Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


რეალ მადრიდი

Page 1 of 24 1, 2, 3 ... 12 ... 24  Next

View previous topic View next topic Go down

რეალ მადრიდი

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:32

საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 32 ტიტული; ესპანეთის თასის 18 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 9 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).

„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.

„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[3][4]


_________________
❤ AlwaYs be youRself,expRess yourself, haVe faith in yOurself, do nOt go out aNd lOok for a sucCessful perSonality and duPlicate it.


avatar
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : Tumhari Pakhi , Qubool Hai
პოსტების რაოდენობა : 115953
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 118966
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:32

ისტორია[რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რეალ მადრიდის ისტორია.
მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.

1895 წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი. 1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დაარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. 1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).

1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930- 33 წლებში.

სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.

მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის „რეალს“ მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.

1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.

სასტარტო პირველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.

1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირდება.

ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.

1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.

1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".

"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დისტეფანოს "რეალში" მიწვევა იყო.

1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი სტად დე რეიმსი 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.

შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევაა და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.

50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

60-იანი წლების მიწურულს მადრიდის „რეალი“ ნელ-ნელა დატოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალს“ კვლავ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.

1975 წელს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16- ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.

1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადა ვერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.



სანტიაგო ბერნაბეუ
1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათაშორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, "დონ სანტიაგოს თასი" გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში "რეალმა" თბილისის "დინამოს" 4:2 სძლია. სწორედ ამ შეხვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათაშორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.

1985-86 წლებში მადრიდის "რეალმა" 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.

90-იანი წლების დასაწყისი "რეალისთვის" მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, "ბარსელონას" ჩრდილიდან გამოსვლას.

90-იანი წლების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი რეალისთვის წარმატებული ეპოქა იყო. გუნდმა სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუმცა 2004 წლიდან გუნდს ჩავარდნა დაეწყო. რეალი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი. 2010 წლიდან გუნდს სათავაში ჩაუდგა ჟოზე მაურინიო. რეალი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2011 წელს მოიგო ესპანეთის თასი, დაამარცხა რა ფინალში „ბარსელონა", ხოლო 2012 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2013 წელს გუნდმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. წარუმატებლობის გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ჯოზე მოურინიო; იგი ამ თანამდებობაზე შეცვალა კარლო ანჩელოტიმ.

_________________
❤ AlwaYs be youRself,expRess yourself, haVe faith in yOurself, do nOt go out aNd lOok for a sucCessful perSonality and duPlicate it.


avatar
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : Tumhari Pakhi , Qubool Hai
პოსტების რაოდენობა : 115953
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 118966
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:33

შემადგენლობა[რედაქტირება]
2013 წლის 2 სექტემბრისთვის.[5]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ესპანეთის დროშა მეკარე იკერ კასილიასი (კაპიტანი[6])
2 საფრანგეთის დროშა მცველი რაფაელ ვარანი
3 პორტუგალიის დროშა მცველი პეპე (III ვიცე-კაპიტანი)
4 ესპანეთის დროშა მცველი სერხიო რამოსი (I ვიცე-კაპიტანი[6])
5 პორტუგალიის დროშა ნახევარმცველი ფაბიუ კოენტრანი
6 გერმანიის დროშა ნახევარმცველი სამი ხედირა
7 პორტუგალიის დროშა თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ (IV ვიცე-კაპიტანი)
9 საფრანგეთის დროშა თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა
11 უელსის დროშა თავდამსხმელი გარეთ ბეილი
12 ბრაზილიის დროშა მცველი მარსელო (II ვიცე-კაპიტანი[6])
13 ესპანეთის დროშა მეკარე ხესუს კოლადო
14 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ჩაბი ალონსო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 ესპანეთის დროშა მცველი დანიელ კარვახალი
16 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი კაზემირო
17 ესპანეთის დროშა მცველი ალვარო არბელოა
18 ესპანეთის დროშა მცველი ნაჩო
19 ხორვატიის დროშა ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი
20 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ხესე როდრიგესი
21 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ალვარო მორატა
22 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ანხელ დი მარია
23 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ისკო
24 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ასიერ ილარამენდი
25 ესპანეთის დროშა მეკარე დიეგო ლოპესი

_________________
❤ AlwaYs be youRself,expRess yourself, haVe faith in yOurself, do nOt go out aNd lOok for a sucCessful perSonality and duPlicate it.


avatar
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : Tumhari Pakhi , Qubool Hai
პოსტების რაოდენობა : 115953
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 118966
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:33

პრეზიდენტები[რედაქტირება]


ფლორენტინო პერესი
არსებობის მანძილზე „რეალი“ იმართებოდა კლუბის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელსაც ე.წ. სოსიოსი ჰქვია. ყველაზე დიდ ხანს სამეფო კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იესტე იყო, რომელიც რეალის პირველი პირი 35 წლის მანძილზე (1943-1978 წ.წ.) იყო. 2000 წლის ივლისიდან კი, სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ალფრედო დი სტეფანოს უკავია. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.

-----------------------------------

მწვრთნელები[რედაქტირება]


კარლო ანჩელოტი
რეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო. მის შემდეგ სამეფო კლუბში სხვადასხვა დროს 41 სპეციალისტი მუშაობდა. ყველაზე დიდ ხანს "ბლანკოსს" მიგელ მუნიოსი (1960-1974) უძღვებოდა, რომლის თავკაცობითაც სამეფო კლუბმა 424 მატჩი ჩაატარა. კლუბს ამჟამად კარლო ანჩელოტი წვრთნის.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ის მწვრთნელებია ნახსენები, რომლებმაც რეალს მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოაგებინეს.

_________________
❤ AlwaYs be youRself,expRess yourself, haVe faith in yOurself, do nOt go out aNd lOok for a sucCessful perSonality and duPlicate it.


avatar
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : Tumhari Pakhi , Qubool Hai
პოსტების რაოდენობა : 115953
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 118966
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by MaRiami on Thu Apr 17 2014, 03:34

ტიტულები[რედაქტირება]
ესპანეთის ლა ლიგა (32):
1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57, 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-63, 1963-64, 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72, 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08, 2011-12.

ესპანეთის თასი (19):
1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34, 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74, 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93, 2010-11, 2013-14.

ესპანეთის სუპერთასი (9):
1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008, 2012.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი (9):
1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-2000, 2001-2002

უეფა-ს თასი (2):
1984-85, 1985-86

უეფა-ს სუპერთასი (1):
2002

საკონტინენტთაშორისო თასი (3):
1960, 1998, 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ოფიციალური ვებ-გვერდები

ოფიციალური საიტი
„რეალის“ პროფილი უეფა-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე
„რეალის“ ოფიციალური არხი YouTube-ზე
„რეალი“ კლუბის პროფილი ოფიციალურ ვებ-საიტზე
გუნდის სიახლეები

რეალის სიახლეები მარკა (ესპანურად)
რეალის სიახლეები ასი (ესპანურად)
რეალი სიახლეები სქაი სპორთსი (ინგლისურად)




_________________
❤ AlwaYs be youRself,expRess yourself, haVe faith in yOurself, do nOt go out aNd lOok for a sucCessful perSonality and duPlicate it.


avatar
MaRiami
Admin

საყვარელი სერიალი : Tumhari Pakhi , Qubool Hai
პოსტების რაოდენობა : 115953
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 118966
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Thu Apr 17 2014, 13:50

Vaimee)) su chemebi)) kompit ro shemoval avavseb am temas
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by Espinela-Fans on Fri Apr 18 2014, 23:05

Klaroline wrote:Vaimee)) su chemebi)) kompit ro shemoval avavseb am temas
      
ერთად დავხურთ ეს თემაა      
avatar
Espinela-Fans

საყვარელი სერიალი : Kara Sevda და MeDCezir
პოსტების რაოდენობა : 26128
დაბადების თარიღი : 11.08.01
ქულები : 26711
ასაკი : 15

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:26

aba ra ^_^
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:28

რამოსი: "ფინალის გამოტოვების საფრთხე არ მანაღვლებს"

ბოლო შედეგები: "ძალიან საინტერესო და კარგი კვირა იყო. ვაგრძელებთ ბრძოლას ორივე ტურნირზე და ერთის მოგება მოვახერხეთ. მოგება ემოციურად ძალიან კარგი იყო."

"ბაიერნი": "ძალიან ბედნიერი ვართ იმ სამუშაოთი, რაც გავწიეთ. დიდებული თამაში იყო დიდებულ მოწინააღმდეგესთან. შედეგიც კარგი იყო. ვისურვებდით, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასე არ მოხდა და რას იზამ. განმეორებით შეხვედრაში გაგვიჭირდება. ძალიან რთული დონეა და ძლიერი მეტოქე, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ბოლომდე მზად ვართ."

დაცვის სიძლიერე: "ანჩელოტი ჩვენგან ითხოვს, რომ კარგად დავიცვათ თავი. დაცვამ გერმანელების წინააღმდეგ დიდებული სამუშაო გასწია და გუნდი უკნიდან მშვენივრად გადადიოდა შეტევაში. მეტოქის რიგებში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორიც რობენი, რიბერი და მიულერი, რომელთა წინააღმდეგ შეცდომის დაშვების საშუალება არ გვქონდა."

ატმოსფერო მიუნხენში: "ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს და ატმოსფეროთი ვერავინ ვერ გაგვაკვირვებს. ყველას პატივს ვცემთ."

ყვითელი ბარათის საფრთხე: "ყველას უნდა ფინალის თმაში , მითუმეტეს "მადრიდის რეალის" ფეხბურთელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თავს რამითი დავზოგავ იმ ფინალზე ფიქრით, რომელშიც ჯერ არ გავსულვარ."

„რეალს“ ყველას ყიდვა შეუძლია: "ეს გვარდიოლას აზრია და პატივი უნდა ვცეთ მას.მადრიდი ყოველთვის გამოირჩევა ხმაურიანი ტრანსფერებით.კლუბის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა."

ათლეტური მადრიდელები: "ვფიქრობ, რომ როდესაც პეპმა ასეთი შეფასება გაგვიკეთა, ცოტათი იპირფერა.მასზე ყოველთვის კეთილგანწყობით ვსაუბრობ, რამეთუ ფეხბურთში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.თუ „რეალს“ რაიმე გააჩნია, რონალდუს, ბეილის, ბენზემასა და დი მარიას დამსახურებაა.აქედან გამომდინარე, მისი რეპლიკა გასაკვირი სულაც არ არის."
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:28

Sky Sport : "ინტერი კაზემიროში 12 მილიონს გადაიხდის"

dzmobas vapiceb -_-
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:29

როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს რეალი და რა დანაკლისიც არ უნდა ჰქონდეს, ეს გუნდი ყოველთვის სახიფათოა მითუმეტეს მაშინ, როდესაც მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე იმართება."

ra tqma unda!!! sruli cheshmariteba!
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:29

"გვარდიოლას შეგირდებს არ ეგონათ, რომ ამხელა წინააღმდეგობას გადაეყრებოდნენ, რადგან ისინი აქამდე ყველას იოლად ამარცებდნენ, ესპანეთში კი ეს როდი გაუმოუვიდათ, რადგან ერთფეროვანი ფეხბურთი შემოგვთავაზეს, რომელიც კარლო ანჩელოტის ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი."

iasnia brat :3
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:29

"მთელი 90 წუთის მანძილზე პეპი ცდილობდა თამაში შეეცვალა, თუმცა ვერანაირად ვერ მოახერხა. აშკარა იყო, რომ ესპანელმა მწვრთნელმა შესვენებაზე ფეხბურთელებს უკან დახევის დავალება მისცა, მოთამაშეებიც ისე მწვავედ აღარ უტევდნენ, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გვარდიოლას რეალის გააქტიურება სურდა იმისათვის, რომ შემდეგ თავბრუ დაეხვია ესპანელი მცველებისთვის, თუმცა ანჩელოტი საკმაოდ გამოცდილია და ის პროვოკაციას არ წამოეგო, მას კვლავ ანგარიშზე ორიენტირებული, მიზანმიმართული ფეხბურთი ათამაშა საკუთარ შეგირდებს."

anchelito magaria :3
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:30

ბეილი და რონი ბრუნდებიან, რას იზამს ანჩელოტი?

vaime ^_^ <3 chemi ori vajkaci :D
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Re: რეალ მადრიდი

Post by RonaldoFan on Fri Apr 25 2014, 18:31

მოგეხსენებათ, მომავალ კვირაში, ჩვენს საყვარელ გუნდს, სეზონის ყველაზე მნშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი.სასურველი იქნებოდა, პირდაპირ „ალიანც არენის“ ტრიბუნებიდან მიგვედევნებინა თვალი ევროპული „კლასიკოსათვის,“ თუმცა ქართველი მადრიდისტებისათვის, არც რომელიმე „პუბში“ შეკრება და ერთად ქომაგობა იქნება ურიგო.

იმისათვის, რომ „საერთო ყურება“ დაიგეგმოს, უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ჩვენ ერთად სურთ წამოსვლა.შესაბამისად, აღნიშნული სტატიაზე კომენტარის დატოვების მეშვეობით, უნდა გავიგოთ თქვენი პოზიცია.
avatar
RonaldoFan

საყვარელი სერიალი : Grey's anatomy
პოსტების რაოდენობა : 3875
დაბადების თარიღი : 28.03.99
ქულები : 3941
ასაკი : 18

View user profile

Back to top Go down

Page 1 of 24 1, 2, 3 ... 12 ... 24  Next

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum