Log in

I forgot my password

Poll

ტელემუნდო თუ ტელევისა?

74% 74% [ 39 ]
26% 26% [ 14 ]

Total Votes : 53


სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Page 24 of 27 Previous  1 ... 13 ... 23, 24, 25, 26, 27  Next

View previous topic View next topic Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Thu Oct 20 2016, 18:52



სერენაი სარიკაიასა და ზერინ თექინდორის ინტერვიუ გაზეთ Milliyet-თვის


- ფილმი " ჩვენ ორის ნაცვლად" როგორია?
სერენაი: ძალიან ღრმა/ემოციური ფილმი გამოვიდა. რამდენიმე დამთხვევაც გამოვიდა,არც კი მჯერა,რომ მხოლოდ დამთხვევაა. ეს ფილმი აგრეთვე ნედჯათის 3 წლის შესვენების მერეა, უმურ ტურგაის მეორე ფილმი 18 წლიანი შესვენების შემდეგ. და ჩემი პირველი მთავარი როლი. ასე მგონია, ხალხი წლების შემდეგაც ნახავს ამ ფილმს და იტყვის " რა მაგარია" და კიდევ ერთხელ ნახავენ


ზერინი: გულწრფელობით ეს ფილმი პირველ ადგილზეა. მე სერიალშიც ვმონაწილოებდი და როცა ვფიქრობდი: რთული იქნება მუდანიაში გამზგავრება? პრობლემები ხომ არ იქნება გადასაღებ მოედანზე? ჰირამ ( ზერინის შვილი) მითხრა: დედა გაგიჟდი? თუ მოგეწონა სცენარი და რეჟისორი იუმურ ტურაგაი, ახლავე მიდიხარ იქ! კარგია,რომ წავედი.
- სცენარის წაკითხვის მერე თქვენი პირველი შთაბეჭდილებები
ზერინი: სიუჟეტი ძალიან შთამბეჭდავი მომეჩვენა. ზოგიერთი სცენა ისე მომეწონა,რომ ვთქვი : ეს სცენა ღირსეულად უნდა ვითამაშო
სერენაი: როცა სცენარს ვკითხულობდი,ამერიკაში ვიყავი, წაკითხვის შემდეგ ეგრევე დავბრუნდი უკან. სიუჟეტმა ძალიან მომხიბლა ( დიდი შთაბეჭდილება მოახდინა). ცოტა ჩემს ისტორიას ჰგავს, როცა ანტალიიდან სტამბულში ჩავედი. სცენარი,სადაც ჩემთვის მსგავსი მომენტები ვიპოვე


- არის რამე მსგავსება გმირთან?
სერენაი: ჩიჩექი არის გოგონა,რომელიც უნივერსიტეტისთვის ემზადება და ელოდება ცხოვრებას, როცა ფეხზე მყარად დადგება. სინამდვილეში ის რთულ მომენტებს განიცდის. მიუხედავად ყველა სირთულისა, შთამბეჭდავია, ყველაფერს როგორ ლახავს.
ზერინი: ისეთ მომენტებს ვეძებდი, როცა გმირის მესმოდა,როცა მას მხარს ვუჭერდი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამ როლს წამოვაჩენთ და გმირის ხასიათი უნდა გადმოვცეთ


- ფილმში დედის და შვილის სცენები ძალიან შთამბეჭდავია
სერენაი: ნუთუ დიდებულნი არ ვიყავით? როგორც დედა და შვილი
ზერინი: როცა ფოტოები ვნახეთ,ჩვენც გაგვიკვირდა


- როგორია თქვენი ურთიერთობა დედასთან?
სერენაი: ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ჩვენ ორივე, ერთად დავუპირისპირდით ცხოვრებას. მეგობარი, მამა,დაქალი, ნათესავი,ის ყველაფერია ჩემთვის


- ყველა ფილმში ვხდებით იმედგაცრუებას, თქვენ გაგიცრუვდათ იმედი?
სერენაი: დიდი სინანული ცხოვრებაში არ არის, არაფრია ისეთი,რაზეც მე ვიტყვი : ნეტავი ეს არ მექნა
ზერინი: ვის არ გააჩნია ისინი ( იმედგაცრუებები) ? მაგრამ მერე ყველაფერს ვუმკლავდებით. არ უნდა დამწუხრდე იმედგაცურების გამო, ეს ჩვენთვის გამოცდილებაა

- რა რის თქვენთვის სიყვარული?
ზერინი: ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობა. თავის არიდება შეუძლებელია
სერენაი: ენერგია, საკუთარ თავში თავდაჯერებულობა, როცა თავს კარგად გრძნობ და ბედნიერი იღვიძებ


- დიდება ზღუდავს თქვენს თავისუფლებას? რთულია ქუჩებში სიარული?
სერენაი: ადამიანების დიდ ნაკადში,რა თქმა უნდა, გცნობენ. მაგრამ იმდენად,რომ ამან შემაწუხოს,ასეთი რამ არ ყოფილა
ზერინი: თეატრის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა, მშვიდად ვმუშაობდით და მივდიოდით სახლში. მაგრამ როცა ტელეეკრანებზე გამოვჩნდი, ჩემი ცნობა დაიწყეს. სიმართლე,რომ ვთქვა ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე ამას


- კიდევ რა არის ფილმის გარდა?
ზერინი: სერიალი კარგად მიდის. გაკვეთილებს ჩავატარებ თეატრში. ვხატავ. მალე დაიწყება ცდები ახალი თეატრალური დადგენილებისთვის.
სერენაი: ფილმის გამო ახლა ძალიან დატვირთული გრაფიკია. ამ მიზეზით, სხვა ყველა დანარჩენი ჯერ-ჯერობით შევაჩერეთ


- როგორ ჩაიარა სასწავლო დღეებმა?
სერენაი: ცოტა ნერვიული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა სწავლა და გაკვეთილებს ვაკეთებდი. ძალიან მოსაწყენი სასწავლო ცხოვრება მქონდა. მერე მეგობრებმა მითხრეს : ნუ სულელობ,შეიძლება ასეთი მოსაწყენი სასკოლო ცხოვრება გქონდეს? ძირითადად,ანტალიის სკოლა მახსოვს. ბევრი სკოლა შევიცვალე

- თქვენ უნივერსიტეტისთვის ემზადებით
სერენაი: სერიოზულად ვემზადები. კვირაში სამჯერ გაკვეთილები მაქვს, დასაწყისიდანვე ვსწავლობ მათემატიკას, ქიმიას,ფიზიკას და სხვებს. მინდა,რომ სოციოლოგიაზე ვისწავლო,როცა პატარა ვიყავი ფსიქოლოგობა მინდოდა. შემდეგ შევიცვალე აზრი. თუმცა ღრმა ბავშვობაში მინდოდა სიმითი (თურქული ბუბლიკები) გამეყიდა


- თითქმის ყველა სერიალში მღერით. არის თუ არა სხვა დამოკიდებულა,გეგმები მუსიკასთან დაკავშირებით?
სერენაი: ამასთან დაკავშირებით პროფესიონალურად მუშაობა არასდროს მიფიქრია. ძალიან მიყვარს მსახიობობა და მუსიკა ასე ძალიან არ მითრევს. მომწონს სამსახიობო კარიერაში გამოცდილების მიღება. შეიძლება,თუ მსახიობობა შევწყვიტე, მუსიკას მერე მივხედო.
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Tue Nov 01 2016, 19:42

სერენაი სარიკაიას ახალი ინტერვიუ Hurret Bazar გაზეთისთვის
ინეტრვიუ აიღო - ჰაკან გენჯემ.
ფოტოები გადაიღო - ემრე იუნუსოგლუმ.




- სოციალურ ქსელში ხშირად ვხდებით ფრაზებს სიყვარულის შესახებ, ვიღაც იტანჯება,რომ არ შეუძლია სიყვარული. რა მოხდა რომ სიყვარული დავკარგეთ?
სერენაი: და ისევ სოციალური ქსელი. ყველაფერი ისეთი სწრაფი გახდა. ჩაკიდებული ხელები, შეხვედრა,დაშორება. იმის ნაცვლად,რომ მეგობარს მიწერონ, შეტყობინება გაუშვან, სმაილებს წერენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია გულისცემა მესმოდეს და მისი ხელი მეჭიროს ვისაც იგივე სურს. არა მხოლოდ შეტყობინება, საუბარიც და ამ საუბარში ჩაფვლაც ძალიან ძვირფასია ჩემთვუს. თუ კი ორი ადამიანი ერთმანეთთან თავს კარგად გრძნობს, ერთმანეთს აფასებენ, თუ საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე სიამოვნებას იღებენ იმისგან რასაც აკეთებენ, მაშინ სხვა აღარაფერია საჭირო.
- შეიყვარებთ,რომ იცოდეთ,რომ დაიტანჯებით?
სერენაი: თუ კი სიყვარულია, თავს ვერ გააკონტროლებთ. თავს დაკარგავ. და იტანჯები,თუ სიამოვნებას იღებ ამისგან ვერც კი გაიგებ.
- რას გაძლევთ სიყვარული?
სერენაი: თუ ჩემი ენერგია 1ია, მის ენერგიასთან ერთად 100 ხდება. ეს ძალიან ძლიერი და უნიკალური რაღაცაა


- თქვენ და ქერემს ერთმანეთი გიყვართ,რომელსაც თეთრი შურით უყურებენ. თქვენი ენერგია გავლენას ახდენს რომანტიკულობაზე?
სერენაი: მე ჩუმი რომანტიკოსი ვარ. ღმერთის წყალობით ქერემიც რომანტიკულია. თუ კი ჩემი ენერგია ერთს უტოლდება,მისი - ასს. ის ყველაფერში ნამდვილია
- თქვენ ორივე მსახიობი ხართ. სახლში სულ სცენარზე და სამსახურზე საუბრობთ?
სერენაი: არა, არაფერი მსგავსი. ჩვენ ხომ ხალხი ვართ, რა თქმა უნდა, ვსაუბროთ სამსახურზე, მაგრამ საერთოდ მასთან საუბარი სასიამოვნოა ნებისმიერ თემაზე.
- დროს როგორ ატარებთ?
სერენაი: მოგზაურობა გვიყვარს. მეგობრებთან ერთად ვატარებთ დროს. ვუყურებთ ფილმებს. მანდ მეტი იცის ფილმებზე. ყოველთვის მირჩებს რაიმე ფილმის ყურებას. ზოგჯერ დღეში 2-3-ჯერ ვუყურებთ ერთად ფილმებს.
- ზოგჯერ ეჭვიანობის სცენებზე ვკითხულობთ სიახლეებში,როცა გადასაღებ მოედანს ეხება საქმე
სერენაი: რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ ჰაკან? ასეთი რამ შესაძლებელია? სამუშაო ერთია, ურთიერთობა მეორე.
- ქორწინება?
სერენაი: ჯერ ძალიან ადრეა. მე არ ვარ ის ადამიანი. ვისაც ქორწილი უნდა ახლა. ყველაფერი ისეც მშვენივრადაა
- ისურვებდი ქერემთან ერთად თამაშს ერთ პროექტში?
სერენაი: ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, ქერემთან ერთად ერთ ფილმში მეთამაშა.
- რას უყურებთ ხოლმე?
სერენაი: აღფრთოვანებული ვარ " ძალიან უცნაური საქმეები" , "მძიმე დანაშაული" ძალიან ვნანობ,გვიან რომ დავიწყე ამ სერიალის ყურება. ძალიან მომწონს "შავი სარკე". ცოტა ხნის წინ დავიწყე "ნარკობარონის" ყურება. ჯერ კიდევ პირველ სეზონზე ვარ. "სამეფოს" ახალ სეზონს ველი,რომელსაც ქერემი უყურებს,რადგან ისეთ სერიალში აპირებს მონაწილეობას,სადაც ბოქსით იქნება დაკავებული, მაგრამ,როგორც ჩანს, მე უფრო ჩამითრია ამ სერიალმა
- რას კითხულობ?
სერენაი: საბაჰათინ ალის, ორჰან ფამუქს, ჰაკან გიუნდაის, ბუქეთ უზინერს.
- რას უსმენ?
სერენაი: ბოლო დროს ქალბენს ვუსმენ. ძალიან მომწონს ხმა
- რისი ყურება არ გბეზრდება?
სერენაი: G.O.R.A.


- პატარა ასაკში,რომ ცნობილი ხარ, კითხულობ სიახლეებს გაზეთებში შენ შესახებ. ამას რომ გამკლავებოდით, ფსიქოლოგი გეხმარებოდათ?
სერენაი: დიახ. დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ,რომ თითოეულმა ჯანმრთელმა ადამიანმა ეს უნდა გააკეთოს. მსახიობობას რეალური ცხოვრებიდან გამოჰყავხართ. მაგალითად: მთელი 2 წელი, ყოველდღე,შენი დღის 80%ს გადასაღებ მოედანზე ატარებ, ერთ გმირს განასახირებ, ფიქრს იწყებ ისე, როგორც ის ფიქრობს. ზოგჯერ ადამიანი რეალობის აღქმას ვეღარ ახერხებს.
- თავს თუ დავანებებთ,რომ ბევრს შრომობდით, გიფიქრიათ,რატომ მაინცდამაინც თქვენ ამდენი გოგოდან?
სერენაი: არსებობს იღბალი. მჯერა,რომ ძალიან იღბლიანი ვარ. მაგრამ ყველაზე მთავარი,ვფიქრობ, მოთმინებაა.
- სილამაზე?
სერენაი: ეს შეიძლება იყოს,როგორც პირველი შთაბეჭდილება. მაგრამ სილამაზე არასდროს ყოფილა ჩემი მთავარი კრიტერიუმი. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი ძალისხმევა სხვა რამეში და მუშაობაში ჩამედო.
- ჩემ წინ ვხედავ ლამაზ და ძლიერ ქალს. შენ როგორ ხედავ შენს თავს?
სერენაი: ბედნიერ ადამიანად. ადამიანი,რომელიც ყველაფერს იღებს ცხოვრებისგან. ყოველთვის მოქმედებაში ვარ. ერთ ადგილზე ყოფნა არ შემიძლია. სახლში ჩემთვის ვცეკვავ. მალე , განაწყენება,გაბრაზება არ შემიძლია. მავიწყებდა კიდეც,რომ ვბრაზდები. ძალიან ბევრი შესანიშნავი მეგობარი მყავს, მაგრამ განსაკუთრებით განმარტოებასთან ვარ მიჯაჭვული. სახლში ყოველთვის ჩართულია ნათურა და არის წიგნი წასაკითხად
- ვიღაცისთვის სექსუალური. ვიღაცისთვის უმანკო. შენი აზრით?
სერენაი: ალბათ,ერთიც ვარ და მეორეც. ამას ასე არ წარმოვიდგენ. ვფიქრობ, სექსუალური რომ იყო,არ არის აუცილებელი კარგი ფიგურა გქონდეს და მომნუსხველი მზერა. საკუთარი თავის რწმენა, შენი უარყოფითი და დადებითი თვისების მიღება, ქალი,რომელიც თავის თავს ემეგობრება, ჩემი აზრით, სექსუალურია. და ის,რომ მე თავს სექსუალურად ვთვლი,სწორედ ამ რწმენიდან მოდის.
- რას ფიქრობთ ქალების პოზიციაზე თურქეთში?
სერენაი: ჩვენ იმ მხარეში ვცხოვრობთ,სადაც კაცებს აქვთ გავლენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ქალები უძლურნი არიან. პირიქით, ბოლო დროს ქალები დიდ წარმატებას აღწევენ. მაგალითად, გასულ დღეებში, დაჯილდოებაზე, უმიე კოჩაქმა მიიღო პრიზი, ქალმა,რომელმაც თავის სოფელში თეატრი დაარსა გოგონებისთვის.


- დიახ,მაგრამ სხვა მხრივ, ჩვენ ვკითხულობთ, თავდასხმის შესახებ იმ გოგონაზე,რომელმაც შორტი ჩაიცვა
სერენაი: ამას გამართლება არ აქვს. სათქმელიც არაფერია!
- რას ფიქრობ,რატომ გაიზარდა ძალადობის რიცხვი?
სერენაი: ძალიან სწრაფი პროგრესის გამო ტექნოლოგიის სფეროში
- რატომ?
სერენაი: სოციალურმა ქსელმა, ტელეფონებმა, კომპიუტერებმა ძალიან სწრაფად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. იმ სამყაროში დავიწყეთ,ცხოვრება,რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.ადამიანები ვერ ხედავენ მათ გრძნობებს,ვინც წინააღმდეგია, ან არ უნდათ დაინახვა. ემოციების და ინფორმაციის ნაკლებობა მათ ველურებს ხდით. ამ თვალსაზრისით, მე შეშფოთებული ვარ.
- პოლიტიკა?
სერენაი: ეს ჩემი სფერო არ არის.
- მედიაში ცენზურის ზრდა გაწუხებთ?
სერენაი: დიახ,ძალიან. უკეთესი იქნებოდა უფრო თავისუფლება. ყველა ვხედავთ საზღვარგარეთის მაგალითებს, ნეტავ ჩვენც ასე გვქონდეს. მგონია,ეს გვჯაჭვავს. და ამ მიზეზით, ერთმანეთის მსგავს საქმეებს იღებენ.



avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Tue Nov 01 2016, 19:46




სერენაი სარიკაიას ვუთანხმდებით დილით შეხვედრას ლევენთის რაიონში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, სექსუალური და ნიჭიერი მსახიობი თურქეთში. არ მინახავს,რომ ის ხანგრძლივად საუბრობდეს, მარტო მე გავიფიქრე " ჩემს შეკითხვებსაც მოკლედ უპასუხებს?" როგორ აღწევს კაბინეტში თავისი ენერგიით


მას მოკლე კაბა აცვია, ფეხზე სპორტული ყელიანი ფეხსაცმელი. მაკიაჟის გარეშეა. მხოლოდ ტუჩზე უსვია ბალზამი. თუმცა,ამის მიუხედავად,ძალიან ფაქიზია.


ყავა შევუკვეთეთ და ოფისში მოვთავსდით,მისი თმები მზისგან ბრწყინავს,რომელიც ფანჯრიდან ანათებს.


თითქოს ჩემ წინ თურქი ცნობილი მსახიობი კი არა,მეგობარია,რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან ხშირად იცინის. როცა რამე სამწუხაროზე საუბრობს თვალები ევსება. ის ამბობს " შეიძლება რეკლამის ყურებისას ვიტირო". ტიპური კიბო (ავადმყოფობა)


ძლიერია,იმისთვის,რომ თქვას " რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებში,კარგია,რომ მოხდა"
საუბარს რომელიც მის ფილმზე დავიწყეთ "ჩვენ ორის ნაცვლად", ვაგრძელებთ მის ცხოვრებაზე და სიყვარულზე


მის შესახებ გავიგეთ 2008 წელს, სერიალიდან "ადანალი" სოფიას როლით. შემდეგ იეშიმი " ტიტების დროდან". მირა "მედჯეზირიდან".. მწვერვალზე მყოფი უცებ პაუზას იღებს. და წელიწადნახევარში სერენაი სარიკაია ჩვენ წინაა ფილმით " ჩვენ ორის ნაცვლად". ჩვენ იმ მიზნით შევხვდით,რომ ფილმზე გვესაუბრა,გაგვეგო რატომ დაიკარგა დროიებით, გაგვეგო დიდ სიყვარულზე კერემ ბურსინთან რომ აკავშირებს,ცხოვრებასთან ბრძოლის შესახებ, უხამსი ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელებსი, პოპულარობაზე, ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ


- თქვენ ასრულებთ 18 წლის გოგონას,ჩიჩექის როლს,რომელიც მალე იზრდება. როგორ ჩაიარა თქვენმა ახალგაზრდობა?
სერენაი: ჩიჩექის ისტორია, რომელსაც ფილმი გადგმოგვცემს, ჩემს თავგადასავალს ჰგავს. ანკარიდან დაბრუნებას ანტალიაში და შემდეგ მოულოდნელ გადასვლას სტამბულში. ყველა ამ ქალაქმა ბევრი რამ დანერგა ჩემში. არჩევნის წინაშე თუ დამაყენებთ,ვიტყვი " სტამბული". როცა ეს ადგილი დავინახე,გავიფიქრე,რომ ვეღარ შევძლებდი სხვა ადგილას ცხოვრებას. დიახ,აქ გჭირდება ქაოსი და მოძრაობა. თავიდან ძალიან გვეშინოდა. სულ სადღაც გვეჩქარება, მაგრამ როცა გაჩერება გინდა, ასეთი ზღვა სხვაგან არსად არ არის. ძალიან ბევრი ცვლილება განვიცადე ამ პერიოდში. დარღვევები მქონდა.


- მაშინ იმ დროში დავბრუნდეთ,როცა დიდება არ არის და უბრალოდ სერენაი სარიკაიაა. რატომ გადმოხვედით ახალგაზრდობაში საშიშ და დიდ ქალაქში?
სერენაი: როცა ანტალიაში ვცხოვრობდი, სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ჩეხოსლოვაკიაში, მათთვის ვინც 18 წლის არ არის. და გავიმარჯვე იქ. მაგრამ იქვე დამთავრდა და დავივიწყე. როცა სკოლაში ვსწავლობდი, სინან ჩეთინი ფილმს იღებდა ანტალიაში. სინამდვილეში ჩემი გზა აქედან დაიწყო. თითქოს რომ არა ეს სამუშაო,არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. მჯერა,რომ ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს მინიშნებებს, მე მივიღე ეს მინიშნება,სტამბულში მომიწვიეს. ერთ კვირაში გადავწყვიტეთ. და დედასთან ერთად " ორი გოგო" სტამბულში გადავედით


- ორი ქალისთვის რთული იყო ფეხზე დადგომა?
სერენაი: რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი გაურკვეველი იყო. სექტორი,რომელიც საერთოდ არ ვიცით. დიდი ქალაქი. ათასობით გოგონა იმავე ოცნებებით რაც მე მქონდა. ეს ყველაფერი საშიში და შეუძლებელი ჩანდა. არასდროს მიგრძვნია თავი ბოლომდე დარწმუნებული. მაგრამ ეს უკვე თავში მქონდა. ვცდილობდი ყოველთვის საუკეთესო ვყოფილიყავი და 16 წლიდან ვიბრძვოდი ამისთვის.


- თქვენ განიცდიდით მატერიალურ სირთულეებს, განიცდიდით უიმედობას?
სერენაი: ოჰოო.. ანტალია პატარა ქალაქია. იქიდან წამოსულს სტამბულში გინდა ახალი ცხოვრება მოიწყო. სტამბული ძალიან ძვირფასი ქალაქია. დიდი ხანი არ მქონდა არანაირი სამსახური. დედაც არ მუშაობდა. მაგრამ პოზიტიურად ვაზროვნებდით და ვითმენდით. გვჯეროდა,რომ რაღაც კარგი გველოდებოდა და სუფთა სახით გამოვალთ ამ სიტუაციიდან.


- თქვენთვის გმირი დედაა?
სერენაი: რა თქმა უნდა. ბევრი შეიძლება გამოიცვალოს ადამიანმა. დედას ყოველთვის სჯეროდა ჩემი.მაშინაც კი როცა იმედს ვკარგავდი და ძალა აღარ მქონდა. მან ბევრი მსხვერპლი გაიღო ჩემ გამო, საკუთარი თავიც დაივიწყა. ახლახანს დაიწყო თავისი ცხოვრების მოწყობა.


- ყველაფრის გადატანის შემდეგ როგორი გახდი?
სერენაი: რა თქმა უნდა. ადრე გავიზარდე. ახლა შემიძლია ჩემით დავდგე ფეხზე მყარად. მაგრამ, დავიღალე კიდეც. ზოგჯერ ვფიქრობ "ღირდა ასე გარჯა?" მაგრამ მომწონს ახლა ჩემი მდგომარეობა, სხვანირად ვერ შევიგრძნობდი ცხოვრებას ბოლომდე.


- როცა ეს ყველაგერი გაიარეთ,სად იყო მამათქვენი?
სერენაი: როცა პატარა ვიყავი,დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ ყოველთვის ვნახულობდი. ანკარაში ცხოვრობს. და ყოველ კვირა ვეხმიანებით ერთმანეთს


- თქვენი ცხოვრება,რომ ფილმი ყოფილიყო, გენდომებოდათ,რომ ხალხს ენახა და ეთქვა " მეც შევძლებ, მეც გავუმკლავდები"


- თქვენი პრობლემა ცხოვრებაში?
სერენაი: მე პერფექციონისტი ვარ, მაქსიმალისტი. ჩემი სამუშაოს იდეალურად შესრულება მიყვარს, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ მითხრას. მაგრამ ჩემს ცხოვრებას სამყაროს ვანდობ.


- 10 წელია მსახიობი ხართ. რამე გვითხარით ამ სფეროზე.
სერენაი: ერთის მხრივ რამდენადაც ადვილი და ფერადი არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენი სამუშაო, ასე არ არის. ბრძოლა არ სრულდება. ყველა ერთმანეთს ებრძვის


- ერთი ფრაზა ფილმიდან " ჯერ კიდევ დაუბადებელს, რომ შეგძლებოდა იმ ცხოვრების დანახვა,რომელშიც იცხოვრებდი,მიუხედავად ამისა, მოგინდებოდა ამ ქვეყანაზე მოვლინება? მე მომინდებოდა". ამ კითხვას გისვამ
სერენაი: ეს ხომ ცხოვრებაა, ათასჯერ მომინდებოდა! არაფრის შეცვლა არ მენდომებოდა ჩემს ცხოვრებაში


- დიდებას რომ აღწევ,რა იცვლება ცხოვრებაში? უმაღლესი კლასის სახლი,მანქანა
სერენაი; რა თქმა უნდა,შენს მოგებასთან ერთად პროპორციებიც იცვლება. თუმცა,მგონია,რომ საკმაოდ მოკრძალებულად ვცხოვრობ. არ ვარ ამ დიდების ნაწილი. ჩემი სურვილია საუკეთესოს მივაღწიო მსახიობებაში, პოპულარობა კი მხოლოდ ამ სამუშაოს ნაწილია.
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Nov 18 2016, 20:47

"Onedio Canlı Yayınında Test Çözüyoruz"-ის თარგმანი


1) დასაწყისში აღწერე შენი თავი ერთი სიტყვით: უიღბლო, ავტორიტეტული, ადამიანი ხელოვნება, ქველმოქმედი, ჭკვიანი, ყველაფრის წინააღმდეგი, მიმზიდველი, პიონერი, მამაცი
სერენაი: ვუპასუხებ მამაცი
- მამაცი? გამბედავი პასუხია
2) რისი გეშინია ყველაზე მეტად? წარუმატებლობა , სიკვდილი, მარტო დარჩენა, იმედის დაკარგვა, მოტყუებულად ყოფნა, შეცდომის დაშვება, გახდე უბრალო, დეპრესია, არ მაქვს შიშები
სერენაი: კი მინდა,ვთქვა,რომ არ მაქვს შიშები. ალბათ იქნება " მარტო დარჩენა"
3) პროფესია,რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდით : მეფობა, მოდელობა, მომღერლობა, ადვოკატობა, დედობა, მხატვრობა, მსახიობობა, სხვა, მწერლობა
სერენაი: საერთოდ,ყოველთვის ფსიქოლოგობა მინდოდა. თუმცა როცა ჩემი თავის შეცნობა დავიწყე, ვამბობდი,მოდელი რომ გავმხდარიყავი.. ამიტომ ვიტყვი: მოდელობა
4) ყველაზე ძვირფასი შენს ცხოვრებაში: სიყვარულო, სტილი, მხარდაჭერა, მეგობრები, ცოდნა, წიგნები, ხელოვება, წარმატება. ჩემი შვილები
სერენაი: ჩემი ბავშვები... კიდევ ერთხელ წაიკითხე.. სიყვარული თქვი
- სიყვარულო, სტილი, მხარდაჭერა, მეგობრები, ცოდნა, წიგნები, ხელოვება, წარმატება, ამჯერად ჩემი შვილების გარეშე
სერენაი: ყველაზე დიდ მნიშნელობას ოჯახს ვანიჭებ,იყო ასეთი?
- არის მეგობრები
სერენაი: ნუ მეგობრები.. ამას ვერ ვიტყვი, შემიძლია ვთქვა წარმატება. კი წარმატება
პ.ს. მეგონა სიყვარულს იტყოდა :დდ ვხდები,რომ სერენაი ცხოვრებაში ძალიან დაიხვეწა <3
5) საყვარელი საგანი სკოლაში: გეოგრაფია, ლიტერატურა, ისტორია,მუსიკა, თავისუფალი გაკვეთილები
სერენაი: ლიტერატურა, ძალიან მიყვარდა.. ძალიან სისულელეა,მოსაწყენია,მაგრამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა წერა. ყოველთვის გვაძლევდნენ დავალებებს და ხელს ვიწევდი : დავწერე, მზად ვარ,ჩემი წაიკითხეთ. მინდოდა თავი გამომეჩინა,არ ვიცი რატომ.. ლიტერატურა
- ალბათ შენ ის ხარ,ვინც ყოველთვის 100 ქულას იღებდა
სერენაი: ლიტერატურაში კი,ასე იყო, დანარჩენებში პრობლემები მქონდა
6) ახლა ის სიტყვა მიუთითე,რომლითაც სხვები გცნობენ: გადარეული,მშვიდი, შესანიშნავი, გენია, სულელი, კომუნიკაბელური
სერენაი: ვიტყვი გადარეულს და კომინიკაბელურის თქმაც შეიძლება, იმედია გენიაც და ა.შ.
7) რომელი ფრაზა მოგეწონა ფილმიდან " ჩვენ ორის ნაცვლად "
რაც არ უნდა მოხდეს,ამას სიყვარულო ჰქვია,
შენ მსოფლიოში წინ გადადგმული ნაბიჯი იყავი,
მოძებნეთ ადამიანი,რომელსაც შეიყვარებთ, დაე მან გაგანადგუროთ,
ამიერიდან სიმღერის მოსმენა აღარ მინდა, მინდა,რომ ვიმღერო
სერენაი: ეს "ამიერიდან სიმღერის მოსმენა აღარ მინდა, მინდა,რომ ვიმღერო"
8) ჩიჩექმა თავის დაბადების დღეზე თქვა: "ღმერთო ჩემო, ნეტავ სასწაული მოხდეს.." რომ არ გქონოდა,ის ყველაფერი,რაც ახლა გაქვს, რას ჩაიფიქრებდი? რომელს აირჩევდი: სიყვარული,კარიერა, იღბალი
სერენაი: რთულია.. ვიტყვი სიყვარულს
- სიყვარული.. და პასუხი გამოვიდა ლედი გაგა.
სერენაი: ა?
_ შენი სულიერი მხარე ძლიერი და წარმატებულია ლედი გაგა, მისი სიმამაცე, სტილი შეიძლება შენში დავინახოთ. ძალიან გიყვარს დახმარება. ყველას ეხმარები,ვისაც სჭირდება. არ გიყვარს დაყოფა, ვერ იტან,როცა მათ სოციალურ მდგომაროებას სვრიან და როცა ასეთ რაღაცას ამჩნევთ, ძლიერი რეაქცია გაქვს. ამას ვერ გამოვტოვებ, ნამდვილი გადარეული ხარ, თქვი კიდეც.
სერენაი: ზუსტად
- არასდროს ამბობ უარს,ჩაიცვა ის,რაც გინდა და მოიქცე ისე,როგორც მოგწონს.


ბოლო თამაში, მე ვიტყვი სიტყვას და შენ მეტყვი იმ სიტყვას,რაც პირველი მოგივა თავში
- სამსახური
სერენაი: წარმატება
- სტამბული?
სერენაი: ზღვა
- პოემები
სერენაი: სიყვარული
- ადანალი
სერენაი: სოფია
- დაიბადო იღბლიანი?
სერენაი: ოჯახი
- დაიბადო უიღბლო?
სერენაი: დაიბადო უიღბლო.. უბედობა
- გადასაღები მოედანი
სერენაი: მღელვარება
- ცნობილობა? სწრაფად
სერენაი: .... მსახიობობა.. არ ვიცი
- იეშილჩამ
სერენაი: ძველი
- დაღლილობა?
სერენაი: სახლი
- იდეალი?
სერენაი: მერილ სტრიპი
- შიში
სერენაი: სიბნელე
- წიგნი?
სერენაი: სიმშვიდე
- სოციალური ქსელი
სერენაი: სულ მბეზრდება
- მეგობრები
სერენაი: მეგობარი
- ონედიო
სერენაი: მხიარულება



avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Sun Nov 20 2016, 16:49

"სერენაის ფილმი შესთავაზეს "


აღარაა საჭირო იმის თქმა,რომ სერენაი სარიკაია ნიჭიერი მსახიობია. მისი ყოველი პროექტი წარმატებული ხდება. ვხედავთ,მისი ბოლო პროექტის "ჩვენ ორის ნაცვლად" წარმატებას.
თანაც ძალიან ბევრი ამბობს: რა თქმა უნდა, ფილმის შემადგენლობა ძალიან კარგია,თუმცა ეს ყველაფერი სერენაის დამსახურებულია. ამაზე ძალიან ბევრი ცნობილი პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობი საუბრობს
რა თქმა უნდა, არ მსურს უპატივცემულობად ჩამეთვალოს ზერინ თექინდორთან და ნედჯათ იშლერთან, თუმცა შეუძლებელია,სერენაი არ გამოვყოთ. და თანაც მან კარგად გამოიყენა ფილმი. მან ფეხზე წამოაყენა ყველა სოციალური ქსელის მომხმარებელი/გამომწერი და ისინი,ვისაც ის უყვართ. ხომ იცით, დღევანდელობაში სოციალური მედია ძალიან მნიშვნელოვანია.
და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრმა რეჟისორმა დაიწყო პროექტების მომზადება, რათა ითანამშრომლოს სერენაისთან. მათ შორის კი პირველი აღმოჩნდა ფერზან ოზპეთექი. მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა სერენაისთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. მისი გარშემომყოფებიც მხარს უჭერენ და აიძულებენ კიდეც " დიდებული იქნება, შესანიშნავი იქნებაო"
სანამ ძალიან ბევრი მსახიობი თავის ჯერს ელოდება, სერენაის სულ არ სჭირდება დიდ ხანს ლოდინი, როგორც ჩანს, სერენაი მალე წარსგება ფერზან ოზპეთექის პროექტით. მოუთმენლად ველით.
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Sat Dec 03 2016, 21:31




 Sosyal Media Odulleri-მ გამოავლინა "საუკეთესო მარკა",გამარჯვებულია ბრენდი Mavi
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Jan 27 2017, 15:13

სერენაი სარიკაია პირველი თურქი ქალი,რომელიც Head&Shoulders-ის მარკას წარადგენს.


სერენაი სარიკაია მსოფლიოში №1 თმის კომპანიის Head&Shoulders-ის სახე გახდა თურქეთში. ცნობილი მსახიობი იქნება პირველი ქალი,რომელიც ითანამშრომლებს ამ ბრენდთან.
2017 წელს #Head&Shouldres ახალი სიურპრიზებით ბრუნდება. შამპუნების ახალი კოლექცია და კონდიციოენერები,რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის მომზადდა, თურქეთში გაიყიდება.
#Head&Shouldres-ის პირველ ელჩ ქალს,როგორც სტატიებში წერენ, არსებული ბრენდის რეკლამაში იღებენ. რეკლამა უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი პრეს-კონფერენციაზე.
#Head&Shouldres და სერენაი სარიკაია თანამშრომლობას განაგრძობენ 2017 წელს და მომხმარებლის წინაშე უამრავი სიურპრიზით წარსდგებიან.
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Jan 27 2017, 15:22

 İTÜ EMÖS-ის გამარჯვებულები


31 იანვარს,საღამოს  გაიმართება İTÜ EMÖS-ის დაჯილდოების ცერემონია მუსტაფა ქემალის კულტურულ ცენტრში,აქათლარიში. წამყვანი იქნება  ჯეს მოლხო.
პ.ს. სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის ნომინაციები.







საუკეთესო მსახიობი ქალი - ბურჩინ ტერზიოღლუ


საუკეთესო მსახიობი კაცი - ილქერ ქალელი


ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი - სერენაი სარიკაია


ფილმის საუკეთესო მსახიობი -  ოზან გიუვენი


საუკეთესო მომღერალი ქალი  - ჰანდე იენერი


საუკეთესო მომღერალი კაცი  -   იალინი


საუკეთესო ალბომი - "Janti"  (მურათ ბოზი)


საუკეთესო კლიპი -  "Ben bilmem" (მურათ დალქილიჩი)


საუკეთესო სიმღერა - "Günah benim" (EYPİO ft Burak King)
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Sat Jan 28 2017, 16:35

 სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის ნომინაციები

ფილმის საუკეთესო მაახიობი ქალი - სერენაი სარიკაია

პ.ს. დაჯილდოება 16 თებერვალს  გაიმართება, 20.00 სთ-ზე








avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Thu Feb 02 2017, 16:41

სერენაი სარიკაიას სიტყვით გამოსვა:
საღამომშვიდობის. აი ეს მესმის, დიდი ხანი გავიდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ამდენი ხნის შემდეგაც მოუნდა ჩემი აქ ნახვა და ხმას მაძლევდა. ამას ჩემს პირველ ჯილდოდ ვთვლი,ფილმში შესრულებული როლისთვის "ჩვენ ორის ნაცვლად". დარწმუნებული ვარ, იღბალს მომიტანთ. უღრმესი მადლობა. შესანიშნავია,რომ დღეს აქ ვიმყოფები. მადლობა ყველას"


#ინტერვიუ
პროექტზე ვმუშაობთ, ეს არის აზრა კოჰენის ტრილოგიის ეკრანიზაცია. ყველამ წავიკითხეთ და მოგვეწონა და მოვისურვეთ ამ პროექტში მონაწილეობა. უკვე შემდეგ კვირაში გადაღებები იწყება, ყველა მზად ვართ, უკვე დიდი ხანია მზად ვარ. ძალიან მომენატრა.
- როგორ ემზადებით როლისთვის?
იმის გამო,რომ მოცეკვავის როლს შევასრულებ, დიდი ხანია ცეკვის გაკვეთილებს გავდივარ, სადღაც 2-5 თვეა.
- ცოტა სიყვარულზე ვისაუბროთ. მართალია,რომ ქერემ ბურსინათან დაქორწინებას გეგმავთ?
მესმის,როცა შესანიშნავი ურთიერთობა აქვს წყვილს,ყველას უნდა,რომ ქორწინებით დასრულდეს ეს ყველაფერი. მაგრამ მე,როგორც 25 წლის გოგო,რომელისთვისაც ყველაფერი თავის გზით მიდის, ვფიქრობ,რომ ჯერ კიდევ ადრეა ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ყველაფერი,მადლობა ღმერთს,კარგად მიდის. იმედია,ასეც გაგრძელდება. ამიტომ,ახლა არ ვფიქრობთ.
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Feb 03 2017, 17:01

ქერემ ბურსინის ინტერვიუს თარგმანი


- ქალბატონ სერენაისაც ეწყება ახალი სერიალი
ქერემი: დიახ ფიჩიპი
- ორი თვეა  ცეკვის გაკვეთილებს იღებს
ქერემი: რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა. გადარეულივით მუშაობს.


-  ერთად ცეკვავდით?
ქერემი:  არა :დდდდდდდ


-  არ ეჯიბრებით ერთმანეთს? მე უკეთესი ვარ,შენ უკეთესი ხარ
ქერემი: არა,არაფერია მსგავსი


- როგორ მოგწონთ მისი შესრულება?
ქერემი: სერენაი ძალიან ნიჭიერი მსახიობია. და ეს თქვენც კარკგად იცით,ის ძალიან ნიჭიერია.


-  და ქორწინება?
ქერემი:  რა გახდა ეს ქორწინება ასეთი, ნება მოგევცით ურთიერთობისგან სიამოვნება მივიღოთ. ქორწინება..  ამაზე ფიქრი ახლა საჭირო არ არის. ახლა ჩვენ მომენტებით ვცხოვრობთ
-  მაღაზიებში ერთობლივი შოპინგის შემდეგ , ჩვენ ვიფიქრეთ
ქერემი:  ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ.  შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი,კიდევ რა ვთქვა, დაე უკეთესი გახდეს




-  დაგისვათ კარგი შეკითხვა ?
ქერემი: იმედია,ნამდვილად კარგი შეკითხვაა :დდდდ
-  რა თქმა სერენაიმ სერიალში კოცნის სცენაზე?
ქერემი: :დდდდ  მორჩა,მადლობა, ნახვამდის.
მისმინეთ, ჩვენ ხომ მსახიობები ვართ, ერთი პროფესია გვაქვს,თანაც ჩვენ პროფესიონალები ვართ ჩვენი საქმის,ამიტომ  ამაში არ ვერევით. სამუშაო სამუშაო, სხვა რაღაცები, კი - სხვა რაღაცები...  აი ასე

-  რომანტიკული ხართ?
ქერემი: რომანტიკული ვარ თუ არა?  არ ვიცი, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ
- სერენაის  უნდა ვკითხოთ..
ქერემი: ზუსტად, არ ვიცი
-  და ქალბატონი სერენაი რომანტიკულია. გიკეთებთ სიურპრიზებს?
ქერემი: რა თქმა უნდა, როგორც  ვთქვი, ძალიან კარგად ვატარებთ დროს
avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Feb 03 2017, 17:05

7 თებერვალს #medcezir  არგენტინაში იწყება



avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Fri Feb 03 2017, 20:08

კალათბურთელმა ფურკან ქორქმაზმა პირდაპირ ეთერში თქვა,რომ სერენაიზეა შეყვარებული


- ფაჰრიე ევჯენი თუ სერენაი სარიკაია?
ფურკანი: სერენაი სარიკაია, რადგან სერიალით #მედჯეზირი ჩვენი გულები დაიპყრო





avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Sat Feb 04 2017, 14:45

კალათბურთელ ფურკან ქორქმაზმას თავგადასავალი გრძელდება


გუშინ ერთ-ერთ პროგრამაში მიწვეულმა ფურკანმა  " გააკეთე არჩევანი" ითამაშა.  ყველა დაპირისპირებაში არჩევანი სერენაიზე შეაჩერა. სერენაი გადაცემის  ჩემპიონი გახდა :D


დღეს  კალათბურთლეს პოსტი მიუძღვნეს:
" როგორ მიხვედი სერენაი სარიკაიამდე,  ვერც მე  მივხვდი.  საუბრობდით ძვირფას თექინდორზე. არნოლდის  ექშენ-ფილმზე და გაიმარჯვა სერენაიმ"


ჩვენმა ფურკანმა კი შემდეგი პასუხი გასცა: ძმაო, უკეთესია, თუ არ მკითხავ და მე არ გიპასუხებ



avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Re: სიახლეები სერენაი სარიკაიზე

Post by Mariko on Sun Feb 05 2017, 20:08

მოდის სექტორს ისინი ძალიან უყვარს


Sabah-ის გაზეთმა იმ მსახიობების სია შეადგინა,რომლებიც გადასაღებ მოედანზე ანგელოზებივით იქცევიან ( არ აქვთ კაპრიზები, არ აგვიანებენ..) სია ასეთია: საადეთ აქსოი, ეზგი მოლა, ბერგიუზარ ქორელი, ბურჯუ ესმერსოი და სერენაი სარიკაია.


#საადეთ აქსოი: რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს გადაღება, არ დაიწუწუნებს. იცვამს ყველაფერს,რაც საჭიროა. მხიარული და ჰარმონიულია.


#სერენაი სარიკაია: თავის საქმის პროფესიონალ ცნობილებს შორის სერენაი ყველაზე წინ მიიწევს. ის აფასებს ადამიანების შრომას. როცა დეკოლტეს ჩაცმას სთხოვენ,თუნდაც მისი სააგენტო ამის წინააღმდეგი იყოს, ის მათ წინააღმდეგაც წავა. ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი გადაღებების შემდეგაც ჰარმონიულად მუშაობს გუნდთან. არავისთან არ აქვს კონფლიქტი და არ ერევა შესრულებულ სამუშაოში.





avatar
Mariko

საყვარელი სერიალი : game of thrones , Fi Çi Pi
პოსტების რაოდენობა : 29201
დაბადების თარიღი : 01.08.97
ქულები : 30613
ასაკი : 19

View user profile

Back to top Go down

Page 24 of 27 Previous  1 ... 13 ... 23, 24, 25, 26, 27  Next

View previous topic View next topic Back to top


 
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum