Join the forum, it's quick and easy

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

Atlético Madrid Vote_lcap75%Atlético Madrid Vote_rcap 75% [ 41 ]
Atlético Madrid Vote_lcap25%Atlético Madrid Vote_rcap 25% [ 14 ]

Total Votes : 55


Atlético Madrid

2 posters

Go down

Atlético Madrid Empty Atlético Madrid

Post by MaRiami Thu Apr 17 2014, 03:57

Atlético Madrid 28503910151190524377389


მადრიდის ატლეტიკო - (ესპ. Club Atlético de Madrid S.A.D.)

Atlético Madrid Atleticomadrid59811

დაარსდა 1903 წლის 26 აპრილს
მეტსახელები: Los Colchoneros (The Mattress-makers)
Los Rojiblancos (The Red and Whites)
Los Indios (The Indians)
El Atleti
სტადიონი: Estadio Vicente Calderón (ტევადობა-54 851)
პრეზიდენტი: ენრიკე სერესო
მთ.მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ტიტულები:

პრიმერა დივიზიონი:
მოგება (9): 1939–40, 1940–41, 1949–50, 1950–51, 1965–66, 1969–70, 1972–73, 1976–77, 1995–96
მეორე ადგილი (8): 1943-44, 1957-58, 1960-61, 1962-63, 1964-65, 1973-74, 1984-85, 1990-91

კოპა დე ლა რეი:
მოგება (9): 1959–60, 1960–61, 1964–65, 1971–72, 1975–76, 1984–85, 1990–91, 1991–92, 1995–96
|-| (9): 1921, 1926, 1955-56, 1963-64, 1974-75, 1986-87, 1998-99, 1999-00, 2009-10

ესპანეთის სუპერთასი:
მოგება (3): 1940, 1951, 1985
|-| (4): 1950, 1991, 1992, 1996

სეგუნდა დივიზიონი:
მოგება (1): 2001–02

ჩემპიონთა ლიგა:
|-| (1): 1973–74

ევროპის ლიგა:
მოგება (2): 2009-10, 2011-12

თასების მფლობელთა თასი:
მოგება (1): 1961–62
|-| (2): 1962–63, 1985–86

უეფას სუპერ თასი:
მოგება (2): 2010, 2012

უეფას ინტერტოტოს თასი:
მოგება (1): 2007
|-| (1): 2004

წინა თემების ბმულები:
ატლეტიკო მადრიდი
თემა 1 - ატლეტიკო
თემა 2 - Atlético Madrid

ისტორია:

Atlético Madrid 24246330

მადრიდის „ატლეტიკო“ – ესპანეთის ერთერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული გუნდი. დაარსდა 1903 წლის 26 აპრილს სამი ბასკი სტუდენტის მიერ: . რატომ მადრიდში? იმიტომ რომ უბრალოდ ეს სტუდენტები აქ სწავლობდნენ და სურდათ მადრიდში ბილბაოს „ატლეტიკის“ ფილიალი გუნდი შეექმნათ. სწორედ ამ ფილიალობის გამო კარგა ხანი ოფიციალურ ტურნირებში ვერ მონაწილეობდა. 1907 წლის 20 თებერვალს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში დარეგისტრირდა დამოუკიდებელ კლუბად „ატლეტიკ კლაბ დე მადრიდ“ და ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლებაც მიიღო.

თავდაპირველად კლუბის ფერები ბილბაოს „ატლეტიკის“ ფერებს იმეორებდა და ცისფერ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. თუმცა უკვე შემდეგში ფორმა შეიცვალა და საბოლოოოდ თეთრ წითელ ფერებში გადაწყდა.

Atlético Madrid 36431598.th

Atlético Madrid 64549444.th

ამ სეზონის სათამაშო ფორმა:
Atlético Madrid Fforma3.th

მალე მოიპოვა გუნდმა მეტ სახელი „მელეიბე“ – Colchoneros. ამ სახელის შერქმევის სახალისო, მაგრამ რელური ისტორია არსებობს: თავდაპირველად კლუბის სათამაშო ფორმა ზუსტად იმეორებდა ბილბაოს „ატლეტიკის“ ვერტიკალურად განლაგებულ თეთრ-ცისფერ ფერებს. XX საუკინის დასაწყისში კი როდესაც საფეხბურთო ინდუსტრია ის ის იყო იწყებდა ამოძრავებას, ბევრ საფეხბურთო კლუბს უწევდა თანხის დაზოგვა, მათ შორის მადრიდელებსაც. თანხების დაზოგვა კი „ატლეტოკომ“ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საფეხბურთო ფორმის ხარჯზე მოახერხა ამ დროს ესპანურ მანუფაქტურებში წითელ-თეთრი ვერტიკალური ზოლები გამოიყენებოდა ლეიბების წარმოებაში, რადგან მწარმოებლები ხშირად ვერ ახერხებდნენ გასაღებას, საწყობები სავსე იყო მსგავსი ქსოვილებით, რის გამოც საფეხბურთო კლუბები ხშირად უფასოდ იღებდნენ მას და ფორმებსაც მისგან იკერავდნენ. სწორედ ამის გამო შეერქვა ეს სახელი ამ კლუბს და მას დღემდე ატარებს. აღსანიშნავია ისიც რომ ესპანეთში ამ ხერხს პირველებმა სწორედ მადრიდელებმა მიმართეს, 1911 წელს საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულმა კლუბის ფეხბურთელმა ხუან ელორდუმ იგი ბილბაოდან ჩამოიტანა. 1912 წლის 22 იანვარს კი ეს ფორმა გუნდმა პირველად მოირგო, როდრიგეს არსუაგას (ტურნირის ორგანიზატორი მეცენატი) თასის გათამაშებაზე. ამ ხერხს მალე სხვა კლუბებმაც მიმართეს ბილბაოს „ატლეტიკმა“ (1914 წლიდან), ხიხონის „სპორტინგმა“ და „ლოგრონიესმა“.

ამ დროისთვის კლუბში მწვავედ იდგა საკუთარი მოედნის არქონის პრობლემა, თუმცა ეს საკითხი მოაგვარა ახალმა პრეზიდენტმა ხულიან რუეტე ვინუესმა (იგი კლუბს 1912 წლის 19 ნოემბერს ჩაუდგა სათავეში). მანამდე გუნდი თამაშობდა სტადიონზე „რეტირო“ სადაც მასთან ერთად სხვა მადრიდული კლუბებიც ასპარეზობდნენ, აღსანიშნავია ისიც რომ 1903 წლის 2 მაისს სადებიუტო მატჩი „ატლეტიკომ“ აქ ჩაატარა. რუეტეს ძალისხმევით კი უკვე 1913 წლის 9 თებერვალს კლუბმა საკუთარ სტადიონზე „ო’დონელზე“ ითამაშა პრიმერას მატჩი.
20 იანი წლების გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ პანჩო ბალაუსტე (1920 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი) და მეკარე ხავიერ ბაროსო.
1923 წელს კიდევ ერთხელ გამოცვალა Colchoneros მა სტადიონი და „ო’დონელზე“ თამაშის 10 წლის თავზე სხვა სტადიონზე გადაბარგდა, მას „„მეტროპოლიტანო“ ერქვა. გახსნითი მატჩი 1923 წლის 13 მაისს შედგა სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“, ანგარიშით 2-1 მასპინძლებმა იმარჯვეს.
კლუბი ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებას 1926 წელს მიუახლოვდა და 16 მაისს სამეფო თასის ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. მატჩში მადრიდელები დაწინაურდნენ თავიდან 2-0 (გოლები პალასიოსმა და კოსმემ გაიტანეს), ამის შემდეგ კატალონიელები ათამაშდნენ უკეთ და ანგარიში გააათანაბრეს 2-2, მატჩის მიწურულს შეიქმნა სადავო მომენტი, როდესაც მსაჯმა არ ჩათვალა პალასიოსის გოლი, რადგან მიიჩნია რომ საგოლე პასი ლუის ოლასომ უკვე მოედნიდან გასული ბურთით შეასრულა. დამატებით დროში კი „ბარსას“ თავდამსხმელმა პაულინიო ალკანტარამ თავის გუნდს თასი მოაპოვებინა.
ლოგიკურად ამ ყველაფერს წარმატებები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა წავიდა და თუკი 1928/29 წლების სეზონში გუნდმა მე -6 ადგილი დაიკავა, მომდევნო 1929/30 წლების სეზონში ლიგიდან გავარდა.
გავარდნა გავარდნად და სწრაფი დაბრუნებაც არ მოხერხდა 1931 წელს ათლეტები მეორეები იყვნენ დივიზიონში და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩნენ პირველადგილოსან „ვალენსიას“ . ეს კი საკმარისი დასაბრუნებლად არ იყო, ზედა დივიზიონში მხოლოდ პირველადგილოსანი გადადიოდა. 1932 წელს გუნდმა მაშინდელი ვარსკვლავი არტეჩე იყიდა საოცარ ფასად (20 ათასი პესეტა) შედეგი კი მიუღწეველი დარჩა. 1933 და 1934 წელსაც ,,ატლეტიკომ“ ისევ მეორე ადგილი დაიკავა, თანაც ორივეჯერ ისევ სამი ქულით ჩამორჩა ლიდერებს „ოვიედოს“ და „სევილიას“. იმედგაცრუება დიდი იყო, მაგრამ 1934 წლის 16 ივლისს ისინი იხსნა ფედერაციამ, გადაწყვიტა რა უმაღლესი ლიგის 12 გუნდამდე გაზრდა. შედეგად 1934/35 წლების სეზონში გუნდი უმაღლესში დაბრუნდა ლიდერ პეპე სამიტეროსთან ერთად. მომდევნო სეზონის წინ კი ბილბაოელები და მადრიდელები მოსამზადებლად ბრაზილიასა და არგენტინაში გაემგზავრნენ, თუ ბასკები შემდგომში ჩემპიონები გახდნენ, დედაქალაქელები პირიქით გადაიღალნენ და გადაიწვნენ.
წარუმატებელ სეზონს მოჰყვა სამოქალაქო ომისგან გამოწვეული სამწლიანი პაუზა და მხოლოდ 1939 წლის შემოდგომაზე დადგა ესპანეთის ჩემპიონატის აღდგენის საჭიროება. „ატლეტიკო“ ამ მხრივ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ომმა მისი 8 ფეხბურთელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფული კი ახალი ძალით შევსებისათვის კი არ იყო საკმარისი. ასეთი გასაჭირის დროს გამოსავალი მაინც მოინახა: ესპანეთის ცემპიონატში მონაწილეობა სურდათ ესპანეთის საჰაერო ძალების გუნდს, მაგრამ ფედერაცია ნებას არ რთავდა მიუხედავად იმისა რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები იყვნენ თავმოყრილი. შესაბამისად მადრიდელებს ჰქონდათ ის რაც არ ჰქონდათ საჰაერო ძალებს და პირიქით, საჰაერო ძალებს ჰყავდათ ფეხბურთელები რის ნაკლებობასაც კლუბი განიცდიდა. შესაბამისად „ატლეტიკოს“ დირექტორთა საბჭომ გაუგზავნა წინადადება ავიაციის პოლკოვნიკ ფრანსისკო სალამანკას ალიანსის შექმნის შესახებ და შედეგად 1939 წლის 14 სექტემბერს შეთანხმება შედგა. ახალ კლუბს 4 ოქტომბერს უწოდეს სახელი „ატლეტიკ ავიასიონი“, ეს სახელი შეასწორეს 1941 წლის 1 თებერვალს „ატლეტიკო ავიასიონით“.
1939/40 წლების სეზონი გუნდს უნდა გაეტარებინა მეორე დივიზიონში, თუმცა ბედმა გუნდს აქაც გაუღიმა. უმაღლესი ლიგის მონაწილე “ოვიედომ“ ფედერაციას სთხოვა ერთ წლიანი ტაიმ აუტი, რადგან ომის შემდეგ მისი სტადიონი მთლიანად დანგრეული იყო. ფედერაციამ თხოვნა დააკმაყოფილა და შედეგად უმაღლესში ერთი ადგილი გამონთავისუფლდა. საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა „ატლეტიკოს“ კიდევ ერთ პრეტენდენტ „ოსასუნასთან“ მოუწია. მატჩი ვალენსიაში შედგა 26 ნოემბერს და აქ მადრიდელებმა 3-1 იმარჯვეს.
ავიატორთაგან დამატებული ფეხბურთელები (სხვათაშორის ყველა კანარის კუნძულებიდან იყო) იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ ვიდრე ეგონათ გუნდმა ორჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონატი (პირველად „სევილიას“ მხოლოდ ქულით გაასწრო). აღსანიშნავია რიკარდო ზამორას ღვაწლი – მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო მეკარე ამ სეზონების დროს წვრთნიდა გუნდს.

Atlético Madrid Avix

1947 წლის 14 იანვარს „ატლეტიკომ“გაწყვიტა კავშირი სამხედროებთან და არსებობა ისევ დამოუკიდებელ კლუბად გააგრძელა. თუმცა კი ამ ცვლილების შემდეგ მის სახელის დაბოლოებას დაემატა ასო „ო“, სწორედ ეს განასხვავებს ბასკური „ატლეტიკის“ დასახელებისაგან. ამავე წელს „მეტროპოლიტანოზე“ მიწასთან გაასწორეს მადრიდის “რეალი“ 5-0, ესააა ამ გუნდთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მათი შეხვედრების ისტორიაში.



1948 წელს გუნდში კიდევ შეიცვალა ბევრი რამე სასიკეთოდ, გუნდმა გადაიბირა იმ დროსითვის ერთერთი საუკეთესო ფრანგი მეკარე: მარსელ დომინგო და მაროკოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლარბი ბენ-ბარეკი. 1949 წელს კი მწვრთნელის პოსტი ლეგენდარულმა ელენიო ერერამ დაიკავა. შედეგიც შესაბამისი იყო: 1950 და 1951 წლებში მადრიდელები ზედიზედ დაეუფლნენ ჩემპიონის საპატიო ტიტულს. საინტერესოა ის ფაქტი რომ ერერა, რომელიც შემდგომში მონათლეს „კატენაჩოს მამად“ ამ დროს გახსნილ ფეხბურთს ქადაგებდა, 1951 წლის სეზონში Colchoneros-მა მეტოქეთა კარი 87 ჯერ აიღო და ბილბაოს „ატლეტიკთან“ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტ გოლიანი ფრე დააფიქსირა 6-6.
50-იან წლებში იყო ასევე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება კლუბის ისტორიაში „ერკულესის“ (1955-56 სეზონი) და „ლას პალმასის“ (1957-58 სეზონი) წინააღმდეგ ანგარიშით 9-0. ევროთასებზე 8-0 „დრუმკონდრა“-ს (ირლანდია) წინააღმდეგ. 1954-55 წლების სეზონში დამარცხდა ყველაზე სასტიკად „სელტასთანაც“ 1-8.
1945 დან 1958 წლამდე გუნდში თამაშობდა ფეხბურთელი რომელსაც „ატლეტიკოს“ ისტორიაში, ლუის არაგონესის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მეტოქეთა კარში. ესაა ანდრიას ესკუდერო (დაბ 24.11.1927), მეტსახელად El Chava მ პრიმერაში ჩატარებული 287 მატჩში 150-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თასზე 17 ჯერ. სამჯერ ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.
Atlético Madrid Adrianescuderoatleticoa

1953 წელს გუნდი დატოვა ელენიო ერერამ, რასაც თან დაერთო „რეალის“ და „ბარსელონას“ აღზევება: მათ თავი მოუყარეს სულ მალე გუნდში მსოფლიო ვარსკვლავებს დი სტეფანოს და კუბალას წინამძღოლობით. „ატლეტიკო“ მიუხედავად იმისა რომ იბრძოდა მაინც ესპანეთის მესამე კლუბად დარჩა ამ დროისთვის. არადა გუნდმა გასაძლიერებლად ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ვავაც კი იყიდა. ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა გუნდში 1958 წელს „ვასკო და გამადან“ გადავიდა და აქ სამი სეზონი გაატარა ჩატარებულ 71 მატჩში კი 31 გოლი გაიტანა.
1951 დან 1966 წლამდე გუნდს ოქროს პერიოდი მაინც დაუდგა: ოთხჯერ გახდნენ ვიცე-ჩემპიონები და შვიდჯერ გავიდნენ თასის ფინალში (სამი მოიგეს). 1959-61 წლებში მატჩებმა „რეალთან“ იმდენად დაძაბულად ჩაიარა და მნიშვნელობითაც გამოირჩა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ელ კლასიკო გადაწია უკანა პლანზე. 1959 წელს „ატლეტიკო“ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა (თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო ვიცე ჩემპიონობის გამო რადგან წინა გამარჯვებული და ესპანეთის ჩემპიონი სამეფო კლუბი პირდაპირ დაუშვეს გათამაშებაზე) და აქ გადაეყარა მარადიულ მეტოქეს: „მეტროპოლიტანოზე“ „რეალი“ დამარცხდა 1-0, საკუთარ მოედანზე კი გაიმარჯვა 2-1. ამ დროს არ მოქმედებდა დღეს ძალაში არსებული სისტემა და მეტოქის მოედანზე გატანილი ბურთიც ბევრს არაფერს ნიშნავდა, რის გამოც გადამწყვეტი მატჩი სარაგოსაში დაინიშნა აქ კი ისევ სამეფო კლუბმა იმარჯვა 2-1. ერთი წლის შემდეგ ორივე გუნდმა ქვეყნის თასის გათამაშების 1/2 ფინალში მეტოქეები 8-0 გაანადგურა და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა აქ უკვე „ატლეტიკომ“ იმარჯვა 3-1. საქმე ისაა რომ 1961 წლის ფინალიც გენერალსიმუსის თასზე (ასე ერქვა ფრანკოს დროს სამეფო თასს) ამ გუნდებმა ითამაშეს და გამარჯვებულიც ისევ თეთრწითლები გახდნენ , თუმცა ამჯერად 3-2 მოიგეს. ამ წარმატებულ ორ სეზონს მოჰყვა კიდევ უფრო წარმატებული მესამე სეზონი: 1962 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ზედიზედ დამარცხებულ იქნა „სედანი“, „ლესტერი“, „ვერდერი“ და იენას „მოტორი“ (გდრ) . ფინალში „მელეიბეები“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდნენ პირველი მატჩი გლაზგოში ფრედ 1-1 დასრულდა და გადათამაშებაც დაინიშნა, რომლის ორგანიზებას არც მეტი არც ნაკლები 4 თვე დასჭირდა და ბოლოსდა ბოლოს შტუტგარტში ჩატარდა. ესპანელებმა 3-0 იმარჯვეს (Miguel Jones 8′, José Alberto de Mendonça Paulino 27′, Joaquín Peiró 59′).
მომდევნო სეზონში მადრიდელებს შეეძლოთ მიღწევა გაემეორებინათ და ტიტული დაეცვათ, თუმცა ლონდონის „ტოტენჰემთან“ ფინალში 0-5 განადგურდნენ. ათსანიშნავია ისიც რომ ასეთი დიდი სხვაობა ევროთასების ფინალებში არასოდეს დაფიქსირებულა.
1964 წლის 17 ოქტომბრიდან მადრიდის ,,ატლეტიკოში“ ახალი ერა დაიწყო. გუნდის პრეზიდენტი გახდა ვისენტე კალდერონ პერეს-კავადა (Vicente Calderón Pérez-Cavada): მისი მმართველობის დროს გუნდმა ოთხჯერ მოიგო პრიმერა, ოთხჯერ სამეფო თასი და ერთხელაც საკონტინანტთაშორისო თასი.

Atlético Madrid Natleticodemadridladirev

ვისენტე კალდერონის მოსვლისთანავე გუნდი სტადიონის გარეშე დარჩა, „მეტროპოლიტანო“ სამშენებლო კომპანიას მიჰყიდეს, თვითონ კი საშინაო მატჩებისთვის „სანტიაგო ბერნაბეუ“ დაიქირავეს. პრეზიდენტი მაშინვე შეუდგა საქმეს და საწვრთნელი ბაზის „მანსანარესის“ ადგილას დაიწყო ახალი სტადიონის მშენებლობა. ჰოდა სწორედ ამ სტადიონს 1971 წლის 14 ივლისს დირექტორთა საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეწოდა კიდეც მისი სახელი.
ამ პერიოდის წამყვან მოთამაშეებად იქცნენ: მეკარე-რეინა (1976/77 წლებში გახდა კლუბის პირველი მეკარე, რომელმაც დაისაკუთრა „ზამორას პრიზი“ რომელიც სეზონის საუკეთესო მეკარეებს გადაეცემათ), ნახევარმცველი – ადელარდო (კლუბის რეკორდსმენი პირველ დივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 399), თავდამსხმელი ხოსე ეულოხიო გარატე, ასევეა მომავალში ცნობილი ესპანელი მწვრთნელები ხავიერ ირურეტა და ლუის არაგონესი. ირურეტა მოედნის ცენტრში ირჯებოდა და თავისი უხეშობით იყო ცნობილი. არაგონესი 1964 წელს მოვიდა გუნდში და მასში თამაშის პერიოდში 123 გოლის გატანა შეძლო ანუ მეორე მაჩვენებელი ისტორიაში, მესამე ადგილს კი გარატე იკავებს 109. საინტერესო ისააა რომ 1969/70 წლების სეზონში გარატემ და არაგონესმა ერთად მოიგეს „პიჩიჩის“ პრიზი, მათ 16-16 გოლი გაიტანეს. გარატემ ამის გარდა კიდევ ორჯერ მოიპოვა ეს ტიტული 1969 (14 გოლი) და 1971 (17 გოლი) წლებში, ანუ ზედიზედ სამჯერ. მის ასეთ წარმატებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პრიმერაში აღარ თამაშობდნენ დი სტეფანოს და პუშკაშის მსგავსი ვარსკვლავები, ამასთან შეიზღუდა ლიმიტი ლეგიონერებისა (ეს აკრძალვა 1973 წელს მოხსნეს).
აკრძალვის დამთავრებისთანავე მადრიდელები სამი არგენტინელით გაძლიერდნენ: რუბენ აიალა, რამონ ერედეი და რუბენ დიასი (მეტსახელად „მცხობელი“ – „panadero“). ეს სამი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ერთობ ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩეოდა რის გამოც მათ „ინდიელები“ („indios“) შეარქვეს.

Atlético Madrid Ayalaheredia

სწორედ ამ ფეხბურთელების დამსახურებაა კიდევ ერთი მეტსახელი „ინდიელები -indios“, რომელიც დღემდე მოიხსენიება.
1974 წელს გუნდი არსებობის განმავლობში ყველაზე ახლოს იყო გამხდარიყო ჩემპიონთა თასის მფლობელი და მოეპოვებინა ევროპაში უპირველესი გუნდის სახელი, მაგრამ წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა: ბრიუსელში , „ბაიერნთან“ გამართულ შეხვედრაში ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, დამატებით დროში 113 წუთზე ლუის არაგონესმა საჯარიმოდან აიღო ზეპ მაიერის კარი და მაშინ როდესაც ყველას ეგონა მადრიდელები ტიტულს მოიპოვებდნენ 120 წუთზე „ბაიერნის“ მცელმა ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა 30 მეტრიდან გაუტანა მიგელ რეინას, ყველაზე საინტერესო კი ის გამოდგა რომ მადრიდელთა გოლისას სწორედ ამ მცველმა დაარღვია თამაშის წესები. დაინიშნა გადათამაშება რომელიც „ატლეტიკოსთვის“ კატასტროფით დასრულდა 0-4 და თასიც გერმანელებს დარჩათ.
1975 წლის გაზაფხულზე გასამართ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალზე გერმანელებმა უარი განაცხადეს, ამის გამო არგენტინულ „ინდეპენდიენტეს“ მადრიდელები დაუპირისპირდნენ, პირველი მატჩი არგენტინაში 0-1 დათმეს თუმცა გამეორებით შეხვედრაში ხავიერ ირურეტას და რუბენ აიალას გოლებით გაიმარჯვეს და თასიც დაისაკუთრეს. გუნდს უკვე ლუის არაგონესი წვრთნიდა.
1987 წელს ვისენტე კალდერონის ერა დასრულდა. მისი პოსტი თავიდან დაიკავა ხავიერ კასტედო ალვარესმა, მაგრამ მალევე დაუთმო ხესუს ხილი ხილს (27 ივნისიდან), ალბათ ყველაზე ქარიზმატულ და გამორჩეულ ფიქურას კლუბის ისტორიაში. თუმცა კი ვიდრე ეს მოხდებოდა გუნდმა 1976/77 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, 1976 და 1985 წლებში ესპანეთის თასი, 1985 წელს კი სულაც ესპანეთის სუპერთასი. ამას თან დაერთო კიდევ ერთი ფინალი თასების თასისათვის სადაც „ატლეტიკო“ კიევის „დინამოსთან“ დამაცხდა 0-3. მოკლედ 1987 წლიდან გუნდის პრეზიდენტი გახდა ხესუს ხილი (წინასაარჩევნო კამპანიისას 200 ათასი დოლარი დახარჯა). იგი მოსვლის დღიდან შეუდგა გუნდის გაძლიერებას: შეიძინა ბერნდ შუსტერი და გუნდის ქომაგთა უსაყვარლესი ფეხბურთელი პორტუგალიელი პაულუ ფუტრე (გარდა იმისა რომ მასში მილიონი დოლარი გადაიხადეს, ხილმა მას ოცნება აუსრულა და ყვითელი „პორშეც“ აჩუქა).
1990-91 წლების სეზონში საოცარი სერია ჰქონდა გუნდის მეკარე აბელ რესინოს მან 1275 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. რა თქმა უნდა იმ წელს „ზამორას პრიზიც“ მას ერგო. მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა და გუნდის გაძლიერებისა 1991 და 92 წლებში მხოლოდ სამეფო თასის მოგება გახდა შესაძლებელი. მომდევნო სეზონებში (1993/94 და 1994/95) გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა, პრეზიდენტიც ხელთათმანებივით ცვლიდა გუნდის მწვრთნელებს, ვიდრე 1995 წელს რადომირ ანტიჩს არ მიაგნო. მწვრთნელმა გაუმართლა და სეზონის სტარტზე 11 ტურში 9 მოგება და 2 ფრე ითამაში, დაწინაურდა ცხრილში და სეზონის ბოლომდე არც გაუფლანგავს უპირატესობა. ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო რომ ამ წელს „ატლეტიკომ“ სამეფო თასის გათამაშება კიდევ ერთხელ მოახერხა და დუბლი შეასრულა. თუმცა კი ესპანელები გუნდს ძალიან უხეშ თამაშში ადანაშაულებდნენ ჩემპიონობა ჩემპიონობააა და სიბელისზეც სეზონის ბოლოს ფიესტა შედგა.



Atlético Madrid Oatleticodemadridlahist

1999-2000 წლებში მოხდა მოულოდნელი: რამ გუნდი პრიმერა დივიზიონში მე-19 ადგილზე გავიდა და გავარდა სევილიასთან და ბეტისთან ერთად. თუმცა ეს კიდევ არაფერი სეგუნდას საწყის შვიდ ტურში (მომდევნო 2000-01 სეზონი) მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და აქაც ცხრილის ფსკერზე დაეშვა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე ხესუს ხილმა და სპორტულმა დირექტორმა პაულუ ფუტრემ კიდევ ერთი მწვრთნელი გაუშვეს და უამრავი ფეხბურთელლი დაიმატეს, თუმცა „ატლეტიკოს“ „ტენერიფემ“ მცირედით მაინც აჯობა და გუნდს მომდევნო წელიც სეგუნდაში მოუხდა თამაში. ამჯერად კი ყველაფერი რიგზე იყო და პირველი ადგილიც დამსახურებული, გუნდს კი ლუის არაგონესი წვრთნიდა: მწვრთნელი 27 წლიანი სტაჟით.
2002 წელს ხესუს ხილი გარდაიცვალა (24 აპრილი) და ამით გუნდის ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა. ამჟამად გუნდის პრეზიდენტია ენრიკე სერეზო. ბოლო წლებში ათლეტებმა იასპარეზეს ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე, თუმცა ყველაზე წარმატებული ამ წლებში მაინც 2009-10 წლების სეზონი გამოდგა: ჩემპიონატში ცუდი თამაშის საპირისპიროდ გუნდმა ევროპის ლიგის პირველი და სუპერთასის გათამაშება მოიგო. გავიდა, მაგრამ დამარცხდა სამეფო თასის და ესპანეთის სუპერთასის ფინალებში.



2012 წელს კიდევ ერთხელ განმეორდა 2010 ში მიღწეული წარმატება, გუნდმა ევროპის ლიგა და სუპერთასი მოიგო.




* * *


სტადიონი:

სტადიონი „ვისენტე კალდერონი“ (1971 წლიდან)
ძველი დასახელება: Estadio Manzanares (1966-1971)
ტევადობა: 54 851 მაყურებელი
გახსნის თარიღი: 1966 წლის 2 ოქტომბერი
მოედნის ზომა: 105 მ X 75 მ
მინდვრის საფარი: ბუნებრივი
კოორდინატები: 40°24′6″N 03°43′14″E
მშენებლობა დაიწყო 1961 წელს დამთავრდა 1966 ში, 1980 ჩაუტარდა ხელახალი რეკონსტრუქცია (451 მლნ პესეტა)
არქიტექტორები: ხავიერ ბაროსო, მიგელ ანხელ გარსია-ლომასი
1982 წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის 3 მატჩი (საფრანგეთი-ავსტრია, ავსტრია-ჩრ.ირლანდია, ჩრ.ირლანდია-საფრანგეთი)
2003 წელს მიიღო უეფას 5 ვარსკვლავიანი სტადიონის ხარისხი
მისამართი: Madrid, Arganzuela, Paseo Virgen del Puerto, 67.

Atlético Madrid Estadiovicentecalderon.th

Atlético Madrid Oatleticodemadridestadi.th

Atlético Madrid Postalvicentecalderon.th

Atlético Madrid Estadiovicentecalderone.th

Atlético Madrid Batleticomadridbestadio.th

"ატლეტიკოს" მაისურით ჩატარებული ოფიციალური მატჩები

1. ადელარდო (511)
2. ენრიკო კოლარი (470)
3. ტომაშ რენონესი (463)
4. კარლოს აგილერა (454)
5. ისაკიო კალეხა (425)
6. ხუან კარლოს არტეჩე (421)
7. ლუის არაგონესი (372)
8. ალბერტო ფერნანდეში (361)
9. ფელიჩიანო რივილა (356)
10. ადრიან ესკუდერო (330)

"ატლეტიკოს" მაისურით ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები

1. ლუის არაგონესი (172)
2. ადრიან ესკუდერო (170)
3. ფრანცისკო კამპოსი (144)
4. ხოსე ეულეხიო გარატე (136)
5. ხოაკინ პიერო (129)
6. ადელარდო (113)
7. ენრიკა კოლარი (104)
8. რუბენ კანო (97)
9. მანოლო (92)
10. ფერნანდო ტორესი (91)

პრეზიდენტები

1. ენრიკე ალენდე (1903)
2. ედუარდო დე აჩა (1903-07)
3. რიკარდო დე გონდრა (1907-09)
4. რამონ დე კარდენასი (1909-12)
5. ხულიან რუეტე (1912-19)
6. ალვარო დე აგილარი (1919-20)
7. ხულიან რუეტე (1920-23)
8. ხუან დე ესტეფანია (1923-26)
9. ლუსიანო ურგუიხო (1926-31)
10. რაფაელ გონსალესი (1931-35)
11. ხოსე დელ ვალე (1935-36)
12. ხოსე მარია ფერნანდესი (1936-39)
13. ფრანცისკო ვივესი (1939)
14. ლუის ნავარო (1939-41)
15. მანუელ გალეგო (1941-45)
16. ხუან ტოუსონი (1946-47)
17. ჩეზარო გალინდესი (1947-52)
18. მარკეს დე ლა ფლორიდა (1952-55)
19. ხუან სუევოსი (1955)
20. ხავიერ ბაროზო (1955-64)
21. ვისენტე კალდერონი (1964-80)
22. რიკრადო ირესბალი (1980)
23. ალფონსო კაბესა (1980-82)
24. ანტონიო დელ ჰოიო (1982)
25. აგუსტინ კოტორუელო (1982)
26. ვისტენდე კალდერონი (1982-87)
27. ფრანცისკო კასტედო (1987)
28. ხესუს გილი (1987-03)
29. ენრიკე სერეზო (2003-)

"პიჩიჩის" მფლობელები:

პრუდენი - 1940-41 (30 გოლი)
ტელმო ზარა - 1952-53 (24 გოლი)
ხოსე ეულეგიო ხარატე - 1968-69 (15 გოლი)
ლუის არაგონესი - 1969-70 (14 გოლი)
ხოსე ეულეგიო ხარატე - 1970-71 (17 გოლი)
ლუის არაგონესი - 1971-72 (20 გოლი)
ჰუგო სანჩესი - 1984-85 (19 გოლი)
ბალთაზარი - 1988-89 (35 გოლი)
მანოლო - 1991-92 (27 გოლი)
კრისტიან ვიერი - 1997-98 (24 გოლი)
დიეგო ფორლანი - 2008–09 (32 გოლი)


გუნდი:

მთავარი მწვრთნელი:

Atlético Madrid 20111223dasdasftb261

FULL NAME: Diego Pablo Simeone
DATE OF BIRTH: April 28, 1970
PLACE OF BIRTH: Buenos Aires, Argentina




* * *
მეკარეები:

1. სერხიო ასენხო, 23 წლის- ესპანეთი

Atlético Madrid 25serjioasenjo28061989.th

13. ტიბო კურტუა, 20 წლის - ბელგია

Atlético Madrid 41935610150599555207286.th

25. ჟოელ რობლესი, 22 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 1joelrobles17061990.th


მცველები:

2. დიეგო გოდინი, 26 წლის - ურუგვაი

Atlético Madrid 2diegogodin16021986.th

3. ფილიპე ლუისი, 27 წლის -ბრაზილია

Atlético Madrid 6luisfilipe09081985.th

12. ხორხე პულიდო, 21 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 26jorgepulido08041981.th

15. დომინგო სისმა, 30 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 30917210151152441482389.th

17. სილვიო პერეირა, 25 წლის - პორტუგალია

Atlético Madrid 16silvio28091987.th

18. კატა დიასი, 33 წლის - არგენტინა

Atlético Madrid 1342903855extrasmosaico.th

20. ხუანფრანი, 27 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 57806110150936361622389.th

23. ჟოაო მირანდა, 28 წლის - ბრაზილია

Atlético Madrid Miranday.th


* * *
ნახევარმცველები:

4. მარიო სუარესი, 25 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 4mariosuarez24021987.th

5. ტიაგო მენდეში (ვიცე კაპიტანი), 31 წლის - პორტუგალია

Atlético Madrid Tiagomendes02051981.th

6. კოკე, 20 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid Kokeb.th

8. რაულ გარსია, 26 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid 52775210151188489777389.th

10. არდა თურანი, 25 წლის - თურქეთი

Atlético Madrid Ardaturanu.th

11. კრისტიან როდრიგესი, 27 წლის - ურუგვაი

Atlético Madrid Kristianrodrigesi2.th

14. გაბი (კაპიტანი), 29 წლის - ესპანეთი

Atlético Madrid Gabiah.th

21. ემრე ბელოზოღლუ, 32 წლის - თურქეთი

Atlético Madrid Emred.th


თავდამსხმელები:

7. ადრიან ლოპესი, 24 წლის -ესპანეთი

Atlético Madrid Adriani.th

9. რადამელ ფალკაო, 26 წლის - კოლუმბია

Atlético Madrid Falcaok.th

19. დიეგო კოშტა, 24 წლის - ბრაზილია

Atlético Madrid Diegocoshta.th
MaRiami
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 24

Back to top Go down

Atlético Madrid Empty Re: Atlético Madrid

Post by Bennu ♥ Thu Sep 03 2015, 20:35

ეს თემაც მომეწონა. <3
Bennu ♥
Bennu ♥

საყვარელი სერიალი : მარტოსული
პოსტების რაოდენობა : 14280
დაბადების თარიღი : 18.01.98
ქულები : 14734
ასაკი : 26

Back to top Go down

Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum