსენით სიყვარული თქვენი ცხოვრების თანამგზავრს? 
– რა თქმა უნდა, ყველაფერი მახსოვს. მომავალ ცოლს, ბურჩინ ტერზიოღლუს, 2006 წელს სერიალ "ქარიშხლის" შესარჩევ კასტინგზე შევხვდი. ჩვენი სიყვარულის ისტორია პირველივე ეპიზოდიდან დაიწყო. მე მას ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. 2008 წელს ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა. 
– თქვენი ცოლიც მსახიობია და დროის უმეტეს ნაწილს ერთმანეთის გარეშე ატარებთ. ეს თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად ხომ არ აისახება? 
– არა. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, ვისაც ჩემი ესმის და მიგებს. არ მჭირდება ყველაფრის ახსნა, რადგან ორივე ერთი პროფესიის ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის პრობლემები იყო. ძალიან გამიძნელდა ანთაქიაში, მაგრამ როდესაც სტამბულში დავბრუნდი, ყველაფერი დალაგდა. მაშინ ჩემს ცოლს სამუშაო არ ჰქონდა და დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. 
– მოგწონთ თქვენი ცოლის მიერ შესრულებული როლები? 
– ძალიან მომწონს. შეიძლება გამოვთქვა ჩემი აზრი, როგორც მაყურებელმა და ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს. ზოგჯერ თვითონაც მეუბნება თავის აზრს, რაც მახარებს. 
– თქვენი ცოლი პროფესიით მსახიობია? 
– სამსახიობო განათლება არ აქვს. გარკვეული პერიოდი კონსერვატორიაში სწავლობდა, მაგრამ გადაღებების გადატვირთული გრაფიკის გამო სწავლა მიატოვა. 
– აპირებთ, ცოლთან ერთად კიდევ ითამაშოთ ფილმში? 
– რა თქმა უნდა, მაგრამ სერიალში – არ მგონია. ეს შეიძლება იყოს ფილმი ან სპექტაკლი. 
– როგორც ცნობილია, პოლიტიკით ხართ დაინტერესებული. შესაძლებელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა? 
– მართალია, პოლიტიკით დაინტერესებული ვარ, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ქვეყნის ამბებს, მაგრამ პოლიტიკოსობას არ ვაპირებ. ჩემი ერთადერთი მოწოდება მსახიობობაა. 
– დაბოლოს, უახლოეს მომავალში ახალ პროექტში თუ გიხილავთ მაყურებელი? 
– ჩემი ბოლო ნამუშევარია "მდუმარენი". წელს არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო სერიალში. სექტემბერში დავბრუნდები ეკრანზე, ოღონდ ამჯერად მხატვრულ ფილმში გამოვჩნდები. დიდი ხანი მინდოდა ფილმში თამაში, მაგრამ სერიალში ვიყავი დაკავებული და ვერ ვარხერხებდი
eric von
eric von

საყვარელი სერიალი : sortilegio
პოსტების რაოდენობა : 2614
დაბადების თარიღი : 02.03.93
ქულები : 3345
ასაკი : 31

Back to top Go down

მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Empty Re: მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო"

Post by Bennu ♥ Mon Apr 28 2014, 19:42

ისე რა ხშირია თურქებს ერთმანეთი სულ კასტინგებზე უყვარდებად

ჰალიტ ერგენჩი და ბერგუზარ ქორელი
ბურჩინი და მურატი
მურატი და ტუბა
სერენაი და ტოლგაჰანი
ტოლგაჰანი და სელენი
რავი სერენაიზე დაა ჩაათაიზეც ამბობენ

და კიდე ა.შ
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Empty Re: მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო"

Post by Espinela-Fans Mon Apr 28 2014, 19:50

Bennu ♥ wrote:
რავი სერენაიზე დაა ჩაათაიზეც ამბობენ
კი არ ამბობენ მართლა ერთად არიან,თვითონ დადასტურეს ეს ამბავი :)
Espinela-Fans
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Game of thrones/Kara Sevda
პოსტების რაოდენობა : 26147
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26762
ასაკი : 22

Back to top Go down

მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო" Empty Re: მურატ ილდირიმი: "ბურჩინის და ჩემი სიყვარულის ისტორია კასტინგიდან დაიწყო"

Post by Sponsored content


Sponsored content


Back to top Go down

Back to top

- Similar topics

 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum